babuagiorgi Posted September 7, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 7, 2010 არ გავაგრძელოთ? გუშინ ხალხი იდეების მოწოდებას გვპირდებოდა აქ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted September 10, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 10, 2010 სანამ დემოკრატები დემოკრატობენ და ლიბერალები ლიბერასტობენ შემოგთავზებთ ერთ პუნქტს თეორიიდან. რომელი თეორიიდან არ მკითხოთ მაშა ასე. რომ არ დავაკოპიროთ დასავლეტის დემოკრატიული მცნებები და მივუახლოვოთ ჩვენი გაგება დემოკრატიისა ქართულ რეალობას და ქართულ კულტურას, ამისათვის მიმაჩნია კანონმდებლობასი ასეთი პარაგრაფის მიღება სწორი გზა იქნება: "სახელმწიფო (პირობითი) დეკლარიებს ყველა ადამიანის თანსწორუფლებიანობას და არასწორად მიაჩნია ადამიანების რომელიმე უმცირესობების ჯგუფებად დაყოფა. აქედან გამომდინარე კი დემონსტრიებული ჯგუფური გამოსვლა რომელიმე ეთნიკური, რელიგიური, სქესობრივი თუ სხვა რომელიმე ჯგუფის წინააღმდეგ, ან რომელიმე ჯგუფის კუთვნილების დემონსტრირებული დადასტურებისათვის დაუშვებელია. ამის თაობაზე სისხლის სამართლის კანომდებლობაში შესაბამისი ცვლილების შეტანა." რას იტყვით ბატონებო და ქალბატონებო, არის ეს დემოკრატიული და ლიბერალური და თუ ირღვევა ამით ადამიანის უფლებები? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted September 14, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 14, 2010 არ ჩაიძირების. მოვა ამის დროც, როდესაც ამაზე საუბარს ფასი ექნება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
giauridia Posted September 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 15, 2010 babuagiorgiაცამტვერდა ილუზორული იდეა, რომ ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკი¬დებლობა, “თავისუფლება” არსებულ პრობლემებს ავტომატურად გადაწყვეტდა. რეალურად კი “თავისუფლების” მიღების შემდეგ ტრადიციები უკვალოდ ქრება და ზნეობა მკვეთრად ეცემა. უკვე რეალური ფაქტია. ნებისმიერი ცივილური ქვეყნის მოქალაქე, ჩვენი მოქალაქისგან თითქოს არაფრითაა გამორჩეული, არც შემოქმედებით, არც შინაგანი პოტენციალით და არც ტემპერამენტით; თუმცა მათი ერთობა _ საზოგადოება, ჩვენთვის დღემდე საოცნებო სისტემას ქმნის. ჩვენ კი . . .შესაბამისად, საკუთარი სოციალური აზროვნების დაბალი დონე უნდა ვაღიაროთ.ანტიკური დროიდან დღემდე, ძველი ეგვიპტიდან დაწყებული და იაპონიით დამთავრებული, ანუ ყველა დროსა და სივრცეში, საღად, რაციონალურად მოაზროვნე, თავისი ქვეყნის კეთილდღეობაზე მოფიქრალ ადამიანთა ძირითადი პრობლემა იყო და არის ისეთი საზოგადოების, სახელმწიფოს შექმნა, რომელიც ამ ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეში შემოქმედებით ძალებს განავითარებს, შრომის ნაყოფიერებასა და ცხოვრებისადმი ინტერესს აამაღლებს და, რაც მთავარია, ადამიანს პიროვნულ თავისუფლებას მიანიჭებს. ამიტომ ცდილობდნენ ისინი ისეთი კანონების შექმნას, რომლებიც შინაგანად თავისუფალი ადამიანის კეთილ ნებას შეესაბამებოდა. ეს კანონები შესრულებადი, ბუნების კანონზომიერებასთან შეთავსებადი უნდა ყოფილიყო, ანუ სოციუმის შესაძლებლობის ფარგლებში ჩატეულიყო.განათლებულმა პატრიოტმა იცის, რომ ქვეყნის სიძლიერე, სიკეთე სწორედ ასეთი საფუძვლის შექმნა-დამკვიდრებაზეა დამოკიდებული. თუ საზოგადოება, ერი, სახელმწიფო ვერ ან არ ახერხებს ისეთი სისტემის შექმნასა და დამკვიდრებას, რომელიც მის ყოველ მოქალაქეში ზნეობას, შრომისა და სიცოცხლისადმი ინტერესს აამაღლებს და თავისუფალი საზოგადოების განვითარებას შეუწყობს ხელს, ასეთი ერი განწირულია. სანამ შევეხებით ურთულეს საკითხს როგორიც არის სახელმწიფო და საზოგადოება babuagiorgiქართველ კაცს ამდენი პროგრამა, პარტია, ლოზუნგი, ან პენდლტონის “სახელმწიფოს სამსახურის კანონი” რაში სჭირდება, როდესაც ზეცამდე ამაღლებულმა, ქალამნებიანმა, მამაკაცური მარჯვენით, შავით თეთრზე დაგვიტოვა:“მადლობა შენდა დამბადებელო,ჩემიდან შეჰქმენ ისეთი გუნდა,როგორიც ამ დღეს საჭირო არი,სამშობლოს წყლულებს როგორიც უნდა,ეკლებზე ვწევარ არაფერს ვიმჩნევ,მაინც ღმერთს ვმადლობ _ ეშმაკს შეშურდა!”ჩვენი ტრაგედია სწორედ ის არის, რომ ჩვენს დროში ჩვეულებრივ მოკვდავს ვაჟას, სოკრატეს . . შემოქმედების გასააზრებლად, ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიის მოსასმენად იარაღით იძულება სჭირდება.რათა მრავალი ეზიაროს ამ ჭეშმარიტების წვდომის უდიდეს ბედნიერებას, ქვედა საფეხური _ ინტელექტი აუცილებელია!“მე შორს იმიტომ ვიხედები, რომ გიგანტების მხრებზე ვდგავარ” _ თამამად გამოტყდა აიზეკ ნიუტონი.ჩვენ სწორედ ეს გვაკლია _ შორსმჭვრეტელობა, რის გამოც გაუცნობიერებელ ქმედებამდე დავედით. შედეგი კი საკუთარ სულსა და სხეულზე ვიგრძენით.ამიტომ ჩვენი მიზანი სულიერი ნიადაგის მომზადებაა, ხოლო მარცვლებს ზეცასთან ნაზიარებ გენიოსებს ჩავაყრევინებთ.მართლაც, დავუკვირდეთ, უმრავლესობას ნორმალური, ადამიანური ცხოვრება გვსურს, ცივილური საზოგადოებისა და სახელმწიფოს შექმნაზე ვოცნებობთ, შედეგი კი ყველასთვის ნათელია. გამოდის, რომ ჩვენთვის საოცნებო საზოგადოების შექმნა თითოეული ჩვენგანის ნება-სურვილზე არ არის დამოკიდებული. ვცდილობთ გაერთიანებას, ვიკრიბებით, ვქმნით პარტიებს, სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს, საშველი მაინც არ არის.გონებამახვილ ადამიანს უჩნდება უმთავრესი კითხვა: თუ “მე”-სა და “ჩვენ”-ის სურვი¬ლით შედეგს ვერ ვაღწევთ, მაშ რა არის ის “მესამე”, რაც ღირსეულ ცხოვრებასთან მიგვიყვანს.აი, ეს მოითხოვს გაცილებით მეტ ჩაფიქრებას, ჩაღრმავებას, თვითკრიტიკას. ბავშვური გულუბრყვილობაა ვიფიქროთ, რომ ყველაფერი თავისთავად გამოსწორდება.თუ ქართული ინტელიგენცია ჯერ კიდევ სუნთქავს, ე.ი. სიცოცხლის რაღაც ნიშან-წყალს ავლენს, ეს ადამიანთა ისტორიისა და გამოცდილების გააზრების უნარში უნდა გამომჟღავნდეს. მაშინ მიხვდება ინტელიგენცია, რომ განწირულია ის ხალხი, რომელიც მუდმივად ვიღაცის დახმარების იმედით ცოცხლობს, მიხვდება, რომარაფერია იმაზე საშიში, ვიდრე უმოქმედო გონება, გაქვავებული კონსერვატიზმი და ხელის ჩაქნევა.მომხდარზე პასუხისმგებლობას ვერც ერთი ჩვენგანი ვერ აიცილებს! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted September 15, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 15, 2010 (edited) babuagiorgiაცამტვერდა ილუზორული იდეა, რომ ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკი¬დებლობა, “თავისუფლება” არსებულ პრობლემებს ავტომატურად გადაწყვეტდა. რეალურად კი “თავისუფლების” მიღების შემდეგ ტრადიციები უკვალოდ ქრება და ზნეობა მკვეთრად ეცემა. უკვე რეალური ფაქტია. ნებისმიერი ცივილური ქვეყნის მოქალაქე, ჩვენი მოქალაქისგან თითქოს არაფრითაა გამორჩეული, არც შემოქმედებით, არც შინაგანი პოტენციალით და არც ტემპერამენტით; თუმცა მათი ერთობა _ საზოგადოება, ჩვენთვის დღემდე საოცნებო სისტემას ქმნის. ჩვენ კი . . . ლამაზად სწერ ყველამ ჩვენს ადგილზე თითო აგური უნდა დავდოთ. თუ ვერ მოვესწრებით აშენებულ სახლში ცხოვრებას არაუშავს, ჩვენს შვილებს გამოადგება. პარტიის საარჩევნო პროგრამა არის პარტიის სახე. ასე გავიგებთ ვინაა ეს ხალხი და რა უნდათ.ადგილობრივი არჩევნების დროს ალასანიას გუნდიდან მედავებოდა აქ ხალხი პროგრამის თაობაზე. უბრალოდ შევთავაზე ეთქვათ სიმართლე. არ ჰქონდათ პროგრამა, არამედ პროგრამული ორი მიმართულება. არა და ჯიუტობდნენ პროგრამა გვაქვსო.ვერ გაიგებ კაცი რა უნდა ამ პარტიებს. რატომ დადიან რუსეთში, რა სახელმწიფოს გვთავაზობენ და ა.შ. ამიტომაც არის ამდენი გაუგებრობა.ხო და თუ იმათმა არ იციან რა უნდათ ვისაც ხელისუფლებაში მოსვლა სწყურია, მაშინ ჩვენ რა გავიოთ ვინ არიან ჰა? პარტიას უნდა ჰქონდეს საარჩევნო პროგრამა. ეს შეიძლება იყოს მოკლე და ვრცელი პროგრამა. გრძელვადიანი და ახლომომავლის პროგრამა.მოკლედ, მინდა აქ ცალკე პუნქტებით მივიდეთ იქამდე, რასაც პოლიტიკური პარტიის საარჩევნო პროგრამის ნიმუში ჰქვია.გამოადგება ეს აუცილებლად ვინმეს.იდეის პატენტი არ არის. თუ გამოიყენებს ვინმე ღმერთმა შეარგოს, ოღონდ ნუ მიითვისებს, არმედ სთქავს, აი აზრი მომეწონა და გავარცელე. დავუბრუნდები ისევ იმ პუნქტს როემლიც ვერ გავარჩიეთ აქ."სახელმწიფო (პირობითი) დეკლარიებს ყველა ადამიანის თანსწორუფლებიანობას და არასწორად მიაჩნია ადამიანების რომელიმე უმცირესობების ჯგუფებად დაყოფა. აქედან გამომდინარე კი დემონსტრიებული ჯგუფური გამოსვლა რომელიმე ეთნიკური, რელიგიური, სქესობრივი თუ სხვა რომელიმე ჯგუფის წინააღმდეგ, ან რომელიმე ჯგუფის კუთვნილების დემონსტრირებული დადასტურებისათვის დაუშვებელია. ამის თაობაზე სისხლის სამართლის კანომდებლობაში შესაბამისი ცვლილების შეტანა." რას ფიქრობთ, რამდენად არის ეს პუნქტი დემოკრატიული და ხომ არ არღვევს ვინმეს უფლებებს? Edited September 15, 2010 by babuagiorgi Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted September 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 15, 2010 შესაბამისად, საკუთარი სოციალური აზროვნების დაბალი დონე უნდა ვაღიაროთ.ანტიკური დროიდან დღემდე, ძველი ეგვიპტიდან დაწყებული და იაპონიით დამთავრებული, ანუ ყველა დროსა და სივრცეში, საღად, რაციონალურად მოაზროვნე, თავისი ქვეყნის კეთილდღეობაზე მოფიქრალ ადამიანთა ძირითადი პრობლემა იყო და არის ისეთი საზოგადოების, სახელმწიფოს შექმნა, რომელიც ამ ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეში შემოქმედებით ძალებს განავითარებს+1 000000000000000000000000000000000 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted September 15, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 15, 2010 თქვენ გენაცვაეთ კარგ და ლამაზ სიტყვებში.შეიძლება პროგრამაზე ვიასუბროთ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
giauridia Posted September 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 15, 2010 babuagiorgiშეიძლება პროგრამაზე ვიასუბროთ?სანამ პროგრამაზე /პროგრამებზე/ მგონი უფრო მნიშვნელოვანია ჯერ გავერკვეთ და შევთანხმდეთ ადამიანის სოციალურ და საქართველოს იდეა არსში /ანუ რა არის სამყარო, ვინ ვართ ჩვენ, და ჩვენი ადგილი ამ სამყაროში/ და თუ ამ დიალექტიკაში გავერკვევით მერწმუნე, რომ, ყველაფერი ელვის სისწრაფით დალაგდება დისკუსიას არ ექვემდებარება მოსაზრება: _ სახელმწიფო კი არ ქმნის, ავითარებს საზოგადოებას, არამედ საზოგადოება ქმნის და ავითარებს სახელმწიფოს. ანუ, ერთი მხრივ, სახელმწიფოს საფუძველს, მის პირველსაწყისს წარმოადგენს საზოგადოება. მეორე მხრივ, სწორედ ეს სახელმწიფო აიძულებს საზოგადოების შემადგენელ კონკრეტულ ადამიანს იცხოვროს არა თავისი, არამედ სხვისი ნების, სურვილების მიხედვით. შედეგი _ ადამიანთა ისტორია, როგორც აღვნიშნეთ, ესაა ვიღაც გარეწრის ან გონებაშეზღუდულის ნება-სურვილს შეწირული მილიონებით სიცოცხლე და არა აქვს მნიშვნელობა, ეს მსხვერპლთშეწირვა სახელმწიფოებს, ეთნოსებს, პარტიებს თუ კრიმინალურ ბანდებს შორის ომით, პოლიტიკური რევოლუციებითა თუ “საქმის გარჩევის” რიტუალით იყო შენიღბული. ეს დაპირისპირება, ბრძოლა მიმდინარეობდა და მიმდინარეობს ყოვლისმომცველი საშუალებებით _ ჟინით, აღტკინებით რაღაც მიზნისა თუ “იდეალისათვის” და აურაცხელი მსხვერპლიდან გამომდინარე, ყოველივე ამ სისულელის აღსრულებას ეძლევა რაღაც “აბსოლუტური” აზრი, რათა შემდეგ გაამართლოს მილიონობით ადამიანის განადგურებული ფსიქიკა, სიცოცხლე, ქონება, ოცნებები. შედეგი კი უცვლელია _ მიმდინარეობს ან დამარცხებით გამოწვეული დეპრესია, ან გამარჯვებით გამოწვეული შიზოფრენიული ღრეობა.ჩვენთან, ამ დაბრმავებულთა და დაყრუებულთა პროცენტულად უდიდესი მსხვერ¬პლშეწირვა მიგვანიშნებს, რომ მეტ-ნაკლებად განათლებულ ადამიანთა სოციალურ აზროვნებას გააჩნია რაღაც განსაკუთრებული, შიდა დეფექტი, რომელსაც ეფექტურად იყენებს ნებისმიერი ვიგინდარა, ვისაც არ ეზარება.შესაბამისად, არსად ისე აუცილებელი არაა ამ საკითხის სასწრაფოდ გააზრება, როგორც ჩვენთან _ ყოფნა-არყოფნის ზღვარზე მდგომ ქვეყანაში. მიუხედავად ამისა, არსად ხდება ამ საკითხის ისე უგულებელყოფა, იგნორირება, როგორც ჩვენთან, განსაკუთრებით იმ დროს, როცა ჩვენს გარშემო ერთდროულად გამეფებულია დემოკრატია და ბარბაროსობა, ან უფრო ზუსტად _ ბარბაროსული დემოკრატია. ცხადია, დეფექტი, უპირველეს ყოვლისა, პირველწყაროს, საზოგადოების, როგორც ფენომენის ჩვენებურ გააზრებაში უნდა ვეძებოთ.პრობლემის არსში გასარკვევად აუცილებელია, განვიხილოთ მეტად მნიშვნელოვანი საკითხი: საზოგადოება, სახელმწიფო რაღაც მიზნის მისაღწევად, ადამიანთა მიერ მოგონილი, ანუ ხელოვნური გაერთიანებაა, თუ ადამიანთა თანდაყოლილი, ბუნებრივი ფენომენი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted September 15, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 15, 2010 babuagiorgi სანამ პროგრამაზე /პროგრამებზე/ მგონი უფრო მნიშვნელოვანია ჯერ გავერკვეთ და შევთანხმდეთ ადამიანის სოციალურ და საქართველოს იდეა არსში /ანუ რა არის სამყარო, ვინ ვართ ჩვენ, და ჩვენი ადგილი ამ სამყაროში/ და თუ ამ დიალექტიკაში გავერკვევით მერწმუნე, რომ, ყველაფერი ელვის სისწრაფით დალაგდება ისე და ხაჭაპურის თემაში ლობიოზე საუბარი მოდის? ეხლა კი ხუმრობის აგრეშე.ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს რომ ვესაუბრები ზუსტად ასე მპასუხობენ.რა დროს პროგრამაა. საზოგადოება, პრობლემეი, გაუგებრობა, ვერ გებულობნე, არაა ჯერ ამის დრო, აი რომ მოვალთ და მოვა დრო და ა.შ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
giauridia Posted September 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 15, 2010 babuagiorgiსიმართლე რომ გითხრა ისეთი პროგრამა შეიძლება დაგიწერო, რომ აგატირო კიდევაც. ჩემთვის პოზიცია და ოპოზიცია ამ საკითხში /და სხვა მრავალ საკითხში/ იძენს იგივურ მნიშვნელობას, თუ გადავხედავთ მათ პარტიულ პროგრამებს პრაქტიკულად 90 პროცენტით ერთმანეთს ემთხვევა. შესაბამისად არცერთი პრობლემა არ წყდება იზროვნების იმ დონეზე რა დონეზეც ეს პრობლემა არის შექმნილი /ა. აინშტაინი/ გაგახსენებთ ბარუხ სპინოზას სიტყვებს: “ჩვენ იმდენი ჭეშმარიტება ვიცით, რომ მისი მეათასედიც საკმარისი იქნებოდა, რათა ბედნიერად გვეცხოვრა, მაგრამ ჭეშმარიტების ცოდნა და ჭეშმარიტად ცხოვრება სხვადასხვა რამ არის”. მდგომარეობა იმითაც რთულდება, რომ ქმედითუნარიანი სახელმწიფოს ჩამოყალიბება ურთულესი პრობლემაა. ეს იქიდანაც ჩანს, რომ პოლიტიკური და სულიერი კრიზისი არაა მარტო ჩვენი საზოგადოების მახასიათებელი. ის თითქმის ყველა ქვეყანაში შეიმჩნევა. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ეს კრიზისი ჩვენთან უკიდურესად მკვეთრადაა გამოხატული. ჰამლეტის კითხვა _ ყოფნა, არყოფნა? სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაგვარად ჟღერს.ისეთ რთულ სისტემაში გარკვევა, როგორიც სახელმწფოა, არც თუ ისე მარტივი საქმეა, როგორც ჩვენს მესვეურებს ჰგონიათ. მართლაც, რთულია ეს პრობლემა და როგორც აღვნიშნეთ, რთული პრობლემის მარტივად გადაწყვეტა არ არსებობს.ზოგი ცდილობს ამ პრობლემას დედუქციურად მიუდგეს. დედუქცია ეს არის დასკვნის გამოტანის მეთოდი _ ზოგადიდან კონკრეტულისაკენ. სხვანი ამ პრობლემის გადაწყვეტას ინდუქციური მეთოდით ცდილობენ. ინდუქციური მეთოდი არის ლოგიკური დასკვნა, რომელიც მიიღება კონკრეტული, კერძო ფაქტების განზოგადებით, რის შედეგადაც გვიყალიბდება ახალი აზრი და ამის შემდეგ ვცდილობთ პრობლემის გადაჭრას. ეს გზაც მისასალმებელია, მაგრამ დედუქციურ და ინდუქციურ მეთოდში თავს იჩენს ჩვენ მიერ უკვე განხილული ჰერმენევტიკული წრე, ანუ, თუ არ იცი კონკრეტული, როგორ მიხვდები მთელს და პირიქით. ამ ჯადოსნური წრის გარღვევა რედუქციითაც კი რთულია. რედუქცია რთული გასააზრებელი პრობლემის მარტივზე დაყვანას ნიშნავს. თვით ცნება გამარტივება რაღაცის უგულებელყოფას გულისხმობს, ამიტომ ამ მიდგომამ შესაძლოა დიდ შეცდომასთან მიგვიყვანოს. ამ ჯადოსნური წრიდან გამოსვლის სურვილმა აიძულა ყველა ზნეობრივი და განათლებული ადამიანი, ყურადღება მიემართა გასული საუკუნის მეორე ნახევარში, ბელგიელი ბიოფიზიკოსის ილია პრიგოჟინის (ნობელის პრემიის ლაურეატი) მიერ ჩამოყალიბებულ, უაღრესად საინტერესო თეორიისაკენ, რასაც ავტორმა სინერგეტიკა (ერთიანი ენერგეტიკა) უწოდა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
giauridia Posted September 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 15, 2010 სინერგეტიკის თეორიიდან შეიძლება საინტერესო კანონის გააზრება, რომელიც ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს:_ თუ თქვენ სისტემის ქმედითუნარიანობის განვითარებას მასზე გარეგანი ზემოქმედებით აპირებთ, მაშინ თქვენ არაფერი გამოგივათ. მიზნის მისაღწევად აუცილებელია შეხვიდეთ ამ სისტემაში. იქ თქვენ მრავალი ქვესისტემა დაგხვდებათ. შემდეგ უნდა გეყოთ გონება, რომ ამ ქვესისტემებში იპოვოთ ის მთავარი ქვესისტემა, რომლის არსიც მთლიანი სისტემის, იდეას, არსს იმეორებს. ამ სისტემის ქმედითუნარიანობის ამაღლება მხოლოდ ამ მთავარ ქვესისტემაზე ზემოქმედებითაა შესაძლებელი. ცალკეული ბლოკების, ჭანჭიკების შეცვლა უაზრობაა. ჩვენი გადაუდებელი ამოცანაა ჯერ ზოგადად სახელმწიფოს არსში გარკვევა და შემდეგ, მოცემული პირობებისა და დროის შესაბამისი სახელმწიფო მექანიზმის შექმნა. აუცილებელია გავიგოთ რა არის საზოგადოება, სახელმწიფო და რა კავშირია მათ შორის.მხოლოდ ამ პრობლემის გადაჭრის შემდეგ შეიძლება ფიქრი იმაზე, ეს მექანიზმი რომელი პოლიტიკური ძალის ნებას აღასრულებს. სახელმწიფო და საზოგადოება არაა სიმბიოზი, ეს ორი ორგანული სისტემის ერთობაა. საზოგადოების მიზანი სახელმწიფოს შექმნაა.სიცოცხლე ექვემდებარება უმაღლეს კანონზომერებას, რომლის ძირითადი პრინციპი ენტროპიის (უწესრიგობის) ზრდისათვის წინააღმდეგობის გაწევაა. საზოგადოება, სახელმწიფო არის ცოცხალი ბუნების ნაწილი, თავადაც ცოცხალი ორგანიზმი და შესაბამისად, ნებისმიერი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება, რომელიც ენტროპიას ზრდის, სიცოცხლის მთავარ პრინციპს ეწინააღმდეგება. პლატონი, ო. კონტი, გ. სპენსერი და ა.შ. საზოგადოებას ორგანიზმის სახით განიხილავდნენ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted September 15, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 15, 2010 babuagiorgiსიმართლე რომ გითხრა ისეთი პროგრამა შეიძლება დაგიწერო, რომ აგატირო კიდევაც. ჩემთვის პოზიცია და ოპოზიცია ამ საკითხში /და სხვა მრავალ საკითხში/ იძენს იგივურ მნიშვნელობას, თუ გადავხედავთ მათ პარტიულ პროგრამებს პრაქტიკულად 90 პროცენტით ერთმანეთს ემთხვევა. შესაბამისად არცერთი პრობლემა არ წყდება იზროვნების იმ დონეზე რა დონეზეც ეს პრობლემა არის შექმნილი /ა. აინშტაინი/ ხომ გეუბნებით ხართ იქ სადაც იყავით. ისინიც ვინც ასე ფიქრობს, იქ არიან ზუსტად თქვენს გვერდით.პროგრამ ზოგს ჰგონია კარგად მოქექილი ბლა-ბლა. კარგით რა ბატონოჩემო ისეთ დამიწერდით დასწერეთ. აქ ალბათ ეს თემა უნდა დავამუხრუჭო და და გავხსნა თემა რა არის საარჩევნო პროგრმა და რატომ უნდა ჰქონდეს პარტიას ეს პროგრამა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted September 15, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 15, 2010 ცალკეული ბლოკების, ჭანჭიკების შეცვლა უაზრობაა. ჩვენი გადაუდებელი ამოცანაა ჯერ ზოგადად სახელმწიფოს არსში გარკვევა და შემდეგ, მოცემული პირობებისა და დროის შესაბამისი სახელმწიფო მექანიზმის შექმნა. ხო, აი ეს ადგილი ნამდვილად გასაგებია.თქვენ სახლის აშენება გინდათ საფუძვლის გარეშე. უფრო უკეთესი იქნება აგურების უმისოდ (ჭანჭიკები).ეს ასე გამოდის, პოლიტიკა პოლიტიკური პარტიების გარეშე. ეს თუ გაქვთ მხედველობაში, მაშინ გასაგებია. თუ იცით როგორ ხერხდება ეს ამბე გამაგებინეთ, ძალიან მაინტერესებს.თუ პოლიტიკა სჭირდება სახელმწიფოს, მაშინ პოლიტიკური პარტიებიც სჭირდება და თუ ესენი სჭირდება, მაშინ პოლიტიკურ პარტიას თავის შინაარსი გააჩნია და ა.შ.ისე კი ვერ გავიგე რაზე მესაუბრებით?მე პროგრამაზე ვასუბრობ მაგალითად. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
giauridia Posted September 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 15, 2010 babuagiorgiდიდი სურვილი მქონდა დამეწყო თქვენთან დიალოგი ამ საკითხზე და ერთად რაციონალური დასკვნები დაგვედო. ვინაიდან საკითხის მეცნიერული მეთოდით მიდგომა და გააზრება არ გაინტერესებთ, ალბათ დისკუსიაც საფუძველს მოკლებულია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted September 15, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 15, 2010 babuagiorgiდიდი სურვილი მქონდა დამეწყო თქვენთან დიალოგი ამ საკითხზე და ერთად რაციონალური დასკვნები დაგვედო. ვინაიდან საკითხის მეცნიერული მეთოდით მიდგომა და გააზრება არ გაინტერესებთ, ალბათ დისკუსიაც საფუძველს მოკლებულია. ბატონოჩემო ნუ გწყინთ, მაგრამ პროგრამაზე მაქვს საუბარი. მაინტერესებს პროგრამის ზოგიერთი პუნქტების სისწორე, ან ხომ არ ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ნორმებს და ა.შ.აბა როგორ გესაუბროთ იამზე რასაც მთავაზობთ? ეს სულ სხვა თემაა ჩქიმი აზრით. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.