planetanews Posted September 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 6, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/independent2.gif მერი დეჟევსკი რუსეთის მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნები 2012 წლამდე არ ჩატარდება, თუმცა დღეს უკვე აქტიურად განიხილავენ იმას, შეეცდება თუ არა დიმიტრი მედვედევი პრეზიდენტად დარჩენას მეორე ვადით, ან მოისურვებს თუ არა თანამდებობის დაბრუნებას მისი წინამორბედი ვლადიმერ პუტინი. თუმცა ერთი რამ, რაზეც ყველა თანხმდება არის ის, რომ ისინი ერთმანეთს არ დაუპირისპირდებიან. მაგრამ არსებობს მესამე გზაც, და ამ მესამე გზას შეუძლია რუსეთს მისი საკუთარი მარგარეტ ტეტჩერი ან ანგელა მერკელი მისცეს. თუმცა ამ შესაძლებლობაზე ხმამაღალ საუბარს ის რისკი ახლავს, რომ ვალენტინა მატვიენკოს წარმატების შანსები შეიძლება კანდიდატების წარდგენამდე ბევრად უფრო ადრე გაქრეს. მაგრამ თუკი ვინმეს შეუძლია იყოს კანდიდატი, ეს სანკტ–პეტერბურგის 61 წლის გუბერანტორია. ბოლო შვიდი წლის განმავლობაში, რა დროსაც ის რეალურად ქალაქს მართავს, სანკტ–პეტერბურგი შეიცვალა, თანაც აშკარად – უკეთესობისკენ. ქალაქის 300 წლისთავის აღსანიშნავად (2003 წელი), სახელმწიფომ პეტერბურგში უზარმაზარი ინვესტიციები ჩადო და მისი იერი გაუმჯობესდა. მაგრამ კიდევ უფრო მასშტაბური ცვლილებები მოგვიანებით განხორციელდა – ახალი კომერციული და საცხოვრებელი შენობების გრანდიოზული პროექტები, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – საზოგადოების განწყობის ტრანსფორმაცია. ოცდაათ წელზე მეტია, რაც პეტერბურგში ვმოგზაურობ და ამ ხნის განმავლობაში პირველად, ხალხი ქუჩაში უფრო კმაყოფილი და საკუთარ თავში დარწმუნებული ჩანს. შაბათ–კვირას მორიგი კითხვა–პასუხის სეანსის დროს გუბერნატორი უფრო თვითდაჯერებული, ნაკლებად „საბჭოური“ და მთლიანობაში – უფრო თანამედროვე ჩანდა, ვიდრე ხუთი წლის წინ ანალოგიურ სიტუაციაში: ახალი ვარცხნილობა გაიკეთა, გახდა, ისწავლა სპონტანური და რაც მთავარია უფრო მბრძანებული საუბარი. არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ მთელი მისი კარიერა – ადგილობრივი კომკავშირის მდივანი, შემდეგ დელეგატთა პირველი ყრილობის წევრი მიხეილ გორბაჩოვის დროს, დიპლომატი, მინისტრის მოადგილე და საყოველთაო არჩევნებში გამარჯვებული იმ ქალაქის გუბერნატორი, რომელიც დღემდე თავს რუსეთის მეორე დედაქალაქად მიიჩნევს – თითქმის ზუსტად ირეკლავს იმ გზას, რომელიც მისმა ქვეყანამ განვლო. ხოლო მესამე საოცარი ასპექტი არის ის, თუ რამდენად წააგავს მატვიენკო („აუტსაიდერი“ (დაიბადა და გაიზარდა უკრაინაში), ზუსტი მეცნიერებების (ქიმია) სპეციალისტი, დაბრუნების ფენომენალური ძალით) ეპოქალური მნიშვნელობის ორ სხვა ევროპელ ქალს – ტეტჩერს და მერკელს. რუსეთში ქალი–პოლიტიკოსების მიმართ განსაკუთრებული ინტერესი არასდროს არსებობდა; საბჭოთა დროშიც კი, როდესაც ქალები ტრაქტორებს მართავდნენ, ხოლო კომუნისტური პარტია საყოველთაო თანასწორობით თავს იწონებდა, მათი როლი წამყვან საზოგადოებრივ ინსტიტუტებში უფრო სიმბოლური იყო, ვიდრე არსებითი. მატვიენკო ამ პრობლემას აღიარებს და მხიარულად ყვება იმას, თუ როგორ ფენდნენ მისი მოწინააღმდეგეები ქუჩებში დაახლოებით ასეთი შინაარსის პლაკატებს: „გუბერნატორობა – ქალის საქმე არ არის“, თუმცა არჩევნებში მან დამაჯერებლად გაიმარჯვა. მაგრამ ამბობს, რომ არც სკანდინავიური სტილი ხიბლავს, სადაც ქალების რაოდენობა კვოტით განისაზღვრება; მისი თქმით ქალებმა კონკურენცია უნდა ისწავლონ. კითხვებზე დეტალურად პასუხების გაცემა, მან ნორმან ფოსტერის პროექტის მიხედვით მის ქალაქში კოშკის (tower) მშენებლობაზე საკუთარი პოზიციის გამოთქმით დაიწყო. ამ პროექტის განხორციელება რუსეთის გაზის გიგანტ „გაზპრომს“ სურს. მთლიანობაში, ის თითქოს პროექტის განხორციელების მომხრეა, მაგრამ დოგმატურად განწყობილიც არ არის, რის გამოც კომპრომისი იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც ამ ფაქტს ქალაქის ხედის დამახინჯების შიშით აპროტესტებენ, შესაძლებელია. მან დემოგრაფიაზეც ისაუბრა. ბოლო ორი წლის განმავლობაში ქალაქში შობადობის დონე მკვეთრად გაიზარდა, იმ დროს როდესაც 1990 წლის შემდეგ ყოველწლიურად მცირდებოდა, იმავდროულად ქალაქში მასობრივად გადმოდიან საცხოვრებლად ოჯახები რუსეთის სხვა ქალაქებიდან, მათ შორის მოსკოვიდან – კულტურის და ცხოვრების დონის გამო. მას შემდეგ რაც ის გუბერნატორი გახდა, სანკტ–პეტერბურგში ჩამოსული ტურისტების რაოდენობაც გაორმაგდა და წელიწადში ხუთ მილიონს მიაღწია. ასევე, მატვიენკო როგორც ჩანს ერთ–ერთია იმ მციცერიცხოვან რუს პოლიტიკოსთა, რომელიც კორუფციას აქტიურად ებრძვის. საბჭოს ყველა თათბირი ინტერნეტ–ტელევიზიის საშუალებით პირდაპირი ეთერით გაიდაიცემა, ისევე როგორც აუქციონები იმ მიწებზე, რომელზეც მშენებლობა იგეგმება. მიწის ფასი, როგორც ეს მატვიენკომ სიხარულით აღნიშნა, ათჯერ გაიზარდა მას შემდეგ რაც აუქციონები საჯარო გახდა, რაც იმაზე მიუთითებს, თუ რა რაოდენობის ფული მიდიოდა კორუმპირებული შუამავლების ჯიბეებში. ისეთი მოქალაქეებისთვის, ვისაც ასეთ ადამიანებზე ინფორმაციის ანონიმურად მიწოდება სურთ, გახსნილია ტელეფონის „ცხელი ხაზი“; გაჩნდა რეკლამა, რომელიც მკაფიოდ ამბობს, რომ ქრთამის მიცემა და აღება – კანონის დარღვევაა. ადმინისტრაციული მართვის საკითხებში კომპეტენტურობის (რასაც გუბერნატორი საკუთარ გამოსვლებში ამჟღავნებს) და მისი ნაშვილები ქალაქის მიმართ უსაზღვრო ენთუზიაზმის გარდა, მატვიენკოს აქტივში კიდევ ერთი რამ აქვს. ის მოძებნა და აღაზევა არც მეტი არც ნაკლები, ყოფილმა პრეზიდენტმა, დღეს კი პრემიერ–მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა. სწორედ მან გაუკეთა მატვიენკოს დიდი საჩუქარი, როდესაც პეტერბურგში გადაიყვანა. ასე, რომ თუკი იგი თავად არ არის დარწმუნებული იმაში, ღირს თუ არა მისთვის კრემლში დაბრუნება, ხოლო მედვედევის მეორე ვადით წარდგენა არ სურს, გამორციხული არ არის მატვიენკო რუსეთის ახალი სახე გახდეს. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts