PEPE. Posted November 20, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted November 20, 2008 მოგეხსენებათ, რომ შიდა ქართლის და აფხაზეთის შემდეგ, ყველაზე დიდი გაჭირვება ამ აგვისტოს მოვლენების შემდეგ სამეგრელოს და ქართლს დაადგა, განსაკუთრებით ქართლს, რომელიც საომარი მოქმედებებით სხვა რეგიონებზე უფრო მეტად დაზარალდა, დაინგრა, დაიწვა და გაიძარცვა. დღეის მდგომარეობით, რუსეთის ჯარის გაყვანის კვალდაკვალ ქართლში მოსახლეობა ბრუნდება, მაგრამ ვისი სახლიც ბომბებს და გადაწვას გადაურჩა, გაიძარცვა რუსეთის მოქალაქე მოროდიორების და ქურდ-ბაცაცების მიერ. სახლების აღდგენაში დაზარალებულ მოსახლეობას დახმარებას მთავრობა ჰპირდება და შეასრულოს იქნება ეს ვალდებულება, მაგრამ მარტო კედლების აღდგენა და გადახურვა ბოლომდე ვერ უშველის საქმეს. ...ვიფიქრეთ ფორუმელებისათვის შემოგვეთავაზებინა ასეთი რამ განსახორციელებლად: ფორუმელებმა და შემდგომში ალბათ არა ფორუმელებმაც, შევაგროვოთ სასკოლო ინვენტარი, საყოფაცხოვრებო ნივთები, სკამები, მაგიდები, სხვა ავეჯი, საწოლის თეთრეული, ჭურჭელი (თეფში იქნება, დანა-ჩანგალი, ქვაბი თუ ჭიქა), მოკლედ ყველაფერი რაც შეიძლება ოჯახს დასჭირდეს და ჩავიტანოთ დაზარალებულთა დასახმარებლად. ეს ყველაფერი იქნება ან ახალი ან მეორადი მოხმარების, ოღონდ კარგ ჰიგიენურ და მოსახმარად ვარგის მდგომარეობაში... აქცია ჩატარდებას ვვარაუდობთ ფორუმის სახელით, RE:აქცია იკისრებს საორგანიზაციო სამუშაობს და შეგროვილი ნივთების დროებით დასაწყობებას. ვფიქრობთ დიდი მორალური მნიშვნელობა ექნება ამ ხალხისათვის ასეთი ფორმით თანადგომას და თუ შევძელით მისი ფართო მასშტაბით ორგანიზება, მაშინ ამით საგრძნობი მატერიალური დახმარება იქნება გაეწიოს ჩვენს თანამემამულეებს მათთვის უმძიმეს დროს, ყველაზე საჭირო, ოჯახში აუცილებელი ნივთებით... თუ ვინმე გადაწყვეტს თანხა გადმორიცხოს - საბანკო რეკვიზიტები: http://www.hand2hand.ge/index.php?m=507 თანხის გადმოსარიცხად შეგიძლიატ ისარგებლოთ მომენტალური გადახდის ლურჯი აპარატებითაც: http://www.hand2hand.ge/index.php?m=540 დაინტერესების შემთხვევაში და/ან ნივთების გადმოსაცემად დაგვიკავშირდით: http://www.hand2hand.ge/index.php?m=3 * * * ახლა იმის შესახებ თუ რა ნივთების შეგროვებაა პრიორიტეტული: 1. თეთრეულია) ბალიშიბ) ლეიბიგ) საბანიდ) კომპლექტი საშუალოდ სამ კაცზე (ზეწარი, ბალიშისპირი, ჩარსავი) 2. გასათბობი საშუალებაა) გაზის ან შეშის/ნახშირის ღუმელი 3. ჭურჭლია) თეფშიბ) ჭიქაგ) ჭიქა ყურიანიდ) კოვზების კომპლექტი (ჩაის და სადილის)ე) დანა-ჩანგალივ) დანა საჭრელიზ) ჩაიდანი ("კაფეინიკი")თ) ჩაიდანი მრგვალიი) ქვავების კომპლექტი (დიდი და პატარა)კ) ტაფალ) სათლები ("ვედრები")მ) კერამიკული ფინჯანინ) ტაშტები (მოთუთიებული და პლასტმასის) 4. სამეურნეო ინვენტარი და სხვა საგნებია) ჩაქუჩიბ) ნაჯახი (ტარით)გ) ბარი (ტარით)დ) ნიჩაბი (ტარით)ე) თოხი (ტარით)ვ) ხერხიზ) ცული (დიდი, ტარით)თ) ბრტყელტუჩა ("პლასკაგუბცი")ი) სასხლავი მაკრატელიკ) "კუსაჩკა"ლ) მაკრატელი საყოფაცხოვრებომ) ნემსი-და-ძაფის კომლპექტი 5. ჰიგიენური საშუალებებია) საპონი (ხელის და სარეცხი)ბ) სარეცხი საშუალებები (ფხვნილები და ჟელეები)გ) ჭურჭლის სარეცხი საშუალებებიდ) კბილის ჯაგრისები და კბილის პასტა 6. ავეჯია) მაგიდა და სკამები (ტაბირეტები)ბ) საწოლებიგ) კარადა (ტანსაცმლის)დ) სამზარეულო (კომპლექტი)ე) მაცივრები 7. ტანსაცმელი (მათ შორის ბავშვებისთვის) გასაგებია, რომ ყველაფერს ვერ გავწვდებით, მაგრამ ამ ნუსხიდან ბევრი რამის შეგროვება რომ ხელგვეწიფება, ესეც ფაქტია.ცხადია, აქცენტი უხმარ ნივთებზე გავაკეთოთ, თუმცა კარგად შენახული მეორადიც არ იქნება ურიგო. ხალხი 0-დან იწყებს ცხოვრებას და მათზე ალალია. ზოგს ერთი სკამიც არ დარჩა სახლში, რომ გამოცარიელებულ ოთახში შუაში დადგას, დაჯდეს და დაფიქრდეს, თუ რითი დაიწყოს... ...და წელს რომ აღარა - ფაქტია, მაგრამ მომავალ წელს ხალხი იქ ჩვენი ჩატანილი ჭიქებიდან და თავისივე დაწურული ღვინით საქართველოსა და წასული ბიჭების სადღეგრძელოს რომ დალევს, ამაში ეჭვი არ მეპარება! http://forum.ge/?f=29&showtopic=33902560 თემის ორიგინალი ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FIORENTINO Posted November 20, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted November 20, 2008 და რომელ რიცხვამდე შეუძლია ხალხს, რომ მიიტანოს სხვადასხვა საჭირო ნივთ-საშველებები? ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
PEPE. Posted November 20, 2008 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 20, 2008 და რომელ რიცხვამდე შეუძლია ხალხს, რომ მიიტანოს სხვადასხვა საჭირო ნივთ-საშველებები?მანამ სანამ იქნება მაგის საჭიროება!!! ისე მემგონი შმედეგი კვირისთვის აპირებენ... ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
PEPE. Posted November 20, 2008 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 20, 2008 http://forum.ge/?f=29&showtopic=33903528 ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
PEPE. Posted November 20, 2008 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 20, 2008 http://forum.ge/?f=29&showtopic=33902560 ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
PEPE. Posted November 20, 2008 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 20, 2008 http://forum.ge/?f=29&showtopic=33893325&st=210 ეს კი პირველი აქციიდან გადაღებული სურათები!!! ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts