planetanews Posted September 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 8, 2010 http://img.youtube.com/vi/KC2qe0n9Tu0/0.jpg გთავაზობთ თემურ ქეცბაიას ინტერვიუს, რომელიც მან მატჩის შემდგომ გამოაქვეყნა. საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ისრაელთან ვერმოგება თავიდან ბოლომდე ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის ხელმძღვანელობას გადააბრალა.“მინდა მადლობა ვუთხრა ყველა იმ ფეხბურთელს ვინც დღეს მოედანზე იყო. ისინი ასი პროცენტით დაიხარჯნენ, მაგრამ ყანაში თამაში ძალიან ძნელია. ქართული ფეხბურთის ტრადიცია მეტს იმსახურებს. ძნელია, ფეხბურთელს ამგვარ მოედანზე მეტი მოსთხოვო. თამაში რომ მოიგო, მინდორმაც უნდა შეგიწყოს ხელი. ასეთ მოედანზე მალტაც ტოლ-სწორად გვეთამაშება. შენ შეიძლება სწორად ითამაშო, მაგრამ სხვა გარემოებებიც უნდა გიწყობდეს ხელს. ისრაელს ფრე თავიდანვე აწყობდა და ასეთმა მოედანმა მას საქმე გაუიოლა. ვერმოგებაზე პასუხისმგებლობა იმ ხალხმა უნდა აიღოს, ვისაც სტადიონის მოვლა აკისრია”, – განაცხადა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე თემურ ქეცბაიამ.ისრაელის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლუის ფერნანდესი კი, ძირითადად, მადლობებში “დაიღვარა”: “მადლობა ყველაფრისთვის, რაც საქართველოში დაგვხვდა. თამაშამდე და მისი მსვლელობისას, საუკეთესო ატმოსფერო იყო შექმნილი. თქვენმა გუნდმა გამაოცა, ბიჭებმა ძალიან კარგად ითამაშეს, ჩვენ კი ბევრი რამ გვაქვს შესაცვლელი”. View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts