planetanews Posted September 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 8, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/foreignpolicy.jpg დევიდ ბოსკო შესაძლოა, ავღანეთის კონფლიქტი მართლაც კრიტიკულ ფაზაშია, მაგრამ ნატოს ენერგია და ყურადღება აშკარად ილევა. ნიდერლანდებმა, რომელიც ალიანსის ერთ–ერთი ყველაზე მტკიცე და ერთგული წევრია, ჯარი გაიყვანა. მეორე „ვარსკვლავი“ კანადა, იგივეს აპირებს. მსოფლიოს სხვა კუთხეებიდან, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპიდან, წუწუნი ისმის იმის თაობაზე, რომ ოპერაციის მიმდინარეობის ხარჯები მონაწილე–ქვეყნებს საკუთარი შეიარაღებული ძალების მოდერნიზების უნარს ართმევს. ნატოს გენერალური მდივანი ჯერ კიდევ ტუქსავს ალიანსის სახელმწიფოებს, რომ მათ საქმის ბოლომდე მიყვანა არ სურთ, მაგრამ ცხადია, რომ ის იმის გაჭიანურებას ცდილობს, რაც გარდაუვალია. ეს ყველაფერი ნატოს მომდევნო სამიტის მოახლოებისა და ალიანსის მხრიდან ახალ სტრატეგიულ კონცეფციაზე მუშაობის დასრულების მცდელობის ფონზე ხდება. ცივი ომის დამთავრების დღიდან ნატოს რაღაც მასშტაბური პრობლემა ყოველთვის ჰქონდა. ჯერ იყო ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისკენ გაფართოება. 1990–იანი წლების დასაწყისში ალიანსი დაკავებული იყო კონფლიქტის მოგვარებით ხორვატიასა და ბოსნიაში და გაფართოვების საკითხების განხილვით. 1998 წლის ბოლოს ყურადღება კოსოვოზე გამახვილდა. ხოლო 11 სექტემბრის შემდეგ ალიანსმა ავღანეთს მიჰყო ხელი. რადგან ნატოს წამყვანი წევრები ამ კონფლიქტში საკუთარ მონაწილეობას ზღუდავენ, ხოლო ავღანეთისთვის კონტროლის გადაცემა მხოლოდ მომავალ წელს დაიწყება, ალიანსი შესაძლოა ძალიან უცნაური და სახიფათო პრობლემის წინაშე აღმოჩნდეს, სახელწოდებით „ფარდობითი უმოქმედობა“. რაღა თქმა უნდა, წრთვნები და სწავლებები, ასევე სამიტები და კონფერენციები არსად გაქრება. მაგრამ პოსტ–ავღანური ნატო შეიძლება ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდეს, როდესაც მასში არცერთი გაცოცხლებული მისია აღარ იქნება და ბლოკი დარჩება საკუთარი საქმიანობის რაიმენაირი არსებითი არქიტექტურული ცვლილების გარეშე. ნატოს ხელმძღვანელობას მსგავსი პერსპექტივის მიმართ ნერვოტული დამოკიდებულება აქვს. ორგანიზაციას აბსოლუტურად არ ხიბლავს ისეთ სტრატეგიულ ფარად გარდაქმნის იდეა, რომელიც უბრალოდ არსებობს, ყოველი შემთხვევისთვის, ის ხომ მოვლენათა ეპიცენტრში ყოფნას შეეჩვია. ეს ყველაფერი კი თითქმის იმას გავს, რომ ნატოს ჩინოვნიკებს ეშინიათ, რომ ორგანიზაცია დაიშლება, თუკი ის რაიმე სხვა კალაპოტში არ განაგრძობს აქტიურ მოქმედებას. ნატოს მმართველ წრეებში ალიანსის ახალ როლთან დაკავშირებით რამდენიმე იდეას განიხილავენ: ალიანსი გლობალურ პოლიციურ ძალად უნდა გარდაიქმნას: ნატო შეიძლება შეეცადოს განიმტკიცოს იმ გლობალური მასტაბილიზირებელი ძალის როლი, რომელსაც ავღანეთში თამაშობდა. ყველაზე მეტად ეს იდეა, როგორც ჩანს, აშშ–ს იტაცებს, რომელსაც საერთაშორისო არენაზე ნებისმიერ სიტუაციაში აქტიური როლის შესრულება სურს – ისინი ალიანსის ძალების გაზრდას და მისი საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესებას მიესალმებოდნენ. მაგრამ ბლოკის ბევრი წევრისთვის ავღანეთი ტრამვული გამოცდილებაა, და მათ არ გააჩნიათ ისეთი ახალი ურჩხულების ძიების განსაკუთრებული სურვილი, რომლებსაც თავებს მოაჭრიდნენ. დათვის მოფერება: გაფართოვების პროცესში ალიანსმა უკვე მოასწრო ყოფილი საბჭოთა კავშირის ზღურბლის გადალახვა. მაშინ, რატომ არ შეიძლება ბლოკში რუსეთის მიღება და ცივი ომის საბოლოოდ დასრულება? ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის ლექტორმა ჩარლზ კუპჩანმა ახლახანს პრეცედენტი შექმნა: დასავლეთი შეცდომას უშვებს, როდესაც რუსეთს ისე ექცევა, როგორც სტრატეგიულად გარიყულ–ქვეყანას. როგორც ამას ის შეთანხმებები გვიჩვენებს, რომლებსაც ხელი მოეწერა ნაპოლეონის ომების და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, განსხვავებით იმ ხელშეკრულებებისგან, რომლებიც პირველი მსოფლიო ომის შემდეგ გაფორმდა – ყოფილი მოწინააღმდეგეების ომისშემდგომ მსოფლიო წესრიგში ჩართვა საყოველთაო მშვიდობის კონსოლიდაციისკენ გადადგმულ ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯად ითვლება. ამიტომ რუსეთის ყოფნა გაფართოვებულ ევროატლანტიკურ წესრიგში დღეს ნატოს პრიორიტეტი უნდა გახდეს. დემოკრატიული სახელმწიფოების ალიანსი: აშშ–ში ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს, ჯონ მაკკეინმა დემოკრატიული სახელმწიფოების მსოფლიო ლიგის შექმნის იდეა გაახმოვანა. მათ, ვისაც ეს მოსაზრება ხიბლავს, ნატო ყოველთვის ბუნებრივ საწყის პუნქტად მიაჩნდა. რატომ არ უნდა შევთავაზოთ წევრობა იაპონიას, ავსტრალიას, სამხრეთ აფრიკას და ა.შ. და მთელი მსოფლიოს დემოკრატიზაციის აქტიურ ძალად ვიქცეთ? შეერთებული შტატების დღევანდელი ელჩი ნატოში ივო დაალდერი, სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ ერთ–ერთი იმ ესეს თანავტორი იყო, რომელშიც მოვლენების სწორედ ასეთი განვითარების აუცილებლობაზე იყო საუბარი. ალიანსისთვის კიდევ ერთი ალტერნატივა (და უახლოეს მომავალში ეს მისი ყველაზე რეალური კურსია) ჭრილობების მოშუშებაა, კონსოლიდაციისა და თავდაცვითი ხარჯების შემცირების მიმდინარე რაუნდის გადაგორება, ხოლო შემდეგ საკუთარი სარგებლის წარმოჩენისთვის მორიგი შესაძლებლობის ლოდინი. დღევანდელი გზისკენ ალიანსს ის მოვლენები უბიძგებს, რომელთა კონტროლიც მას არ ძალუძს. და ახალი კურსის არჩევაშიც, როგორც ჩანს, ნატოს სწორედ ეს მოვლენები დაეხმარება. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts