უცხო_პლანეტელი Posted September 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 7, 2010 ძალიან საინტერესო და საჭირო პროექტია, თუ ფინანსური მხარეც მისაღებია. ენრგიის ეფექტური გამოყენება პირველ რიგში ოჯახის ბიუჯეტს წაადგება, რადგან გადასახადების საკმად შემცირება შეიძლება.ასევე ბუნებასთვისაც, რაც უფრო ნაკლები ენერგია დავხარჯავთ(განსაკუთრებით თუ ის განახლებადი წყაროდან არ არის),მით უფრო მეტი CO2 გამოიყოფა.ასევე ნაწილობრივ დამოუკიდებელ(განსაკუთრებით სოფლის პირობებში) გხდის ენერგიის თვალსაზრისით მზის ელემენტები ანაც სოლართერმული მოწყობილობები სამომხმარებლო სესხები! 2010 წლის 10 მარტიდან თიბისის სამომხმარებლო ენერგო ეფექტურობის სესხები გავრცელდება ქუთაისში, ფოთსა და ბათუმში. ახლა კარგი დროა ფანჯრების შესაცვლელად და სოლარული მზის გამათბობლების შესაძენად. ნუ გაუშვებთ შანსს ხელიდან მიიღოთ პროდუქტის ღირებულების 15%-ი უკან! სესხები ხელმისაწვდომია შემდეგი პროდუქტებისთვის: * ორმაგი შემინვის ფანჯრები * ბოილერები და ცენტრალური გათბობის სისტემები * კედლების, სახურავებისა და ჭერის თბოიზოლაცია * სოლარული გამათბობლები * ბიომასის ღუმელები * ბიოდაიჯესტერები საოჯახო მეურნეობისათვის დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ თიბისი ბანკის ფილიალებს ან დაგვიკავშირდით ჩვენ. პროექტის ფარგლებში დამტკიცებული მომწოდებელთა სია იხილეთ აქ. დამტკიცებული მომწოდებლებისა და პროდუქტების სია: თბილისი იხილეთ აქ ბათუმი და ფოთი აქ ქუთაისი იხილეთ აქ ჩამოტვირთეთ მომწოდებელთა მისამართების ამოსაბეჭდი ვერსია კვლევებით გვიჩვენებს, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის ნაწილი, რომელსაც საქართველო მოიხმარს ენერგიის სახით სამჯერ აღემატება ევროპის საშუალო ქვეყნის იგივე მაჩვენებელს. ფასების ზრდა უშუალო ზემოქმედებას ახდენს ქართული ბიზნესის საწარმოო ხარჯებზე და არახელსაყრელ პირობებში აყენებს მათ მზარდ კონკურენტულ გლობალურ ეკონომიკაში. არსებული ტექნოლოგიების გამოყენებით ქართულმა საწარმოებმა შეიძლება შეამცირონ ენერგიის მოხმარება 20%-ზე მეტით და ამით საქართველოს ბიზნესის საერთო დანაზოგი 12 მილიონი ევრო იყოს.ენერგიის დანაკარგები შინამეურნეობებისთვისაც აქტუალურია და ამჟამად მთელი ქვეყნის მასშტაბით სრული ენერგო მოხმარების 42%-ს შეადგენს. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა გამოყო 35 მილიონი აშშ დოლარის საკრედიტო ხაზი განახლებადი ენერგიის, სამრეწველო ენერგო ეფექტურობის და შინამეურნეობების ენერგო ეფექტურობის პროექტებში ინვესტიციების გაზრდის მიზნით. ამ ინსტრუმენტის ფარგლებში კრედიტების მიღება უკვე შესაძლებელია თიბისი ბანკისაგან, ქართუ ბანკისაგან და ბანკი რესპუბლიკასგან.საქართველოს ენერგო ეფექტურობის პროგრამა შეიქმნა ბანკების მხარდაჭერისათვის ენერგო ეფექტურობის პოტენციური პროექტების გამოვლენის და შეფასების მიზნით. http://energocredit.ge/?page_id=23&language=ge მომწოდებლები თბილისში იხილეთ ქვემოთ. მომწოდებლები ბათუმსა და ფოთში იხილეთ აქ მომწოდებლები ქუთაისში იხილეთ აქ ჩამოტვირთეთ ყველა ქალაქის მომწოდებელთა სიის ამოსაბეჭდი ვერსია ფანჯრები ორმაგი შემინვით * დიო * გეოქოლორი * მაგთივინი * რები+ * ევროპელი * ა-ვ ლუქსი შენობების კედლების, სახურავებისა და იატაკების თბოიზოლაცია * ბიპიჯი * ფარავანპერლიტი * ნანოტესტი * ფორობეტონი ბოილერები და ცენტრალური გათბობის სისტემები * ახალი მთვარე * საგა იმპექსი * თბილი სახლი * თერმა * თერმარსენალი * ჰავა * მაქსკომფორტი მზის თერმული სისტემები ცხელი წყლისა და გათბობისათვის * აიდიო ჯგუფი * საგაი მპექსი * თერმარსენალი * სოლარ ენერჯი ჯორჯია * მწვანე დედამიწა * ეკოსანი * კავკასუს სოლარი მაღალი ეფექტურობის ბიომასის ღუმელები * ინოვაციური ტექნოლოგიები და სერვისი ბიოდაიჯესტერები საოჯახო მეურნეობისთვის * გლობალენერგია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
უცხო_პლანეტელი Posted September 7, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 7, 2010 კავშირი "ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო" აცხადებს კონკურსს ჟურნალისტებისთვის20 July, 2010 - 15:56დედლაინი: 31 January, 2011 - 15:56 კავშირი "ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო", BP-სა და მისი პარტნიორების მიერ ინიცირებული და BP-სა და USAID-ის მიერ თანადაფინანსებული პროექტის "ენერგოეფექტურობის პროგრამა საქართველოს თემებისათვის - ენერგოავტობუსის" ფარგლებში, აცხადებს კონკურსებს საქართველოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებს შორის "ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების" თემაზე საუკეთესო ტელე-რადიო და საგაზეთო რეპორტაჟების შესარჩევად. კონკურსების მიზანია, პოპულარიზება გაუწიოს მდგრადი ენერგეტიკული ტექნოლოგიების (ენერგოეფექტური, განახლებადი და სხვა ეკოლოგიურად სუფთა ენერგოტექნოლოგიები) გამოყენებასა და დანერგვას საზოგადოების ფართო ფენებში. საკონკურსო რეპორტაჟის თემა: - განახლებადი ენერგიის წყაროების (მზე, ქარი, წყალი, ბიომასა, გეოთერმია) გამოყენება;- ენერგოდამზოგი ღონისძიებებისა (შენობის დათბუნება, კარ-ფანჯრის შეცვლა/დათბუნება, ენერგოდამზოგი ნათურები, ენერგოეფექტური ღუმელები და სხვა) და ეკოლოგიურად სუფთა ენერგოტექნოლოგიების დანერგვა. კონკურსი "ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების" თემაზე საუკეთესო ტელე-რადიო რეპორტაჟის შესარჩევად - ჟურნალისტების მონაწილეობის პირობაა ტელე-რადიო რეპორტაჟის მომზადება და მისი ცენტრალურ/რაიონულ ტელე ან რადიოკომპანიაში გამოქვეყნება 2010 წლის პირველი აპრილიდან 31 დეკემბრამდე პერიოდში. კონკურსის ფარგლებში გაიცემა სამი (პირველი, მეორე და მესამე) პრემია შესაბამისად, 500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში, 300 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში და 200 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში. ჟურნალისტებმა ნამუშევრები უნდა გააგზავნონ კავშირის "ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო"-ს მისამართზე. ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 31 იანვარი. კონკურსის მონაწილეებმა უნდა მიუთითონ საკუთარი ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია, აგრეთვე ნებისმიერი სახის მასალა რომელიც ადასტურებს, რომ კონკურსში მონაწილე ტელე-რადიო რეპორტაჟი ნამდვილად გადაიცა კონკრეტული საინფორმაციო საშუალების ეთერით და არ წარმოადგენს გამოუქვეყნებელ ჟურნალისტურ ნამუშევარს. კონკურსი "ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების" თემაზე საუკეთესო საგაზეთო რეპორტაჟის შესარჩევად - ჟურნალისტების მონაწილეობის პირობაა საგაზეთო რეპორტაჟის მომზადება და მისი ცენტრალურ/რაიონულ გაზეთში, ჟურნალსა თუ ინტერნეტ პრესაში გამოქვეყნება 2010 წლის პირველი აპრილიდან 31 დეკემბრამდე პერიოდში. კონკურსის ფარგლებში გაიცემა სამი (პირველი, მეორე და მესამე) პრემია შესაბამისად, 500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში, 300 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში და 200 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში. ჟურნალისტებმა ნამუშევრები უნდა გააგზავნონ კავშირის "ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო"-ს მისამართზე. ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 31 იანვარი. კონკურსის მონაწილეებმა უნდა მიუთითონ საკუთარი ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია. აგრეთვე ნებისმიერი სახის მასალა, რომელიც ადასტურებს, რომ კონკურსში მონაწილე საგაზეთო რეპორტაჟი ნამდვილად გამოქვეყნდა კონკრეტული საინფორმაციო საშუალებაში და არ წარმოადგენს გამოუქვეყნებელ ჟურნალისტურ ნამუშევარს. გამარჯვებულ ნამუშევრებს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური, რომელიც შედგება პროფესიონალ ჟურნალისტთაგან, ასევე მდგრადი ენერგეტიკის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებისაგან. კონკურსში გამარჯვებული ჟურნალისტების დაჯილდოვება მოხდება მდგრადი ენერგეტიკის დღეს, რომელიც საქართველოში გაიმართება ევროკავშირის მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის ფარგლებში, როგორც მისი ოფიციალური ღონისძიება. დაწვრილებითი ინფორმაცია და სათანადო საცნობარო მასალა იხილოთ ვებ- გვერდზე: http://www.eecgeo.org. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.