verusi Posted March 21, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 21, 2011 რა აზრის ხართ მათზე? ამბობენ, იაღოვა ფრენას გვასწავლისო... :hello:როგორ ასწავლის? როგორც ბაყაყებს ბავშვობაში ვასწავლიდით რეაქტიულ ცურვას? ))) ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha kakauridze Posted March 24, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 24, 2011 აზრივიცოდი რომ არ დაგაკმაყოფილებდა. როგორც წესი, შენ არასოდეს კმაყოფილდები პასუხით, თუკი პასუხი არ შეესაბამება მართლმადიდებლების შეხედულებებს. ამიტომ დაგიწერე, აზრი არ აქვსთქო. იმიტომ ვერ გავიგე რომ შენ არ გაგიცია პასუხი რაც მე დავწერე, იესო ამბობს განკითხვის დღესო სოდომ და გომორე.... განკითხვის დღეც გაზვიადებულია? განკითხვაც იგავით პარაბოლებით უნდა გავიგოთ? რა შუაშია აქ ნემსის ყუნწი? ისევ ლოგიკას მოვიშველიოთ სოდომისა და გომორის მიწას უფრო გაუადვილდება განკითხვის დღეს, ვიდრე იმ ქალაქს.აქ სად ხედავ ერთი გამაგებინე იგავს ან პარაბოლას თუ რაც ქვია? ან რა შუაშია აქ შენი ეს ციტატა?რითაც ხაზი გაუსვა იმ ქალაქების უკიდურესად საშნელ სულიერ მდგომარეობას,კი ბატონო შესცოდა იმ ქალაქმა და მისი სულიერი მდგომარეობაც აღნიშნა აქ გეთახმები მაგრამ იესო ამბობს პირდაპირი მნიშვნელობით რომ განკითხვის დღესო სოდომს და გომორს უფროო გაუადვილდებაო რა უნდა გაუადვილდეს ერთი გამაგებინე თუ ერთნაირად ორივე არარსებულიდან არარსებოლობაში გადავა ? მე სხვას გეკითხები და შენ სხვას აი მაგიტომ ვერ გავიგე და არა სხვა..... ან რას გადაეკიდე მართლმადიდებლობას სულ რომ პირზე გაკერია? მე ხომ ლოგიკური და საღი მსჯელობით მინდა რომ შენ მე დამიმტკიცო ჭეშმარიტება..... ვაააა იცით რა მაგრად მიკვირს იმ ხალხის ვინც ერთი რწმენიდან მეორე რწმენაში გადავიდეს და არ ჩაეძიოს სრული ამომწურავი პასუხი არ მიიღოს , ნუთუ დავიჯერო ასეთი ახსნებით უარყოფენ ადამიანები რწმენას? მემგონი შენ ვერ ხსნი კარგად ან არ იცი მოწმეების მრწამსი თორემ ასეთი ახსნით რაღაც არამგონია ადამიანმა უარყოს (არ აქვს მნიშვნელობა რომელი აღმსარებლობს იქნება)თავისი რწმენა და გახდეს იეჰოვას მოწმე ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted March 24, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 24, 2011 აზრირას გადაეკიდე მართლმადიდებლობას სულ რომ პირზე გაკერია? lasha kakauridze ფორუმშიც და ფორუმს გარეთაც, ბევრი გვისაუბრია მე და შენ რელიგიურ საკითხებზე. შენ ყოველთვის აღნიშნავდი რომ მართლმადიდებელი ხარ და ისე გწამს, როგორც შენი რელიგია გასწავლის. ეგ კითხვა კი ცოტა არ იყოს, ისეა დასმული როგორც არ უნდა დაგესვა. რა საკითხიც არ უნდა განგვეხილა საუბრისას, ყოველთვის ისეთ პოზიციას იჭერდი და ისეთ აზრს იყალიბებდი (საბოლოოდ), რასაც მართლმადიდებელი ეკლესია გასწავლის. ამიტომ ვახსენე მაგ პოსტშიც მართლმადიდებლობა და ყოველთვის ვახსენებ, რადგან მართლმადიდებლად მიიჩნევ თავს, მათ სწავლებებს იზიარებ და ნებისმიერი აზრი, რასაც შენი რელიგია არ იზიარებს, ავტომატურად