planetanews Posted September 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 8, 2010 პოლონეთში სამი ათასამდე ქართველი არალეგალის საქმეს განიხილავენ. პოლონეთში საქართველოს ელჩის განმარტებით, ეს საქართველოს ის მოქალაქეები არიან, რომლებიც პოლონეთში არალეგალურად მოხვდნენ და მთავრობისგან თავშესაფარს ითხოვენ. ისინი საემიგრაციო ბანაკებში იმყოფებიან. პოლონეთი მათ სავარაუდოდ თავშესაფარს არ მისცემს და მათი დეპორტაცია განხორციელდება. დეპორტაციის თარიღი დადგენილი არ არის, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, ქართველებს სამშობლოში სექტემბრის ბოლოს გამოუშვებენ. პოლონეთიდან ქართველების დეპორტაცია ეტაპობრივად ხორციელდება და ბოლო პერიოდში, პოლონეთში თავშესაფარზე უარი დაახლოებით, 600-მდე ქართველმა მიიღო. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts