planetanews Posted September 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 8, 2010 </p>http://d.yimg.com/ca.yimg.com/p/100907/reuters/mtfh10627bas102i83893860.jpg?x=400&y=222&sig=6vPMMSvXYq_mSQzGTWJoFg-- გუშინ ყველასათვის მოულოდნელად მსოფლიო ჩემპიონებმა არგენტინასთან მატჩში კრახი განიცადეს. მასპინძლებმა პეპე რეინას კარში 4 გოლი გაიტანეს, ესპანეთმა კი მხოლოდ 1 , პრესტიჟის გოლის გატანა შეძლო.. ესპანეთის გულშემატკივარს არ გაკვირვებია რეინას ხილვა. თამაშის ანგარიში კი მართლაც შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. ჯერ იყო და მესიმ იხელთა დრო და ადვილად მოატყუა მეკარე მე–10 წუთზე. მე–13 წუთზე კი ნაკრები იგუაინის გოლის წყალობით უკვე 2:0–ს იგებდა. ტევესი კი აღმოჩნდა ის პიროვნება, ვინც მე–3 გოლი გაიტანა სტუმართა კარში. 84–ე წუთზე თითქოს გამოფხიზლდა ესპანეთის ნაკრები. თითქოს კი არა, გამოფხიზლდა და პრესტიჟის გოლიც გაიტანა. ალონსოს მაგივრად სტადიონზე შემოსულმა მე–18 ნომერმა პედრომ, თავისი საქმე დიდებულად გააკეთა და მე–16 ნომერს ლორენტეს გაატანინა. ფაქტი იყო, ესპანეთი თამაშს აგებდა. მეტოქე ძლიერი აღმოჩნდა… 3:1… თუმცა ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული ყველაფერი. მეტოქემ 3 გოლი არ იკმარა. 90–ე წუთი და კიდევ ერთ გოლი “აჩუქა” სტუმართა მეკარეს – აგუერომაც თქვა თავისი სათქმელი. გაისმა მსაჯის სატვენი… 4:1 იყო ის ანგარიში, რითაც დასრულდა არგენტინა–ესპანეთის ამხანაგური მატჩი. ესპანეთი დამარცხდა. ყველაფერი ცხადი იყო… მატჩის დასრულების შემდეგ პეპე რეინამ კომენტარი გააკეთა: –”როდესაც მეკარე უშვებს შეცდომას, მთელი გუნდის ტვირთი მასზე გადადის. დელ ბოსკემ მომცა ამ თამაშზე თავის გამოჩენის საშუალება, თუმცა… არგენტინის ნაკრებში უამრავი წარმატებული ფეხბურთელია. მესი, იგუაინი და აგუერო არიან ის ფეხბურთელები, რომლებსაც წარმატებული კარიერა აქვთ ესპანეთში. ისინი მსოფლიო დონის ვარსკვლავები არიან. სამწუხაროა, მაგრამ რას ვიზავთ… ასეთია რეალობა! ვულოცავ არგენტინას ამ გამარჯვებას! წაგებულის როლში ყოფნა, მართლა ცუდია. ჩვენ უბრალო გუნდთან არ წაგვიგია. რაც არ უნდა იყოს, ჩვენ არგენტინასთან დავმარცხდით…” წყარო: sport.co.uk View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts