Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge პუტინმა რუზველტი დაიმოწმა და მესამე ვადასთან დაკავშირებულ გეგმებზე მიანიშნა


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/06/nytimes-150x23.gif

 

კლიფორდ ლევი

 

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, პრემიერ–მინისტრ ვლადიმერ პუტინს არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ შეწყვეტილიყო სპეკულაციები თემაზე: განიხილავს თუ არა ის სერიოზულად 2012 წლის არჩევნების შემდეგ პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნებას. ორშაბათს საღამოს მან საკუთარ გეგმებზე კიდევ ერთხელ მიანიშნა და ამისთვის სხვა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, ფრანკლინ რუზველტის კარიერა დაიმოწმა.     

 

კითხვაზე, ხომ არ მიადგება ზიანი ქვეყნის პოლიტიკურ სისტემას, თუკი მას ამ თანამდებობის დაკავების პრეტენზია ხელახლა გაუჩნდება, ბატონმა პუტინმა აღნიშნა, რომ რუზველტი შეერთებული შტატების პრეზიდენტად ოთხჯერ იყრიდა კენჭს, რადგან იმ დროს ეს კონსტიტუციით დაშვებული იყო.

 

როგორც ჩანს პუტინმა გასაგებად თქვა ის, რომ თუკი იგი გადაწყვეტს არჩევნებში მონაწილეობას, ესეც კორექტული ნაბიჯი იქნება და ის რუსეთის კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში არ მოვა.

 

პუტინი პრეზიდენტის პოსტზე ორჯერ იყრიდა კენჭს, თუმცა კონსტიტუციით მას არ აქვს უფლება ეს თანამდებობა ზედიზედ სამი ვადით დაიკავოს. მან მემკვიდრის რანგში საკუთარი პროტეჟე დიმიტრი მედვედევი წარადგინა და ბატონმა მედვედევმა, რომელმაც უპრობლემოდ გაიმარჯვა 2008 წლის არჩევნებში პუტინი პრემიერ–მინისტრად დანიშნა. რუსეთში ბევრს მიაჩნია, რომ პუტინი ქვეყნის ძირითად მმართველად რჩება.  

 

კონსტიტუცია პუტინს არ უკრძალავს 2012 წელს არჩევნებში მონაწილეობას. არც მას და არც მედვედევს ჯერ–ჯერობით საკუთარი გეგმების შესახებ არაფერი უთქვამთ. თუმცა განაცხადეს, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილებას ერთად მიიღებენ.  

 

ბოლო წლებში პუტინი და მისი თანაშემწეები დრო და დრო რუზველტის მაგალითს იმოწმებდნენ, რითაც პუტინის საპრეზიდენტო ვადებთან დაკავშირებულ კითხვას პასუხობდნენ.  

 

ორშაბათს, რუზველტის დამოწმება სავარაუდოდ იმას ნიშნავს, რომ ამ ფორმით ის დაბრუნებისთვის საფუძველს ამზადებს, მაგრამ ეს შესაძლო ტექნიკური სვლაც იყოს, რომელიც იმისკენაა მიმართული, რომ მის პოლიტიკურ მომავალზე დისკუსია გაგრძელდეს და მის შესაძლებლობებში ეჭვი არავის შეეპაროს.     

 

„შეერთებული შტატების პრეზიდენტი რუზველტი ამ პოსტზე ზედიზედ ოთხჯერ აირჩიეს, რადგან ეს არ ეწინააღმდეგებოდა აშშ–ს კონსტიტუციას“, – განაცხადა პუტინმა შავი ზღვის სანაპირო ქალაქ სოჭში კლუბ „ვალდაის“ (რუსი და უცხოელი ანალიტიკოსების ჯგუფი) წარმომადგენლებთან სადილის დროს. „არც მე და არც პრეზიდენტი მედვედევი ისეთ რამეს არ გავაკეთებთ, რაც რუსეთში მოქმედ კანონებს ან ქვეყნის კონსტიტუციას დაარღვევს“. 

 

იმავდროულად, ბატონმა პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა (როგორც ამას ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აკეთებდა), რომ საკუთარ გეგმებთან დაკავშირებით ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...