planetanews Posted September 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 8, 2010 3 სექტემბერს ანაკლიაში პრეზიდენტისა და საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა მაყურებელმა პირდაპირი სატელევიზიო ეთერით იხილა, მაგრამ არავის უნახავს და სმენია იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა მისი დასრულების შემდეგ სამეგრელოში, სად და რა ვითარებაში აღმოჩნდა მიხეილ სააკაშვილი თავის ურიცხვ თანმხლებ პირებთან ერთად. გაზიარება[ნანა ფაჟავა. 02:25 09-09-2010]http://1.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TIgOugZY5zI/AAAAAAAAEBY/fD6BNu5WDzI/s200/25464_111633058864700_100000540199379_169334_3528654_n.jpgპრეზიდენტისა და მთავრობის წევრების გადაადგილებით „პრესა. გე“ მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ანაკლიის შეხვედრა ჟურნალისტებისთვის დახურულად გამოცხადდა.შუადღისთვის ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ სამთავრობო შეხვედრა ქართულ-აფხაზურ ადმინისტრაციულ საზღვართან გადმოინაცვლებდა და რუხის ციხის ნანგრევებზე გრანდიოზული ვახშამით დასრულდებოდა. ინფორმაციის დაზუსტების მიზნით გადავწყვიტე, რუხის ტერიტორიის „დაზვერვა“ და გეზი ენგურის ცენტრალური ხიდისკენ ავიღე. სოფლის შესასვლელში სამთავრობო დაცვისა და შსს ავტომანქანებმა ჩვეული სისწრაფით ჩამიარეს. უკვე ცხადი იყო, რომ ისინი პრეზიდენტის გამოჩენამდე სამსახურეობრივ დავალებას ასრულებდნენ.რუხის ციხესთან მისულს ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს ექვსი თანამშრომელი დამხვდა. ავტომანქანიდან კამერის გარეშე გადმოვედი და რუხის ციხის ნანგრევებში შევედი. ამ ისტორიულ ადგილზე უჩვეულო სანახაობა დამხვდა. ერთ ადგილზე სცენა და მუსიკალური ინსტრუმენტები მონტაჟდებოდა, გალავნის ცენტრში კი მაგიდები მწკრივად იყო გაშლილი და თეთრი სუფრა ეფარა. ერთ კუთხეში კი ხის კონსტრუქციას აგებდნენ, რომელსაც ოქროსფერი ასოებით ეწერა: რესტორანი „დიარონი“. ერთ-ერთმა პოლიციელმა წინ გადამისწრო და ჩემთვის უცხო პირს მიუახლოვდა, რომელიც, როგორც შემდეგ გავარკვიე, სამთავრობო დაცვის წევრი აღმოჩნდა.სამთავრობო დაცვის თანამშრომელი, რომელთანაც პოლიციელმა მოხერხებულად „ჩამიშვა“, გაწვდილი ხელებით ჩემსკენ გამოემართა და ვიდრე მისვლის მიზეზს გაიგებდა, „მხურვალე“ სალამი გადმომცა. მერე კი, მწარე გამოცდილების გათვალისწინებით, წინასწარ განვაცხადე, რომ ვიდეოგადაღებას ვგეგმავდი და ჩემთვის მუშაობაში ხელი არ შეეშალათ, არც კამერის დაზიანება ეცადათ, როგორც ეს წლის დამდეგს ჩაიდინეს. დაცვის წევრმა, რომელმაც „ქსივის“ წარდგენით ვინაობა გულწრფელად დამისახელა, მიპასუხა: „ერთმანეთის საქმიანობას პატივი ვცეთ და ისე დავშორდეთ, აქ გადაღების უფლებას ვერ მოგცემთო“. ამის თქმა იყო და, დაცვის ხუთი შეიარაღებული თანამშრომელი ნანგრევებიდან ერთბაშად გამოვიდა და ალყაში მომაქცია. მათგანაც განმარტება ვითხოვე, თუ რატომ მეკრძალებოდა გადაღება იმ ადგილას, სადაც პრეზიდენტი არ იყო, ან რა საიდუმლო უნდა გამეცა ამ ქმედებით. ისინი არც სააკაშვილის მოსალოდნელ ვიზიტს მიდასტურებდნენ და ტერიტორიის დატოვებასაც დაჟინებით მოითხოვდნენ. წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა. რუხის ციხე ბედნიერების განცდით დავტოვე, რადგან ამჯერად სამთავრობო დაცვას თავი სრულიად უვნებელმა დავაღწიე.რუხში ხელმეორედ მას შემდეგ ჩავედი, რაც საქართველოს პრეზიდენტმა შავი ზღვის სანაპიროდან ნაც–ელიტა, ერი და მსოფლიო პირდაპირ ეთერში ჩვეულებისამებრ დამოძღვრა. საღამოს 8 საათისთვის რუხის ციხის მისადგომებთან 100-მდე ადამიანი დამხვდა, მათ შორის ბავშვები სჭარბობდნენ, ქალები კი ხმამაღლა ჩოჩქოლებდნენ. როდესაც მიზეზი ვიკითხე, თქვეს, ადამიანები ვართ, თხებივით წინ და უკან რატომ გვერეკებიან ეს პოლიციელები, საყვარელი პრეზიდენტის ნახვა ჩვენც გვინდაო. ათიოდე წლის მოზარდი, რომელიც ეპილეფსიით იყო დაავადებული, პრეზიდენტთან საქმის „ჩაწყობას“ მთხოვდა – დაცვა არ მიშვებს და მიშას უთხარი მიმკურნალოსო...შეკრებილთა შორის აფხაზეთიდან დევნილებიც იყვნენ, რომლებიც ციხის გალავანში შეღწევას თავდაუზოგავად ცდილობდნენ. სოხუმიდან დევნილები უკმაყოფილებას ხელისუფლების მისამართით გამოთქვამდნენ, მაგრამ რაც არ უნდა უცნაური იყოს, სააკაშვილს საყვარელ პრეზიდენტად და მსოფლიოს მმართველად მოიხსენიებდნენ. ისინი პრეზიდენტის მისამართით გამზადებულ წერილებში საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებასა და სოციალური პრობლემების მოგვარებას მოითხოვდნენ.საღამოს 9 საათისათვის რუხის ციხესთან პრეზიდენტის ესკორტი გამოჩნდა. მას თითქმის 150-მდე ავტომანქანა მიჰყვა, რომლებიც სავალი ნაწილიდან ციხის ძირში უხვევდნენ. ამ ვითარების გადაღებას ვიდეოკამერით მოხერხებულად ვცდილობდი, თუმცა ამ შემთხვევაშიც ადგილობრივმა ძალოვანებმა „იმარჯვეს“ და სამთავრობო დაცვას „დროულად“ აუწყეს.ხუთიოდე მეტრში პოლიციის პიკაპი გაჩერდა და სავარაუდოდ შსს კბილებამდე შეიარაღებულმა თანამშრომელმა საჩვენებელი თითით მასთან „მიმიპატიჟა“ და გადაღებულის გადაშლა კატეგორიულად მომთხოვა. გასაგებია, რომ პრეზიდენტის ესკორტის გადაღება „კონსტიტუციით იკრძალება“, მაგრამ საპარლამენტო უმრავლესობის, მთავრობის წევრებისა თუ მაგალითად, ზუგდიდის გამგებლის, ქობალიასა და საკრებულოს თავმჯდომარე კონჯარიას მანქანების გადაადგილება საიდუმლოს რატომ წარმოადგენს, ნამდვილად გაუგებარია. მიუხედავად ამისა, შსს ბრძანებას დავმორჩილდი და ფირის გადაშლა საკუთარი ხელებით დავიწყე, თუმცა მოგვიანებით, დათვალიერებისას აღმოვაჩინე, რომ უხარისხო, მაგრამ კადრების გარკვეული ნაწილი შემომრჩა. თუ რა ხდებოდა 3 სექტემბრის ღამეს რუხის ციხესთან, შეგიძლიათ ვიდეომასალაში ნახოთ.რის ნახვასაც ვერ შეძლებთ ის არის, რომ სააკაშვილმა და მისმა ამალამ ციხესიმაგრე საათნახევარში დატოვა. ისტორიული ნაგებობის შუაგულიდან ნიაზ დიასამიძის ხმა ისმოდა, სხვა მომღერლების გარჩევა კი დიდი მცდელობის მიუხედავად, ვერც გარშემომყოფებმა მოახერხეს. სამაგიეროდ, კარგად ვარჩევდი იმას, რაც ციხის მისადგომებთან მესმოდა. იქ შეკრებილები ამბობდნენ, რომ ამ ვახშამს პრეზიდენტისა და მთავრობის საპატივცემლოდ პეტერბურგში მოღვაწე ზუგდიდელი ბიზნესმენი პაპუნა ღურწკაია მართავდა, რომელიც იქ დედის იუბილის აღნიშვნას გეგმავდა და მხოლოდ სააკაშვილის ვიზიტის გამო ერთი დღით გადადო.ამბობდნენ, რომ სტუმრებს შორის ქართველებთან ერთად რუსი ბიზნესმენებიც იყვნენ. ყვებოდნენ იმასაც, რომ თითქოს ღურწკაიამ ლამის მთელი რუხი შეიძინა, ენგურის ცენტრალურ ხიდთან, იმ ადგილას სადაც ახლა ქართული ბლოკ–საგუშაგოა, სავაჭრო ცენტრის აშენებას და ამ გზით აფხაზებთან ეკონომიკური ურთიერთობის აღდგენას გეგმავსო, ნაწილი კი ამ მოსაზრებას არ ეთანხმებოდა და ამბობდა, რომ ღურწკაია ისეთი სულელი არ არის, მიშას ფული შეაწერინოს, ისიც ეყოფა, რაც სიმამრის ციხიდან დასახსნელად გაიღოო.ღურწკაია, იმ ცნობილი ენერგეტიკოსის, იური გუგუჩიას სიძეა, რომელიც ახალაიას მარწუხებში სააკაშვილის მმართველობის პირველ დღეებში მოექცა. ამბობდნენ, რომ ეს ღრეობა პაპუნა ღურწკაიას კი არა ადგილობრივ ბიუჯეტს ასეულობით ლარი დაუჯდა, რომელიც ქობალიამ «სიამოვნებით» დახარჯა.შესაძლოა ბევრს ეს მონაყოლი ჭორად მოჩვენებოდა, რომ არა ის, რაც 4 სექტემბრის ღამეს იმავე ადგილზე მოხდა. ამჯერად, პაპუნა ღურწკაიამ დედის, ლუარა გერგაიას 70 წლის იუბილე რუხის ციხის ნანგრევებზე მართლაც აღნიშნა. სტუმრებში ხელისუფლების წარმომადგენლები არ ჩანდნენ, მხოლოდ იუბილარის კოლეგა ექიმები, ვაჟის მეგობარი, უცხეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენები და სპეციალური მოწვევით ჩამოსული მომღერლები – მერაბ სეფაშვილი, რომელიც ბიზნესმენებთან ერთად ინგლისიდან დაბრუნებულა, სოფო ბედია, ანსამბლი „რუსთავი“, „ზუგდიდი“ და „ოზურგეთი“...ერთი სიტყვით, თეატრალიზებული იუბილე, რომელსაც ისტორიულ სამოსში გამოწყობილ მეციხოვნეებთან ერთად შეიარაღებული დაცვაც იცავდა, ხანგრძლივი ფეიერვერკებით ღამის 2 საათზე დასრულებულა. ცუდი ამ ყველაფერში მართლაც არაფერია. თუ აქვს პრეზიდენტს კულტურულ ძეგლზე ათასკაციანი ქეიფისა თუ ღრეობის გამართვის უფლება, რატომ არ უნდა ჰქონდეს იგი ღურწკაიას? ან, რატომ იტყვის უარს გამგებელი ალიკა ქობალია იგივე გააკეთოს იქ ერთი კვირით ადრე და ტაშ-ფანდური 300 კაცთან ერთად გამართოს?! ამ ყველაფრის მასპინძელი – რესტორანი „დიარონიც“ ხომ ქობალიას მფლობელობაშია?! მიღებული შემოსავალიც ხომ მის ჯიბეში იყრება?!..და სად არის ამ დროს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო?! რატომ ნადგურდება ძეგლი, რომელმაც მტერსა და ჟამთასვლას ღირსეულად გაუძლო?!.. ბოლოსდაბოლოს, ეს ყველაფერი ხომ ენგურის ხიდამდე 300 მეტრში ხდება... მტრის ჯინაზე?!presa.gehttp://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts