Jump to content
Planeta.Ge

ბოქლომის ბლოგი- მეგრულმა “ტაჯმაჰალმა” კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმი გადაფარა?


Recommended Posts

როცა რეზონანსული სახელმწიფო ტელევიზიები რიგ შემთხვევებში დუმილს ამჯობინებდნენ, ერთ-ერთმა ოპოზიციურმა არხმა, რა თქმა უნდა, თბილისის მასშტაბებში, აჩვენა სარეკლამო რგოლი “ვის ვუხდით ფულს” - კოლაჟი ქართველ პარლამენტარებს ეძღვნებოდა. მათი რაოდენობა ასეულს ცდებოდა, ჩამოთვლილი იყო სახელმწიფო მოხელეთა გვარ-სახელები და ისმოდა რიტორიკული კითხვა – “იცოდით მათი არსებობის შესახებ?”

 

გაზიარება

[ანნა მანია. 02:41 09-09-2010]

http://4.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TIgRkgInh8I/AAAAAAAAEBg/4cvV6b3BQzw/s200/26416_1392710864875_1445260650_31021943_2659911_n.gifამ პარლამენტართა შორის, ერთ-ერთზე, გოჩა კუპრავაზე შევაჩარე ყურადღება. კლასიკური მაგალითია, როგორ მოხვდნენ ცალ-ცალი კალოშით და რა მწვერვალები დაიპყრეს ჩვენს ხელისუფლებაში. თუ ვინმეს მწვერვალის წაკითხვისას, პარლამენტარი გია თორთალაძე გაახსენდა, უნდა გავაწბილო, ამჯერად ის არაფერ შუაშია…

ახლა რაც შეეხება, გოჩა კუპრავას, არც ისე მინავლული კადრია. მის პოლიტანგარიშზეა უკრაინაში გამოჩენილი ”გმირობა”. ერთ-ერთი დამრტყმელი ძალა იყო თბილისიდან საგანგებოდ წარგზავნილ ”ტალი-ტალიკ” ბიჭებს შორის. თურმე, ”საგმირო საქმეები” ჯერ კიდევ სოფლელ ბიჭს ქუთაისელი სატრფოს გულის მოსაგებად ჩაუდენია.

როცა ხალხში გაერია, მიდგა-მოდგა, შნო და მარიფათი გამოიჩინა, ინდომეს ქუთაისელებმა სიძედ. ახლა მეუღლე ჰყოლია აგერ აქამდე უკმაყოფილო, შენთან აბაშაში ვერ გავჩერდები კომფორტი არ არისო.

ჰოდა, იმ ადგილიდან 100 მეტრში, სადაც კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმია 40 ათას დოლარიან კომფორტულ აგარაკს უშენებს მეუღლეს. ესეც ქართული ტაჯმაჰალი, განა მხოლოდ ინდოელ კაცს შეუძლია მეუღლეს სრა-სასახლეები აუშენოს? არც ქართველები ჩამოვრჩებით.

მართალია, აბაშის ”დაჩა” ტაჯმაჰალს ბევრად ჩამორჩება, თუმცა იქაურ პირობებში მართლაც ”ტაჯმაჰალობს”. ისიც მართალია, გოჩა კუპრავას ქართველ პარლამენტართა რიგებში ერთ-ერთი ადგილი მაინც უკავია ბოლოს და ბოლოს ”დამრტყმელთა” რიგებში.

როცა ძველი აბაშის საოცრებით ისიამოვნებ - იქ მდინარე აბაშაში გაგრილდები, სადაც ლამის სრულიად დასავლეთ საქართველოდან იყრიან თავს. საღამოს, კონსტანტინეს სახლ-მუზეუმს ვერ აუვლი გულგრილად.

თუმცა, ვითარების პარადოქსულობა, სახლ-მუზეუმშივე იჩენს თავს. არა მხოლოდ აბაშელების მსოფლიო საკუთრების პრეტენზიის მწერლის სახლ-მუზეუმში ბოლო დროს თხები ნებივრობენ. ერთ-ერთი ყოჩი თხა ისეთია, ზოგიერთივით ჯიქურ მიდის იერიშზე.

საოცრებებზე ვსაუბრობ და ისიც აღსანიშნავია, ეზოში მუდმივად საქმიანობს მცელავი კაცი, თუმცა მაინც მუდმივად მოსაცელია. სახლ-მუზეუმის უკან მდინარე ზანა ჩამოდის, რაზეც კონსტანტინე შენიშნავდა: მე დავიბადე მსოფლიოში ყველაზე მოკლე მდინარის პირას, რომელსაც ჰქვია ზანაო.

მუზეუმის ეზო-მიდამო საამოა დასასვენებლად, ერთი მაგრამ აქაც არის... კონსტანტინეს სახლის დასათვალიერებლად გასაღები იქვე ახლოს მცხოვრებ გამსახურდიების ერთ-ერთ ოჯახს უნდა თხოვო, ისიც თუ დაგიხვდა სახლში. ფამილარული ურთიერთობები სოფლურ იდილიას უხდება, თუმცა რა ხასიათზე დადგება მეზობელი რაიონიდან მუზეუმის სანახავად ჩამოსული, ეს სულ სხვა საკითხია.

ახლა უკვე აბაშელებს შეუძლიათ კონსტანტინეს სახლ-მუზეუმთან ერთად კუპრავას ”ტაჯმაჰალითაც” იამაყონ. რაც შეეხება ახალი დროის გმირს, საკუთარი ოჯახის კეთილდღეობა სულ ურჩევნია მსოფლიო მნიშვნელობის მწერალ-მგოსნებს, თუ არადა, ფაქტი სახეზეა.

ახლა, მედლის მეორე მხარე, - მაინც, ყოჩაღ პარლამენტარ გოჩას, სხვების ფონზე მაინც ყოჩაღ ”დამრტყმელების” მეთაური გივი თარგამაძესავით არ გადაკარგულა უკრაინაში საკუთარი ბიზნესის საკეთებლად, მშობლიურ აბაშაში უმზადებს ოჯახს აგარაკს, სულ რაღაც 40 ათას დოლარად, ან იქნებ, 39 ათას დოლარად და 999 ცენტად? (ჩვენი მთავრობა მაინც ”ამერიკანიზებულია” და ეს ერთ ლარიანი სხვაობაც სხვაგვარად ეამებათ (”ულტიმეტჩოფერის” რეკლამიდან გადაიღებდნენ)ამავე სოფლის წიაღიდან არის ნამინისტრალი გია ნოდია.

კოსმოპოლიტური მსოფლმხედველობის, რომელსაც თიკუნად ”მარქსი” შეარქვეს, ისტორიული პარადოქსებით, ოთარ ნოდიას ვაჟი. იმ ნოდიას, რომელიც ეროვნულ საქმეს აკეთებდა და წლების მანძილზე მთარგმენლობითი კომისიას ხელმძღვანელობდა.

ჰოდა, სანამ გოჩა კუპრავა ”ტაჯმაჰალს” დაფოფინებედა, აბაშა ფერ-ხორციანი მატლებით აივსო. გულაზიზობის დრო და ფუფუნება არ იყო, ყველგან უნდა მოგეკლა, თორემ მოსავალს ანადგურებდნენ. უშფოთველ სოფლურ იდილიას არც აქ დაემუქრა საფრთხე, ”არსაიდამ ხმა არსით ძახილი”, იყვნენ აბაშელები უპროტესტოდ, საყვედური ჭიშკარს იქეთ არ გასულა.

თუმცა მთავრობამ ერთხელ მაინც მოაწყო საჩვენებლი აქცია და ”ვერტალიოტით” გადმოასხეს რაღაც სითხე მავნებლების დასახოცად, უშედეგოდ, მატლები ისევე არითმეტიკული პროგრესიით მრავლდებოდნენ, ფუთფუთებდნენ და ”ამერიკელობის” მიუხედავად სამეგრელოს არ შორდებოდნენ.

ერთ-ერთმა გულადმა აბაშელმა ისევ თავისიანებში დაიჩივლა, წყალი გადმოასხეს ამათ, ნამდვილად, ”ვერტალიოტიდანო” და არც არავინ შეწინააღმდეგებია.

კიდევ ერთი ”საოცრება”, მიუხედავად იმისა, პროპაგანდა მიდის, სამეგრელოში ბელადომანია მძვინვარებსო, მიშას მაქებელი აბაშაში ფაქტობრივად კანტი-კუნტად შემორჩა.

რატომ ვართ ბედის ანაბარად მიტოვებულიო, - ამას ამბობდნენ მკვირცხლი მეგრელები და მეორე მხრივ, კითხვა შეგებრუნებინა რუსებთან ყოფნა ხომ არ გირჩევნიათ ქართველობასო, როგორც თავად იტყვიან ”ვაშინერს”- ესე იგი, ღმერთმა არ ჰქნასო - შეგესიტყვებოდნენ და ვინ იცის, ზოგიერთს ზღვისფერ თვალებში სიბრაზის ნაპერწკლებიც გაუკრთებოდა.

presa.ge

http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif2907431438646605030-8429528017860576554?l=boqlomi.blogspot.com

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...