Jump to content
Planeta.Ge

ვინ არიან იეჰოვას მომწმეები და რა სწამთ?


Recommended Posts

 

მართლა საყვარელი ბებიაა კარგად ვიხალისე :) მაგრამ რაღაც არამგონია მართლმადიდებლებზე მეტი იცოდეს, მეტიც დამრჩა ისეთი შთაბეჭდილება არც იეჰოვას მოწმეების სწავლების არაფერი გაეგება რა

ოო ამ განყოფილებაში, მაგათ ძლიერი "კრიშა" აქვთ :D თუ არ გინდა დაისაჯო, უნდა "სიყვარულით" ილაპარაკო მათზე :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 1,5k
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

აზრი

ლიცი ;) ჩაგეთვალა. ძალიან ორიგინალურად გაეცი ჩემ შეკითხვებს პასუხი (ან შემთხვევით გაგეცა პასუხები). ისე, გამოგიტყდები რომ შენი ხელმოწერა ძალიან მომეწონა თავისი ორიგინალობითა და მოქნილობით.   ყველა

აზრი

გლობალ მოდერატორო 'ლ ი ც ი' - გამარჯობა   ამ პოსტის დაწერის შემდეგ უნდა დაამუხრუჭო. ჯერ უნდა ახსნა:   1. ვის გულისხმობ "ერთ მძლავ სტრუქტურად შეკრულს" მევრძოლთა არმიას? 2. და ვის გულისხმობ "სახელმწიფო

აზრი

აუF, რა საგმირო საქმე გაგიკეთებია.   ქრისტიანისთვის სახელი "იეჰოვა" წმინდაა. ბიბლიაში ღვთის სახელი "იეჰოვა" ათასობით წერია. საქმე იმაშია რომ ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ, ღვთის სახელი ქართული

lasha kakauridze

 

ძალიან ბევრი მართლმადიდებელი მინახავს, რომლებსაც არა თუ გაგებაში არ არიან მართლმადიდებლური თეოლოგიის, ელემენტარულად ბიბლიაც კი არ აქვთ წაკითხული, სხვაზე საუბარი ზედმეტიც კია. :)

 

ოო ამ განყოფილებაში, მაგათ ძლიერი "კრიშა" აქვთ :D თუ არ გინდა დაისაჯო, უნდა "სიყვარულით" ილაპარაკო მათზე :))

Nukriko

 

აქ ე.წ."კრიშა" ყველას აქვს. ისინი კი ვინც შეურაცხყოფენ თანაფორუმელებს ან საერთოდ, უხეშად არღვევენ ფორუმის წესებს, შესაბამისად მოქმედებს წესები როგორც რელიგიურ უმცირესობათა წარმომადგენლებზე, ისე რელიგიურ უმრავლესობაზე და ნებისმიერი აზრის მატარებელ ადამიანზე. ამ ფორუმში სანამ მოდერატორი ვარ, ყველას უნდა ახსოვდეს რომ წესები თანაბრად მოქმედებს ყველაზე, ვინც არ უნდა იყოს ის, თეისტი თუ ათეისტი. ასე რომ შენი პროვოკაციული განაცხადი მოწმეებს აქ "კრიშა" აქვსო, არის ძალიან უსუსური განაცხადი, რომელიც პროვოკატორობის მეტს არაფერს არ ემსახურება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძალიან გააქტიურდნენ ამ ბოლო დროს ეგენი

alex

 

ჩემი აზრით, ყოველთვის აქტიუროები იყვნენ "ეგენი".

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

ძალიან ბევრი მართლმადიდებელი მინახავს, რომლებსაც არა თუ გაგებაში არ არიან მართლმადიდებლური თეოლოგიის, ელემენტარულად ბიბლიაც კი არ აქვთ წაკითხული, სხვაზე საუბარი ზედმეტიც კია.

რაც მართალია სიმართლეა ბევრმა მართლმადიდებელმა ქრისტიანმა თავისი მრწამსის კი არ იცის ზეპირად მაგაზე ხელები ამიწევია, მაგრამ როგორ დავიჯერო იეჰოვას მოწმეებიდან (სულ თუ არ ვცდები 8 მილიონია)სუყველამ ზედმიწევნით იციან ბიბლია? რაგაც არა მგონია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძალიან ბევრი მართლმადიდებელი მინახავს, რომლებსაც არა თუ გაგებაში არ არიან მართლმადიდებლური თეოლოგიის, ელემენტარულად ბიბლიაც კი არ აქვთ წაკითხული, სხვაზე საუბარი ზედმეტიც კია.

აზრი

 

რაც მართალია სიმართლეა ბევრმა მართლმადიდებელმა ქრისტიანმა თავისი მრწამსის კი არ იცის ზეპირად მაგაზე ხელები ამიწევია, მაგრამ როგორ დავიჯერო იეჰოვას მოწმეებიდან (სულ თუ არ ვცდები 8 მილიონია)სუყველამ ზედმიწევნით იციან ბიბლია? რაგაც არა მგონია

 

ბიბლიის ზეპირად ცოდნაზე არ დამიწერია. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

ბიბლიის ზეპირად ცოდნაზე არ დამიწერია.

არც მე არ დამიწერია "ზეპირად" ცოდნა :)და არც არის საჭირო რომ ვინმემ იცოდეს ბიბლია ზეპირად (მართლმადიდებელ ქრისტიანი ვალდებულია თავისი მრწამსი იცოდეს ზეპირად ).... "ზედმიწევნით" ბიბლიის გაგებას ვგულისხმობ ანუ ყველას აქვს წაკითხული ბიბლია თავიდან ბოლომდე?

 

მე უფრო იცი რა მგონია? იაჰოვას მოწმეებს დაზეპირებული აქვთ ესა თუ ის ფრაზები რომელიც სხვა რელიგიას დაარწმუნოს იმაში,რომ ცდებიან (ეს ჩემი სუბიექტური აზრია) :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"იეჰოვას მოწმმეებს" ან იმათაც ვინც მის სწავლებას იზიარებს, თუ შეიძლება 3 კითხვაზე მიპასუხონ:

 

1)სჯერათ თუ არა რომ ადამიანის გარდაცვალების შემდეგ მისი "სული" ცოცხალია?

2)სჯერათ თუ არა "იეჰოვას მოწმეებს" ჯოჯოხეთის არსებობის?

3)საყოველთაო მკვდრეთით აღდგომა რომ დადგება, ცოდვილები თუ აღდგებიან? და თუ აღგებიან რა ბედი ეწევათ მათ?

 

ამ კითხვების გაცემის შემდეგ შევეცდები ჩემი შეხედულებით ავხსნა "იეჰოვას მოწმეების" არასწორი სწავლება

 

ველოდები თქვენს პასუხებს :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

ოო ამ განყოფილებაში, მაგათ ძლიერი "კრიშა" აქვთ თუ არ გინდა დაისაჯო, უნდა "სიყვარულით" ილაპარაკო მათზე

მართლა არ მაინტერესებს და არც მანაღვლებს მაგათ "კრიშა" აქვთ თუ არა და არც იმის შემეშინდება ვაი ვიღაცამ ბანი არ დამადოს. მე როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანი ვალდებული ვარ რომ ყველას ველაპარაკო სიყვარულით :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"იეჰოვას მოწმმეებს" ან იმათაც ვინც მის სწავლებას იზიარებს, თუ შეიძლება 3 კითხვაზე მიპასუხონ:

 

1)სჯერათ თუ არა რომ ადამიანის გარდაცვალების შემდეგ მისი "სული" ცოცხალია?

2)სჯერათ თუ არა "იეჰოვას მოწმეებს" ჯოჯოხეთის არსებობის?

3)საყოველთაო მკვდრეთით აღდგომა რომ დადგება, ცოდვილები თუ აღდგებიან? და თუ აღგებიან რა ბედი ეწევათ მათ?

 

ამ კითხვების გაცემის შემდეგ შევეცდები ჩემი შეხედულებით ავხსნა "იეჰოვას მოწმეების" არასწორი სწავლება

 

ველოდები თქვენს პასუხებს :)

lasha kakauridze

 

შენ კითხვებზე იეჰოვას მოწმეების პასუხი თუ გაინტერესებს, აქ შეგიძლია ნახო: Будут ли грешники гореть в аду?

 

მაგ ბმულზე, ახსნილია მოწმეების პასუხი და რადგან რუსულ ენოვანია, არ გადმოვაკოპირე. მანამ სანამ იეჰოვას მოწმეები ამ ფორუმს შემოუერთდებიან, მათი პასუხის გაცნობა მაგ ბმულზე შეგიძლია.

Edited by აზრი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...

ვინ არიან?

 

იეჰოვას მოწმეებს სურთ, უკეთ გაეცნოთ მათ. შესაძლოა, შეხვედრიხართ ამ ხალხს როგორც სამეზობლოში, ისე სამსახურში ან ყოველდღიურ ცხოვრებისეულ ვითარებებში. ალბათ, გინახავთ ისინი ქუჩაში, როცა ჟურნალებს სთავაზობდნენ გამვლელებს ან მათთან შეიძლება გისაუბრიათ კიდეც თქვენი სახლის კართან.

 

იეჰოვას მოწმეები ნამდვილად დაინტერესებული არიან თქვენით და თქვენი კეთილდღეობით. მათ სურთ, დაგიმეგობრდნენ და უფრო მეტი მოგითხრონ თავიანთი თავის, რელიგიური მრწამსის, ორგანიზაციისა და იმის შესახებ, თუ რას ფიქრობენ ხალხსა და ზოგად საკაცობრიო საკითხებზე, რომლებიც თითოეულ ჩვენგანს ეხება. მათ ეს ბროშურა ამ მიზნით გამოსცეს.

 

იეჰოვას მოწმეები, საერთო ჯამში, არ განსხვავდებიან სხვა ადამიანებისგან. მათაც ჩვეულებრივი პრობლემები აქვთ: ეკონომიკური, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული, ემოციური; ზოგჯერ შეცდომებს უშვებენ, რადგან არ არიან სრულყოფილნი, წმინდანნი ან უცოდველნი. მაგრამ ცდილობენ, შეიძინონ ცხოვრებისეული გამოცდილება და გულმოდგინედ ისწავლონ ბიბლია, რათა გაუმჯობესდნენ. მათ თავი მიუძღვნეს ღმერთს მისი ნების შესასრულებლად და მოწადინებული არიან, ამ მიძღვნის შესაბამისად იმოქმედონ. ყოველგვარ საქმიანობაში ღვთის სიტყვისა და მისი სულიწმიდის ხელმძღვანელობას მიმართავენ.

მათ თავი მიუძღვნეს ღმერთს, რათა მისი ნება შეესრულებინათ.

 

მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ თავიანთი მრწამსი დაფუძნებული იყოს ბიბლიაზე და არა, უბრალოდ, ადამიანთა ვარაუდებსა თუ რელიგიურ შეხედულებებზე. ისინიც ისე ფიქრობენ, როგორც პავლე მოციქული, რომელმაც ღვთის შთაგონებით დაწერა: „ღმერთია ჭეშმარიტი და ყოველი ადამიანი — ცრუ“ (რომაელთა 3:4)*. როცა საქმე ეხება რელიგიურ სწავლებებს, მოწმეები ჰბაძავენ ბერიელებს, რომლებმაც, პავლე მოციქულის ქადაგება რომ მოისმინეს, „მთელი გულმოდგინებით მიიღეს სიტყვა, ყოველდღე არჩევდნენ წერილებს, ნამდვილად ასე თუ არისო“ (საქმეები 17:11). იეჰოვას მოწმეებს მიაჩნიათ, რომ ყველა რელიგიური სწავლება, იქნება ეს მათი თუ სხვების, საღვთო წერილით უნდა შემოწმდეს. ისინი მოგიწოდებენ და დაბეჯითებით გთხოვენ, მათთან ერთად განიხილოთ ეს საკითხი.

მათ სწამთ, რომ ბიბლია ღვთის სიტყვაა.

 

უდავოდ, იეჰოვას მოწმეები ენდობიან ბიბლიას, როგორც ღვთის სიტყვას. მათ მიაჩნიათ, რომ ბიბლიის 66 წიგნი ღვთისგან შთაგონებული და ისტორიულად ზუსტია. ახალ აღთქმას ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებს უწოდებენ, ძველს კი — ებრაულ წერილებს. ისინი ეყრდნობიან როგორც ბერძნულ, ისე ებრაულ წერილებს და მათ პირდაპირი გაგებით აღიქვამენ, გარდა იმ გარკვეული გამოთქმებისა თუ მონაკვეთებისა, რომლებსაც აშკარად გადატანითი ან სიმბოლური მნიშვნელობა აქვთ. მათ დაინახეს, რომ ბიბლიის ბევრი წინასწარმეტყველება უკვე შესრულდა, ზოგი ამჟამად სრულდება, დანარჩენი კი მომავალში შესრულდება.

მათი სახელწოდება

 

იეჰოვას მოწმეები? დიახ, ისინი ასე უწოდებენ თავიანთ თავს. ეს არის აღწერითი სახელწოდება, რომელიც ცხადყოფს, რომ ისინი მოწმობენ იეჰოვაზე, მის ღვთაებრიობასა და მის განზრახვებზე. „ღმერთი“, „უფალი“ და „შემოქმედი“ ისეთივე ტიტულებია, როგორიც „პრეზიდენტი“, „მეფე“ და „გენერალი“. მაგრამ „იეჰოვა“ საკუთარი სახელია, რომელიც მიუთითებს ყოვლისშემძლე ღმერთსა და სამყაროს შემოქმედზე. ეს ნაჩვენებია მე-3 მეფეთა 18-ე თავის 39-ე მუხლში: „იეჰოვა არს ღმერთი“ (ციტატა აღებულია „საღვთო სჯულიდან“, ნესტორ ყუბანეიშვილის რედაქციით, 1910 წ., გვ. 43).

ღვთის სახელი ძველ ებრაულ ენაზე.

 

სახელი იეჰოვა (ან იაჰვე, რომელსაც კათოლიკური „იერუსალიმური ბიბლია“ და ზოგიერთი სწავლული უპირატესობას ანიჭებს) თითქმის 7 000-ჯერ გვხვდება ებრაული წერილების დედანში. ბიბლიის თარგმანების უმეტესობაში ეს სახელი უგულებელყოფილია და მის მაგივრად წერია „ღმერთი“ ან „უფალი“.# მიუხედავად ამისა, ეს ბიბლიებიც კი, ჩვეულებრივ, შესაძლებელს ხდის იმის დადგენას, რომ დედნისეულ ებრაულ ტექსტში გამოყენებულია სახელი იეჰოვა, რადგან ეს შემცვლელი სიტყვები უფრო დიდი ასოებით ასეა დაწერილი: ღმერთი, უფალი. არაერთი თანამედროვე თარგმანი იყენებს სახელს იეჰოვას, ან — იაჰვეს. მაგალითად „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“, ესაიას 42:8-ში ვკითხულობთ: „მე ვარ იეჰოვა. ეს არის ჩემი სახელი“.

ეს სახელი სასამართლო პროცესს უკავშირდება.

 

იეჰოვას მოწმეებმა თავიანთი სახელწოდება საღვთო წერილიდან, ესაიას 43-ე თავიდან, აიღეს. ამ თავში მსოფლიო სასამართლო დარბაზად არის წარმოდგენილი: ყველა ერის ღმერთები მოწვეული არიან, რათა მოწმეები გამოიყვანონ თავიანთი სიმართლის დასამტკიცებლად ან იეჰოვას მხრიდან წარდგენილ მოწმეებს მოუსმინონ და ჭეშმარიტება აღიარონ. იეჰოვა უცხადებს თავის ხალხს: «თქვენა ხართ ჩემი მოწმენი, ამბობს უფალი [„იეჰოვა“, აქ] და ჩემი მორჩილნი, რომელნიც ავირჩიე, რომ გცოდნოდათ და გერწმუნათ ჩემი, მიმხვდარიყავით, რომ მე ვარ ეს. ჩემამდე არ გამოსახულა ღმერთი და ჩემს შემდეგაც არ იქნება. მე ვარ, მე ვარ უფალი [„იეჰოვა“, აქ] და არავინაა ჩემს გარდა მაცხოვარი!» (ესაია 43:10, 11).

 

იეჰოვა ღმერთს იესოს დაბადებამდე ათასობით წლით ადრე ჰყავდა მოწმეები დედამიწაზე. ებრაელთა მიმართ წერილის მე-11 თავში ჩამოთვლილია ზოგიერთი მორწმუნე ადამიანი. ებრაელთა 12:1-ში კი ნათქვამია: „ამიტომ ჩვენც, როცა ირგვლივ მოწმეთა ღრუბელი გვაქვს, ჩამოვიცილოთ ყოველგვარი ტვირთი და დამაბრკოლებელი ცოდვა, და მოთმინებით გავირბინოთ ჩვენს წინ მდებარე სარბიელი“. მანამდე იესოს ნათქვამი ჰქონდა პონტოელი პილატესთვის: „მე იმიტომ დავიბადე და იმიტომ მოვედი წუთისოფელში, რომ ჭეშმარიტება დავამოწმო“. მას ეწოდება „მოწმე სარწმუნო და ჭეშმარიტი“ (იოანე 18:37; გამოცხადება 3:14, სსგ). იესომ უთხრა თავის მოციქულებს: „თქვენ მიიღებთ ძალას, როდესაც გადმოვა სულიწმიდა თქვენზე და იქნებით ჩემი მოწმენი იერუსალიმში, მთელ იუდეასა და სამარიაში და ქვეყნის კიდემდე“ (საქმეები 1:8).

 

დღეს 230-ზე მეტ ქვეყანაში 6 000 000-ზე მეტი ადამიანი ქადაგებს სასიხარულო ცნობას იეჰოვას სამეფოს შესახებ, რომელსაც ქრისტე იესო მეთაურობს. მაშასადამე, ისინი მართებულად უწოდებენ თავიანთ თავს იეჰოვას მოწმეებს.

230–ზე მეტ ქვეყანაში 6 000 000–ზე მეტი იეჰოვას მოწმე ცხოვრობს.

 

მათი თანამედროვე განვითარება და ზრდა

„საგუშაგო კოშკი“, რომელიც ერთ ენაზე გამოიცემოდა და მისი ტირაჟი 6 000–მდე იყო, ახლა 140–ზე მეტ ენაზე გამოიცემა და ტირაჟი 22 000 000–ს აღემატება.

 

იეჰოვას მოწმეთა თანამედროვე ისტორია ას წელზე მეტი ხნის წინათ იღებს სათავეს. 1870-იან წლებში ალეგანში (პენსილვანიის შტატი, აშშ, ამჟამად პიტსბურგის ნაწილი) პატარა ჯგუფმა ბიბლიის შესწავლა დაიწყო. ამ ჯგუფის ორგანიზატორი ჩარლზ ტეიზ რასელი იყო. 1879 წლის ივლისში პირველად გამოქვეყნდა ჟურნალი „სიონის საგუშაგო კოშკი და ქრისტეს თანდასწრების მაცნე“. 1880 წლისთვის ბიბლიის შემსწავლელთა ერთი პატარა ჯგუფიდან ათობით კრება ჩამოყალიბდა ახლომდებარე შტატებში. 1881 წელს შეიქმნა სიონის საგუშაგო კოშკისა და ტრაქტატების საზოგადოება, რომელიც რეგისტრაციაში გატარდა 1884 წელს. საზოგადოებას ჩ. რასელი ხელმძღვანელობდა. მოგვიანებით ამ ორგანიზაციას სახელი შეეცვალა და ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება „საგუშაგო კოშკი“ ეწოდა. ჯერ კიდევ მაშინ ბევრი ქადაგებდა და ხალხს ბიბლიურ ლიტერატურას სთავაზობდა კარდაკარ. 1888 წელს 50 ადამიანი მსახურობდა სრული დროით, ამჟამად კი დაახლოებით 700 000 სრული დროით მსახურია.

 

1909 წლისათვის ამ საქმემ საერთაშორისო მასშტაბები მიიღო და საზოგადოების მთავარი სამმართველო ბრუკლინში (ნიუ-იორკი) გადაიტანეს, სადაც ახლაც მდებარეობს. ქადაგებები გაზეთებში ქვეყნდებოდა და 1913 წლისათვის ოთხ ენაზე იბეჭდებოდა შეერთებული შტატების, კანადისა და ევროპის 3 000 გაზეთში. ასობით მილიონი წიგნი, ბროშურა და ტრაქტატი ვრცელდებოდა.

 

1912 წელს „შემოქმედების ფოტოდრამაზე“ დაიწყეს მუშაობა. სლაიდებითა და გახმოვანებული, მოძრავი სურათებით წარმოდგენილი იყო პერიოდი დედამიწის შექმნიდან ქრისტეს ათასწლიან მეფობამდე. სეანსები, რომლებსაც ყოველდღიურად 35 000 მაყურებელი ესწრებოდა, 1914 წელს დაიწყო. ეს ფოტოდრამა ხმოვანი კინოს განვითარებაში გადადგმული ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი იყო.

1914 წელი

 

გადამწყვეტი დრო ახლოვდებოდა. 1876 წელს ბიბლიის მკვლევარმა ჩარლზ ტეიზ რასელმა დაწერა სტატია „როდის დასრულდება წარმართთა ჟამი?“, რომელიც გამოქვეყნდა ბრუკლინში (ნიუ-იორკი), ჟურნალ „ბიბლიის მკვლევარში“. ამ ჟურნალის ოქტომბრის გამოცემაში 27-ე გვერდზე ნათქვამი იყო: „შვიდი დრო დამთავრდება ახ. წ. 1914 წელს“. წარმართთა ჟამი არის დროის მონაკვეთი, რომელიც ბიბლიის ერთ-ერთ თარგმანში მოხსენიებულია როგორც „ხალხებისთვის განსაზღვრული დრო“ (ლუკა 21:24, აქ). ყველაფერი, რაც ნავარაუდები იყო, არ მომხდარა 1914 წელს, მაგრამ ამ წლით აღინიშნა წარმართთა ჟამის დასასრული და განსაკუთრებული მნიშვნელობის თარიღად იქცა. მრავალი ისტორიკოსი და ანალიტიკოსი ეთანხმება იმ აზრს, რომ 1914 წელი კაცობრიობის ისტორიაში გარდამტეხი წელი იყო, რასაც შემდეგი ციტატებიც ცხადყოფს:

გარდამტეხი მომენტი კაცობრიობის ისტორიაში.

 

„ისტორიაში 1913 წელი უკანასკნელი სრულიად ნორმალური წელიწადი იყო — წელიწადი, რომელიც წინ უსწრებდა პირველ მსოფლიო ომს“ („ტაიმზ ჰერალდში“ გამოქვეყნებული სტატია, ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი, აშშ, 1949 წლის 13 მარტი).

 

„75-წლიან პერიოდს (1914—1989), რომელიც მოიცავს ორ მსოფლიო და ცივ ომს, სულ უფრო მეტად აშუქებენ ისტორიკოსები, როგორც ერთადერთ და განუმეორებელ ეპოქას, რომლის განმავლობაშიც მსოფლიოს სახელმწიფოთა უმრავლესობა ომობდა, იშუშებდა ომის ჭრილობებს ან საომრად ემზადებოდა“ („ნიუ-იორკ ტაიმზი“, 1995 წლის 7 მაისი).

 

„პირველი მსოფლიო ომიდან მოყოლებული, მთელი მსოფლიო მართლაც რომ თავზარდაცემულია, რის მიზეზიც ნამდვილად არ ვიცით. მანამდე ხალხს ეგონა, რომ არც ისე შორს იყო ფანტასტიკური ოცნებების ახდენის დრო. მშვიდობა და კეთილდღეობა სუფევდა. შემდეგ ყველაფერი აირ-დაირია და დღემდე არაფერი გაუმჯობესებულა. . . ამ საუკუნეში უფრო მეტი ადამიანი დახოცეს, ვიდრე ოდესღაც, კაცობრიობის არსებობის განმავლობაში“ (დრ. უოკერ პერსი, American Medical News, 1977 წლის 21 ნოემბერი).

 

1914 წლიდან 50-ზე მეტი წლის გასვლის შემდეგ გერმანიის სახელმწიფო მოღვაწე კონრად ადენაუერი წერდა: „ადამიანთა ყოფაში უშიშროებასა და სიმშვიდეს 1914 წელს დაესვა წერტილი“ (The West Parker, კლივლენდი, ოჰაიოს შტატი, 1966 წლის 20 იანვარი).

 

საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ პირველი პრეზიდენტი ჩ. რასელი 1916 წელს გარდაიცვალა და მომდევნო წელს იგი ჯოზეფ რუტერფორდმა შეცვალა. მას შემდეგ ბევრი რამ მოხდა. დაიწყეს „საგუშაგო კოშკის“ თანდართული ჟურნალის, სახელწოდებით „ოქროს ხანის“ (ახლა „გამოიღვიძეთ!“ ეწოდება; 80-ზე მეტ ენაზე 20 000 000-ზე მეტი ეგზემპლარი ქვეყნდება) გამოცემა. კარდაკარ ქადაგებას უფრო დიდი მნიშვნელობა მიენიჭა. ქრისტიანული სამყაროსგან გამოსარჩევად 1931 წელს ამ ქრისტიანებმა თავიანთ თავს „იეჰოვას მოწმეები“ უწოდეს. ამ სახელწოდებას საფუძვლად დაედო ესაიას 43:10—12 (აქ).

 

1920-იან და 1930-იან წლებში ფართოდ გამოიყენებოდა რადიო. 1933 წლისათვის საზოგადოება ბიბლიური ლექციების სატრანსლაციოდ 403 რადიოსადგურს იყენებდა. მოგვიანებით, რადიოგადაცემების ადგილი, უმთავრესად, ხალხის სახლებში მონახულებამ დაიკავა; მოწმეებს თან დაჰქონდათ პორტატიული გრამოფონები და ადამიანებს ბიბლიურ ლექციებს ასმენინებდნენ. მასთან, ვინც ბიბლიური ჭეშმარიტებით ინტერესდებოდა, ბიბლიის საშინაო შესწავლას იწყებდნენ.

გამარჯვება სასამართლო პროცესებზე

ბევრი რამ გაკეთდა მოქალაქეთა თავისუფლებისთვის.

 

XX საუკუნის 30-იან და 40-იან წლებში მრავალი მოწმე დააპატიმრეს მათი საქმიანობის გამო. სიტყვის, ბეჭდვის, შეკრებისა და რელიგიის თავისუფლების დასაცავად სასამართლო პროცესები იმართებოდა. შეერთებულ შტატებში ქვედა ინსტანციების სასამართლოთა გადაწყვეტილებების გასაჩივრების შედეგად მოწმეებმა 43 საქმე მოიგეს აშშ-ის უზენაეს სასამართლოში. ასეთივე დადებითი გადაწყვეტილებები მიიღეს სხვა ქვეყნების უზენაესმა სასამართლოებმაც. ამ გამარჯვებებთან დაკავშირებით პროფესორმა ჩ. ბრადენმა თავის წიგნში „მათაც სწამთ“ იეჰოვას მოწმეების შესახებ თქვა: „თავიანთი მოქალაქეობრივი უფლებების დაცვით მათ კარგი სამსახური გაუწიეს დემოკრატიას და ამით დიდად შეუწყეს ხელი იმას, რომ ამერიკაში არსებულ ყველა უმცირესობას უფრო მეტი უფლებები ჰქონოდა“.

