planetanews Posted September 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 6, 2010 7 სექტემბერს, 09:00 საათზე, სასტუმრო “რედისონში” საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებისა და დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელების ყოველწლიურ შეხვედრა-ამბასადორიალი გაიხსნება. 7 სექტემბერს, 10:00 საათზე, გორში პროექტის “სოციალური საცხოვრისი კეთილგანწყობილ გარემოში ქ. გორში” ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართება. 7 სექტემბერს, 10.00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე თბილისის #133-ე საჯარო სკოლაში ახლად გაკეთებულ ღია სპორტულ მოედანს დაათვალიერებს.მის: გლდანი-ნაძალადევის რ-ნი, ვარდისუბნის ქ. №28 (მეტრო “ღრმაღელეს” პირდაპირ) 7 სექტემბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო “რედისონში”, დევნილთა საკითხებზე კონფერენცია “დაბრუნება საქართველოში: დღევანდელი მიღწევები და მომავლის ხედვა” გაიხსნება. 7 სექტემბერს, 12:00 საათზე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ბრიფინგი გაიმართება.თემა: “საარჩევნო მოხელეთა ასოციაციის მეცხრამეტე ყოველწლიური კონფერენცია”. 7 სექტემბერს, 12.00 საათზე, სამოქალაქო რესტრის სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე საკანონმდებლო სიახლესთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს.თემა: “სოციალურად დაუცველი მოქალაქეები სამოქალაქო აქტის ჩანაწერში შესწორებისთვის საფასურს აღარ გადაიხდიან”.მის: წერეთლის გამზ. #67ა 7 სექტემბერს, 12.00 საათზე, განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ინფორმატიკასა და ფიზიკაში საერთაშორისო ოლიმპიადაში გამარჯვებულ მოსწავლეებს ფულად ჯილდოებს, საპატიო სიგელებსა და წიგნებს გადასცემს.მის: უზნაძის ქ. №52(განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო) 7 სექტემბერს, 12:30 საათზე, პარტია “ჩვენ თვითონ”-ის ლიდერი პაატა დავითაია დევნილებს შეხვდება.მის: აეროპორტის დასახლება #48ა 7 სექტემბერს, 12.30 საათზე, პარტია “მომავალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ლაღიძე პრესკონფერენციას გამართავს.თემა: “თბილისის საკრებულო მზად არის პარტიის ინიციატივები გაიზიაროს”.მის: ხორავას ქ. #9 7 სექტემბერს, 13:00 საათზე, საკრებულოს წევრი თინათინ ხიდაშელი თბილისის საკრებულოში 2002 წლის მიწისძვრით დაზარალებული მოსახლეობის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს. 7 სექტემბერს, 13:00 საათზე, მოძრაობა “სამართლიანი საქართველოსთვის” ოფისში, მოძრაობის განათლების კომისიის ხელმძღვანელი მანანა ნიკოლაიშვილი პრესკონფერენციას გამართავს.თემა: “ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული სიახლეები უმაღლეს, პროფესიულ და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში”.მის: ლვოვის ქ. #56 7 სექტემბერს, 13:00 საათზე, ჯონდი ბაღათურია პარლამენტში “ქართული დასის” სათათბირო ოთახში პრესკონფერენციას გამართავს.თემა: “ქართული დასის” საკანონმდებლო მუშაობის ძირითადი მიმართულებები საშემოდგომო სესიაზე”. 7 სექტემბერს, 13:00 საათზე, თბილისის საკრებულოში, ფრაქცია “ქრისტიან-დემოკრატების” წევრები ინგა გრიგოლია, ჯაბა სამუშია და ზაზა გაბუნია პროექტის – “ვუსმენთ თბილისს” პრეზენტაციას გამართავენ. 7 სექტემბერს, 14.00 საათზე, სააპელაციო სასამართლოში ცოტნე გამსახურდიას პროცესი განახლდება. 7 სექტემბერს, 15:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი 7 სექტემბერს, 16:00 საათზე, საზოგადოებრივ დარბაზ “ჯაზუში” არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები “ეროვნული ფორუმის” ლიდერებს შეხვდებიან.თემა: “ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისისა და სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმის შეცვლა”.მის: იოანე ვაკელის ქ. #18 7 სექტემბერს, 17:00 საათზე, “თეთრების” ოფისში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საორგანიზაციო ჯგუფის სხდომა გაიმართება.მის: ღამბაშიძის ქ. #4 იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts