Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

საქართველოს პრეზიდენტის

 

ბრძანებულება

 

N 596 2010 წლის 5 აგვისტო ქ. თბილისი

 

 

 

ისტორიული სიმართლის სახელმწიფო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

 

 

 

1. დამტკიცდეს ისტორიული სიმართლის სახელმწიფო კომისიის თანდართული დებულება.

 

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

 

მიხეილ სააკაშვილი

 

 

 

დამტკიცებულია

 

საქართველოს პრეზიდენტის

 

2010 წლის 5 აგვისტოს

 

№ 596 ბრძანებულებით

 

 

 

 

 

ისტორიული სიმართლის სახელმწიფო კომისიის

 

დებულება

 

 

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

 

1. ეს დებულება განსაზღვრავს ,,ისტორიული სიმართლის სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 9 აპრილის №288 განკარგულებით შექმნილი ისტორიული სიმართლის სახელმწიფო კომისიის (შემდეგში - კომისია) ორგანიზაციის, საქმიანობის წესისა და უფლებამოსილებათა განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს.

 

2. კომისია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით.

 

 

 

მუხლი 2. კომისიის მიზნები და ამოცანები

 

1. კომისიის მიზანია საქართველოს XIX-XX საუკუნეების ისტორიული მეხსიერების, საქართველოში რუსეთის იმპერიის 200-წლიანი პოლიტიკისა და მისი შედეგების შესწავლა.

 

2. კომისიის ამოცანაა საფუძვლიან სამეცნიერო-ისტორიულ კვლევა-ძიებაზე დამყარებული დასკვნა-რეპორტის მომზადება, რომელიც სრულად აღწერს საქართველოს მიერ ცარისტული და საბჭოთა რუსეთის ოკუპაციის პერიოდში გადატანილი ისტორიული ძალადობის ფაქტებს.

 

3. კომისიის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დასკვნა-რეპორტის წარდგენის ბოლო ვადაა 2010 წლის 15 დეკემბერი.

 

 

 

მუხლი 3. კომისიის უფლებამოსილება

 

ამ დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულების მიზნით კომისია უფლებამოსილია:

 

ა) შეიმუშაოს წინადადებები შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადების თაობაზე;

 

ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებიდან გამოითხოვოს თავისი საქმიანობისათვის საჭირო ინფორმაცია.

 

 

 

მუხლი 4. კომისიის შემადგენლობა და საქმიანობის წესი

 

1. კომისია შედგება კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის აღმასრულებელი მდივნისაგან.

 

2. კომისიის შემადგენლობაში შეიძლება იყვნენ კონსულტანტები.

 

3. კომისია თავის საქმიანობას ახორციელებს კომისიის სხდომების მეშვეობით.

 

4. კომისიის სხდომა მოიწვევა კომისიის თავმჯდომარის მიერ თვეში ერთხელ მაინც.

 

 

 

მუხლი 5. კომისიის თავმჯდომარე

 

კომისიის საქმიანობას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე.

კომისიის თავმჯდომარეს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.

კომისიის თავმჯდომარე:

ა) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომებს და იღებს გადაწყვეტილებებს კომისიის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე;

 

ბ) ამზადებს კომისიის საბოლოო დასკვნა-რეპორტს;

 

გ) უფლებამოსილია მიმართოს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კომისიის გამართული საქმიანობისათვის აუცილებელი საფინანსო და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით;

 

დ) დებს შრომით ხელშეკრულებებს კონსულტანტებთან და განსაზღვრავს მათ ფუნქციებს;

 

ე) პასუხისმგებელია კომისიის საქმიანობისათვის;

 

ვ) ასრულებს ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

 

 

მუხლი 6. კომისიის აღმასრულებელი მდივანი

 

კომისიის აღმასრულებელ მდივანს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.

