planetanews Posted September 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 8, 2010 http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/201001051155-150x150.jpgსაქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაერო-ში მიღებული რეზოლუცია, რომლის თანახმადაც დევნილები საკუთარ სახლებს უნდა დაუბრუნდნენ, სიკეთის მიერ ბოროტებაზე მოპოვებულ პატარა გამარჯვებას შეადარა. სააკაშვილის ინფორმაციით, რუსეთმა კენჭისყრის დროს შესაძლოა რამდენიმე ქვეყანა მოისყიდა, ან დააშანტაჟა. რუსეთის დუმაში კი რეზოლუციას იმ კამფეტს ადარებენ რომელსაც მომაკვდავს აძლევენ. გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე კენჭი უყარეს საქართველოს მიერ წარმოდგენილი რეზოლუციის პროექტს დევნილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების შესახებ.რეზოლუციას, რომელიც დევნილთა უფლებებს ეხება და რომელიც გაეროში საქართველოს ელჩმა, ალექსანდრე ლომაიამ წარადგინა, 50 ქვეყანა მიემხრო. წინააღმდეგი იყო 17, თავი შეიკავა 86-მა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/gaero.jpg itvს ლინკი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts