Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - სახელმწიფო ჟორდანიას სახელობის კვლევითი ინსტიტუტის შენობას ყიდის


Recommended Posts

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჟორდანიას სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შენობა აუქციონზე გასაყიდად გააქვს. აუქციონის პირობების მიხედვით, მყიდველი არ არის ვალდებული, ინსტიტუტს პროფილი შეუნარჩუნოს.

 

ჟორდანიას კლინიკის განყოფილების გამგე, ლიკა ნადარეიშვილი, ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ კომენტარის გაკეთებას 15 სექტემბრამდე არ აპირებს. აუქციონი, სახელმწიფო ქონების გაყიდვის მიზნით, სწორედ 15 სექტემბერს არის დანიშნული.

 

თუმცა მას შემდეგ, რაც სამინისტროსგან მოსმენილი კომენტარი ნეტგაზეთმა ნადარეიშვილს გააცნო, ინსტიტუტის პროფილის საკითხთან დაკავშირებით, მან გვითხრა, რომ პირობების შეცვლის იმედი აქვს.

 

პრივატიზების ორგანიზების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, ზურაბ მექვაბიშვილი, ნეტგაზეთთან საუბრისას აცხადებს, რომ იყიდება სახელმწიფო ქონება და მას არ შეიძლება ჰქონდეს პროფილი.

 

”ჟორდანიას სახელობის ინსტიტუტი დარჩება სახელმწიფო ინსტიტუტად, უბრალოდ, შეიცვლის ადგილმდებარეობას”,-ამბობს მექვაბიშვილი.

 

აუქციონის პირობებში მყიდველის ორი ვალდებულებაა აღნიშნული. პირველი, თანხა, რომელიც საჯარო აუქციონის შედეგადად იქნება განსაზღვრული, მყიდველმა 30 კალენდარულ დღეში უნდა გადაიხადოს, ხოლო მეორე - ” საპრივატიზებო ობიექტში განთავსებული სამედიცინო დაწესებულებისათვის, პროფილით ფუნქციონირების მიზნით, ამავე ობიექტით უსასყიდლო სარგებლობის უფლებით უზრუნველყოფა 2011 წლის 1 აპრილამდე.”

 

ეს ნიშნავს, რომ ჟორდანიას სახელობის კვლევითი ინსტიტუტი 2011 წლის 1 აპრილს მისამართს შეიცვლის და აღნიშნულ ობიექტზე მყიდველი გადაწყვეტს, თუ რა ფუნქცია ექნება 2 მილიონ 400 ათას დოლარად შეფასებულ სახელმწიფო ქონებას.

 

ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი თბილისში, კოსტავას 43 ნომერში, მდებარეობს. ფართი, რომელიც ამ დრომდე უკავია ინსტიტუტს, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 3170,26 კვ.მ-ის შენობა-ნაგებობა და 2332 კვ.მ მიწის ნაკვეთია.

 

 

 

/get_img?NrArticle=2323&NrImage=1

 

რუკა

 

 

 

ქალის ფიზიოლოგიის და პათოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი 1958 წელს პროფესორ იოსებ ჟორდანიამ დააარსა. ინსტიტუტის ინტერნეტ გვერდზე აღნიშნულია, რომ იგი მსოფლიოში პირველი დაწესებულება იყო, რომელიც რეპროდუქტოლოგიის სფეროში მოღვაწეობდა.

 

დღეს ის რეპროდუქციის სფეროში სამეცნიერო კვლევების ჩატარებს კვლავ განაგრძობს და ასევე პრაქტიკაში ეხმარება წყვილებს შვილების ყოლაში.

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...