Jump to content
Planeta.Ge

ვინ არიან იეჰოვას მომწმეები და რა სწამთ?


Recommended Posts

რა მაგარი ბლატნოი საფლავია? პირამიდას ფარაონები ღმერთების სიმბოლოდ იდგამდნენ და ღმერთებს უტოლდებოდნენ. რა საინტერესოა არა?

http://www.google.ge/imgres?imgurl=http://...ved=0CB8Q9QEwBw

 

რა საინტერესოა გვირგვინში ჩასმული ჯვარი?

 

უი რა საინტერესოა..

ეგ პირამიდა იმას მაგონებს, დოლარზე როა გამოსახული..

და როგორც ბევრისთვის ცნობილია, მასონების სიმბოლოა არა ეგ?!

მაგაზე მეც მქონდა კამათი, მეთქი თუ მასონებთან კავშირი არ გაქვთ, ამ სიმბოლოებს რატო იყენებდნენ მეთქი.. ახლა არ იყენებენ როგორც ვიცი..

აზრი რო მოვა, ახსნის ალბათ..

Edited by Pariz
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 1,5k
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

აზრი

ლიცი ;) ჩაგეთვალა. ძალიან ორიგინალურად გაეცი ჩემ შეკითხვებს პასუხი (ან შემთხვევით გაგეცა პასუხები). ისე, გამოგიტყდები რომ შენი ხელმოწერა ძალიან მომეწონა თავისი ორიგინალობითა და მოქნილობით.   ყველა

აზრი

გლობალ მოდერატორო 'ლ ი ც ი' - გამარჯობა   ამ პოსტის დაწერის შემდეგ უნდა დაამუხრუჭო. ჯერ უნდა ახსნა:   1. ვის გულისხმობ "ერთ მძლავ სტრუქტურად შეკრულს" მევრძოლთა არმიას? 2. და ვის გულისხმობ "სახელმწიფო

აზრი

აუF, რა საგმირო საქმე გაგიკეთებია.   ქრისტიანისთვის სახელი "იეჰოვა" წმინდაა. ბიბლიაში ღვთის სახელი "იეჰოვა" ათასობით წერია. საქმე იმაშია რომ ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ, ღვთის სახელი ქართული

ისტორია და ერის მეობა დაივიწყეო და თვითონ ისტორიას სწერენ? ისე რაღა გინდა საუკუნეზე მეტია ორგანიზაცია ვრცელდება და ისტორია ხომ უნდათ?

 

ისტორია დაივიწყეო ამას ამბობენ კონკრეტულად? ისინი უბრალოდ ყველა ერის გაერთიანებას ემხრობიან, თორე ისტორია როგორ შEიძლება დაივიწყო..

მაშინ იესოს ცხოვრებაც უნდა გამორიცხო და ადამი და ევაც, და საერთოდ ბიბლია.. ბიბლიაც ისტორიას მოიცავს

Edited by Pariz
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მართლა მასეა და რა ვქნა. ახლა კიდევ მითხარი რომელ ორგანიზაციის დამწყებებს ჰქვიათ გარდა იეჰოვას მოწმეებისა პიონერები? ერთი პიონერები ძლივს მოვიშორეთ და ახლა კიდევ მეორე გვინდა? რამდენი რამეღა დავწერო? ისე ამ სიმრერის ფონზე საქართველოს ხედებს რაღა უნდა?

http://www.youtube.com/watch?v=NEYuZL03uZw...1&index=102

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისტორია და ერის მეობა დაივიწყეო.

ისტორია დაივიწყეო ამას ამბობენ კონკრეტულად?

მართლა მასეა და რა ვქნა.

 

qristiani

ახლა დროა შენს მიერ დაწერილი ბრალდებები დაასაბუთო. მსგავსი ბრალდებების წაყენებით, მნიშვნელობა არ აქვს რომელ რელიგიურ მიმდინარეობაზე დაწერ, აუცილებელია დაასაბუთო, სხვა შემთხვევაში ცილისწამებისათვის ფორუმის წესებით იკრძალება მსგავსი ქმედება, რადგან ლახავს ადმაიანების ღირსებას და შეურაცხყოფას აყენებს. თუ ამ ბრალდებებს არ დაასაბუთებ, სამართლიანად მოგიწევს ცილისცემბისათვის დროებით დაისვენო.

 

ისე ამ სიმრერის ფონზე საქართველოს ხედებს რაღა უნდა?

http://www.youtube.com/watch?v=NEYuZL03uZw...1&index=102

ეს კლიპი არანაირ კავშირში არაა იეჰოვას მოწმეებთან. ასეთი უსაგნო პოსტები კი თემას აფუჭებს და მსგავსი რამ გთხოვ აღარ გააკეთო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერ უსაგნო პოსტი წაიშლება.

 

ორგანიზაცია ჩამოაყალიბა რასელმა. მან თქვა რომ ბიბლია ისე უნდა გავიგოთ, როგორც მე მესმის.

 

ეს მორიგი ცილისწამებაა, რომელზეც გასულ პოსტებში (195) ამბობდი დავასაბუთებო მაგრამ ვერ შეძელი.

ახლა დროა ამ ბრალდებების დამადასტურებელი ფაქტები დადო, წინააღმდეგ შემთხვევაში ფორუმის წესების დარღვევისათვის (უკვე მერამდენედ თანაც), მიუხედავად იმისა რმ მრავალჯერ გთხოვე წესები დაგეცვა, არ ითვალისწინებ, იძულებული გავხდები შენი ცილისმწამებლური და შეურაცხმყოფელი პოსტებისათვის გარკვეული სახის ზომებს მივმართო როგორც მოდერატორმა. ამჯერად ვორნით შემოვიფარგლები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უი რა საინტერესოა..

ეგ პირამიდა იმას მაგონებს, დოლარზე როა გამოსახული..

და როგორც ბევრისთვის ცნობილია, მასონების სიმბოლოა არა ეგ?!

მაგაზე მეც მქონდა კამათი, მეთქი თუ მასონებთან კავშირი არ გაქვთ, ამ სიმბოლოებს რატო იყენებდნენ მეთქი.. ახლა არ იყენებენ როგორც ვიცი..

აზრი რო მოვა, ახსნის ალბათ..

Pariz

 

რასელის საფლავი პირამიდის ფორმის არასოდეს ყოფილა. qristiani-ს დადებულ ბმულზევეა ახსნილი, თუ რომელია რასელის საფლავი; არა პირამიდა, არამედ ის რაც აქ გადმოვიტანე (qristiani-ს მიერ გუგლში ნაპოვნი) მაგ ბმულიდან:

http://www.freeminds.org/organization/russ...d-cemetery.html

 

რასელის საფლავი ადრეც ასე გამოიყურებოდა და დღემდეც ასე გამოიყურება და არანაირად არ აქვს პირამიდის ფორმა მის საფლავს:

 

http://i070.radikal.ru/1005/65/c5f6076bbf47.jpg

 

qristiani უბრალოდ ყველანაირად ცდილობს მოწმეებზე რაც შეიძლება მცდარი ყალბი ინფორმაციები და ცილისწამებები გაავრცელოს, რაც ფორუმის წესებით არაა ნებადართული.

qristiani-ს მიერ დადებული ბმული თავადვე იუწყება, რომ 'რასელმა თავის ანდერძში მხოლოდ ის მოითხოვა რმ დაკრძალულიყო იმ რელიგიური საზოგადოების კუთვნილ მიწაზე, რომელ საზოგადოებასაც თვითონ მიეკუთვნებოდა'. იმავე ბმულზე, ახსნილია რომ 'რასელის დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებულ საზრუნავს ძირითადად ხელმძღვანელობდა მისი და, და მისი დის შვილები ალისი და მეი'. რასელის საფლავს არანაირად არ აქვს პირამიდის ფორმა. ის ჩვეულებრივი ფორმისაა როგორც იმ დროს, 1916 წელს უმთავრესად კეთდებოდა საფლავები იმ მხარეში სადაც ის დაიბადა და რელიგიურ საქმიანობას ეწეოდა. უფრო მეტიც, qristiani-ს მიერ დადებული ბმულის თანახმად, ანდერძში რასელს უთქვამს, 'რომ დაკრძალვა ჩაეტარებინათ ძალიან უბრალოდ და არ გაწეულიყო ძვირადღირებული რიტუალებისთვის ხარჯები და რომ დაკრძალვის შემდეგ მისი თანაქრისტიანი მეგობრები მოწმეთა საკრებულოში (ანუ სადაც რელიგიურ შეხვედრებს ესწრებიან) წასულიყვნენ და ბიბლიური თემა წაეკითხათ'.

 

რაც შეეხება პირამიდის ფორმის ქვას, ის არაა საფლავი, ის არის მემორიალი ანუ გასახსენებელი რომელიც რასელის დისა და მისი შვილების სურვილით გაკეთებულ ქვას წარმოადგენს და არანაირი კავშირი არ აქვს არც მოწმეებთან და არც მასონებთან.

 

მანამ სანამ რასელი საგუშაგო კოშკის საზოგადოებას დააფუძნებდა და ბიბლიის კვლევას შეუდგებოდა, ის მშობლებმა (რომლებიც შოტლანდიურ-ირლანდიური წარმოშობის იყვნენ) პრესბიტერიანულ ეკლესიაში დაყავდათ; მოგვიანებით რასელი შეუერთდა კონგრეგაციონალურ ეკლესიას, რადგან თავად მოისურვა ასე.

როგორც კონგრეგაციონალური ეკლესიის წევრი, რასელისთვის გვირგვინიც და ჯვარიც, რომელიც მის მემორიალზეა გამოსახული, ქრისტიანული ეკლესიის სიმბოლოებს წარმოადგენდა. რასელი ბიბლიის კვლევის დაწყებისთანავე, პირამიდებზე კვლევებსაც კი აწარმოებდა, რადგან ფიქრობდა რომ ის მსოფლიოს ერთერთი საოცრებათაგანი იყო და მისი გამოკვლევით შესაძლოა ბევრი რამ ამოხსნილიყო. ამიტომ გასაკვირი და მასონური ნამდვილად არაფერია იმაში, რომ (ერთ დროს კონგრეგაციონალური ეკლესიის წარმომადგენელი რასელი, რომელმაც რელიოგიური საკითხების კვლევა-ძიება ახალგაზრდობაშივე დაიწყო) მისი ოჯახის წევრებს საკუთარი ძმის მოსაგონებლად პირამიდა, ჯვარი და გვირგვინი გამოესახათ მემორიალზე.

 

ამგვარად, qristiani-ს მიერ გაწეული ცილისმწამებლური მოღვაწეობა მხოლოდ იმას ემსახურება რომ მოწმეების რეპუტაცია შელახოს, დაამციროს ისინი და შეურაცხყოს. მისდა სამწუხაროდ, ამ ფორუმზე 'იკრძალება ნებისმიერი რელიგიისა და კონფესიის ცნობილი წარმომადგენელის შეურაცხყოფა, ცილისწამება და დაცინვა. საბოლოოდ, მცირეს, მაგრა მმაინც ვიტოვებ იმედს რომ qristiani აღარ შეეცდება რელიგიური ნიშნით ადამიანების დამცირებას, შეურაცხყოფას და ცილისწამებას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამიხსენი კიდევ ერთხელ. სიტყვა "საგუშაგო კოშკი" რა ასოციაციას იწვევს? როგორ მაინტერესებს რატომ არ მცემ პასუხს კონკრეტულ კითხვებზე? რატომ ეძებ ჩემს თემებში მარტო შეურაცყოფას? მითხარი ერთი კიდევ. როგორ ხდება, რომ ორგანიზაციის სახელით საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სრულად სარგებლობენ საქართველოს მოქალაქის უფლებებით და შესაბამისად უნდა ჰქონდეთ მოვალეობები, რა უფლებით არ მიდიან ჯარში, რა უფლებით არ მონაწილეობენ არჩევნებში, ესეიგი გახდება ამის გამო ალბათ მთელი საქართველო იეჰოვას მოწმე და მერე კი რუსი დაგაჭერინებს თავის აღმოსავლეთევროპულ ნაგაზს.

 

რამაც შემოგვინახა იმას რომ აგინებენ მაინტერესებს ერთი მაშინ რა პასუხი უნდა მოსთხოვო მაგათ?

 

ვიღაცეების თითის ქნევაზე რომ დადიან, მაინტერესებს ერთი ეკლესიას უთქვია რომ იყავი გინდა თუ არა ქრისტიანი და მართლმადიდებელი? როგორ ვიკადრო თუნდაც მე, ან თუნდაც ნებისმიერმა მართლმადიდებელმა თორემ სასამართლოში მისვლას და ჩივილს რა უნდა, რამდენჯერმე მეც ძლივს მოვიშორე სახლიდან. მაგრამ ქართველი ხალხიც მალე ისწავლის სასამართლოს გზას და მერე ვნახოთ ვინ-ვის. სასამართლოთი დამტკიცებული რელიგია გინახია სადმე? მტკიცდება მარტო შ.პ.ს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

qristiani

მოგესალმებით , ბატონო ჩემო , და მიდნა გკითხოთ ერთი რამ , ასეთი აქტიურობით იქნებ საკუთარი რელიგიაც გამოგეკვლიათ , და იქნებ გეპოვათ მანდ მრავალი გადაცდენა ბიბლიიდან?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოწმეთა საკრებულოში (ანუ სადაც რელიგიურ შეხვედრებს ესწრებიან)

 

მომეწონა მოწმეთა საკრებულო. სად რელიგია და სად საკრებულო?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჯერ ერთი კიდევ ერთხელ, ციტირებას ვაკეთებ, მე ვიკვლევ ორგანიზაციას და არა რელიგიას, მე ორგანიზაციაზე ვლაპარაკობ და არა რელიგიაზე იმიტომ რომ რელიგიური ორგანიზაცია არაა რელიგია.. თუ ორგანიზაცია რელიგიაა, მაშინ აბა რაღა გინდათ თუნდაც მართლმადიდებელ ბშობელთა კავშირისაგან? თუმცა მე სულ არა ვარ მაგათი მომხრე იმიტომ რომ სიტყვა "მართლმადიდებელი" შორს ნებისმიერი ორგანიზაციისგან.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

qristiani

მოდი ესეთ რამეს გკითხავთ , თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ქრისტეს მოწაფეები და პირველი ქრისტიანები სამხედრო სამსახურში? 1 წუთითაც შეგიძლიათ რომ დაუშვათ ასეთი რამ ? რატომ ვერ შეიცნეს იესო ქრისტეში მესია ებრაელებმა, არადა ძალიან კარგად იცოდნენ წინასწარმეტყველებებიდან , რომ ის სწორედ იმ პერიოდში უნდა მოვლენოდა ქვეყანას?

ალბათ იმიტომ რომ ისინი ელოდნენ მეფეს , ოღონდ არა ისეთს , როგორიც იესო იყო , არამედ რეალურ ისრაელის მეფეს რომელიც ჩაუდგებოდა ისრაელს სათავეში და იხსნიდა მათ რომაელთა ბატონობისაგან. და რადგან არ აღმოჩნდა ეგრე ადგნენ და ბარაბას ანაცვალეს, რადგან ბარაბა რომაელთა ბატონობის წინააღმდეგ იბრძოდა თავისებურად.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კარგია მაგრამ შენ ჩემს პოსტებში სადმე ნახე ციტატები ბიბლიიდან? კიდევ ერთხელ გეუბნებით ყველას აქ საქმეა ორგანიზაციაზე. თავი დავანებოთ ბიბლიას.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გელოდებით ხალხო.

qristiani

 

 

მე კი 214-ტე პოსტში რაც დაგიწერე, იმაზე ველოდები შენ პასუხს. :givi: თუ აგუმენტებს არ დადებ, ბანი არ აგცდება შეურაცხყოფისათვის. ასე რომ მე გელოდები. :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე შეგეკითხე და შენ არ გაგიცია არც ერთი ნორმალური პასუხი განმარტებაზე სად სიტყვა "რელიგია" და სად "ორგანიზაცია" რაც ფაქტი დავწერე იქ პლასტინკა ამომიტრიალე. მეტი რაღა გინდა?

თემა შენი გახსნილია, მე განსხვავებული და საკმაოდ არგუმენტირებული აზრები დავწერე და შენ კი მეუბნები, ორგანიზაციაა, წესდება აქვს და თავის წევრებს რასაც გინდა იმას უზამსო. კიდევ ერთხელ მაინტერესებს წესდება რა სტუდსაბჭოა თუ რა? კიდევ ერთხელ და მრავალჯერ გეტყვი სად სიტყვა "რელიგია" და სად "ორგანიზაცია" ?

 

ასე რომ ჯერ შენ გამეცი ამ სიტყვებზე და თემებზე ნორმალური პასუხი და მერე გინდა ვორნი დამადე და გინდა ბანი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე შეგეკითხე და შენ არ გაგიცია არც ერთი ნორმალური პასუხი განმარტებაზე სად სიტყვა "რელიგია" და სად "ორგანიზაცია" რაც ფაქტი დავწერე იქ პლასტინკა ამომიტრიალე. მეტი რაღა გინდა?

თემა შენი გახსნილია, მე განსხვავებული და საკმაოდ არგუმენტირებული აზრები დავწერე და შენ კი მეუბნები, ორგანიზაციაა, წესდება აქვს და თავის წევრებს რასაც გინდა იმას უზამსო. კიდევ ერთხელ მაინტერესებს წესდება რა სტუდსაბჭოა თუ რა? კიდევ ერთხელ და მრავალჯერ გეტყვი სად სიტყვა "რელიგია" და სად "ორგანიზაცია" ?

 

ასე რომ ჯერ შენ გამეცი ამ სიტყვებზე და თემებზე ნორმალური პასუხი და მერე გინდა ვორნი დამადე და გინდა ბანი.

qristiani

 

რელიგიურ ორგანიზაციაზე დაიწერა უკვე. Pariz-მა საკმაოდ კარგი განმარტება დადო. თუკი რელიგიას აქვს ორგანიზებული სახე, (და არა ქაოტური), რომელსაც აქვს წესების ფორმალური სტრუქტურა, რაც თითქმის ყველა რელიგიას აქვს, აქვს მოღვაწეობის სახე, რაც თითქმის ყველა რელიგიას აქვს, აქვს შინაგანი მოწესრიგებულობის ხარისხი და სხვა, რელიგიურ ორგანიზაციად შეიძლება დარეგისტრირდნენ კიდეც და ამ სახით იყვნენ მოხსენიებული ამა თუ იმ პირების მიერ. ამაში უცნაური, უკანონო ან სასირცხვილო არაფერია.

ასე რომ შენს შეკითხვებს არავინ გაქცეულა როგორც ხედავ, უკვე გაეცა პასუხი და არ მივიჩნია მისი გამეორება აუცილებლობად.

მეორეც, მე არცერთი რელიგიის ადვოკატი არ ვარ რომ ვინმეს, ან შენს კატეგორიულ ბრძანებებს დავემორჩილო და შენს მიერ დასმულ ნებისმიერ შეკითხვაზე გინდა თუ არა პასუხები გიწერო. :)) მიზეზი თუ რატომ მოვითხოვე შენგან (თანაც არაერთხელ) ცილისმწამებლური და შეურაცხმყოფელი ბრალდებების დამადასტურებელი მატკიცებულება დაგედო, ისაა რომ მსგავსი პოსტებით შენ დაარღვიე ფორუმის წესები და ვადებულად ჩავთვალე თავი გამოვხაურებოდი შენს მიერ დაწერილ შეურაცხმყოფელ პოსტებს. შეგიძლია წაიკითხო და გაითვალისწინო სამომავლოდ.

ვინაიდან და რადგანაც, უკვე მერამდენედ გთხოვე შეგეწყვიტა რელიგიური მიმდინარეობის წარმომადგენლების დამცირება, დაცინვა და შეურაცხყოფა, მხედველობაში არ მიიღე. ამიტომ ხვალ საღამომდე დაისვენე.

ძალიან არ მინდოდა ამის გაკეთება მაგრამ, იძულებული გამხადე. ხვალ დაპოსტვის საშუალება მოგეცემა და იმედია გაითვალისწინებ სამომავლოდ და არათუ მხოლოდ ამ თემაში მოხსენიებულ რელიგიურ მიმდინარეობას, არამედ ნებისმიერი რელგიიური მიმდინარეობისადმი შენს მიერ გამოხატულ შეურაცხყოფაზე დაუყოვნებლივ მოვახდენ რეაგირებას. ასე რომ ნუ მიაყენებ შეურაცხყოფას ნურცერთი რელიგიურ მიმდინარეობას ამ ფორუმზე. ეს ფორუმი ავოე და მსგავსი ფორუმი არაა სადაც რელიგიური ადამიანების და მათი გრნობების შეურცხყოფებზე რეაგირება არ ხდება ხოლმე. ამ ფორუმში წესების დაცვას დიდი მნიშვნელობა ენიჭებაა. შეურაცხყოფის გარეშე, რამდენიც გსურდეს იმდენი წერე, არავინ გიშლის.

გახსოვდეს და კიდევ ერთხელ გთხოვ, ოღონდ ნუ შეურაცხყოფ სხვებს და ნუ დაარღვევ წესებს და რაც გინდა ის გიწერია. იმედია გაითვალისწინებ რომ სამომავლოდ აღარ გახდეს შენზე დაპოსტვის შეზღუდვის განვრცობა აუცილებელი.

Edited by აზრი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.

×
×
  • შექმენი...