2. კომისიის აღმასრულებელი მდივანი:

 

ა) ამზადებს კომისიის სხდომებს, კომისიის თავმჯდომარეს წარუდგენს კომისიის სხდომის დღის წესრიგს და კომისიის სხდომაზე მოსაწვევ პირთა ნუსხას;

 

ბ) განიხილავს და კომისიას წარუდგენს კონსულტანტების მიერ მომზადებულ რეკომენდაციებსა და წინადადებებს;

 

გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოითხოვს საჭირო ინფორმაციას და ხელს აწერს შესაბამის დოკუმენტაციას;

 

დ) კომისიის თავმჯდომარეს წარუდგენს ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ;

 

ე) ახორციელებს ამ დებულებითა და კომისიის თავმჯდომარის მიერ განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

 

 

მუხლი 7. კონსულტანტები და მათი უფლება-მოვალეობები

 

1. კომისიის საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე, კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია დადოს შრომითი ხელშეკრულებები შესაბამისი სპეციალობის პირებთან (კონსულტანტებთან) და განუსაზღვროს მათ ფუნქციები და შრომის ანაზღაურება.

 

2. კონსულტანტი უფლებამოსილია:

 

ა) მონაწილეობა მიიღოს კომისიის მუშაობაში;

 

ბ) კომისიის სხდომაზე წარადგინოს თავისი წინადადებები და მოსაზრებები;

 

გ) მონაწილეობა მიიღოს კომისიის სხდომის დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხების განხილვასა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებაში;

 

დ) კომისიისგან მიიღოს თავისი საქმიანობისათვის საჭირო ინფორმაცია;

 

ე) კომისიის აღმასრულებელ მდივანს მიმართოს წინადადებებით ცალკეულ საკითხთა დამატებით შესწავლის ან კორექტირების თაობაზე;

 

ვ) განახორციელოს ამ დებულებითა და კომისიის თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.

 

 

 

მუხლი 8. კომისიის საქმიანობის საფინანსო და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა

 

კომისიის საქმიანობის საფინანსო და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.

 

 

 

მუხლი 9. კომისიის საქმიანობის შეწყვეტა

 

კომისია საქმიანობას წყვეტს 2010 წლის 24 დეკემბერს. :018:

 

ეს დავით ზურაბიშვილმა დადო თავის ფეისბუკზე და ვერ მოვითმინე,რომ არ მეცნობებინა თქვენთვის. :018:

 

 

 

http://www.facebook.com/?ref=home#!/notes/david-zurabishvili/ara-es-nakhet-ra/471532861146

post-4206-082275900 1283966334_thumb.gif

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კარგით რა..სამუშაო ადგილებია შესაქმნელი...მაგ კომისიას თავისი აპარატი დასჭირდება....ხოდა, 24 დეკებრამდე გარანტირებული ხელფასია რა
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისტორიული სიმართლის სახელმწიფო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

слов нет, одни чувства! :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რუსეთის ქცევებს გაპრავება და დამტკიცება რად უნდა,მაგრამ ეგ იქით იყოს და ახალ წლამდე როგორ უნდა მოასწრონ ამის გაკეთება? :018:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგ კომისიას, სამართლებრივი დოკუმეტების შემუსავების რეკომენდაციების გაცემა ავალია....ხოდა, ჯერ არავინ ამბობს რას, მარა..რაცხას აპირებენ
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხოდა, ჯერ არავინ ამბობს რას, მარა..რაცხას აპირებენ

 

 

რუსეთის წინააღმდეგ და ანგარიში ხომ არ უნდა წაუყენეონ მიყენებულ ზარალზე? :) მე მგონი წაუყენეს ადრე და იმათმა დაიკიდეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

1. კომისიის მიზანია საქართველოს XIX-XX საუკუნეების ისტორიული მეხსიერების, საქართველოში რუსეთის იმპერიის 200-წლიანი პოლიტიკისა და მისი შედეგების შესწავლა.

 

2. კომისიის ამოცანაა საფუძვლიან სამეცნიერო-ისტორიულ კვლევა-ძიებაზე დამყარებული დასკვნა-რეპორტის მომზადება, რომელიც სრულად აღწერს საქართველოს მიერ ცარისტული და საბჭოთა რუსეთის ოკუპაციის პერიოდში გადატანილი ისტორიული ძალადობის ფაქტებს.

 

3. კომისიის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დასკვნა-რეპორტის წარდგენის ბოლო ვადაა 2010 წლის 15 დეკემბერი.

ჰააჰა\

 

სად ამოჩიჩქნე? :givi: :givi: :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...