Jump to content
Planeta.Ge

ვინ არიან იეჰოვას მომწმეები და რა სწამთ?


Recommended Posts

  • Replies 1,5k
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

აზრი

ლიცი ;) ჩაგეთვალა. ძალიან ორიგინალურად გაეცი ჩემ შეკითხვებს პასუხი (ან შემთხვევით გაგეცა პასუხები). ისე, გამოგიტყდები რომ შენი ხელმოწერა ძალიან მომეწონა თავისი ორიგინალობითა და მოქნილობით.   ყველა

აზრი

გლობალ მოდერატორო 'ლ ი ც ი' - გამარჯობა   ამ პოსტის დაწერის შემდეგ უნდა დაამუხრუჭო. ჯერ უნდა ახსნა:   1. ვის გულისხმობ "ერთ მძლავ სტრუქტურად შეკრულს" მევრძოლთა არმიას? 2. და ვის გულისხმობ "სახელმწიფო

აზრი

აუF, რა საგმირო საქმე გაგიკეთებია.   ქრისტიანისთვის სახელი "იეჰოვა" წმინდაა. ბიბლიაში ღვთის სახელი "იეჰოვა" ათასობით წერია. საქმე იმაშია რომ ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ, ღვთის სახელი ქართული

რა არი ვირუსებს დებ? :D/>/>

არაა მაგ საიტზე ვირუსები. პირიქით, სულიერი ანტი-ვირუსები დევს და თუ ჩამოტვირთავ, წაიკითხავ და გააანალიზებ წაკითხულს, სულიერი ვირუსებისგან დაგიცავს. :)

Edited by აზრი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ალბათ ფორუმელებმაც იცით რომ ჩვენ, იეჰოვას მოწმეები ბიბლიის შესწავლის მსურველებს უსასყიდლოდ ვასწავლით ბიბლიას. ალბათ გაინტერესებს რა ფორმით ვუტარებთ მსურველებს ბიბლიის შესწავლას და საერთოდ,კარგი იქნება იცოდეთ, თუ რა არის ბიბლიის შესწავლა და რას მოიცავს ის. მაშ ასე, რა არის ბიბლიის შესწავლა?

 

 

http://www.jw.org/assets/m/ijw12fq/502012131/ijw12fq_id-502012131.art/502012131_univ_sqr_lg.jpg

 

 

იეჰოვას მოწმეები მსურველებს სთავაზობენ ბიბლიის შესწავლას, რომლის მეშვეობითაც პასუხი ეცემა უამრავ შეკითხვას, მაგალითად:

 

● ვინ არის ღმერთი?

● ნამდვილად ზრუნავს ღმერთი ჩემზე?

● როგორ განვამტკიცო მეუღლესთან ურთიერთობა?

● რა არის საჭირო ნამდვილი ბედნიერებისთვის?

 

როგორ ტარდება შესწავლა? ვირჩევთ კონკრეტულ საკითხს, მაგალითად „ღმერთი“ ან „ქორწინება“ და ამ საკითხთან დაკავშირებულ სხვადასხვა ბიბლიურ მუხლს განვიხილავთ. ამ მუხლების ერთმანეთთან შედარებით, ვიგებთ ბიბლიურ თვალსაზრისს მოცემულ საკითხთან დაკავშირებით; ამგვარად, საშუალებას ვაძლევთ ბიბლიას, თავად ახსნას მასში ჩაწერილი ინფორმაცია.

ბიბლიის შესწავლაში გვეხმარება წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“. ეს წიგნი ნათლად გვიხსნის, თუ რას ამბობს ბიბლია ღმერთის, იესოს, ჩვენი მომავლისა და სხვა საკითხების შესახებ.

 

რა ღირს ბიბლიის შესწავლა? ბიბლიის შესწავლა და შესწავლაში დამხმარე სახელმძღვანელო უფასოა.

 

რამდენ ხანს გრძელდება შესწავლა? ბევრი ადამიანი ბიბლიის შესასწავლად ყოველკვირეულად, დაახლოებით, ერთ საათს გამოყოფს. მაგრამ ბიბლიის შესწავლის ხანგრძლივობა ინდივიდუალურად განისაზღვრება. ჩვენ შეგვიძლია, ის თქვენს გრაფიკს მოვარგოთ.

 

რა მოხდება, თუ ბიბლიის შესწავლას გადავწყვეტ? თუ ბიბლიის შესწავლას გადაწყვეტთ, თქვენთვის მოსახერხებელ დროსა და ადგილზე ერთ-ერთი იეჰოვას მოწმე მოგაკითხავთ. ის რამდენიმე წუთის განმავლობაში გიჩვენებთ, როგორ ტარდება ბიბლიის შესწავლა. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ განაგრძოთ შესწავლა.

 

ნიშნავს შესწავლაზე თანხმობა იმას, რომ მეც იეჰოვას მოწმე გავხდები? არა. ჩვენ გვსურს, რომ ადამიანებს ბიბლიის შესწავლაში დავეხმაროთ, მაგრამ მათ არასოდეს ვაძალებთ, რომ გახდნენ ჩვენი რელიგიის წევრები. პირიქით, ჩვენ პატივისცემით ვუზიარებთ ადამიანებს ბიბლიის თვალსაზრისს და გვესმის, რომ ყველას აქვს უფლება, თავად გადაწყვიტოს, რას ირწმუნებს (1 პეტრე 3:15).

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იეჰოვას მოწმეები ბიბლიის შესწავლის მსურველებს უსასყიდლოდ ვასწავლით ბიბლიას.

უფასო არაფერი არ არის და ვინ იხდის მაგის ფულს?

 

ბიბლიის შესწავლა და შესწავლაში დამხმარე სახელმძღვანელო უფასოა.
ერთ-ერთი იეჰოვას მოწმე მოგაკითხავთ.

კაი ვთქვათ მოწმე ენთუზიაზმზე მუშაობს მარა წიგნი ხო ფული ჯდება? ვინ და რატო იხდის ამაში ფულს??

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უფასო არაფერი არ არის და ვინ იხდის მაგის ფულს?

mama

 

ფულს (და ხელფასს) არავინ გვიხდის. არც იესოს უხდიდნენ ფულს (ხელფასს) და არც მის მოწაფეებს, როცა ხალხს ღვთის სიტყვას ასწავლიდნენ. (მათე 10:7, 8). ის რაც ღვთისგანაა, არასდროს არ იყიდებოდა და არც ეხლა იყიდება. სწორედ ამიტომაა რომ ბიბლიის სწავლებისას ფულს არ ვიღებთ. სინამდვილეში, არც გვაქვს იმის სურვილი რომ ვინმემ ფული გადაგვიხადოს იმაში, რაც უსასყიდლოდ მივიღეთ და უსასყიდლოდ გაცემას გვთხოვს ღმერთი.

 

კაი ვთქვათ მოწმე ენთუზიაზმზე მუშაობს მარა წიგნი ხო ფული ჯდება? ვინ და რატო იხდის ამაში ფულს??

ბიბლიური ლიტერატურა ნებაყოფლობითი შესაწირავებით გამოიცემა. ნებაყოფლობით კი ბევრი ადამიანი სწირავს ფულს ბიბლიურ საგნანათლებლო საქმიანობას, რომელიც იეჰოვას მოწმეების მეშვეობით ხორციელდება მთელ მსოფლიოში.

 

აგერ ამონარიდი იეჰვას მოწმეების ოფიციალური ვებგვერდიდან:

 

როგორ ფინანსდება თქვენი საქმიანობა?

 

 

 

http://www.jw.org/assets/m/ijw12fq/502012475/ijw12fq_id-502012475.art/502012475_univ_sqr_lg.jpg

 

 

ჩვენი სამქადაგებლო საქმე ძირითადად იეჰოვას მოწმეების მიერ გაღებული ნებაყოფლობითი შესაწირავებით ფინანსდება. ჩვენს შეხვედრებზე არ ხდება ფულის და საწევრო მეათედის შეგროვება (მათე 10:7, 8). შეხვედრის ადგილებზე განთავსებულია შესაწირავების ყუთები და თუ ვინმეს სურვილი აქვს, შეუძლია ნებაყოფლობით გაიღოს შესაწირავი. შესაწირავის გაღება ანონიმურად ხდება.

ერთი მიზეზი, რაც აადვილებს ფინანსების განკარგვას, ის არის, რომ ჩვენ არ გვყავს სამღვდელოება, რომელიც გასამრჯელოს იღებს. გარდა ამისა, იეჰოვას მოწმეები ანაზღაურების გარეშე ქადაგებენ კარდაკარ. ამასთან, ჩვენი თაყვანისცემის ადგილებიც მოკრძალებულად არის მოწყობილი.

შესაწირავები, რომელიც იეჰოვას მოწმეების ფილიალში იგზავნება, ხმარდება სტიქიური უბედურების დროს დაზარალებულებს და მისიონერებისა და მიმომსვლელი ზედამხედველების საქმიანობას უჭერს მხარს; ასევე გამოიყენება განვითარებად ქვეყნებში თაყვანისმცემლობის ადგილების ასაშენებლად და ბიბლიისა და სხვა ქრისტიანული პუბლიკაციების ბეჭდვასა და ტრანსპორტირებას ხმარდება.

თითოეული თავად წყვეტს, კონკრეტულად რისთვის გაიღებს შესაწირავს — ადგილობრივი საჭიროებებისთვის, ჩვენი მსოფლიო საქმიანობისა თუ ორივესთვის ერთად. თითოეული კრება რეგულარულად აწვდის საფინანსო ანგარიშს კრების წევრებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ერთი მიზეზი, რაც აადვილებს ფინანსების განკარგვას, ის არის, რომ ჩვენ არ გვყავს სამღვდელოება, რომელიც გასამრჯელოს იღებს

ანუ თქვენთან ხელფასი არავის არ აქვს??

 

გარდა ამისა, იეჰოვას მოწმეები ანაზღაურების გარეშე ქადაგებენ კარდაკარ.

მხოლოდ ენთუზიაზმზე?

 

თითოეული თავად წყვეტს, კონკრეტულად რისთვის გაიღებს შესაწირავს — ადგილობრივი საჭიროებებისთვის, ჩვენი მსოფლიო საქმიანობისა თუ ორივესთვის ერთად.

რატო წირავენ თანხას თქვენი მოწამეები?? ამით რამე ემატებათ მათ?

 

 

პ.ს. ერთი კაცი ვიცოდი ჩემს რაიონში რომელიც იაღოველებში მხოლოდ იმიტომ დადიოდა რო ფინანსურად უჭირდა და ესენი ეხმარებოდნენ. ამ კაცს ღუმელი და ზამთრის ტანსაცმელი უყიდეს არადა იაღოველი არ იყო პროსტა თავს აჩვენებდა :D აღდგომა დღეს კრებას ნიშნავდნენ რო ხალხი საფლავზე არ გასულიყო. ეს კაცი დილაუთენია გადიოდა თავის მშობლების საფლავზე კვერცხს და სანთელს მიიტანდა და შემდეგ კრებაზე გარბოდა :D ასეთი "მოწამეები' რაში გჭირდებათ??

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პ.ს. ერთი კაცი ვიცოდი ჩემს რაიონში რომელიც იაღოველებში მხოლოდ იმიტომ დადიოდა რო ფინანსურად უჭირდა და ესენი ეხმარებოდნენ. ამ კაცს ღუმელი და ზამთრის ტანსაცმელი უყიდეს არადა იაღოველი არ იყო პროსტა თავს აჩვენებდა აღდგომა დღეს კრებას ნიშნავდნენ რო ხალხი საფლავზე არ გასულიყო. ეს კაცი დილაუთენია გადიოდა თავის მშობლების საფლავზე კვერცხს და სანთელს მიიტანდა და შემდეგ კრებაზე გარბოდა ასეთი "მოწამეები' რაში გჭირდებათ??

აი, მოხერხებული კაციც ამას ქვია..! :D :+:

Edited by Shaten
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აი, მოხერხებული კაციც ამას ქვია..!

მაგარი გაჭირვებული იყო და ფულით შეიტყუეს ამ სულებზე მონადირეებმა

მაშინ ბლომათ იყვნენ ეგეთები. დადიოდნენ კრებებზე და პენსიასავით იღებდნენ ფულს ამ ფულის მეტი იაღოვასთან არაფერი აკავშირებდათ :D ახლა აღარ არიგებენ მგონი ფულებს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნიშნავს შესწავლაზე თანხმობა იმას, რომ მეც იეჰოვას მოწმე გავხდები? არა.

ეგ ტყუილია. მიზანი სწორედ ეგაა რომ თქვენს რიგებში ჩაიწეროს მომავალში ის ადამიანი ვისაც ასწავლით. მართალია არავის აძალებთ ამას ვაღიარებ მაგრამ საქმე იმაშია რომ სწორად არ ასწავლით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგარი გაჭირვებული იყო და ფულით შეიტყუეს ამ სულებზე მონადირეებმა მაშინ ბლომათ იყვნენ ეგეთები. დადიოდნენ კრებებზე და პენსიასავით იღებდნენ ფულს ამ ფულის მეტი იაღოვასთან არაფერი აკავშირებდათ

ვიცი, ვიცი, გამიგია ასეთები.. :)

ახლა აღარ არიგებენ მგონი ფულებს

ისწავლეს ჭკუა..?! :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისწავლეს ჭკუა..?!

არაფერი ხეირი არ იყო მათგან და რაღატო მისცემდნენ ფულს :D თვითონ უკეთ გამოიყენებენ ქურუმები

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ანუ თქვენთან ხელფასი არავის არ აქვს??მხოლოდ ენთუზიაზმზე?

mama

 

დავწერე უკვე რომ არ გვაქვს ხელფასითქო და წრეზე სიარული და იგივე კითხვების დასმა რამეს გაძლევს?

 

რატო წირავენ თანხას თქვენი მოწამეები?? ამით რამე ემატებათ მათ?

იმიტომ წირავენ რომ ფიზიკურად იყოს იმის საშუალება რომ ბიბლიური საგანმანათლებლო საქმიანობისთვის საჭირო თანხები არსებობდეს.

 

ასეთი "მოწამეები' რაში გჭირდებათ??

ეგ კაცი რომელზეც ზემოთ დაწერე, არ იყო იეჰოვას მოწმე. როგორც ჩანს კაცს უჭირდა და დაეხმარნენ ჩვენი და-ძმები. ჩვენ, ისევე როგორც იესო და მისი მოწაფეები, ყველასადმი დადებითად ვართ განწყობილი და ვეხმარებით როგორც სულიერად, ისე მატერიალურადაც რამდენადაც ეს შეგვიძლია და ამას მხოლოდ სიყვარულიდან გამომდინარე ვაკეთებთ და არა იმ მიზნით როგორც შენ და კიდევ ერთი-ორს გგონიათ ამ ფორუმზე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მიზანი სწორედ ეგაა რომ თქვენს რიგებში ჩაიწეროს მომავალში ის ადამიანი ვისაც ასწავლით.

BEST_GEORGIA

 

ცდები. არასწორი წარმოდგენა გქონია ჩვენზე.

 

მართალია არავის აძალებთ ამას ვაღიარებ

კიდევ კაი ერთ რამეს მაინც ხვდები.

 

მაგრამ საქმე იმაშია რომ სწორად არ ასწავლით.

სწორად ვასწავლით. ჩვენი სწავლების მეთოდი და არსი ზუსტად იგივეა, რაც წარსულში ჰქონდათ პირველ ქრისტიანებს. ასე რომ არასწორი წარმოდგენები გქონია შენც.

 

ამ სულებზე მონადირეებმა

mama

 

ეს შეურაცხმყოფელია ჩემთვის და სხვა დროს ასეთ ინტრიგანულ რამეებს ნუღარ დაწერ თუ გინდა რომ ნორმალური ურთიერთობები გვქონდეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იმიტომ წირავენ რომ ფიზიკურად იყოს იმის საშუალება რომ ბიბლიური საგანმანათლებლო საქმიანობისთვის საჭირო თანხები არსებობდეს.

ხოდა მაგას გეკითხები რათ უნდათ რო სხვებს ასწავლონთქო??მისიონერები ხართ?

 

ეგ კაცი რომელზეც ზემოთ დაწერე, არ იყო იეჰოვას მოწმე.

კაი ერთი აბა კრებებზე რატო დაჰყავდათ ძალით, ნუ თუ არ ივლიდა დაფინანსება შეუწყდებოდა :) ეს დახმარებაა??

 

ეს შეურაცხმყოფელია ჩემთვის და სხვა დროს ასეთ ინტრიგანულ რამეებს ნუღარ დაწერ თუ გინდა რომ ნორმალური ურთიერთობები გვქონდეს.

გაუნათლებელ, გაჭირვებულ მოხუცს რო გამოიჭერ სოფელში და ფულის სანაცვლოდ კრებებზე სიარულს შესთავაზებ რა ქვია აბა მაგ საქციელს თუ არა სულებზე ნადირობა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.

×
×
  • შექმენი...