planetanews Posted September 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 9, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/wall_street_journal.jpg ალესანდრო ტორელო ამ კვირაში „ნაბუქოს“ კოსნსორციუმმა (ექვსი ენერგეტიკული კომპანია, რომელმაც კასპიის გაზის ევროპისთვის მიწოდებისთვის ეს 3 300 კილომეტრიანი და 7,9 მილიარდი ევროს ღირებულების გაზსადენის მშენებლობა დაგეგმა) ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკთან, ევროპის საინვესტიციო ბანკთან და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (რომელიც მსოფლიო ბანკთან არსებობს) ხელშეკრულების გაფორმების შესახებ განაცხადა. ამ ხელშეკრულების პირობების თანახმად, კრედიტორები პროექტს შეისწავლიან და გადაწყვეტენ, იმსახურებს თუ არა ის ოთხი მილიარდი ევროს მოცულობის კრედიტს. სამივე ორგანიზაცია „ნაბუქოსთან“ მიმართებაში დეტალურ შემოწმებებს შეუდგება – ბანკებისთვის დამახასიათებელი ჩვეულებრივი პროცედურა, როდესაც ისინი მსგავსი პროექტების დაფინანსების შესაძლებლობას განიხილავენ. რა თქმა უნდა, არანაირი გარანტია იმის არ არსებობს, რომ ფული იქნება. ჩვეულებრივ, მსგავს ზომებზე საჯარო განცხადებებს არ აკეთებენ. მაგრამ „ნაბუქოს“ პროექტის ხელმძღვანელებმა პრეს–კონფერენცია გამართეს და უამრავი ჟურნალისტი მიიწვიეს; ბრიუსელში თავი მოიყარა როგორც პროექტის ხელმძღვანელობამ, ასევე კრედიტორებმა, რაც თითქოს იმაზე მიუთითებს, რომ პროექტის განვითარების პროცესში გარდამტეხი მომენტი დადგა. რა საჭიროა ასეთი მონდომება? პასუხი მარტივია. „ნაბუქო“ სხვა მილსადენებს კონკურენციას უწევს, რომლებსაც რუსეთი უჭერს მხარს და ამით იმის თქმა სურს, რომ ფარხმალს არ ყრის. ორშაბათს, საღამოს, მოწვეულ უცხოელ სტუმრებთან (მათ შორის კოლეგასთან Wall Street Journal–იდან), პრემიერ–მინისტრი ვლადიმერ პუტინი, ტრადიციულად, პროექტს ანადგურებდა. „“ნაბუქოს“ მთავარი პრობლემა ის, რომ არ არსებობს გარანტია, რომ ამ ვირტუალურ მილსადენში რაიმე პროდუქცია გაივლის“, – თქვა მან. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ პროექტის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება მხოლოდ რუსეთში არ აქვთ. ევროკავშირში ამბობენ, რომ პროექტს 200 მილიონი ევროთი დააფინანსებენ ბლოკის იმ გეგმის ფარგლებში, რომელიც კონტინენტზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განმტკიცებას და ეკონომიკის აღდგენის მხარდაჭერას ისახავს მიზნად. მაგრამ ფულის მისაღებად, „ნაბუქომ“ უნდა დაამტკიცოს, რომ ის ფულის ათვისებას წლის ბოლომდე დაიწყებს, რაც არც ისე იოლია, თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ მილები გაზით მხოლოდ 2015 წელს დაიტვირთება. მეორეც, ის კომპანიები, რომლებიც გაზის მოპოვებით არიან დაკავებულები საბადოზე „შაჰ–დენიზი 2“ კასპიის აუზის აზერბაიჯანული მხრიდან, მოლაპარაკებები დაიწყეს პოტენციურ მყიდველებთან, რადგან გაზის გაყიდვას ჩქარობენ. ფუნქციონირების დასაწყებად „ნაბუქოს“ სჭირდება, რომ მილსადენი რვა მილიარდი კუბომეტრის გაზით მაინც დაიტვირთოს. მაგრამ კონკურენცია სასტიკია და იმავე გაზზე პრეტენზიას კიდევ ორი პროექტი აცხადებს. იმ კომპანიების დარწმუნებისთვის, რომლებიც გაზს „შაჰ–დენიზზე“ მოიპოვებენ, „ნაბუქომ“ საკუთარი თავი სანდო პარტნიორად უნდა წარმოაჩინოს და მაშინ მილსადენი გაზით დაიტვირთება, როგორც კი მილსადენი იარსებებს. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts