Jump to content
Planeta.Ge

RE:აქცია და ფორუმი დაზრალებულთა დასახმარებლად


Recommended Posts

მოგეხსენებათ, რომ შიდა ქართლის და აფხაზეთის შემდეგ, ყველაზე დიდი გაჭირვება ამ აგვისტოს მოვლენების შემდეგ სამეგრელოს და ქართლს დაადგა, განსაკუთრებით ქართლს, რომელიც საომარი მოქმედებებით სხვა რეგიონებზე უფრო მეტად დაზარალდა, დაინგრა, დაიწვა და გაიძარცვა.

 

დღეის მდგომარეობით, რუსეთის ჯარის გაყვანის კვალდაკვალ ქართლში მოსახლეობა ბრუნდება, მაგრამ ვისი სახლიც ბომბებს და გადაწვას გადაურჩა, გაიძარცვა რუსეთის მოქალაქე მოროდიორების და ქურდ-ბაცაცების მიერ. სახლების აღდგენაში დაზარალებულ მოსახლეობას დახმარებას მთავრობა ჰპირდება და შეასრულოს იქნება ეს ვალდებულება, მაგრამ მარტო კედლების აღდგენა და გადახურვა ბოლომდე ვერ უშველის საქმეს.

 

...ვიფიქრეთ ფორუმელებისათვის შემოგვეთავაზებინა ასეთი რამ განსახორციელებლად:

 

ფორუმელებმა და შემდგომში ალბათ არა ფორუმელებმაც, შევაგროვოთ სასკოლო ინვენტარი, საყოფაცხოვრებო ნივთები, სკამები, მაგიდები, სხვა ავეჯი, საწოლის თეთრეული, ჭურჭელი (თეფში იქნება, დანა-ჩანგალი, ქვაბი თუ ჭიქა), მოკლედ ყველაფერი რაც შეიძლება ოჯახს დასჭირდეს და ჩავიტანოთ დაზარალებულთა დასახმარებლად.

 

ეს ყველაფერი იქნება ან ახალი ან მეორადი მოხმარების, ოღონდ კარგ ჰიგიენურ და მოსახმარად ვარგის მდგომარეობაში...

 

აქცია ჩატარდებას ვვარაუდობთ ფორუმის სახელით, RE:აქცია იკისრებს საორგანიზაციო სამუშაობს და შეგროვილი ნივთების დროებით დასაწყობებას.

 

ვფიქრობთ დიდი მორალური მნიშვნელობა ექნება ამ ხალხისათვის ასეთი ფორმით თანადგომას და თუ შევძელით მისი ფართო მასშტაბით ორგანიზება, მაშინ ამით საგრძნობი მატერიალური დახმარება იქნება გაეწიოს ჩვენს თანამემამულეებს მათთვის უმძიმეს დროს, ყველაზე საჭირო, ოჯახში აუცილებელი ნივთებით...

 

თუ ვინმე გადაწყვეტს თანხა გადმორიცხოს - საბანკო რეკვიზიტები: http://www.hand2hand.ge/index.php?m=507

 

თანხის გადმოსარიცხად შეგიძლიატ ისარგებლოთ მომენტალური გადახდის ლურჯი აპარატებითაც: http://www.hand2hand.ge/index.php?m=540

 

დაინტერესების შემთხვევაში და/ან ნივთების გადმოსაცემად დაგვიკავშირდით: http://www.hand2hand.ge/index.php?m=3

 

* * *

 

ახლა იმის შესახებ თუ რა ნივთების შეგროვებაა პრიორიტეტული:

 

1. თეთრეული

ა) ბალიში

ბ) ლეიბი

გ) საბანი

დ) კომპლექტი საშუალოდ სამ კაცზე (ზეწარი, ბალიშისპირი, ჩარსავი)

 

2. გასათბობი საშუალება

ა) გაზის ან შეშის/ნახშირის ღუმელი

 

3. ჭურჭლი

ა) თეფში

ბ) ჭიქა

გ) ჭიქა ყურიანი

დ) კოვზების კომპლექტი (ჩაის და სადილის)

ე) დანა-ჩანგალი

ვ) დანა საჭრელი

ზ) ჩაიდანი ("კაფეინიკი")

თ) ჩაიდანი მრგვალი

ი) ქვავების კომპლექტი (დიდი და პატარა)

კ) ტაფა

ლ) სათლები ("ვედრები")

მ) კერამიკული ფინჯანი

ნ) ტაშტები (მოთუთიებული და პლასტმასის)

 

4. სამეურნეო ინვენტარი და სხვა საგნები

ა) ჩაქუჩი

ბ) ნაჯახი (ტარით)

გ) ბარი (ტარით)

დ) ნიჩაბი (ტარით)

ე) თოხი (ტარით)

ვ) ხერხი

ზ) ცული (დიდი, ტარით)

თ) ბრტყელტუჩა ("პლასკაგუბცი")

ი) სასხლავი მაკრატელი

კ) "კუსაჩკა"

ლ) მაკრატელი საყოფაცხოვრებო

მ) ნემსი-და-ძაფის კომლპექტი

 

5. ჰიგიენური საშუალებები

ა) საპონი (ხელის და სარეცხი)

ბ) სარეცხი საშუალებები (ფხვნილები და ჟელეები)

გ) ჭურჭლის სარეცხი საშუალებები

დ) კბილის ჯაგრისები და კბილის პასტა

 

6. ავეჯი

ა) მაგიდა და სკამები (ტაბირეტები)

ბ) საწოლები

გ) კარადა (ტანსაცმლის)

დ) სამზარეულო (კომპლექტი)

ე) მაცივრები

 

7. ტანსაცმელი (მათ შორის ბავშვებისთვის)

 

გასაგებია, რომ ყველაფერს ვერ გავწვდებით, მაგრამ ამ ნუსხიდან ბევრი რამის შეგროვება რომ ხელგვეწიფება, ესეც ფაქტია.

ცხადია, აქცენტი უხმარ ნივთებზე გავაკეთოთ, თუმცა კარგად შენახული მეორადიც არ იქნება ურიგო.

 

ხალხი 0-დან იწყებს ცხოვრებას და მათზე ალალია.

 

ზოგს ერთი სკამიც არ დარჩა სახლში, რომ გამოცარიელებულ ოთახში შუაში დადგას, დაჯდეს და დაფიქრდეს, თუ რითი დაიწყოს...

 

...და წელს რომ აღარა - ფაქტია, მაგრამ მომავალ წელს ხალხი იქ ჩვენი ჩატანილი ჭიქებიდან და თავისივე დაწურული ღვინით საქართველოსა და წასული ბიჭების სადღეგრძელოს რომ დალევს, ამაში ეჭვი არ მეპარება!

 

http://forum.ge/?f=29&showtopic=33902560

 

თემის ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და რომელ რიცხვამდე შეუძლია ხალხს, რომ მიიტანოს სხვადასხვა საჭირო ნივთ-საშველებები?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და რომელ რიცხვამდე შეუძლია ხალხს, რომ მიიტანოს სხვადასხვა საჭირო ნივთ-საშველებები?

მანამ სანამ იქნება მაგის საჭიროება!!! ისე მემგონი შმედეგი კვირისთვის აპირებენ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • შექმენი...