Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) “იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო!”


Recommended Posts

http://assets2.liverpoolfc.tv/uploads/babel2_4c2a138891741843365868.jpg

 

liverpoolfc.tv-ს ლივერპულის 23 წლის  ფეხბურთელმა, რაიან ბაბელმა საინტერესო ინტერვიუ მისცა…– მოხარული ვარ როი ჰოჯსონის მოსვლით. გაურკვევი მდგომარეობა იყო, მაგრამ ახლა ყველაფერი ჩვეულ რიტმს უბრუნდება.  კლუბში ყველას კარგად გვესმის და ვაცნობიერებთ, რაოდენ რთული წელი გველის წინ. ჩვენი მოვალეობაა ვიმუშაოთ მუხლჩაუხრელად, რათა სასურველ შედეგს მივაღწიოთ.

 

ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან ვიცი რომ წელს ჩვენ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს ვაჩვენებთ და რომ ბოლოს ყველაფერი კარგად დასრულდება.

 

როი მესაუბრა  და მითხრა, რომ მომცემს შანს, რათა საკუთარი შესაძლებლობები უკეთ ვუჩვენო “წითლების” გულშემატკივარს. კარგია, როცა მწვრთნელი გენდობა.

 

ყოველთვის ვამბობდი, რომ იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო. აქ თავს შესანიშნავად ვგრძნობ და უფრო კარგად ვიქნები როცა ჩემი შესაძლებლობების რეალიზებას მოვახდენ.

 

ფერნანდო ტორესი თითოეულ ჩვენთაგანს სჭირდება. ჩვენზე კარგად ალბათ არავინ იცის, როგორ აკლია კლუბს. ის ყოველთვის დარჩება ჩვენს მე–9  ნომერად.

 

წინ მართლაც რომ რთული სეზონი გველის. ამ პერიოდში გუნდს ყველა ფეხბურთელი დასჭირდება, უკლებლივ ყველა! კლუბს ჰყავს ახლწვეულებიც, რომლებიც შესანიშნავად მოერგნენ ნაკრებს.

 

გვყავს ახალი მწვრთნელი,  ფეხბურთელები. ყველაფერი ახალია კლუბში. რაც მთავარია გვაქვს… ამბიცია…

 

კლუბი გაცილებით უფრო ძლიერი ხდება, რაც გვახარებს და ბრძოლის სტიმულს გვაძლევს.”

 

წყარო: liverpoolfc.tv

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...