სპეციალური სასწავლო პროგრამები

 

ჯ. რუტერფორდი 1942 წელს გარდაიცვალა და იგი შეცვალა ნ. ნორმა. დაიწყო სასარგებლო სასწავლო პროგრამის შემუშავება და განხორციელება. 1943 წელს მისიონერთა მოსამზადებლად სპეციალური სკოლა დაარსდა, რომელსაც „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა „გალაადი“ ეწოდა. იმ დროიდან მოყოლებული, ამ სკოლის კურსდამთავრებულები სხვადასხვა ქვეყანაში იგზავნებიან. ახალი კრებები დაარსდა იმ ქვეყნებში, სადაც ადრე არ იყო და ამჟამად მთელ მსოფლიოში 100-ზე მეტი ფილიალი მოქმედებს. დროდადრო განსაკუთრებული კურსები ტარდება კრების უხუცესთა, ფილიალების მოხალისე მუშაკთა და სამქადაგებლო საქმიანობაში სრული დროით მონაწილეთა (პიონერთა) მოსამზადებლად. ზოგი სპეციალიზებული სწავლება პატერსონში არსებულ სასწავლო ცენტრში (აშშ, ნიუ-იორკის შტატი) მიმდინარეობს.

 

ნ. ნორი 1977 წელს გარდაიცვალა. ერთ-ერთი ბოლო ორგანიზაციული ცვლილება, რომელშიც მან სიკვდილის წინ მიიღო მონაწილეობა, მსოფლიო მთავარ განყოფილებაში, ბრუკლინში, არსებული ხელმძღვანელი საბჭოს გაფართოება იყო. 1976 წელს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დანაწილდა კომიტეტებზე, რომლებშიც ხელმძღვანელი საბჭოს წევრები შედიან. ყოველ მათგანს მრავალი ათწლეულის გამოცდილება აქვს ქრისტიანულ მსახურებაში.

ბეჭდვითი საშუალებების გაფართოება

 

იეჰოვას მოწმეთა თანამედროვე ისტორია სავსეა საოცარი მოვლენებით. 1870 წელს პენსილვანიაში შექმნილი ბიბლიის მკვლევართა პატარა ჯგუფი 2000 წლისათვის მთელ მსოფლიოში დაახლოებით 90 000 კრებად გადაიქცა. თავდაპირველად მთელ ლიტერატურას კომერციული ფირმები ბეჭდავდნენ; შემდეგ, 1920 წელს, მოწმეები ლიტერატურის გარკვეულ ნაწილს დაქირავებულ საწარმოო ნაგებობებში ამზადებდნენ. მაგრამ 1927 წლიდან გაცილებით მეტ ლიტერატურას უშვებდნენ ბრუკლინში (ნიუ-იორკი), საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ კუთვნილი სტამბის რვასართულიან შენობაში. ამჟამად სტამბა გაფართოებულია და სხვა შენობებსა და ადმინისტრაციულ კომპლექსს მოიცავს. იქვე არის დამატებითი შენობები, რომლებშიც სტამბაში მომუშავე მოხალისეები ცხოვრობენ. გარდა ამისა, მოხალისეები უოლკილის (ნიუ-იორკის შტატი) მახლობლად მდებარე საზოგადოების ფერმებსა და სტამბაშიც მუშაობენ. იქ იბეჭდება ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ და საკვები მზადდება ყველა მომსახურეთათვის. ყოველი მათგანი ყოველთვიურად იღებს მცირე თანხას პირადი ხარჯებისათვის.

საერთაშორისო კონგრესები

 

1893 წელს ჩიკაგოში (ილინოისის შტატი, აშშ) პირველი დიდი კონგრესი ჩატარდა. მას 360 კაცი ესწრებოდა და მათგან 70 მოინათლა. უდიდესი საერთაშორისო კონგრესი 1958 წელს შედგა ქალაქ ნიუ-იორკში, იანკის სტადიონსა და იმხანად არსებულ პოლო გრაუნდსზე. დამსწრეთა უმაღლესი რიცხვი იყო 253 922; მოინათლა 7 136 ადამიანი. მას შემდეგ საერთაშორისო კონგრესები სერიულად ტარდება მრავალ ქვეყანაში. მთლიანობაში, ერთი ასეთი სერია შეიძლება დედამიწის სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებულ ათას კონგრესს მოიცავდეს.

 

იეჰოვას მოწმეებს სწამთ ყოვლისშემძლე ღმერთი, იეჰოვა, ცისა და დედამიწის შემოქმედი. თავად სასწაულებრივი სამყარო ცხადყოფს, რომ უაღრესად გონიერი და ძლიერი შემოქმედის მიერ არის შექმნილი. როგორც ადამიანთა საქმეებში ჩანს მათი თვისებები, ისე იეჰოვა ღმერთის საქმეებიც მის თვისებებზე მეტყველებს. ბიბლია გვეუბნება: „მისი უხილავი, მისი მარადიული ძალა და ღვთაება წუთისოფლის დასაბამიდან ქმნილებათა ხილვით შეიცნობა“. აგრეთვე უხმოდ ანუ უსიტყვოდ „ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას“ (რომაელთა 1:20; ფსალმუნი 18:2—5).

დედამიწა იეჰოვამ შექმნა. ადამიანი მარადიულად იცხოვრებს და დაამუშავებს მას.

 

ადამიანები უმიზნოდ არ აკეთებენ თიხის ჭურჭელს, ტელევიზორებსა თუ კომპიუტერებს. რაოდენ უფრო სასწაულებრივია დედამიწა და მისი მცენარეთა და ცხოველთა სამყარო. ადამიანის სხეული, რომელიც ტრილიონობით უჯრედისგან შედგება, თავისი აგებულებით აღემატება ჩვენს გაგებას. ჯერ მარტო ტვინია განმაცვიფრებელი იმის გამო, რომ ძნელშესაცნობია! თუკი ადამიანებს გარკვეული მიზნის მიღწევა სურთ თავიანთი შედარებით უმნიშვნელო გამოგონებებით, იეჰოვა ღმერთსაც ნამდვილად ჰქონდა მიზანი, როცა მოწიწების შთამნერგავ ქმნილებებს აძლევდა დასაბამს. ამას ადასტურებს იგავნის 16:4: „უფალმა ყოველივე საკუთარი მიზნისთვის შეჰქმნა“.

 

იეჰოვამ გარკვეული მიზნით შექმნა დედამიწა. მან ადამიანთა პირველ წყვილს განუცხადა: „ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ დედამიწა. ეპატრონეთ ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, ყოველ ცხოველს, რაც კი დედამიწაზე დახოხავს“ (დაბადება 1:28). ამ წყვილმა ურჩობის გამო ვერ „აავსო“ დედამიწა გულმართალი შთამომავლებით, რომლებიც სიყვარულით იზრუნებდნენ დედამიწაზე, მცენარეებსა და ცხოველებზე. მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია იეჰოვას განზრახვის შესრულებისთვის. ათასობით წლის შემდეგ ასეთი რამ დაიწერა: „[ღმერთს,] რომელმაც მიწა გამოსახა . . , საუკაცრიელოდ არ შეუქმნია, დასასახლებლად გამოსახა“ იგი. დედამიწა არ განადგურდება. ის მარადიულად იარსებებს (ესაია 45:18; ფსალმუნი 77:69) იეჰოვას განზრახვა, დედამიწასთან დაკავშირებით, განხორციელდება — „აღსრულდება ჩემი განზრახული“ (ესაია 46:10).

 

მაშასადამე, იეჰოვას მოწმეების რწმენით, დედამიწა სამარადჟამოდ იარსებებს და მარადიულად იცხოვრებს ყველა ის ადამიანი — ცოცხლებიცა და აწ გარდაცვლილებიც — რომლებიც გაიზიარებენ იეჰოვას განზრახვას იმასთან დაკავშირებით, რომ დედამიწა გალამაზდება და მასზე ადამიანები დასახლდებიან. ადამისა და ევასგან მემკვიდრეობით მიღებული არასრულყოფილების გამო მთელი კაცობრიობა ცოდვილია (რომაელთა 5:12). ბიბლია გვეუბნება: „ცოდვის საზღაური სიკვდილია“. „ცოცხალმა იცის, რომ მოკვდება; მკვდრებმა კი არაფერი იციან“. „ცოდვილი სული უნდა მოკვდეს“ (რომაელთა 6:23; ეკლესიასტე 9:5; ეზეკიელი 18:4, 20). მაშ, როგორღა იცოცხლებს ადამიანი კვლავ და როგორ მიიღებს მიწიერ კურთხევებს? მხოლოდ და მხოლოდ ქრისტე იესოს გამომსყიდველური მსხვერპლის მეშვეობით. იესომ თქვა: „მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ჩემი მორწმუნე, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს“. „ყველა, ვინც წევს საფლავში, მოისმენს მის ხმას; და ამოვლენ“ (იოანე 5:28, 29, სსგ; 11:25; მათე 20:28).

 

როგორ მოხდება ეს? პასუხი მოცემულია „სასუფევლის სახარებაში“, ანუ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობაში, რომლის საჯაროდ გაცხადებაც იესომ დედამიწაზე ყოფნისას დაიწყო (მათე 4:17—23). დღეს კი იეჰოვას მოწმეები ქადაგებენ ამ სასიხარულო ცნობას.

რა სწამთ იეჰოვას მოწმეებს

მრწამსი ბიბლიური საფუძველი

ბიბლია ღვთის სიტყვა და ჭეშმარიტებაა. 2 ტიმ. 3:16, 17; 2 პეტ. 1:20, 21; იოან. 17:17

ბიბლია გადმოცემებზე უფრო სანდოა. მათ. 15:3; კოლ. 2:8

ღვთის სახელია იეჰოვა. გამ.15:3 (რუს.); 3 მეფ. 18:39, „საღვთო სჯული“, 1910 წ., გვ. 43

ქრისტე ღვთის ძეა და მასზე დაბლა დგას. მათ. 3:17; იოან. 8:42; 14:28; 20:17; 1 კორ. 11:3; 15:28

ქრისტე იყო ღვთის პირველი ქმნილება. კოლ. 1:15; გამოცხ. 3:14

ქრისტე მოკვდა ძელზე და არა ჯვარზე. გალ. 3:13; საქ 5:30

ქრისტემ ადამიანური სიცოცხლე გაიღო მორჩილ ადამიანთა გამოსასყიდად. მათ. 20:28; 1 ტიმ. 2:5, 6; 1 პეტ. 2:24

ქრისტეს ერთხელ შეწირვა საკმარისი იყო. რომ. 6:10; ებრ. 9:25—28

ქრისტე უკვდავ სულიერ პიროვნებად აღდგა მკვდრეთით. 1 პეტ. 3:18; რომ. 6:9; გამოცხ. 1:17, 18

ქრისტეს მოსვლა სულიერია. იოან. 14:19; მათ. 24:3; 2 კორ. 5:16; ფს. 109:1, 2

ჩვენ ახლა უკანასკნელ დღეებში ვცხოვრობთ. მათ. 24:3—14; 2 ტიმ. 3:1—5; ლუკ. 17:26—30

ქრისტეს მეთაურობით სამეფოს მმართველობისას დედამიწაზე სამართლიანობა და მშვიდობა იქნება. ეს. 9:5, 6; 11:1—5; დან. 7:13, 14; მათ. 6:10

სამეფო იდეალურ საცხოვრებელ პირობებს შექმნის დედამიწაზე. ფს. 71:1—4; გამოცხ. 7:9, 10, 13—17; 21:3, 4

დედამიწა არასოდეს განადგურდება და არასოდეს გაუკაცრიელდება. ეს. 45:18; ფს. 77:69

ღმერთი მოსპობს ამჟამინდელ სისტემას არმაგედონად წოდებულ ბრძოლაში. გამოცხ. 16:14, 16; სოფ. 3:8; დან. 2:44; ეს. 34:2; 55:10, 11

ბოროტები სამუდამოდ მოისპობიან. მათ. 25:41—46; 2 თეს. 1:6—9

ღვთის მოსაწონი ადამიანები მარადიულ სიცოცხლეს დაიმკვიდრებენ. იოან. 3:16; 10:27, 28; 17:3; მარკ. 10:29, 30

სიცოცხლისკენ მიმავალი გზა ერთადერთია. მათ. 7:13, 14; ეფეს. 4:4, 5

ადამიანი ადამის ცოდვის გამო კვდება. რომ. 5:12; 6:23

ადამიანი თვითონ არის სული და როდესაც კვდება, წყვეტს არსებობას. ეზეკ. 18:4; ეკლ. 9:10; ფს. 6:5; 145:4; იოან. 11:11—14

ჯოჯოხეთი საერთო საკაცობრიო სამარეა. იობ. 14:13; გამოცხ. 20:13, 14

მიცვალებულთათვის მკვდრეთით აღდგომის იმედი არსებობს. 1 კორ. 15:20—22; იოან. 5:28, 29; 11:25, 26

ადამისეული სიკვდილი აღარ იქნება. 1 კორ. 15:26, 54; გამოცხ. 21:4; ეს. 25:8

მხოლოდ 144 000, მცირე სამწყსო, წავა ზეცაში და ქრისტესთან ერთად იმმართველებს. ლუკა 12:32; გამოცხ. 14:1, 3; 1 კორ. 15:40—53; გამოცხ. 5:9, 10

144 000 ქრისტიანი ხელმეორედ იშვა ღვთის სულიერ ძეებად. 1 პეტ. 1:23; იოან. 3:3; გამოცხ. 7:3, 4

სულიერ ისრაელთან ახალი შეთანხმება დაიდო. იერ. 31:30; ებრ. 8:10—13

ქრისტე თვითონვეა თავისი კრების საფუძველი. ეფეს. 2:20; ეს. 28:16; მათ. 21:42

ლოცვა მიმართული უნდა იყოს მხოლოდ იეჰოვასადმი ქრისტეს მეშვეობით. იოან. 14:6, 13, 14; 1 ტიმ. 2:5

ხატები არ უნდა იქნეს გამოყენებული თაყვანისცემისას. გამ. 20:4, 5; ლევ. 26:1; 1 კორ. 10:14; ფს. 113:12—16

სპირიტიზმი დაუშვებელია. რჯლ. 18:10—12; გალ. 5:19—21; ლევ. 19:31

სატანა წუთისოფლის უხილავი მმართველია. 1 იოან. 5:19; 2 კორ. 4:4; იოან. 12:31

ქრისტიანმა არ უნდა მიიღოს მონაწილეობა რელიგიებს შორის თანამშრომლობაში. 2 კორ. 6:14—17; 11:13—15; გალ. 5:9; რჯლ. 7:1—5

ქრისტიანი უნდა გამოეყოს წუთისოფელს. იაკ. 4:4; 1 იოან. 2:15; იოან. 15:19; 17:16

ქრისტიანი უნდა დაემორჩილოს კანონებს, რომლებიც ღვთის კანონებს არ ეწინააღმდეგება. მათ. 22:20, 21; 1 პეტ. 2:12; 4:15

სისხლის მიღება, საკვებისა თუ გადასხმის სახით, ღვთის კანონების დარღვევაა. დაბ. 9:3, 4; ლევ. 17:14; საქ. 15:28, 29

აუცილებელია ბიბლიის ზნეობრივი ნორმების თანახმად ცხოვრება. 1 კორ. 6:9, 10; ებრ. 13:4; 1 ტიმ. 3:2; იგავ. 5:1—23

შაბათის დაცვა მოეთხოვებოდათ მხოლოდ ისრაელებს და მოსეს რჯულთან ერთად გაუქმდა. რჯლ. 5:15; გამ. 31:13; რომ. 10:4; გალ. 4:9, 10; კოლ. 2:16, 17

სასულიერო წოდებებისა და განსაკუთრებული ტიტულების გამოყენება არასწორია. მათ. 23:8—12; 20:25—27; იობ. 32:21, 22

ადამიანი ევოლუციის კი არა, შემოქმედების ნაყოფია. ეს. 45:12; დაბ. 1:27; მათ. 19:4

ქრისტემ ღვთისათვის მსახურების მაგალითი მოგვცა. 1 პეტ. 2:21; ებრ. 10:7; იოან. 4:34; 6:38

ნათლობა — წყალში სრული ჩაძირვა —მიძღვნის სიმბოლოა. მარკ. 1:9, 10; იოან. 3:23; საქ. 19:4, 5

ქრისტიანები საჯაროდ სიხარულით ქადაგებენ ბიბლიური ჭეშმარიტების შესახებ. რომ. 10:10; ებრ. 13:15; ეს. 43:10—12

 

 

სასიხარულო ცნობა, რომლის გაზიარებაც მათ სურთ

 

როცა იესო დედამიწაზე იყო, მოწაფეები მიუახლოვდნენ და ჰკითხეს: „რა იქნება შენი მოსვლისა და წუთისოფლის აღსასრულის ნიშანი?“ მან უპასუხა, რომ იქნებოდა ომები, რომლებშიც ჩაებმებოდა მრავალი ერი; იქნებოდა შიმშილი, ეპიდემიები, მიწისძვრები, უკანონობის ზრდა, ცრუ რელიგიათა მოძღვრები მრავალს შეაცდენდნენ, თავისი ჭეშმარიტი მიმდევრები მოძულებული და დევნილი იქნებოდნენ, მრავალს გაუნელდებოდა სამართლიანობის სიყვარული. ყოველივე ამის ახდენა ქრისტეს უხილავად მოსვლისა და ზეციერი სამეფოს მოახლოების ნიშანი იქნებოდა. სწორედ ეს უნდა ყოფილიყო ცნობა — სასიხარულო ცნობა! ამიტომ იესომ ამ ნიშნის კიდევ ერთი შემადგენელი ნაწილი აღნიშნა: „ექადაგება ეს სახარება სასუფეველზე მთელს მსოფლიოს ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად. აი, მაშინ დადგება აღსასრული“ (მათე 24:3—14).

 

თავისთავად, ახლო წარსულში მომხდარი მსოფლიო მოვლენები საზარელია, მაგრამ ეს კარგის მომასწავებელია, სახელდობრ — რომ ქრისტე მოსულია. ზემოხსენებული პირობები შეიქმნა 1914 წელს, რომლის შესახებაც საყოველთაოდ აუწყებდნენ! ამ წლით აღინიშნა წარმართთა ჟამის დასასრული და დაიწყო გარდამავალი პერიოდი — ადამიანთა მმართველობიდან ქრისტეს ათასწლიან სამეფომდე.

 

ის, რომ ეს გარდამავალი პერიოდი იქნებოდა, მითითებულია 109-ე ფსალმუნის პირველ და მეორე მუხლებსა და გამოცხადების 12:7—12-ში. იქ ნაჩვენებია, რომ ქრისტე ზეცაში დაჯდებოდა ღვთის მარჯვნივ თავის გამეფებამდე. შემდეგ ზეცაში მომხდარი ომის შედეგად სატანა გადმოგდებულ იქნებოდა დედამიწაზე, რაც უბედურებას მოუტანდა მსოფლიოს, და ქრისტე იმეფებდა თავის მტრებს შორის. ბოროტება სრულიად განადგურდება „დიდი გასაჭირით“, რომლის კულმინაცია იქნება ომი არმაგედონი, რასაც ქრისტეს ათასწლიანი მშვიდობიანი სამეფო მოჰყვება (მათე 24:21, 33, 34; გამოცხადება 16:14—16).

„საზარელი ჟამი დადგება“,

შემდეგ კი აღსასრული მოვა.

 

„ეს კი იცოდე, რომ, — ნათქვამია ბიბლიაში, — უკანასკნელ დღეებში საზარელი ჟამი დადგება, ვინაიდან ადამიანები იქნებიან თავმოყვარენი, ვერცხლის მოყვარენი, ამაყნი, ამპარტავანნი, მგმობელნი, მშობლების ურჩნი, უმადურნი, უწმიდურნი, მოძულენი, შეურიგებელნი, ცილისმწამებელნი, შეუკავებელნი, მოღალატენი, სასტიკნი, კეთილის მოძულენი, გამცემნი, თავხედნი, გაბღენძილნი, უფრო სიამეთა მოყვარულნი, ვიდრე ღვთისა, რომელთაც ღვთისმოსაობის სახე აქვთ, მის ძალას კი უარყოფენ. ასეთებს ერიდე“ (2 ტიმოთე 3:1—5).

 

ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ეს ყველაფერი ადამიანთა ისტორიაში ადრეც ხდებოდა, მაგრამ ფაქტია, რომ მსგავსი რამ ასეთი მასშტაბით არასოდეს მომხდარა. როგორც ისტორიკოსები და ანალიტიკოსები ამბობენ, დედამიწაზე არასოდეს ყოფილა ისეთი დრო, როგორიც ახლა არის, 1914 წლიდან მოყოლებული (იხილეთ სტატია: „მათი თანამედროვე განვითარება და ზრდა“). პრობლემები უწინდელთან შედარებით ახლა უფრო მეტია. გარდა ამისა, დღეს ნათლად ჩანს ქრისტეს მიერ მითითებული უკანასკნელი დღეების ნიშნის სხვა თავისებურებანი, რომლებიც ყურადსაღებია: ქრისტეს მოსვლისა და სამეფოს შესახებ ცნობის გაცხადებამ ისტორიაში არნახული მასშტაბები მიიღო. ქადაგების გამო არავინ ყოფილა იეჰოვას მოწმეებივით დევნილი. მრავალი მათგანი სიკვდილით დაისაჯა ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკებში. დღეისათვის იეჰოვას მოწმეთა საქმიანობა ზოგან აკრძალულია, ზოგან კი მათ აკავებენ, აპატიმრებენ, აწამებენ და კლავენ. ეს ყველაფერი იესოს მოცემული ნიშნის ნაწილია.

 

როგორც გამოცხადების 11:18-შია ნაწინასწარმეტყველები, ერები „გამძვინვარდნენ“ იეჰოვას ერთგული მოწმეების წინააღმდეგ და ეს ცხადყოფს, რომ იეჰოვას „რისხვა“ მალე თავს დაატყდება ამ ერებს. საღვთო წერილის ამავე მუხლში ნათქვამია, რომ ღმერთი ‘მოსპობს დედამიწის მომსპობთ’. ადრე არასოდეს ყოფილა ისეთი დრო კაცობრიობის ისტორიაში, რომ დედამიწის სიცოცხლისუნარიანობას რამე დამუქრებოდა. მაგრამ ახლა სულ სხვა მდგომარეობაა! მრავალი მეცნიერი გვაფრთხილებს, რომ, თუ ადამიანი განაგრძობს დადამიწის დაბინძურებას, მას საცხოვრებლად უვარგისს გახდის. მაგრამ იეჰოვამ ის „დასასახლებლად გამოსახა“ და მის დამაბინძურებლებს თავად გაანადგურებს, სანამ ისინი დაღუპავენ დედამიწას (ესაია 45:18).

კურთხევები დედამიწაზე სამეფოს მმართველობისას

 

ის აზრი, რომ ადამიანები იცხოვრებენ აქ, დედამიწაზე, როგორც ღვთის სამეფოს ქვეშევრდომები, შეიძლება უცნაურად ეჩვენებოდეს ბიბლიისადმი რწმენის მქონე მრავალ იმ ადამიანს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ყველა, ვინც გადარჩება, ზეცაში იცხოვრებს. ბიბლია ცხადყოფს, რომ მხოლოდ განსაზღვრული რაოდენობის ადამიანები წავლენ ზეცაში და დედამიწაზე კი განუსაზღვრელი რაოდენობის უამრავი ხალხი იცხოვრებს მარადიულად (ფსალმუნი 36:11, 29; გამოცხადება 7:9; 14:1—5). ქრისტეს მმართველობის დროს ღვთის სამეფოს ხელისუფლება მთელ დედამიწაზე დამყარდება, რასაც ბიბლიის წიგნი „დანიელ წინასწარმეტყველი“ გვიჩვენებს.

 

იქ ქრისტეს სამეფო წარმოდგენილია ლოდით, რომელიც, ასე ვთქვათ, მოსწყდა იეჰოვას უზენაეს ხელისუფლებას, რომელიც მთასთან არის შედარებული. კერპი დედამიწის ძლიერ ერებს განასახიერებდა, ხოლო „ის ლოდი, კერპი რომ შემუსრა, ვეებერთელა მთად იქცა და მთელი დედამიწა დაიჭირა“. წინასწარმეტყველება ასე გრძელდება: „იმ მეფეთა დღეებში ზეციერი ღმერთი დაამყარებს სამეფოს, რომელიც უკუნისამდე არ დაიქცევა და მისი ხელმწიფება სხვა ხალხში არ გადავა. იგი შემუსრავს, და დააქცევს ყველა სამეფოს, თავად კი უკუნისამდე იდგება“ (დანიელი 2:34, 35, 44).

ნიდერლანდები

ნიგერია

 

იეჰოვას მოწმეებს სურთ, მოგითხრონ ამ სამეფოსა და განწმენდილ და გალამაზებულ დედამიწაზე მარადიულად ცხოვრების საღვთო წერილზე დაფუძნებული იმედის შესახებ. ამჟამად მცხოვრებ თუ აწ განსვენებულ მილიონობით ადამიანს დედამიწაზე მარადიულად ცხოვრების შესაძლებლობა ექნება. იესო ქრისტე ათასწლიანი მეფობის დროს, განხორციელდება იეჰოვას თავდაპირველი განზრახვა, რომელიც მას ჯერ კიდევ მაშინ ჰქონდა, როცა დედამიწა შექმნა და მასზე ადამიანთა პირველი წყვილი დაასახლა. ეს მიწიერი სამოთხე არასოდეს იქნება მოსაწყენი. როგორც ადამს ჰქონდა დავალება ედემის ბაღში, ისე კაცობრიობას ექნება სახალისო დავალებები, რომ იზრუნონ დედამიწაზე და მასზე არსებულ მცენარეებსა და ცხოველებზე. ისინი „გაცვეთენ საკუთარი ხელის ქმნილებას“ ანუ დიდხანს ისარგებლებენ თავიანთი ხელის ნასაქმით (ესაია 65:22; დაბადება 2:15).

 

საღვთო წერილიდან ბევრი ისეთი ადგილის მოყვანა შეიძლება, რომლებშიც აღწერილია ის მომავალი, როცა პასუხი გაეცემა იესოს მიერ ჩვენთვის ნასწავლებ ლოცვას: „მოვიდეს სუფევა შენი, და იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა“ (მათე 6:10). მაგრამ ამჯერად ერთიც საკმარისი იქნებოდა: «გავიგონე ტახტიდან დიდი ხმა, რომელიც ამბობდა: „აჰა, კარავი ღვთისა კაცთა შორის! და ის დამკვიდრდება მათ შორის, ისინი იქნებიან მისი ერი და თვით ღმერთი იქნება მათთან. მოსწმედს ყველა ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი. გლოვა, გოდება და ტკივილიც აღარ იქნება, რადგან წინანდელნი გარდახდნენ“. თქვა ტახტზე მჯდომარემ: „აჰა, ვქმნი ყოველივეს ახალს“. და მითხრა მე: „დაწერე, რადგან ეს სიტყვები სარწმუნო და ჭეშმარიტია“» (გამოცხადება 21:3—5).

 

P.S ვისაც ბიბლია გაქვთ შეგიძლიატ აქ მოყვანილი მუხლები თქვენს ბიბლიებშიც ამოიკითხოთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

nika1995

გამარჯობათ!

მე ვარ იეჰოვას მოწმე და მკითხეთ რაც გინდათ :yes:

ზემოთ დავსვი უკვე კითხვა შეგიძლია უპასუხო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

nika1995

 

გამარჯობა ნიკა1995 ძაან დიდი პოსტი დაგიწერია სანამ ბოლომდე ცავიკითხავ ერთი კითხვა დამებადა "იაჰოვა მოწმეები" რელიგიააა? თუ რაიმე ორგანიზაცია ან მკვლევარები?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.

×
×
  • შექმენი...