Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) ყველანი სტადიონზე


Recommended Posts

http://gdb.rferl.org/145FAD78-61AE-4B82-ADC3-89FD13AC2BF1_mw800_s.jpg

 

დღეს ქართულ ფეხბურთში დიდი დღეა, ყველანი სრულიადში…

 

http://www.goli.ge/teams_imgs/stadium_10.jpg

 

დღეს, ყველა ლივერპულის თუ სხვა გუნდის ფანი მოუთმენლად ელის იმ შეხვედრებს რომელიც, ახალგაზრდულმა და ეროვნულმა ნაკრებებმა უნდა ჩაატარონ.

 

ქართველმა ახალგაზრდებმა რამოდენიმე დღის წინ გმირობა ჩაიდინეს და საკმაოდ ძლიერი თურქეთის ნაკრები 0:1 დაამარცხეს, ამ შეხვედრით მათ უფრო გაზარდეს შანსი ითამაშონ ევროპის ჩემპიონატებს და დაუპირისპირდნენ ისეთ გრანდებს როგორიცაა ინგლისი, ესპანეთი… 21 წლამდელთა ეროვნული ნაკრები 19:00 საათზე სასომხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, რომლის მოგების შემთხვევაში ქართველები დიდ შანსს მიიღებენ 2011 წელს გასამართ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ღირსება დაიცვან.

შეხვედრა 19:00 საათზე ლოკომოტივის სტადიონზე გაიმართება, ბილეთები კი უფასო იქნება, რაც უფრო დიდ სტიმულს ჰქმნის სტადიონი გაივსოს, ხოლო იმ ადამიანებს, რომლებსაც გასაგები მიზეზების გამო ვერ ეძლევათ სტადიონზე მოსვლის საშუალება შეუძლიათ შეხვედრა, პირდაპირ ეთერში ტელეკომპანა მზის საშუალებით იხილოს.

ახალგაზრდული ნაკრების განაცხადი შემდეგია.

მეკარეები: როინ კვასხვაძე (“ზესტაფონი”), გიორგი ბახტაძე (“დიორი”, უნგრეთი);

მცველები: გულვერდ თომაშვილი, ლევან კაკუბავა (ორივე – “დინამო”), ნიკა კვეკვესკირი (“ბაია”), გიორგი რეხვიაშვილი (“ოლიმპი”), გიორგი გურული (“ტორპედო”), ლაშა თოთაძე (“დიორი”), გიორგი ხიდეშელი (“ზესტაფონი”).

ნახევარმცველები: გიორგი ივანიშვილი (“შაფჰაუზენი”, შვეიცარია), თორნიკე ოქრიაშვილი (“შახტარი”, უკრაინა), ლუკა გუგუჩია (“ბაია”), მურთაზ დაუშვილი (“ზესტაფონი”), გიორგი განუგრავა, თემურ შარაშენიძე (ორივე “დიორი”), ირაკლი კლიმიაშვილი (“ვიტ ჯორჯია”), თეიმურაზ შონია (“სპარტაკი”).

თავდამსხმელები: რევაზ ბარაბაძე (უკლუბოდ), გიორგი ჭედია (“ოლიმპი”), რატი წინამძღვრიშვილი (“ზესტაფონი”).

 

http://burusi.files.wordpress.com/2010/02/35_15_lalal.jpg

 

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით დაამტკიცა, რომ ქართველ ფეხბურთელებს შესწევთ კარგი თამაში აჩვენონ და და ისეთ გუნდებს წაართვან გასვლით შეხვედრებზე ქულა როგორიც საბერძნეთია, დღეს კი ქართველებმა კიდევ ერთხელ უნდა გაახარონ ქართველთა გული და ბოლო 3 წლის განმავლობაში პირველი ოფიციალური მატჩი უნდა მოიგონ, ქართველებმა ებრაელების შეტევა უნდა მოიგერიონს და 0 ქულით უნდა გაუშვან სამშობლოში. ებრაელთა ლიდერი კი იოსი ბენაიუნია, რომელიც ჯერ კიდევ შარშან ჩვენი ერთერთი საყვარელი ფეხბურთელი გახლდათ ეხლა კი მან სტემფონ ბრიჯზე გააგრძელა ასპარეზობა და ქართველების დამწუხრებას ეცდება. დღევანდელი მოგების შემთხვევაში ქართველები შეძლებენ ჯგუფს სათავეში ჩაუდგნენ და ქართველ მაყურებელს იმედი ჩაუსახონ, რომ გუნდი 2012 წელს გასამართ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს, თუმცა იქამდე ძალიან შორია. შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ, თუმცა მე არ მესმის იმ “თბილისელის” რომელიც სტადიონზე არ წავა და შეხვედრას ტელე ტრანსლაციით უყურებს, მითუმეტეს რომ ბილეთის ფასი მხოლოდ 5, 7, 10 და 20 ლარია. ხოლო თუ 5 ბილეთს ერთად შეიძენთ თქვენ მიიღებთ ეროვნული ნაკრების საგულშემატკივრო მაისურს.

ქართველთა განაცხადი ასეთია.

მეკარეები: ნუკრი რევიშვილი (ანჟი), გიორგი ლორია (დინამო), გრიგოლ ბედიაშვილი (ოლიმპი);

მცველები: კახაბერ კალაძე (ჯენოა), მალხაზ ასათიანი (ლოკომოტივი მ), ზურაბ ხიზანიშვილი (რედინგი), ლაშა სალუქვაძე (რუბინი) , დავით კვირკველია (რუბინი), ალექსანდრე ამისულაშვილი (ქაისერი), უჩა ლობჟანიძე (დნეპრი), მათე ღვინიანიძე (მიუნხენ 1860);

ნახევარმცველები: ლევან კობიაშვილი (ჰერტა), გოგიტა გოგუა (სპარტაკი ნ), ჯანო ანანიძე (სპარტაკი მ), გიორგი მერებაშვილი (ვოივოდინა), ალექსანდრე კოშკაძე (დინამო), თორნიკე აფციაური (ზესტაფონი);

თავდამსხმელები:ვლადიმერ დვალიშვილი (მაქაბი ჰ), ალექსანდრე იაშვილი (კარლსრუე), დავით სირაძე (სპარტაკი ნ), ნიკოლოზ გელაშვილი (ზესტაფონი).

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...