planetanews Posted September 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 9, 2010 http://i.telegraph.co.uk/telegraph/multimedia/archive/01457/Fernando_Torres_1457773i.jpg უკვე 2 დღეა, რაც ყველა დაუსრულებლად ლაპარაკობს არგენტინა–ესპანეთის ამხანაგურ შეხვედრაზე. მსოფლიო ჩემპიონებმა კრახი განიცადეს ბუენოს აირესში. ესპანეთის მარცხს, ამ ქვეყნის გულშემატკივრები, ვერ დააბრალებენ ფერნანდო ტორესს, რადგან მას ამ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია…ლიხტენშტეინთან მატჩში ფერნანდო ტორესმა 2 გოლი გაიტანა და კიდევ ერთხელ შეახსენა ფეხბურთის გულშემატკივარს, რომ ჩვეულ ფორმას უბრუნდება. არგენტინასთან მატჩისას კი, სტადიონზე არ გამოსულა. დელ ბოსკემ უცნაური გადაწყვეტილება მიიღო – მის მაგივრად მანჩესტერ სიტის ფეხბურთელი დევიდ სილვა ათამაშა… http://assets1.liverpoolfc.tv/uploads/torres76512653_4c864d17bddf4674592244.jpgლივერპულის მენეჯერმა, როი ჰოჯსონმა ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა: – ” ჩვენ ველაპარაკეთ ესპანეთის ნაკრების მწვრთნელს, დელ ბოსკეს, მან სწორი გადაწყვეტილება მიიღო მოცემულ მომენტში. ამ ნაკრებს უამრავი კარგი ფეხბურთელი ჰყავს. ამ თამაშს დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა ესპანეთის ნაკრებისთვის. აუცილებელიც არ იყო ტორესის გასვლა სტადიონზე. ახლა ნამდვილად არ იყო დრო, ახალ პრობლემას ეჩინა თავი და ტორესის გამოჯანმრთელება კითხვის ნიშნის ქვეშ დამდგარიყო. იმ ხალხს სჭირდება “ელ ნინიო”, ვინც ჩვენგან წელს უკეთესს თამაშს მოელის. ფერნანდო მებრძოლი პიროვნებაა. ცდილობს ბოლომდე დაიხარჯოს და მალე ჩადგეს ჩვეულ ფორმაში. მჯერა, რომ ჩვენ ყველა ერთად წარმატებებს მივაღწევთ.” წყარო: liverpoolfc.tv View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts