აზრი Posted December 18, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted December 18, 2012 საშობაო განწყობა http://www.jw.org/assets/m/w12/20121201/w12_20121201.art/2012881_univ_cnt_1_sm.jpg„ძალიან ადვილია, წინასაშობაო ორომტრიალმა ჩაგითრიოს. საშობაო ტრადიციების დაცვა ვალდებულებად გვექცა; გადატვირთული გრაფიკის გამო კიდევ უფრო ნაკლებ დროს ვატარებთ ოჯახის წევრებსა თუ მეგობრებთან. სიხარულს, რომელსაც ამ დროს უნდა განვიცდიდეთ, სტრესი აუფერულებს“, — ოკლაჰომას შტატის (აშშ) ყოფილი გუბერნატორი, ბრედ ჰენრი, 23 დეკემბერი, 2008 წელი. დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ხალხს საშობაო განწყობა შეექმნას. სიმღერები, ფილმები და სატელევიზიო გადაცემები სწორედ ამას ემსახურება. რა უნდა ქმნიდეს საშობაო განწყობას:იესო ქრისტეს გახსენება?გაცემით გამოწვეული სიხარული?გაჭირვებულთა დახმარება?ოჯახთან ერთად დროის გატარება?მშვიდობისთვის ხელშეწყობა?როგორც ოკლაჰომას შტატის ყოფილმა გუბერნატორმა, ბრედ ჰენრიმ, აღნიშნა, მათგან ბევრს, ვინც შობის დღესასწაულს ზეიმობს, უჭირს ჩამონათვალიდან რომელიმე მიზნის მიღწევა. ხშირად შობის წინ ხალხი გადარბენაზეა და ყველაფრის მოსწრებას ცდილობს, რის გამოც სტრესულ მდგომარეობაშია. ამას ემატება გაცხოველებული ვაჭრობაც. ასეთ დროს შეუძლებელია განიცადო ის სიხარული, რომელსაც შობის დღესასწაულის დროს მოელიან.ბიბლია გვასწავლის, გვახსოვდეს იესო ქრისტე, გვიყვარდეს გაცემა, დავეხმაროთ გაჭირვებულებს და დრო გავატაროთ ოჯახის წევრებთან. ბიბლია იმასაც გვასწავლის, თუ როგორ შეიძლება გავხდეთ მშვიდობისმყოფელნი. ამიტომ, ამ სტატიათა სერიაში იმაზე კი არ ვისაუბრებთ, თუ რატომ არ აღნიშნავს ზოგი შობის დღესასწაულს, * არამედ შემდეგ საკითხებზე:რატომ ფიქრობს ზოგი, რომ უნდა აღნიშნოს შობის დღესასწაული?რატომ ვერ განიცდიან სიხარულს, რომელსაც შობის დღესასწაულის დროს მოელიან?როგორ დაეხმარა ბიბლია მილიონებს, ეპოვათ ის, რაც შობის დღესასწაულზე ძვირფასია? http://www.jw.org/assets/m/w12/20121201/w12_20121201.art/2012885_univ_lsr_lg.jpg ოჯახთან ერთად დროის გატარება „რა კარგია და რა სასიამოვნო, ერთად რომ ცხოვრობენ ძმები ერთობაში!“ (ფსალმუნი 133:1). რატომ აღნიშნავენ შობას? რადგან ისრაელები იაკობის ანუ ისრაელის შთამომავლები იყვნენ, ყველანი ძმები ანუ ერთი ოჯახის წევრები იყვნენ. როდესაც ისინი იერუსალიმში დღესასწაულზე იკრიბებოდნენ, დროს სასიამოვნოდ ატარებდნენ. დღესაც ბევრი იმედოვნებს, რომ თუ შობის დღესასწაულზე ოჯახის წევრები ერთად შეიკრიბებიან, დროს სასიამოვნოდ გაატარებენ. როგორია სინამდვილე? ერთ ენციკლოპედიაში ნათქვამია: „დაძაბულობა, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ოჯახის წევრებს შორის არსებობს, ხშირად კულმინაციას მაშინ აღწევს, როცა ისინი დღესასწაულებზე იკრიბებიან“ (Encyclopedia of Christmas and New Year’s Celebrations). რას ამბობს ბიბლია? „მშობლებს, ბებიებსა და პაპებს საკადრისი მიაგონ“ (1 ტიმოთე 5:4). თუ შესაძლებელია, რეგულარულად მოინახულეთ ოჯახის წევრები. იმ შემთხვევაშიც იქონიეთ მათთან ურთიერთობა, თუ თქვენგან შორს ცხოვრობენ. მისწერეთ წერილი, დაურეკეთ ტელეფონით, შეეხმიანეთ ელექტრონული ფოსტით ან ესაუბრეთ ინტერნეტით. ასეთ ურთიერთობას გაუგებრობები მინიმუმამდე დაჰყავს. „ჩვენში კი არა ხართ ვიწროდ, არამედ თქვენს სათუთ გრძნობებში . . . გაფართოვდით“ (2 კორინთელები 6:12, 13). თუ ნათესავს წელიწადში მხოლოდ ერთხელ ხვდებით, შესაძლოა ერთმანეთისგან გაუცხოვდეთ. ასეთი რამ უფრო ბავშვებს ემართებათ. ზოგი ბავშვი ფიქრობს, რომ პაპა-ბებიასთან და ნათესავებთან საერთო არაფერი აქვს. ამიტომ, ასწავლეთ შვილებს, „გაფართოვდნენ“ ანუ თბილი გრძნობები გამოავლინონ პაპა-ბებიის მიმართ. * ბავშვები, რომელთაც ხშირი ურთიერთობა აქვთ უფროსებთან, უფრო მეტად ავლენენ თანაგრძნობასა და პატივისცემას მათ მიმართ. „რა კარგია დროულად ნათქვამი სიტყვა!“ (იგავები 15:23). როგორ უნდა ავირიდოთ თავიდან გაუგებრობები, რომლებიც ოჯახში სიტუაციას დაძაბავს? პრობლემაზე სასაუბროდ დრო სწორად შეარჩიეთ. თუ ერთმანეთთან ურთიერთობა ხშირად გექნებათ, მნიშვნელოვანწილად გაგიადვილდებათ ოჯახის თითოეულ წევრთან დალაპარაკება ნებისმიერ პრობლემაზე და დროს სასიამოვნოდ გაატარებთ. http://www.jw.org/assets/m/w12/20121201/w12_20121201.art/2012886_univ_lsr_lg.jpg „მშვიდობა და სათნოება კაცთა შორის“ „დიდება მაღალთა შინა ღმერთს, და მშვიდობა ქვეყნად, და სათნოება კაცთა შორის“ (ლუკა 2:14, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა). რატომ აღნიშნავენ შობას? პაპი და სხვა რელიგიური წინამძღოლები ყოველ წელს მშვიდობაზე ქადაგებენ და იმედოვნებენ, რომ შობის დღესასწაულზე შესრულდება ანგელოზთა მიერ გაცხადებული ცნობა: „მშვიდობა ქვეყნად, და სათნოება კაცთა შორის“. ზოგი მომლოცველი ამ დღესასწაულთან დაკავშირებით სპეციალურ პილიგრიმულ მსვლელობებში იღებს მონაწილეობას. როგორია სინამდვილე? შობის დღესასწაულის დროს ხალხში არსებული მშვიდობა დროებითია. მაგალითად, 1914 წელს, როდესაც ევროპაში პირველი მსოფლიო ომი მძვინვარებდა, ბრიტანელი და გერმანელი ჯარისკაცები სანგრებიდან ამოვიდნენ და შობა ერთად აღნიშნეს. მათ ერთად ჭამეს, სვეს, სიგარეტიც გააბოლეს და ფეხბურთიც ითამაშეს. თუმცა, მათი ზავი დიდხანს არ გაგრძელებულა. ფრონტის ხაზიდან გამოგზავნილი ერთი ბრიტანელი ჯარისკაცის წერილიდან ვიგებთ, რა უთხრა მას ერთმა გერმანელმა ჯარისკაცმა: „დღეს ჩვენ შორის მშვიდობაა, მაგრამ ხვალ შენ შენი ქვეყნისთვის იბრძოლებ, მე კი — ჩემი ქვეყნისთვის“. რას ამბობს ბიბლია? „შეგვეძინა შვილი . . . დაერქმევა მას . . . მშვიდობის მთავარი. მისი ხელმწიფობა განივრცობა და მშვიდობას ბოლო არ ექნება“ (ესაია 9:6, 7). განა არ გამხნევებთ ეს ბიბლიური დანაპირები?! იესო დედამიწაზე იმიტომ არ დაბადებულა, რომ წელიწადის მხოლოდ ერთ დღეს ყოფილიყო მშვიდობა. იესო, როგორც ზეციერი მმართველი, დაამყარებს ნამდვილ მშვიდობას, რომელსაც ბოლო არ ექნება. „ეს ყოველივე გითხარით, რათა ჩემით მშვიდობა გქონდეთ. ქვეყნიერებაში გასაჭირი გაქვთ, მაგრამ გამაგრდით! მე ვძლიე ქვეყნიერებას“ (იოანე 16:33). სწორედ იესოს სწავლებების წყალობითაა, რომ მის მიმდევრებს დღემდე მშვიდობა აქვთ ერთმანეთში. მართალია, პრობლემებიც აქვთ, მაგრამ ბიბლიის დახმარებით იციან, რა არის ტანჯვის მიზეზი და როგორ დაამყარებს იესო უსასრულო მშვიდობას. ამიტომ მათ შინაგანი სიმშვიდე ეუფლებათ. იეჰოვას მოწმეები ითვალისწინებენ იესოს სიტყვებს და მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ეროვნებისა თუ რასის წარმომადგენლები არიან და სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობენ, ერთმანეთში მშვიდობა აქვთ. ამის ხილვას საკუთარი თვალით შეძლებთ, თუ მათ სამეფო დარბაზში ქრისტიანულ კრების შეხვედრას დაესწრებით. ალბათ, ბევრი სხვა ადამიანის მსგავსად, თქვენც დაინახავთ, რომ იქ გამეფებული მშვიდობა ბევრად აღემატება იმ მოჩვენებით მშვიდობას, რომელიც შობის დღესასწაულის დროსაა. იეჰოვას მოწმეები სხვადასხვა რასის წარმომადგენლები არიან და სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობენ, მაგრამ მათ შორის მშვიდობაა. ამის ხილვას საკუთარი თვალით შეძლებთ, თუ მათ სამეფო დარბაზში ქრისტიანულ კრების შეხვედრას დაესწრებით. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Asmodeus Posted December 19, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted December 19, 2012 იეღოვა თქვააო: ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mama Posted December 19, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted December 19, 2012 http://www.youtube.c...d&v=0s4QRGL3vyI :D ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted December 19, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted December 19, 2012 :D ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mama Posted December 19, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted December 19, 2012 აზრი? ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted December 19, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted December 19, 2012 აზრი?mama არაფერი. შეგიძლია გააგრძელო ღრიჭინი. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Asmodeus Posted December 19, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted December 19, 2012 ნაძვის ხე არ დაიდგათ ხალხნო სახლში ეშმაკის მოგონილია მაი, ფეიტონს ერიდე ე ბიჭო ფეიტონს.მაძვის ხეს თუ დადგამთ ნუ ჯანდაბას მაგრამ კენწეროზე კომუნისტური ვარსკვლავი არ გაუკეთოთ ხალხნო, ეგ სინამდვილეში პენტაგრამაა სატანას სიმბოლო, რაც იეღოვას სძულს.ჰოპ ზილინა არ იცეკვოთ ხალხნო ნაძვის ხის ირგვლივ, ამით იეღოვას კი არა ნაძვის ხეს განადიდებთ.იუმორინაზე ვინც იყავით იმათ საერთოდ დაგერხათ, უხამს ხუმრობებზე სიცილს კრძალავს იეღოვა.ახალ წელს სტუმარი რომ მოგივათ სახლში საცივის მაგიერ ჟურნალი საგუშაგო კოშკი აჭამეთო ასე უთქვამს იეღოვას. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted December 19, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted December 19, 2012 ხალხის გარკვეული ნაწილი ზოგჯერ გვეკითხება: თქვენ ქრისტიანები ხართ? ჩვენი პასუხია: დიახ. ქვემოთ ჩამოთვლილი მიზეზები ადასტურებს რომ ქრისტიანები ვართ:ჩვენ ვცდილობთ ზუსტად მივყვეთ იესოს სწავლებებსა და ცხოვრების წესს (1 პეტრე 2:21).ჩვენ გვჯერა, რომ ხსნა მხოლოდ იესო ქრისტეს მეშვეობით არის შესაძლებელი, რადგან „სხვა არავისში არ არის ხსნა, რადგან არ არსებობს ცის ქვეშ ადამიანებისთვის მიცემული სხვა სახელი, რომლითაც გადავრჩებით“ (საქმეები 4:12).იეჰოვას მოწმეები იესოს სახელით ინათლებიან (მათე 28:18, 19).ჩვენ იესოს სახელით ვლოცულობთ (იოანე 15:16).ჩვენ გვჯერა, რომ იესო ღვთის მიერ დანიშნული თავი, ანუ ყველა ადამიანის ზედამხედველია (1 კორინთელები 11:3).ეგრეთ წოდებულ ქრისტიანულ რელიგიურ ჯგუფებსა და ჩვენ შორის მართლაც დიდი სხვაობაა. მაგალითად, ჩვენ გვჯერა ბიბლიური სწავლების, რომ იესო ღვთის ძეა და არა სამების ნაწილი (მარკოზი 12:29). ჩვენ არ გვწამს სულის უკვდავების. ჩვენ არც ჯოჯოხეთის არსებობის გვჯერა, რადგან ბიბლიაში გაკვრითაც კი არ არის მოხსენიებული, რომ ღმერთი ადამიანებს მარადიულად ტანჯავს. ჩვენ არ მივიჩნევთ, რომ რელიგიური ლიდერების საქმიანობა და მათი ტიტულები მათ სხვებზე აღმატებულს ხდის (ეკლესიასტე 9:5; ეზეკიელი 18:4; მათე 23:8—10). ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Asmodeus Posted December 19, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted December 19, 2012 ჩვენ ვცდილობთ ზუსტად მივყვეთ იესოს სწავლებებსა და ცხოვრების წესს (1 პეტრე 2:21). ტყუილი #1 იესო არასოდეს არ ასწავლიდა თავის მოწაფეებს იპედოფილეთო და თუ ხელისუფალი თქვენს რიგებში პედოფილს გამოავლენს და დააკავებს მთელმა ეკლესიამ მას ხელი დააფარეთო, იესო არ ასწავლიდა თავის მოწაფეებს ისეთ რაღაცას როგორსაც იეღოველები შვრებიან, მალავენ პედოფილს ზოგადი იმიჯის არ შესალახად. ჩვენ გვჯერა, რომ ხსნა მხოლოდ იესო ქრისტეს მეშვეობით არის შესაძლებელი, რადგან „სხვა არავისში არ არის ხსნა, რადგან არ არსებობს ცის ქვეშ ადამიანებისთვის მიცემული სხვა სახელი, რომლითაც გადავრჩებით“ (საქმეები 4:12). ტყუილი #2 იეღოველებს რომ სახელი იეშუა მიაჩნდეთ იმ სახელად რომლის გარდა სხვა არც ერთ სახელში არ არის ხსნა, სახელ იეღოვას აღარ დააყენებდნენ სახელ იეშუაზე უზენაეს ფორმატში. და თუ მათი აზრით მაინც პირველი უზენაესია გამოდის რომ მათ ბიბლიის ჭეშმარიტება ფეხზე კიდიათ. იეჰოვას მოწმეები იესოს სახელით ინათლებიან (მათე 28:18, 19). ტყუილი # 3 ნათლობაზე იეშუამ თქვა "მონათლეთ ისინი მამის, ძისა და სულიწმინდის სახელით" იეღოველები კი დიადი იეღოვას სახელით ინათლებიან და ხანდახან ძის სახელსაც გაურევენ, სულიწმინდა აღარ ახსოვთ, იმიტომ რომ არ ყავთ მათ სულიწმინდა. ჩვენ იესოს სახელით ვლოცულობთ (იოანე 15:16). ტყუილი #4 იეღოველთა ლოცვა სახელი იეღოვათი იწყება და მთავრდება, სასხვათაშორისოდ ლოცვაში გამორეული სახელი იეშუა არ ნიშნავს იეშუას სახელით ლოცვას. ჩვენ გვჯერა, რომ იესო ღვთის მიერ დანიშნული თავი, ანუ ყველა ადამიანის ზედამხედველია (1 კორინთელები 11:3). ტყუილი #5 მათ ჯერათ რომ იეღოვამ იეშუა დროებით მმართველად დაადგინა საჭირბოროტო საკითხების მოსაგვარებლად და მას შემდეგ რაც იეშუას ხელით მოაწყობს აპოკალიფსს იეშუა ისევ იეროვას გადასცემს ძალაუფლებას. . ჩვენ არ გვწამს სულის უკვდავების. თქვენს რწმენაზე არ არის დამოკიდებული სულის უკვდავება. ჩვენ არც ჯოჯოხეთის არსებობის გვჯერა, არც ჯოჯოხეთის არსებობა არ არსებობა. რადგან ბიბლიაში გაკვრითაც კი არ არის მოხსენიებული, რომ ღმერთი ადამიანებს მარადიულად ტანჯავს. კიდევ ერთი ტყუილი აწ უკვე მე-6 გამოცხადების წიგნში წერია, რომ: 10. ხოლო ეშმაკი, რომელმაც აცდუნა ისინი, ჩაგდებულ იქნა ცეცხლისა და გოგირდის ტბაში, სადაც არიან მხეცი და ცრუ წინასწარმეტყველი; და ეწამებიან დღე და ღამ უკუნითი უკუნისამდე. ჩვენ არ მივიჩნევთ, რომ რელიგიური ლიდერების საქმიანობა და მათი ტიტულები მათ სხვებზე აღმატებულს ხდის შენ რას არ მიიჩნევ ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, მთავარია რეალურად როგორც ხდება, რეალობა კი ასეთია: თქვენი ორგანიზაციის 12 ქურუმი ბაირამობს, შენ კი ძუკნა ძაღლივით ენაგადმოგდებულს გარბენინებენ კარდაკარ ფოსტალიონივით. როგორც ვხედავთ ტყუილების ტომრით ზურგდამძიმებულს, ასე რომ ეგ კეთილი ზღაპრები რასაც ასე უხვად არიგებ სხვებს მოუყევი. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted December 19, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted December 19, 2012 Asmodeus შენ არც პირველიუ და არც უკანასკნელი ხარ ვინც გაბოროტებული, შურით სავსე და დაბოღმილი ათასგვარ სიცრუეს და ცილისწამებას ავრცელებს ინტერნეტ სივრცეში დაუღალავად. შენ შენმა დემონებმა შენი საქმე დაგაკისრეს რომ სიცრუე თესო. ჩვენ კი ჩვენმა ღმერთმა დაგვავალა სიმართლე ვთესოთ. ვისი დათესილი აბიბინდება, მაგას დრო გამოაჩენს. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Asmodeus Posted December 19, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted December 19, 2012 აზრი . შენ შენმა დემონებმა შენი საქმე დაგაკისრეს რომ სიცრუე თესო. ჰო ერთი ორი ლიშნი დემონი მყავს ზაპასში ჯიბეში არსებულ ზარდახშაში, ერთი ცელქი ჯინი მყავს და ერთიც ბაბაიაგა. ვისი დათესილი აბიბინდება ვაი შენ კი აგიბიბინე აჰა. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted December 19, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted December 19, 2012 ჰო ერთი ორი ლიშნი დემონი მყავს ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Asmodeus Posted December 19, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted December 19, 2012 იყიდება იეღოვა 318 სასწრაფოდ, ამ ნომერზე დაურეკეთ ბექა ქვია 877113284 http://forum.ge/?f=56&showtopic=34193809&st=0 ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Asmodeus Posted December 19, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted December 19, 2012 აზრი ხალხის გარკვეული ნაწილი ზოგჯერ გვეკითხება: თქვენ ქრისტიანები ხართ? შენ ქრისტიანი არ ხარ, შენ: http://s43.radikal.ru/i101/1212/d0/0ca0c46492a8.gif ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted December 19, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted December 19, 2012 http://download.jw.org/files/media_magazines/wp_GE_20130101.pdf ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts