Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge მედვედევი – სამხრეთ კავკასიის ჟანდარმი


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/le_figaro1.jpg

 

პიერ ავრილი

 

სომხეთის მოკავშირე რუსეთის პრეზიდენტი აზერბაიჯანთან  და მის ნავთობთან დაახლოებას ცდილობს

 

რუსეთი, რომელიც სომხეთს მისი სამხედრო ბაზისთვის 24 წლით ვადის გახანგრძლივებაზე მოელაპარაკა, სადაც მისი 3,5 ჯარისკაცი მსახურობს, აზერბაიჯანს (სომხეთის მოწინააღმდეგე მეზობელი) საზენიტო–სარაკეტო სისტემა S-300-ს აწვდის. აი რა ხდება სამხრეთ კავკასიაში, სადაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პირველად, მოსკოვი ჟანდარმის როლს საკუთარ თავზე იღებს. „ჩვენი, როგორც რეგიონის უდიდესი და უძლიერესი ქვეყნის ამოცანა აქ მშვიდობისა და წესრიგის უზრუნველყოფაა“, – განაცხადა პრეზიდენტმა მედვედევმა ბაქოში ორდღიანი ვიზიტის დროს. ორშაბათს, თითქოს შავ ზღვასა და კასპიის ზღვას შორის გაბატონებული არასტაბილურობის ხაზგასასმელად, სეპარატისტულ მთიან ყარაბახში, რომლის კონტროლსაც სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ეცილება, ხუთი სამხედრო მოსამსახური დაიღუპა.    

 

რეგულარული შეტაკებები

 

მთიანი ყარაბახი, რომლის მოსახლეობის 7%–ს სომხები შეადგენენ და ერევნის მხარდაჭერით სარგებლობს, რეგულარულად შეიარაღებული შეტაკებების ადგილია, რამაც ათობით ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა საბჭოთა იმპერიის დანგრევის შემდეგ. საერთაშორისო თანამეგობრობა ამ კონფლიქტის გადაწყვეტის საქმეში უუნარობას ავლენს.

 

ბაქოში მოსკოვის და ერევნის გადამეტებულ სამხედრო თანამშრომლობაზე მტკივნეულად რეაგირებენ, რაც აზერბაიჯანელი ექსპერტების აზრით იმაზე მიუთითებს, რომ კრემლი რეგიონში დაუბალანსებელ პოლიტიკას აწარმოებს, ებრძვის რა ჩეჩენ და დაღესტნელ მებრძოლებს ჩრდილოეთ კავკასიაში და იმავდროულად ამიერკავკასიაში სოხურ სეპარატიზმს ახალისებს. „ეს ყველაფერი სტაბილურობას ხელს არ უწყობს. რუსეთმა რეგიონში ერთიანი, თანმიმდევრული პოლიტიკა უნდა აწარმოოს“, – მიაჩნია ბაქოელ პოლიტოლოგ მუბარიზ აჰმედოღლუს. დიმიტრი მედვედევი შეეცდება დღეს ბაქოს უკმაყოფილების შესუსტებას, მასთან სასაზღვრო შეთანხმების გაფორმებით, რომელიც ქვეყნისთვის წყლის რესურსებს (რუსეთის დაღესტნის საზიანოდ) უფრო მეტად ხელმისაწვდომს ხდის. მოლაპარაკებები ამ საკითხზე 14 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. მოსკოვისთვის ეს ორმხრივი თანამშრომლობა უკიდურესად მნიშვნელოვანია. გარდა იმისა, რომ აზერბაიჯანს ირანის საფრთხის შეკავება შეუძლია, რუსეთს სჭირდება ასევე აზერბაიჯანის ნავთობის მნიშვნელოვანი რესურსები, რომლის დამუშავებაშიც წამყვანი ამერიკული კორპორაციებიც მონაწილეობენ. რუსეთს აზერბაიჯანთან თანამშრომლობა სჭირდება ასევე ირანის მიმართულებით ჩრდილოეთ–სამხრეთის სარკინიგზო ხაზის მშენებლობის საქმეში. კასპიის ზღვის გასწვრივ ის შეძლებდა დაახლოებით 10 მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვას. „რუსეთისთვის აზერბაიჯანი გლობალურ გეოსტრატეგიულ ინტერესს წარმოადგენს. მთავარია ქვეყანამ კურსი დასავლეთისკენ არ აიღოს, რასაც საქართველო უკვე აკეთებს ამიერკავკასიაში. სწორედ ამიტომ, რუსეთი სისტემატიურად ცდილობს აქ მისი სომხეთთან ძალიან ახლო კავშირების დაბალანსებას“. კრემლი აზერბაიჯანელ პარტნიორებთან „სამხედრო–ტექნიკური თანამშრომლობის“ გაღრმავებაზე საუბრობს. ისევე როგორც სამხრეთ ოსეთში (მოსკოვის მიერ ოკუპირბულ საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში), რუსეთმა როგორც ჩანს აზერბაიჯანში საზენიტო–სარაკეტო კომპლექსი განათავსა. ბაქოში „ტერორისტულ საფრთხეს“ ახსენებენ, თუმცა ამ საფრთხეს არ აკონკრეტებენ. იმავდროულად, მოსკოვს ეს გარიგება, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 230 მილიონი ევროა, დღემდე არ დაუდასტურებია. ყოველ შემთხვევაში, ეს მეგობრობის შენარჩუნების შესანიშნავი მეთოდია. 

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...