giauridia Posted September 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 15, 2010 ჩვენთან ძალაუფლება ხელიდან ხელში გადადის და არა თავიდან _ თავში და განმკითხავი არავინაა.შესაბამისად, აუცილებლობას წარმოადგენს ისეთი ინსტანციის შექმნა, რომელიც ერისათვის დამღუპველ ამ უაზრო მმართველობის ფორმას წერტილს დაუსვამს. სახელმწიფო და სამართალი ორგანული ერთობაა. არ არსებობს სამართლი სახელმწიფოს გარეშე და სახელმწიფო სამართლის გარეშე.სამართლისა და ზნეობის ჰარმონიული თანაარსებობის გარეშე, სრულყოფილი საზოგადოება ან სიზმარში არსებობს ან ჯოჯოხეთში და თუ ამაში ჩვენ ვერ დაგარწმუნებთ, მაშინ ჯერ ცარიელი თეფში, შემდეგ კი თეფშის უქონლობა დაგარწმუნებთ.ჩვენ ამ მდგომარეობიდან გამოსვლის მრავალი ”იდეა” მოგვაწოდეს. ჩვენი უახლესი ”პოლიტიკური” ისტორია ერთი პრიმიტიული ფრაზისაგან შედგება _ ამირჩიე და მე საქართველოს გავაბრწყინებ. მრავალს დავუჯერეთ და დავედით უმარტივეს დასკვნამდე: გვაქვს ”კარგი იდეები” და ცუდი მახსოვრობა. თანამედროვე პოლიტიკური საქმიანობა ეყრდნობა დისციპლინირებული, ორგანიზირებული პარტიების ქმედებას, რომლებიც შეპირებათა პროპაგანდით ამომრჩევლთა ხმების მოპოვებისკენ მიისწრაფვიან. ამ პროპაგანდის მთავარი საფუძველი ხალხის ეგოისტურ გრძნობებსა და ინტერესებზე ზემოქმედებაა.აქედან ვიღებთ სავალალო შედეგს _ პარლამენტარები, თავისი ქმედებისას ხელშეკრულნი არიან პარტიული ინტერესების მოთხოვნითა და დისციპლინით. შესაბამისად, მათი გადაწყვეტილებები მიიღება არა საჯარო განხილვისას, არამედ კომიტეტებში და დახურული კარის მიღმა ერთპიროვნულად, ფრაქციის თავჯდომარის მიერ.კარლ შმიდტის აზრით, პარტიების უმრავლესობა არის ასოციაციები, რომლებიც სპეციფიკურ მიზნებს და ამოცანებს ემსახურებიან. მრავალ პარტიას აქვს გაზეთი, კულტურული ასოციაციები, ახალგაზრდული გაერთიანებები და ნახევრად შეიარაღებული რაზმებიც კი. იქმნება თითოეული პარტიის არსის შესაბამისი სუბკულტურა (საკუთარი ეკონომიური კეთილდღეობის ამაღლება) და ამ სუბკულტურის დამკვიდრების გააფთრებული მცდელობა მიმდინარეობს. ამას პარტიებს შორის ეკონომიკური კონფლიქტების სახელმწიფო სფეროში გადასვლა უცილობლად მოყვება. უფრო ნათლად _ პარტია ვალშია მათთან, ვინც აფინანსებს, მხარს უჭერს. მიმდინარეობს მათი ეკონომიური დაკმაყოფილება, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს, ანუ უბრალო მოქალაქეების ხარჯზე, ამით მდიდრდება მხარდამჭერთა მცირე ჯგუფი. მხარდამჭერთა (ამომრჩეველთა) უმრავლესობა კი მოტყუებული რჩება. ამას მოჰყვება იმედების გაცრუება. საზოგადოებაში მატულობს დაძაბულობა, პარტიული ინსტიტუტების მიმართ უნდობლობა. აქედან გამომდინარე, პარტიები ცდილობენ ახალი, ორიგინალური ტყუილები, შეპირებები გამოიგონონ. ერთი მხრივ, მიმდინარეობს პარტიული ზნეობის პერმანენტული დაქვეითება და მეორე მხრივ, ხალხის გამოთაყვანება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted September 15, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 15, 2010 პლიტიკას უნდა დაბრუნდეს როდესმე ის პირვანედელი სახე რაც პოლიტიკას ნისნავს და არა ის რაც ეხლა არა მარტო საქართველოში არამედ ე.წ. დემოკრატიულ ქვეყნებშიც ვხედავთ. საარჩევნო პროგრამა არის პარტიის სახე, კონკურენიციის საგანი. ამით უნდა ხდებოდეს პარტიებს შორის ბრძოლა.პროგრამა არაა მხოლოდ ლამაზად დაწერილი სიტყვები, არამედ რეალობასთან დაახლოვებული მონაცემები. ამ შემთხვევაში კი დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რამდენად რეალურია ამ მონაცემების შესრულება.პროგრამა განსაზღვრავს პარტიის მიმართულებას საშინაო და საგარეო პოლიტიკაში და ა.შ. იქ სადაც ჩვენ დემოკრატია გვგონია, არაჯანსაღი საარჩევნო გარემო უკვე კარგახანია არსებობს. მხედველობაში მაქვს არა არჩევნის უფლების წართმევა, როგორც ეს საქართველოშია, არმედ არჩევნის მონოპოლი. პრინციპში თანხები სწყვეტენ და ამ თანხების მეშვეობით რეკალმით ამომრჩეველზე ზემოქმედება. არის უკვე აქ ამაზე საუბარი, რომ უნდა შეიცვალოს კანონი და დადგინდეს საარჩევნო კომპანიის მაქსიმუმი. ასე ვტქვათ დემოკრატიულ ქვეყნებში ამ არასამართლაინმა საარჩევნო გარემომ თავის შედეგი უკვე გამოიღო. ჩემი აზრით ამ ცვლილების დრო მოდის და სხვა გზაც არ ექნებათ. არ გამოვა უბრალოდ ის, რომ ერთი (ფულიანი) კლასის გადასაწყვეტი ქვეყნის პოლიტიკა. უბრალოდ ასეთ რამეს კრახი მოქავს. კიდევ ასეთი ერთი ბიუროკრატიით გამოწვეული კრიზისი და საერთოდ არ დასჭირდება არავის პროგრმაა.როგორც ზემოთ ვახსენე, ამის აზრზე მოდიან აქ უკვე და ცდილობენ რამე ბალანსი მოიფიქრონ საარჩევნო კომპანიი წარმოებისას. ეხლა რაც საქართველოს ეხება.როდესაც ესენი აქ ცდილობენ გამოსწორებას, ჩვენ ჯერ გაფუჭება არ დაგვიწყია. ის რაც საქართველოში ხდება, მხედველობაში მაქვს პარტიებს შორის ბრძოლა ქაჯობაა და სხვა არაფერი. ნუ ეხლა ამას + ის რომ არჩევნები ტოტალურად ყალბდება და მივიღებთ სრულ ქაოს. გვავს ჩვენ შანსი რამე გამოვასწოროთ?კი გავქვს.ერთი ოპოზიციური პარტია მაინც, რომელიც წარსდეგბა რამე ნორმალური კრიტერიუმით ამომრჩევლის წინაშე. ერთი მაინც ეს დალოცვილი იმისათვის რომ სხვები დაფიქრდნენ და შეეშვან ამ ქაჯურ დოვნანას. ამიტომ რასაც გთავაზობთ სახვა არაფერია რამე თუ პოლიტიკური ანბანი. ჯერ ასოები ვისწავლოთ და შემდგომ ვიფიქროთ წინადადების ჩამოყალიბებაზე.რა არის ამ შემთხვევაში პროგრამა თუ არა პოლიტიკური კულტურის სწავლა? არ ვიძახი იმას, რომ ეხლა რომელიმე პარტიას ექნება ნორმალური პოლიტიკური პროგრამა და ამით ყველაფერი გამოსწორდება. უბრალოდ ეს არის პოლიტიკური კულტურის ერთ-ერთი ატრიბუტი რომლის უმისოდ პოლიტიკა არ კეთდება. არ კეთდება არც ის მონოპოლისტური რომელიც აქ არის დასავლეთში. აქ მარტივი ახსნა აქვს ამას. რა უნდა შესთავაზოს პარტიამ ხალხს, თუ არ აქვს გეგმა, არ ჰყავს ხალხი და ა.შ.პოლიტიკური პარტია მისი საარჩევნო პროგრამით, ჩრდილოვანი ხელისუფლება და ა.შ. პარტია უნდა დაემსგავსოს პარტიას ეს შეჩვენებული.ამაზე მაქვს აქ საუბარი და არა მსოფლიო უსამართლობის გამოსწორებაზე. ამას ვერც პროგრამით და ვერც მათრახით ვერ გავასწორებთ. ეხლა შევეშვათ და ავოეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე მივცეთ მწვანე პოლიტიკურ ქაჯობას, თუ შევეცადოთ ავითვისოთ პოლიტიკური ბრძოლის მეთოდები?ერთს გეტყვით. ადდგილობრივმა არჩევნებმა ერთი რამ ანახა, რომ ამ შემთხვევაში გაყალბებას არ ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა. გიგიმ ისედაც მოუგო ალასანიას გაყალბების გარეშე და ეს არა იმიტომ რომ გიგიმ უკეთესი წარადგინა, არამედ იმიტომ რომ ალასანიამ ვერაფერი ვერ წარადგიმნა.ასეთია ჩქიმი პოლიტიკური უეჟდებნია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted September 15, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 15, 2010 როგორ გინდა მოთხოვო იმათ ვინც პოლიტიკოსობას იბრალებს, როდესაც საზოგადოების ინტელექტუალურ ნაწილშიც არ არის პოლიტიკური კულტურის მოთხვონილება. თუ გნებავთ ეს ფორუმიც აიღეთ და ნახეთ რამდენად არის ასეთ თემაში დაინტერსება და მერე იკითხეთ რატომ. აქ ისევ უნდა გავხსენო ადგილობრივი არჩევნები უბრალოდ კარგი მაგალითია და სხვა არაფერი. ფეისბუქზე მიწერდა ერთი "შტაბიდან" "შენ რომ არ შემოგთავაზესო ამიტომ ხარო გამწარებული ალასანიაზე". ნუ რას იტყვის კაცი ამ შემთხვევაში, ლენჩებს ამქვეყნად რა გამოლევს, მაგრამ საწყენია ნამდვილად. როდესაც მიუთითებ, ეტყვი იმას რაც არაა სწორი "აუუუუუუფ" საწყნია ნამდვილად ის, რომ იმათ ვისაც პარლამენტში მოსახვედრად არ სჭირდება პროგრამა (ისედაც მოხვდებიან) აინტერესებს ეს ამბე. როგორ გინდა კაცმა გადააფურთხო და სთქვა, "ვაი თქვენს პატრონს, თქვენ მაინც არაფერი არ გეშველებათქო" და ............... არ დავამთავრებ.ვიცი ეხლა ვიღაცამ შეიძლება სხვანაერად იფიქრს მაგრამ ამ პროგრამული თეზისების და ზოგიერთი პუნქტების დაინტერესებაც იყო და შემოთავაზებაც მქონდა და თან იმათგან ვინც დღეს ვლასტშია.რატომ სჭირდებათ ეს უპატრონო იმათ როდესაც ისედაც იქ არიან?იმიტომ რომ, როდესაც მოვა ეს შეჩვენებული 2012 და შემდგომ ეს 2013 წელი კიდევ რამოდენიმე ნაბიჯით წინ იქნებიან ოპოქაჯებზე. ხო და იძახონ მერე აყალბებსო კაცო. მაშ, აყალბებს და არა მარტო ეს, ქმედებებით და სიახლეებითაც ათი თავით უსწრებს.დააკვირდით სატელევიზო გამოსვლებს. ალასანიას თუ არ ჩათვლი დანარჩენი "ჩხინგაჩხუკებია" რა. შემდგომ დააკვირდით ხელისუფლების წარმომადგენელების გამოსვლებს და შეადარეთ პროცენტულად. 10 დაწყნარებულზე ერთი გიჟი მოდის რა."არაო კაცო საშველი, ასე ამათ ვერ მოვუგებთო". კარგი გაშლილი სუფრა და გუბაზა მეცამეტე სადღეგრძელოზე იდეას წამოჭიმავს; "სოფლად უნდა გავიდეთ, ბიჭები შევაგროვოთ და მერე ამათ დედას ვატრებთ რა"."აი შენ კი გენაცვალე გუბაზ, მართლაც რომ მაგარი აზრია". "გაუმარჯოს თავისუფალ საქართველს!!!!". აი პროგრამა, აი ჯიგრული ქართული შეძახილები და ა.შ. ხო და რა გინდა რომ ჰქნა, როდესაც იმათ ვისაც არ სჭირდება უნდათ და იმათ ვისაც სჭირდება არა? ბაჩოს ვარიანტი გავითამაშო?საქართველოში ჩავიდე და მერე "მოგზაურთა კლუბი" შევქმნა? არა. დავიცდი. ვერ დავიჯერებ იმას, რომ საქართველოში ერთი მაინც არ გაიღვიძებს ვინმე. დღეს თუ არა ხვალ იქნება ეს, ხვალ თუ არა ზეგ, ან 10 წლის შემდეგ. არ აქვს ამას მნიშვნელობა. ვერ გადავახტებით ამ გზის იმ ნაწილს რომელიც უნდა გავიაროთ. არ გამოვა წიგნი ისე დასწერო რომ ანბანი არ ისწავლო. არ გამოვა და გინდ თავი კედელზე უმტრევია იმათ ვისაც ეს არ სჯერა. მოკლედ "ნაშა პესნია ხოროშა ნაჩინაემ სნაჩალა" Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
giauridia Posted September 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 16, 2010 babuagiorgiადდგილობრივმა არჩევნებმა ერთი რამ ანახა, რომ ამ შემთხვევაში გაყალბებას არ ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა. გიგიმ ისედაც მოუგო ალასანიას გაყალბების გარეშე და ეს არა იმიტომ რომ გიგიმ უკეთესი წარადგინა, არამედ იმიტომ რომ ალასანიამ ვერაფერი ვერ წარადგიმნაგეთანხმები! უკვე ნელ-ნელა მივდივართ პირველ ფინიშამდე, ანუ იკვეთება პირველი კითხვა რა ვქნათ? რამდენიმე სიტყვა არჩევნებზე. ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ღრმადაა დარწმუნებული, რომ თუ პოლიტიკური არჩევნები კანონის დაურღვევლად ჩატარდება, მაშინ ჩვენზე ბედნიერი ხალხი ამ ქვეყანაზე არ მოიძებნება. ესაა პრობლემის ცალმხრივი განხილვა. უფრო ნათლად _ ვთქვათ, საზოგადოებამ გადაწყვიტა კანონის სრული დაცვით ჩაატაროს არჩევნები _ შეარჩიოს ჯგუფი, რომელიც დალაშქრავს ევერესტს და ამით ასახელებს სამშობლოს. თუ ამ კანონიერი არჩევნებით შერჩეული ჯგუფი არ ფლობს ამ მიზნის შესასრულებლად საჭირო ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, გონივრულ და პროფესიულ პოტენციალს, მაშინ ყოველგვარი არჩევნები აზრს კარგავს იმიტომ, რომ ბუნებრივი კანონზომიერებისათვის მნიშვნელობა არა აქვს წესიერადაა ჩატარებული არჩევნები, თუ არაწესიერად. არჩევნების როგორი წესითაც უნდა შეარჩიოთ ჯგუფი, ის ევერესტს დაპყრობის ნაცვლად მიეყინება, თუ მას არა აქვს გააზრებული ბუნების ის კანონზომიერება, რომლის გარეშეც 8848 მეტრის სიმაღლის დალაშქვრის მცდელობა, უბრალოდ, თვითმკვლელობაა. დავიმახსოვროთ _ არჩევნები საშუალებაა და საშუალების მიზნად გამოცხადება, უბრალოდ, ინფანტილიზმია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted September 16, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 16, 2010 1. ეს ხელისუფლება შესაცვლელია რაც უდავოა.2. რევოლუციის გარეშე, ესეც უდავოა.3. როგორ? როგორ? პროგრამა ეს ერთი ნაწილია იმისა თუ როგორ, მეორე არის მეთოდი, რომელიც არჩევნებზე წარმატების მიღწევას განაპირობებს.გაყალბება, მედია და ფინანსებია ხელისუფლების მხარეს. არის შანსი?არის.დღეს ვიცი ერთი პარტი რომელიც ძალიან წარმატებულად ემზადება 1012 წლის არჩვნებისთვის. მშვენიერი მეთოდით ანხორციელებს ამას. რაც საინტერესოა აბსოლუტურად არის გამორჩენილი მედიალური ორბიტისაგან და საერთოდ უმეტესობა აზრზე არც კი არ არს ამ პარტიის არსებობის თაობაზე. ნელ-ნელა მაგრამ ძალიან ეფექტიურად ყოველგვარი დიდი სახსრების გარეშე. 99%-ი დარწმუნებული ვარ გადალახავენ ამ 5% ბარიერს. ვიცნობ ამ ხალხს. შემოთავაზებაც მქონდა მათგან. უბრალოდ არ არის ეს ის ოპოზიცია. სიმართლე რომ ვთქვათ ვერ იქნებიან ოპოზიცია და აქ ჩემი ინტერესი ამის გამო ნულლი ტოლია. კიდევ ერთი მიშას გიორგი პარლამენტში საქმეს არ შეცვლის.ხო და ამიტომაც დავწერე ზემოთ სამწუხაროათქო, როდესაც ოპოზიციას სძინავს სხვებს აინტერესებთ პროგრამაც და პროგრამის გარდა სხვა რამეც როდესაც პროგრამაზე ვსაუბრობ, აქ ამ შემთხვევაში პირსაც ვგულისხმობ. მცირე ოპოზიციურ პარტიებს არ აქვთ ისეთი საშუალებები როგორც სახელისუფლებ პარტას და ამიტომ სხვა მეთოდია საჭირო. უბრალოდ მთელ საარჩევნო კომპანიის კომპლექტს ვგულისხმობ. ეხლა რაც ისევ და ისევ პროგრამას ეხება.პროგრამა უნდა ითვალისწინებდეს სადაღაც 40-50% შესრულების საშუალებას. აქ არა მხოლოდ მიმართულებებია არამედ საკანონმდებლო აქტებიც, საარჩევნო გარემოს შეცვლა და ა.შ. ხო, რაც ამ საარჩევნო გარემოს შეცვლას ეხება.ეროვნული ფრონტის შემოთავაზება ამომრჩევლის წინასწარ რეგისტრაცი და სხვათა მცდელობები რომელიც დღემდე გავიგე, აბსოლუტურად არაეფექტიური რამაა. არ გამოდგება ეს.არის სულ სხვა მეთოდები, რითაც შესაძლებელია საარჩევნო კონკურენციის სამართლიან კალაპოტში მოთავსებისა. არაა ეს ადვილი საქმე, მაგრამ აუცილებლობაა. დღეს თუ არა მომავლის აუცილებლობაა. საქმე იმაში კი არ არის ერთხელ ჩავატაროთ არჩევნები ისე, რომ ოპოზიციამ მოიგოს, არამედ ისე, რომ მომავალში არ დაგვჭირდეს ისევ ასეთი ცვლილებები. უბრალოდ ერთხელ და სამუდამოდ უნდა ამოვიღოთ ქართული ცნობიერებიდან კალაშნიკოვებისა და მწვანილების რევოლუციები. სამართლიანი არჩევნები კი ამ შემთხვევაში ერთადერთი გზაა. შეიძლება იდელიასტი ვარ და ძალიან დარწმუნებულიც, მაგრამ იდეიის უმისოდ ქმედება არ მოდის და ისეთი იდეაც ხორციელდება ზოგჯერ, რომელიც ფანტასტიკური მიაჩნია ბევრს.არაა საჭირო სიჩქარე, ყველაფერს თავის დრო აქვს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted September 16, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 16, 2010 დავუბრუნდეთ საარჩევნო პროგრამის დეტაილებს. რომ არ დავაკოპიროთ დასავლეტის დემოკრატიული მცნებები და მივუახლოვოთ ჩვენი გაგება დემოკრატიისა ქართულ რეალობას და ქართულ კულტურას, ამისათვის მიმაჩნია კანონმდებლობასი ასეთი პარაგრაფის მიღება სწორი გზა იქნება:"სახელმწიფო (პირობითი) დეკლარიებს ყველა ადამიანის თანსწორუფლებიანობას და არასწორად მიაჩნია ადამიანების რომელიმე უმცირესობების ჯგუფებად დაყოფა. აქედან გამომდინარე კი დემონსტრიებული ჯგუფური გამოსვლა რომელიმე ეთნიკური, რელიგიური, სქესობრივი თუ სხვა რომელიმე ჯგუფის წინააღმდეგ, ან რომელიმე ჯგუფის კუთვნილების დემონსტრირებული დადასტურებისათვის დაუშვებელია. ამის თაობაზე სისხლის სამართლის კანომდებლობაში შესაბამისი ცვლილების შეტანა." რას იტყვით ბატონებო და ქალბატონებო, არის ეს დემოკრატიული და ლიბერალური და თუ ირღვევა ამით ადამიანის უფლებები? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
giauridia Posted September 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 16, 2010 babuagiorgi"სახელმწიფო (პირობითი) დეკლარიებს ყველა ადამიანის თანსწორუფლებიანობას და არასწორად მიაჩნია ადამიანების რომელიმე უმცირესობების ჯგუფებად დაყოფა. აქედან გამომდინარე კი დემონსტრიებული ჯგუფური გამოსვლა რომელიმე ეთნიკური, რელიგიური, სქესობრივი თუ სხვა რომელიმე ჯგუფის წინააღმდეგ, ან რომელიმე ჯგუფის კუთვნილების დემონსტრირებული დადასტურებისათვის დაუშვებელია. ამის თაობაზე სისხლის სამართლის კანომდებლობაში შესაბამისი ცვლილების შეტანა." თუ ყველა იქნება თანასწორუფლებიანი, მაშინ რაში გვჭირდება მაშინ სამართალი? ან დემოკრატია? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted September 16, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 16, 2010 (edited) babuagiorgi თუ ყველა იქნება თანასწორუფლებიანი, მაშინ რაში გვჭირდება მაშინ სამართალი? ან დემოკრატია? თანასწორი უფლებები არის დემოკრატია.ამ კანონის მთავარი მიზანია უარი ითქვას რომელიმე ეთნიკური, ან სხვა ჯგუფის უმცირესობად აღქმაზე. ქვეყანაში ცხოვრობენ მოქალაქეები და არამოქალაქეები და ყველა ადამიანი თანაბარი უფლებებით სარგებლობს. არავის არ აქვს უფლება ვინმეს დასცინოს ან სხვა შეურაცჰყოფა მიაყენოს იმის გამო რომ ეთნიკური ქართველი არაა ან რომელიმე რელიგიური მიმდევრობის წევრია. აქედან გამომდინარე კი ასევე მიუღებელი უნდა იყოს რომელიმე ჯგუფისს მიერ თავისი კუთვნილების დემონსტრირებაც.ამაზეა საუბარი. Edited September 16, 2010 by babuagiorgi Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted September 16, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 16, 2010 babuagiorgi თუ ყველა იქნება თანასწორუფლებიანი, მაშინ რაში გვჭირდება მაშინ სამართალი? ან დემოკრატია? ეხლა ჩავწვდი.იმისათვის რომ თანსწორუფლებიანობა დაიცვას. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
giauridia Posted September 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 16, 2010 babuagiorgiდემოკრატია არის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობა საზოგადოების განვითარებისათვის. პოლიტიკურ-სამართლებრივმა ისტორიამ გვაჩვენა, რომ დემოკრატია, როგორც სახელმწიფო მმართველობის ფორმა, თავის თავში რაღაც დეფექტს შეიცავს, რომელიც ხელს უშლის საზოგადოების სრულყოფილ განვითარებას. დეფექტის ეს სიმძიმე ჩვენ საკუთარ სხეულზე შევიგრძენით. პოლიტიკურ-სამართლებრივი ისტორიის ზედაპირულმა გადახედვამაც აჩვენა, რომ დემოკრატიისადმი უარყოფითი დამოკიდებულება ჯერ კიდევ ანტიკური დროიდან ჩნდება.კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ჰერაკლიტეს აზრი: კანონის ფორმირებისა და დამკვიდრებისათვის სულაც არ არის საჭირო საყოველთაო თანხმობა და სახალხო კრება: მთავარია კანონის თანხვედრა ლოგოსთან, ბუნების კანონზომიერებასთან, რომელსაც მოაზროვნე ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი შეწვდება. სოკრატეს აზრით, დემოკრატიული პრინციპები არასრულფასოვანია. ის ღრმად არის დარწმუნებული, რომ ამ შემთხვევაში სახელმწიფო იღუპება, რადგან მართვის სადავეს ხელში იგდებენ ისინი “ . . . რომელნიც არჩეულნი არიან ცნობილი, გავლენიანი პირების მიერ”. . . და ისინი . . . “ვინც ძალაუფლება ჩაიგდო ხელში კენჭისყრით, ძალადობით ან სიცრუით. . . “ პლატონის აზრით _ დემოკრატია, თუ მასში რაღაც არ არის განზავებული, თუ არ ივსება რაღაცით, მაშინ ის თავისუფლებით აუცილებლად თვრება და მისგან მისივე საწინააღმდეგო წარმოიქმნება. არისტოტელეც მკაცრად აკრიტიკებს უკიდურეს დემოკრატიას, სადაც უმაღლესი ძალაუფლება ეკუთვნის დემოსს და აქედან ყველა სიმახინჯე გამომდინარეობს. პოლიბიუსის აზრით, დემოკრატიის დროს, ბრბო თანდათან ეჩვევა სხვის ხარჯზე მათხოვრული ლუკმის მიღებას და უბადრუკ ცხოვრებას, ენდობა ყველას, ვინც ოდესმე რამეს მიუგდებს. ამით სარგებლობს ნებისმიერი თავხედი დემაგოგი, აფერისტი, ხოლო თვით ბრბოს სახელმწიფო საქმეები, პოლიტიკა აღარ აინტერესებს. შესაბამისად, დემოკრატიაში დევს ისეთი რამ, რაც მის თვითგადაგვარებას განაპირობებს. ამ შემთხვევაში “სახელმწიფო უკეთილშობილესი, სახალხო მმართველობით ინიღბება, რეალურად კი სახელმწიფო ხდება ყველაზე ცუდი, როგორიც შეიძლება იყოს ის საერთოდ”.მარკუს ტულიუს ციცერონისთვის: “ხალხი არ არის ადამიანთა ნებისმიერი ნაკრები, ნებისმიერი სახით, არამედ ეს არის მრავალ ადამიანთა ერთობა, რომლებიც ერთმანეთთან საერთო საზოგადოებრივი ინტერესებით არიან დაკავშირებულნი და სამართლებრივ საკითხებზე არიან შეთანხმებულნი”. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
giauridia Posted September 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 16, 2010 giauridiaკენეტ ეროუს (ნობელიანტი, სინერგეტიკა) თეორია ამტკიცებს _ თანასწორობა და თავისუფლება, უპირველესი მოთხოვნა დემოკრატიისა, თვით დემოკრატიას ბოჭავს. ეს რაღაც უცნაურად ჟღერს, მაგრამ ამ ჩიხიდან გამოსავალი არაა _ დღესდღეობით ეს მეცნიერების უკანასკნელი ვერდიქტია. ეროუმ მათემატიკურად დაამტკიცა: _ “თავისივე არსიდან გამომდინარე, დემოკრატია არ შეიძლება იყოს სრულყოფილი”. სხვა სიტყვებით _ დემოკრატიის არსში არ არის ჩადებული საზოგადოების განვითარების სრულყოფილი მექანიზმი და რაც უფრო დაქვეითებულია საზოგადოებაში სოციალური აზროვნება, მით უფრო დამანგრეველია მისგან გამომდინარე შედეგი.მისი აზრით, ამ მდგომარეობიდან გამოსავალი მარტივად რომ ვთქვათ, ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს.1. საზოგადოების ყველა წევრი არ შეიძლება ჩაითვალოს მოქალაქედ.2. მოქალაქეებიდან კი ყველას არ უნდა ჰქონდეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება.3. ყველა მოქალაქეს, რომელსაც აქვს არჩევანის უფლება, მართვის ორგანოებში საკუთარი კანდიდატურის წამოყენების უფლება არ უნდა ჰქონდეს.4. ამომრჩეველთა შერჩევის კრიტერიუმები არ შეიძლება ყველასთვის ერთნაირი იყოს. აუცილებელი ხდება ამომრჩევლის არათანაბარი კომპეტენციის გათვალისწინება.5. დემოკრატიის პრინციპი უნდა გავრცელდეს საზოგადოების მცირე ნაწილზე, ყველაზე სანიმუშო სახელმწიფოშიც კი უპირატესობა განათლებულთა დიქტატურას უნდა მიენიჭოს. მაგრამ, რეალურ ცხოვრებაში ამ პირობების შესრულების გზა მაინც გაურკვეველი რჩება.სხვა სიტყვებით, უნდა გადაისინჯოს დემოკრატიის ცნება. აქ, მართალი გითხრათ არაფერია ახალი. მთელი სამართლებრივ-პოლიტიკური ისტორია ამ პრობლემის გააზრების ისტორიაა. გაიხსენეთ: ჯერ კიდევ IVს. ჩვ.წ.აღ-მდე ჰერაკლიტე აკრიტიკებს დემოკრატიას იმ აზრით, რომ ის ყველა განუვითარებელს, ბრბოს ანებივრებს და ზნეობრივსა და განათლებულს იქ ადგილი არა აქვს. “ჩემთვის ერთი ათიათასია, თუ ის საუკეთესოა.” განათლებული უმცირესობის ნება უკვე კანონია. იმანუილ კანტი ეთანხმება ლოზუნგს _ თავისუფლება, თანასწორობა, დამოუკიდებლობა, მაგრამ იქვე გვარწმუნებს, რომ ამაში არ გულისხმობს ფართო დემოკრატიას და ის მოითხოვს ყველა მოქალაქის დაყოფას აქტიურებად და პასიურებად (რომელთაც არა აქვთ ამომრჩევლის უფლება). ის პასიურს იმ ადამიანებს უწოდებს, რომლებიც საარსებო საშუალებას სხვათა განკარგულების შესრულებით შოულობენ, ანუ ესაა დაქვეითებული, ვიღაცაზე დამოკიდებული საზოგადოება. კანტის აზრით, რესპუბლიკის სინონიმი არ არის დემოკრატია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
giauridia Posted September 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 16, 2010 babuagiorgiდემოკრატიის არსი ისეთი მექანიზმით უნდა შეივსოს, რომელიც საზოგადოების მმართველებად საუკეთესოთა შერჩევის საშუალებას მოგვცემს. ამრიგად, საზოგადოების უმეტეს ნაწილს, მის საკეთილდღეოდ, გააზრებული პოლიტიკური არჩევანის მნიშვნელობა როგორმე უნდა გავაგებინოთ. ეს, თავისთავად, საზოგადოებაში რაღაც ფასეულობათა სკალის ჩამოყალიბებას მოითხოვს, რომლის მიხედვითაც მოხდება არჩევანი. წინააღმდეგ შემთხვევაში, საზოგადოების განვითარების იმედიც კი იკარგება და უფრო მეტი, ადგილი აქვს ახალ პარადოქსს _ არაკომპეტენტურმა კომპეტენტური არჩევანი უნდა გააკეთოს. ეს პარადოქსი კი არა, უკვე აბსურდია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted September 16, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 16, 2010 დემოკრატიისთვის სახელმწიფოს ასპექტში ვერ გამოვიყენებთ ფილოსოფიურ მცნებას. ფილოსოფია ლამაზია, მაგრამ მისი განმარტებებიტ კანონები არ იწერება."1. საზოგადოების ყველა წევრი არ შეიძლება ჩაითვალოს მოქალაქედ."მოქალაქე ან არის ადამიანი ან არა. თუ ვინ ითვლება მოქალაეთ ამს კანონი განსაზღვრავს. "2. მოქალაქეებიდან კი ყველას არ უნდა ჰქონდეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება."ყველა მოქალაქეს აქვს და უნდა ჰქონდეს არჩევნებში მონაწილეობის მიღება. გამორჩევა სესაძლებელია მხოლოდ სულიერად ავადმყოფი მოქალაქეებისა. დნარჩენს არ გავაგრძელებ იმიტომ რომ თქვენ მოქალაქის განსაზღვრა გეშლებათ როგორც ვხედავ. "სახელმწიფო (პირობითი) დეკლარიებს ყველა ადამიანის თანსწორუფლებიანობას და არასწორად მიაჩნია ადამიანების რომელიმე უმცირესობების ჯგუფებად დაყოფა. აქედან გამომდინარე კი დემონსტრიებული ჯგუფური გამოსვლა რომელიმე ეთნიკური, რელიგიური, სქესობრივი თუ სხვა რომელიმე ჯგუფის წინააღმდეგ, ან რომელიმე ჯგუფის კუთვნილების დემონსტრირებული დადასტურებისათვის დაუშვებელია. ამის თაობაზე სისხლის სამართლის კანომდებლობაში შესაბამისი ცვლილების შეტანა." ეს პუნქტი მაინტერესებს.ისე კი მოქალაქეობის მინიჭების თუ სხვა რამ ამ თემის ირგვლივ შეგვიძლია გავარჩიოოთ, ამის პრობლემაც არაა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
giauridia Posted September 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 17, 2010 babuagiorgiდემოკრატიისთვის სახელმწიფოს ასპექტში ვერ გამოვიყენებთ ფილოსოფიურ მცნებას. ფილოსოფია ლამაზია, მაგრამ მისი განმარტებებიტ კანონები არ იწერება. მე ვარ ინჟინერი და იურისტისაგან იმით განვსხვავდები, რომ მიყვარს სიზუსტე, სადაც ორი იურისტია იქ მინიმუმ სამი მოსაზრება არსებობს. ჩემო ბაბუაგიორგი, ფილოსოფია მარტო ლამაზი განმარტებები არ არის. ესაა ყველა ცივილიზაციას საფუძველი, თანამედროვე სამყარო შექმნილია 3 ფილოსოფიური მიმართულებით: ძველი ბერძნული (ელინური), რამაც საფუძველი დაუდო დასავლეთის ცივილიზაციას და აზროვნების ფორმას, სპარსული და აღმოსავლური (ჩინური). ფილოსოფიის დიალექტიკის პრინციპებზე და ლოგიკის კანონებზე უკვე 20 საუკუნეა არავინ არ დავობს და ის ერები ვინც ამ პრინციპებით ცხოვრობს ქმნიან ყველაზე განათლებილ, წარმატებულ საზოგადოებებს და სახეკმწიფოებს. მაგრამ ალბათ ჩვენ ეს არ გვჭირდება ჩვენ უფრო სწორად მე, მე ხომ გენიოსი ვარ და ყველაფერი ვიცი.რაც შეეხება კანონებს იურიდიულ ფილოსოფიაში არსებობს ასეთი მცნება პოზიტიური სამართალი (ჩემნაირი იდიოტების მიერ დაწერილი) და კანონსზედა სამართალი (მაგ. 10 მცნება) (ამის თაობაზე ე. კანტს აქვს უბრწყინვალესი განმარტებები) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted October 4, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 4, 2010 (edited) ოპოზიცია საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას ითხოვს. რამდენად ვიცი აქ საუაბრია იმ პროექტზე, სადაც ამომრჩეველი წინასწარ დარეგისტრირდება.ეხლა მაროს რომ 20 ლარს მისცემენ ეს დარეგისტრირებამდე იქნება თუ მის შემდეგ რა განსხვავებაა.საარჩევნო ცვლიებები ერთ შემთხვევაზე არ უნდა იყოს გათვლილი. მოკლედ კონსტიტუცია და ასეთი კანონების, მიღება ყოველ ახალად დაბადებულ მისაზე არ ივარგებს. მისაღებაი კანონი, რომელსაც მუდმივად ექნება სამართლიანობის ეფექტი. გთავაზობთ ერთ-ერთ ვარიანტს ასეთი კანონისა. შეიძლება მთლად დახვეწილი არაა ჯერ, ჩეხურად მქონდა დამუშავებული, შეიძლება მომავალ საპარლამენტო არჩევნებისთვის აქ პარტის პროგრამაში შევიდეს. რიცხვები პირობითია. "საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლა და პოლიტიკის დეკომერციალიზაცია: ა). ბიზნესისა და პოლიტიკის გამიჯვნა;საკანომდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების დამოუკიდებლობის შენარჩუნების მიზნით, აუცილებელია პოლიტიკის ბიზნესიდან გამიჯნვა. შემოღებულ უნდა იქნას პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მაქსიმუმ 2000 ლარის ოდენობით . შემოწირულობის უფლება აქვს მხოლოდ კერძო პირს. ყოველგავრი სესხისა თუ სხვა სახის ფინანსური საშუალებების მიღება ჩაითვლება საარჩევნო კანონმდებლობის დაღვევად. პარტიების დაფინანსება უნდა იყოს ტრანსპარანტული და კანონით აუცილებლობას უნდა წარმოადგენდეს საარჩევნო კომპანიის ხარჯთაღრიცხვის გამოქვეყნება.ბ). თანასწორუფლებიანი საარჩევნო კომპანიის წარმოება;საარჩევნო კომპანია უნდა ხდებოდეს არა პარტიის ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, არამედ პარტიის მიერ წარდგენილი პროგრამის მიხედვით. პარტიის პროგრამის ხარისხს არ უნდა განსაზღვრავდეს რეკლამაზე დახრჯული თანხები და წინასწარ მოსყიდული ამომრჩეველი, არამედ მისი შინაარსი. საქართველოში ხელისუფლების მიერ ბიზნესის კონტროლი და საბიუჯეტო თანხების საარჩევნო კომპანიაზე დახარჯვა სახელისუფლებო პარტიის უპირატესობას განსაზღვრავს, რაც ეწინააღმდეგება თავისუფალი არჩევნების პრინციპებს და მცირე ფინანსების მქონე პარტიების თანასწორ კონკურენციის საშუალებებს ზღუდავს. შემოღებულ უნდა იქნას საარჩევნო კომპანიის ხარჯების მაქსიმუმი 3 000 000 ლარის ოდენობით. ყველა პარტიას უნდა ჰქონდეს დათმობილი თანაბარი დრო მედიაში. განსაკუთრებით კერძო მედიაკომპანიებს კანონით დაეკისროს პარტიების რეკლამის თანაბარი რაოდენობით განთავსება. თუ რომელიმე კერო მედია განანათავსებს ერთი პარტიის რეკლამას, ამ შემთხვევაში სხვა პარტიების მიწოდებული რეკლამაზე უარის თქმის უფლება არ აქვს, იმ შემთხვევაშიც კი თუ ამ რეკლამის უფასო განთავსება მოუწევთ. კერძო მედიისთვის იქნება შემოღებული პრინციპი, ან არცერთი პარტიის რეკლამა, ან ყველასი თანაბრად. პარტიის რეკლამად განისაზღვრება სარეკლამო კლიპები, ბანერები, ქალაქში ბილბორდები და მედია საშუალებებით რომელიმე პარტიის საქმიანობის გაშუქება. მიღებულ უნდა იქნას კანონი საარჩევნო პროპაგანდის არჩევნებამდე 3 დღით ადრე შეწყვეტის თაობაზე. ეს შეეხება ყველა სახის პროპაგანდას, როგორიცაა საარჩევნო უბნებთან არჩევნების დღეს პარტიის აქტივისტების ყოველგვარი აქტიურობის აკძალვის ჩათვლით. კანონით უნდა აიკრძალოს აღმასრულებელი ხელისუფლების პარტიის წინასაარჩევნო პროპაგანდა. არჩევნებამდე 6 თვით ადრე მედიის საშუალებით ყოველგვარი გაპიარებული ხარიტატიული საქმიანობის რეკლამირება. აღმასრულებელი ხელისუფლების პირს უნდა აეკრძალოს მედიის საშუალებით რომელიმე პარტიის უპირატესობის ღიად დაფიქსირება. საქართველოში პარტიებს შორის კონკურენცია უნდა იყოს თავისუფალი და თანასწორ პირობებში. მცირე ფინასიების მქონე პარტიების ყოველგავრი დისკრიმინაცია საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევად ჩაითვლება. ასეთი დარღვევა კი იქნება საბაბი იმისა, რომ პარტია ამოღებულ იქნას საარჩევნო სიიდან, ან ასეთი დარღვევებით ჩატარებული არჩევნები გაბათილებულ იქნას აღნიშნული კანონის მიხედვით. Edited October 4, 2010 by babuagiorgi Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.