უარყოფ ხოლმე. რაც არ უნდა ლოგიკური და არგუმენტირებული იყოს. ამიტომ მოგწერე კითხვის პასუხად მოკლე და გასაგები პასუხი. ვიცოდი რომ რამდენი არგუმენტიც არ უნდა მომეყვანა, შენ მაინც შენსას იტყოდი. რელიგიურ საკითხებზე შენთან საუბრისას, ჩემი მიზანი არაა აზრი შეგაცვლევინო. ამიტომ ამ საკითხებზე დავას აზრი არ აქვს. მე მოკლე პასუხი მოგწერე რაზეც უნდა დაფიქრებულიყავი და ჩაწვდომილიყავი მის სისწორეს. რადგან არ ისურვე, აზრი არ აქვს უსასრულოდ დავას. გწამდეს ისე, როგორც გაწყობს და როგორც ის რელიგია გასწავლის, რომლის მიმდევრადაც მიიჩნევ თავს. ნოუ ფრობლემ. მემგონი შენ ვერ ხსნი კარგად ან არ იცი მოწმეების მრწამსიარ გამოვრიცხავ, პირიქით. მე არ ვარ არც იეჰოვას მოწმე და არც მართლმადიდებელი და საერთოდ, არ ვარ რელიგიური პირი. ამიტომ, თუ იეჰოვას მოწმეების პასუხი გინდა მიიღო, კითხე მოწმეებს და აგიხსნიან. მე ბიბლიის სწავლებიდან გამომდინარე გიპასუხე და ვფიქრობ რომ მათაც ანალოგიური პასუხი ექნებათ, რადგან მათი სწავლება ბიბლიაზეა დაფუძნებული. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted March 24, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 24, 2011 ბაყაყებს ბავშვობაში ვასწავლიდით რეაქტიულ ცურვასშენ რა სადიზმისკენ მიდრეკილება გქონია ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Morfius Posted March 24, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 24, 2011 ვინ არიან იეჰოვას მოწმეები? გიპასუხებთ ბიბლიაში მოხსენიებული ყველა ის წინასწარმეტყველი რომელიც მოწმობდა იეჰოვაზე როგორც ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთზე მაგრამ მიუხედავად იმისა რომ კითხვაზე ამომწურავი პასუხი გაგეცით თავს ვალდებულად ვთვლი გავავლო პარალელი ამ წინასწარმეტყველებსა და იმ ზომბირებულ ბრბოს შორის რომლებიც ზოგადი ფართო გაგებით თავს იეჰოვას მოწმეებს უწოდებენ. დავიწყებ იმით რომ ებრაელი წინასწარმეთყველი მოსე თორაში ანუ მის მიერ უფლის შთაგონებით დაწერილ საღმრთო წერილში რჯულის დიდ წიგნში რომელიც წარმოადგენს პირველ ტეტრალოგიას სარმრთო წერილისა ღმერთს რამოდენიმე სახელით მოიხსენიებდა მაგალითისთვის: ელ შადაი, ცაბაოთ, ელოჰიმ, ელი, ელოჰიჰ, იაჰვე თითოეულ ამ სახელს უფლისას აქვს შესაბამისი განმარტება ამ შემთხვევაში იაჰვე ნიშნავს მე ვარ, ვინც ვარ ანუ უზენაესი. სახელ იაჰვეზე იმიტომ ვამახვილებ ყურადღებას რომ სწორედ ამ სახელს ეტმასნება ერეტიკოსთა ისეთი ჯგუფი, რომელიც თავს იეჰოვას მოწმეებს უწოდებს და სინამდვილეში წარმოდგენაც კი არ აქვათ ვინ არის იაჰვე. ეს სახელი გაუმხილა მოსეს ღმერთმა როდესაც ეგვიპტეში ისრაელის გამოსახსნელად აგზავნიდა მაგრამ თავად ეს ერთ ერთი სახელი უფლისა მიცემული იყო მოსესთვის იმ მიზნით რომ ის აღნიშნავდა უზენაესს მე ვარ ის ვინც ვარ ანუ ერთადერთ უზენაესს ღმერთს და ეს სახელი განკუთვნილი იყო ეგვიპტელთათვის რათა მათ შეეცნოთ ამ სახელის მნიშვნელობით ის ფაქტი რომ მოსეს წარმომგზავნელი ღმერთი უზენაესი იყო ეგვიპტელთა ღმერთებზე ისეთებზე როგორებიც არიან მაგალითად ამონ რა, ოსირისი. ამ სახელს რომელიც უზენაესის ყოვლისშემძლე ბუნებას გამოხატავს მხოლოდ ეს დანიშნულება ჰქონდა ამასში მე ნებისმიერი ებრაელი რაბინი და ეგვიპტურ კაბალიზმში განსწავლული ადამიანი დამეთანხმება მაგრამ ე.წ იეღოველი კამათს დამიწყებს საქმე იმაშია მეგობრებო რომ მე ამ სიტყვის ეტიმოლოგია აღმოსავლეთმცოდნეობის აკადემიკოსებისგან მაქვს ნასწავლი ყარაჯალელ იეღოველს კი სოფლის ბირჟიდან. რაც შეეხება იმ ცილისწამებას რომ ვითომ მართლმადიდებლურმა ეკლესიამ შეგნებულად ამოარიდა ბიბლიის ქართული თარგმანიდან უფლის სახელი ეს სრული სიცრუეა ვინაიდან დაბადების წიგნში მე-6 თავში სწორედ იმ სახით არის წარმოდგენილი უფლის სახელი რა მიზნითაც თავად უფალი უმხელს მოსეს და თუ ადამიანის ინტელექტი ამას ვერ წვდება ეს ეკლესიას კი არა თავის უწიგნურობას უნდა დააბრალოს. იმ ფაქტსაც თუ გავითვალისწინებთ რომ თანამედროვე ქართულ ენაზე ბიბლია ბაბტისტმა მღვდელმა ვინმე მალხაზ სონღულაშვილმა და საერო მოღვაწემ ზურაბ კიკნაძემ თარგმნა უფლის სახელის არამეული დედანის თვალსაჩინოდ არწარმოდგინებას მართლმადიდებლურ ეკლესიას მხოლოდ ამ ეკლესიის მტერი ან უგუნური თუ დააბრალებს ასეთების საყურადღებოდ ვიტყოდი რელიგიურ განათლებას სტოკჰოლმში არ უდევს სათავე და სანამ ბრალდებების ტალღას ააგორებდეთ იქნებ იოანე პეტრიწის ქართულ თარგმანს გასცნობოდით თუ რაღათქმაუნდა ძველქართული მეტყველება თქვენთვის ჩინური არ არის და მეტიც როგორ შეიძლება დაიმალოს უფლის ეს ერთ ერთი სახელი როდესაც ბიბლიაში არაკანონიკურ წიგნებსაც კი ვხვდებით შემეცნებითი თვალსაზრისით მართალია არაკანონიკური წიგნი იაკობისა ხელმიუწვდომელია ფართო მასებისთვის მაგრამ ამას თავისი ახსნა აქვს მისი წაკითხვის შემდეგ საერთოდ ყმუილი რომ არ დაიწყონ იეღოველებმა თუნდაც ეს. ეხლა რაც შეეხება თავად ამ სექტას რომელიც ქართველებს თავიდან ქვეყანაში სოციალური მზაობის დაზვერვის მიზნით თავს გვაჩვენებდა უწყინარ მსხვერპლად მართლმადიდებლური ეკლესიის აგრესიისა და მას შემდეგ რაც მავანთ მიერ ტოლერანტული დამოკიდებულება იგრძნო გაკადნიერდა და თავის ჭეშმარიტ სახესა და მიზნებს უმწიკვლო კრავის საფარ ქვეშ კი აღარ მალავს არამედ შემტევ თავდასხმით პოლიტიკას ატარებს და მისი თავდასხმის ძირითადი ობიექტი მართლმადიდებელი ეკლესიაა რაც ცხადყოფს ძირითად მიზანს ამ სექტისა განხეთქილება შეიტანოს მართლმადიდებლურ ქრისტიანულ მრწამსში.ამ სექტის რიგით მოწმეებს წარმოდგენაც კი არა აქვთ თავად ამ სექტის ისტორიასა და მიზნებზე, მმართველი კორპორაცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ ეს ისტორია არ გახმაურდეს მათ მართლაც ბევრი აქვთ დასამალი რადგან მეცხრამეტე საუკუნის 70 იან წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში გაჩენილი მათი ე.წ ,, ჭეშმარიტი სწავლება" მრავალჯერ იცვლებოდა და ამავდროულად მაინც ,,ჭეშმარიტად" რჩებოდა. ყველაფერი კი ასე დაიწყო პიტსბურგის საგალანტერო მაღაზიების მფლობელმა ჩარლზ რასელმა ( 1852-1916 წწ ), რომელსაც არ ჰქონდა არანაირი საღვთისმეტყველო განათლება, დაიწყო ბიბლიის თვითნებური განმარტება. ბიბლიის მიხედვით გაკეთებული ,,გულმოდგინე მათემატიკური გამოთვლების შემდეგ", მან საკუთარ ჟურნალში ,,სიონის საგუშაგო კოშკი " გამოაქვეყნა მანამდე ყველასათვის უცნობი ,,გამოცხადება" ამ ,, წინასწარმეტყველების" არსი ის გახლდათ, რომ 1914 წელს დაიწყებოდა ,,არმაგედონი" ანუ ქრისტიანული სამყაროს სრული განადგურება დაიხოცებოდა ყველა გარდა 144 ათასი რჩეულისა, რომლებიც რაღათქმაუნდა 1884 წელს რასელის მიერ დაარსებული ორგანიზაცია ,,საგუშაგო კოშკის" წევრები იქნებოდნენ მათ ნუსხაში შევიდოდნენ 12 კეთილგონიერი მონა რომლებიწ თანამედროვე სამყაროს 12 მოციქულის ნაცვლად მოევლინა. გამოაცხადა რა თავი ,,მოძღვრად" მან გამოსცა წინააღმდეგობებითა და თვითნებური განმარტებებით აღსავსე 6 ტომეული შრომა ,, საღმრთო წერილის გამოკვლევა", რომელიც აღარანაირ ეჭვს არ ტოვებს ავტორის სრულ რელიგიურ გაუნათლებლობაში. 1913 წელს რასელს სასამართლოში უჩივლა მისმა მეუღლემ და იგი გარყვნილებასა და ცოლქმრულ ღალატში დაადანაშაულა. რასელის ცოლმა ეს პროცესი მოიგო. ოდნავ მოგვიანებით რასელი მეორედაც გაასამართლეს, ამჯერად თაღლითობისა და სექტის ფინანსების თვითნებურად გამოყენებისათვის. სასამართლო პროცესზე ,, ჭეშმარიტმა მოძღვარმა" კიდევ ერთხელ შეირცხვინა თავი როდესაც ბიბლიაზე დაიფიცა რომ ბრწყინვალედ ფლობს ბერძნულ ენას სინამდვილეში კი ბერძნული ანბანის ასოებსაც კი ვერ ასახელებდა. მოვიდა 1914 წელიც მაგრამ დაპირებული ,,ქვეყნის აღსასრული" არ დადგა და მრავალმა წევრმა დატოვა სექტა. მოძღვარი რასელი არ დაიბნა და არმაგედონი 1915 წლისათვის გადაიტანა,რომელმაც აგრეთვე მშვიდობიანად ჩაიარა. 1916 წელს კი თავად უიღბლო წინასწარმეტყველიც გარდაიცვალა, რომელმაც თავისი უაზრო სწავლებით ათასობით მიამიტი ადამიანი აცდუნა.სექტის მომდევნო ხელმძღვანელი გახდა ჯოზეფ რუტერფორდი, რომელმაც პირველი რაც გააკეთა ის იყო რომ არმაგედონის ახალი თარიღი 1918 წელი დაასახელა ამ თარიღის ასევე მშვიდობიანად გასვლის შემდეგ რუტერფორდმა მთელი რიგი მარტივი გამოთვლებით რომლის განსახორციელებლად სექტის წევრთაგან მალულად ებრაულ მასონურ კაბალისტური სწავლებაც მოიშველია ადამიანური ცივილიზაციის აღსასრული 1925 წლისთვის დაადგინა. ამ წელს ქვეყნის აღსასრულის მოლოდინის რწმენა იმდენად დიდი იყო რომ ბევრმა ფერმერმა მიწაც კი არ დაამუშავა 1925 წლის გაზაფხულზე. მორიგი კრახის შემდეგ არმაგედონის თარიღი დიდხანს აღარ სახელდებოდა მიზეზი კი თურმე ის იყო რომ სულგრძელი იეღოვა მართალია აპირებდა ყველა ზემოთაღნიშნულ წლებში ქვეყნის აღგვას პირისაგან მიწისა მაგრამ ბოლო მომენტში გადაიფიქრებდა ხოლმე რადგანაც იმ ზემოთაღნიშნულ 144 ათას რჩეულს რამოდენიმე იეღოველი აკლდა რომ რიცხვი შევსებულიყო როგორც იქნა ეს რამოდენიმე იეღოველიც გამოჩნდა ჰორიზონტზე და საბოლოო თარიღად 1942 წელი დასახელდა მანამდე კი ამ რჩეულ იეღოველებს ანუ განსაკუთრებულ იეღოველებს რომელთაც საბოლოოდ უნდა შეევსოთ 144 ათასი რჩეულის რიცხვი სანდიეგოში სექტის მიერ აშენებულ სასახლეში სახელად ბეთსარიმი ანუ ებრაულად მთავართა სახლი იქ ინახავდნენ რათა ზნედაცემულ წუთისოფელს არ შეერყვნა მათი წმინდა გონება ამავე სახლში მშვიდად ცხოვრობდა თავად სექტის ხელმძღვანელიც 1942 წლამდე საიდანაც ამავე წელს თავად სექტის წევრებმა წიხლისკვრით არ გააგდეს შარლატანობისთვის და იმ წმინდა 144 ათასის რიცხვის შევმსებ რჩეულებთან ერთად სექსუალური კონტაქტისა და ორგიების გამო რაც მისი უეცარი სიკვდილის მიზეზიც კი გახდა ბევრი რომ არ გავაგრძელო დავასახელებ საგუშაგო კოშკის მიერ დადგენილ კიდევ რამოდენიმე თარიღს სამყაროს გაჟლეტის და განადგურების წინასწარმეტყველებით 1946, 1955, 1966. 1975 და ბოლოს 1980 ეს მყარი უეჭველი თარიღებია მაგრამ არსებობს კიდევ სავარაუდო თარიღებიც მაგალითად 1999 წელი 2000 წელი და ასე შემდეგ მანამდე კი ან ვირი მოკვდება ან ვირის პატრონიო. როგორც ვხედავთ მათი წინასწარმეტყველებანი ცრუ აღმოჩნდა გამოდის რომ იეღოვას მოწმეთა ყველაზე საშიში მტერი მართლმადიდებლური ეკლესია კი არა თავად მათივე ლიტერატურაა. სწორედ ასეთი წინასწარმეტყველების შესახებ ამბობს წმინდა წერილი ,, წინასწარმეტყველი თუ უფლის სახელით ილაპარაკებს და არ აცხადდება მისი ნალაპარაკევი არ ყოფილა ეს უფლის სიტყვა თვითნებურად ულაპარაკნია წინასწარმეტყველს" (მეორე სჯული 18.22) თავად იესო გვაფრთხილებს რომ უკანასკნელ დღეებში მრავალი ცრუ წინასწარმეტყველი მოვა როგორც ანტიქრისტეს სულის ერთ ერთი გამოვლინება და ეხლა ნება თქვენია ბატონებო ვის დაუჯერებთ ქრისტეს შეგონებით ანდრია პირველწოდებულის მიერ I საუკუნეში კოლხეთში ნაქადაგებ ახალი ახთქმის სჯულს რომელსაც შეურყვნელად იცავს მართლმადიდებლური ეკლესია თუ მეცხრამეტე საუკუნის 70 იან წლებში აღმოჩენილ უმეცარი ჩარლზ რასელის ფანატიკურ ნაბოდვარს რომელიც გაჯერებულია ცრუ წინასწარმეტყველებით და მასონური კაბალიზმისთვის დამახასიათებელი ელემენტებით აქ მოყვანილი მოსაზრებებიდან რომლებიც ფორუმის სხვა მონაწილეებმა დატოვეს თვალშისაცემია ვინმე ფსევდონიმით კალიგულა200 ის შეხედულობები რომელიც მართალია წრფელი გულით იცავს მართლმადიდებლობას თავხედური მასონური შეტევისგან მაგრამ მაინც ვურჩევდი კორექტული იყოს მავანთ მიმართ ვინაიდან თვით მთავარანგელოზმა მიქაელმაც კი ვერ გაბედა გმობის სიტყვების წარმოთქმა როდესაც ეკამათებოდა ბელიარს მოსეს სხეულის გამო არამედ თქვა შეგაჩვენოს უფალმა და ვურჩევდი ძმური სიყვარულით განისწავლოს უფლის წერილში ვინაიდან ჩვენი ბრძოლა მამონასა და მის მონებთან არ არის ხორციელი რომ მუშტებძე ვიყურებოდეთ და ხორჩიელი შეცდენილი ადამიანების მიმართ ზიზღი გვქონდეს არამედ ჩვენი ბრძოლა სულიერია და ამ მოდგმის განდევნა მხოლოდ ლოცვითა და მარხვით ძალუძს ქრისტიანს ასე ამბობს უფალი ხოლო შეჩვენებასა და სასჯელს რაც შეეხება ამას უფალზე უკეთ ვერავინ გააკეთებს იგი შურისმაძიებელია მკრეხელების მიმართ შენი ზიზღი ბაალისა და სატანის მოძღვრების მიმართ ხომ ხედავ როგორ წარმატებულად გადაგითარგმნეს სათავისოდ როგორც სჩვევიათ თითქოს ხორციელი ადამიანები გძულდეს და მათ მიმართ მტრულად იყო განწყობილი ხომ ხედავ სიყვარულის საფარქვეშ რა მოხერხებულად გიპირისპირდება მამონას ძე როგორც ლუციფერი იღებს ხოლმე სინათლის ანგელოზის სახეს არც მაგათ არ უჭირთ მოსიყვარულე უწყინარ კრავებად თავის წარმოჩენა ასე რომ შენ იესოს გაჰყევი მკვდრებმა კი თავიანთი მკვდრები დამარხონ ნუ ეკამათები, მათი მამა კამათის პროფესიონალი ორატორია თავად უფლის ტახტის წინ დგას და ცილს სწამებს განუწყვეტლივ ჩვენს ძმებს და ნუ განრისხდები თუ ასე უტიფრად ცილს დაგწამებენ მათ სხვანაირად არ ძალუძთ არამედ აკეთებენ იმას რასაც თავიანთი მამისგან ისმენენ და ჯიქურ ვითარცა ფარისევლები ქრისტეს ეუბნეოდნენ აბრაამის ძეები ვართო ასე ჩემულობენ ღმერთის ძეობას უფლის სულიწმინდის ძალი და მადლი შეგწეოდეთ ყველა ქრისტიანს დიდება მამასა ძესა და სულსა წმინდასა ამინ.სრულიად გეთანხმებით თქვენ კარგად აღწერეთ, ამ რელიგიური ფანატიზმისა და ცრუ წინასწარმეტყველების მიზანი და მიზეზი, მხოლოდ ერთს დავამატებდი "ფული" ვერცხლისმოყვარეობა აი საფუძველი ამ ვათხანალიისა, სწორედ ამიტომ მეძაობდა ამ ფანატიზმის განმავრცელებელი ქრისტეს სახელით და ვერცხლზე უკვე ხორბალს ყიდიდა იმიტომ რომ ქრისტე არ არის მათთან და ვეღარ გაყიდდნენ. მათი არასწორი წარმოდგენები და მცდარი შეხედულობები მხოლოდ ერთ რამეს ემსახურება, რაც შეიძლება მეტი ფულის შოვნას რადგან გაბითურებული ადამიანის ჯიბეებიდან ამოღებული თანხით, იგრიალონ ჯიპებით და აიშენონ ვილები მათმა რელიგიურმა წინამძღოლებმა, მაგრამ იგავისა არ იყოს ბრმა როდესაც ბრმას წინამძღოლობს ორივენი ორმოში ამოყოფენ თავსო. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted March 28, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 28, 2011 სწორედ ამიტომ მეძაობდა ამ ფანატიზმის განმავრცელებელი ქრისტეს სახელით და ვერცხლზე უკვე ხორბალს ყიდიდა მოღმითა და ზიზღით შეთხზული ცილისწამებაა ეს. არ ვიცი ვინ აიტაცებს ამ ცილისწამებას და ვინ დაიჯერებს, მაგრამ ერთი რაც აშკარად ვიცი ისაა, რომ ძალღონეს არ იშურებ რაც შეიძლება მეტი ცილი დასწამო მოწმეებსაც და მათ რელიგიურ წინამძღოლებსაც. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Morfius Posted March 28, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 28, 2011 მოღმითა და ზიზღით შეთხზული ცილისწამებაა ეს. არ ვიცი ვინ აიტაცებს ამ ცილისწამებას და ვინ დაიჯერებს, მაგრამ ერთი რაც აშკარად ვიცი ისაა, რომ ძალღონეს არ იშურებ რაც შეიძლება მეტი ცილი დასწამო მოწმეებსაც და მათ რელიგიურ წინამძღოლებსაც.კიდევ კარგი სიტყვა "ცილისწამება" არსებობს, მოდი ერთ მარტივ რაღაცას გასწავლი ეს სიტყვა დააკოპირე და ყველა ჩემს პოსტს ქვემოთ მიუწერე ხოლმე დროის ეკონომიას მოგცემს. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Zakhary Posted June 4, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 4, 2011 იეღოვის მოწმები არიან სეკტა! სამწუხაროა რო მართმადიდებულ ქვეყანაში საქართველოში არიან მაგენი ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted June 4, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 4, 2011 Zakhary სექტა არა ტოროლა კიდე. იეჰოვას მოწმეები ნამდვილი ქრისტიანები არიან! ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Zakhary Posted June 6, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 6, 2011 Zakhary სექტა არა ტოროლა კიდე. იეჰოვას მოწმეები ნამდვილი ქრისტიანები არიან! ხუმრობ? ;DD ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha kakauridze Posted June 7, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 7, 2011 Zakharyხუმრობ? ;DD ხუმრობის ნეტა რა შეატყვე? მთელი სერიოზულობით გიხრა რომ ისინი ნამდვილი ჭეშმარიტი ქრისტიანები არიან ასე რომ გაითვალისწინე ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
verusi Posted June 7, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 7, 2011 ეჰ სადაა ეხლა მკლავიშვილი?... :TAT:რა სეირს ვუყურებდი... :volk: ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Zakhary Posted June 7, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 7, 2011 Zakhary ხუმრობის ნეტა რა შეატყვე? მთელი სერიოზულობით გიხრა რომ ისინი ნამდვილი ჭეშმარიტი ქრისტიანები არიან ასე რომ გაითვალისწინე მართლა ხუმრობ! იეღოველების მოწმე არის სეკტა! თუ ნამდვილი ქრისტიანები იქნებოდა მაგენი მარტო 7 მილიონი დედა მიწაზე არ იქნებოდა! უფრო მეტი იქნებოდა! და მეორემაგარი შტაბ ბინა ყოლია მაგენს ამერიკაში! და მიპასუხე რატო არ უშობენ მაგენს არაბულ ქვეყნებში, იქ არ არიან მაგენი ძაან სასწაული ხალხია ოსე! სულ კოსტუმში გამოჯგიმული და არ დადიან ეკლესიაში! ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted June 7, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 7, 2011 მაგარი შტაბ ბინა ყოლია მაგენს ამერიკაში!"მაგენს" ხშირად რატომ ხმარობ? ან კუთხური კილოა (გურულებთან მხვდება ძირითადად "მაგენები") ან ქაართულის პრობლემაა ზოგადად.. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha kakauridze Posted June 7, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 7, 2011 Zakharyმართლა ხუმრობ!მე რას ვხუმრობ კაცო ვისაც შენ უთხარი იმაზე გიპასუხე რომ არ ხუმრობსთქოიეღოველების მოწმე არის სეკტა!ამ ციტატაში ყველაზე მაგრად ძახილის ნიშანი მომეწონათუ ნამდვილი ქრისტიანები იქნებოდა მაგენი მარტო 7 მილიონი დედა მიწაზე არ იქნებოდა! უფრო მეტი იქნებოდა!მაინც რამდენი უნდა იყვნენ რომ სექტა არ ერქვას? რაოდენობას ააქვს მნიშვნელობა?მაგარი შტაბ ბინა ყოლია მაგენს ამერიკაშიკი ეგ ვიცი დიდი სამეფო დარბაზები აქვთ და მიპასუხე რატო არ უშობენ მაგენს არაბულ ქვეყნებში, იქ არ არიან მაგენი ეგ აღარ ვიცი არაბულ ქვეყნებში არიან თუ არა, ისე მაგენი იძახიან რომ ყველგან ვიყავითო და რავიცი აბა რა გითხრა ;)ძაან სასწაული ხალხია ოსე! სულ კოსტუმში გამოჯგიმული და არ დადიან ეკლესიაში! სამაგიეროდ სახლებში დადიან ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts