Jump to content
Planeta.Ge

ნუკრიკოს წინასაარჩევნო პროგრამა


Recommended Posts

ჩემი მოდერატორად არჩევის შემთხვევაში გპირდებით

 

1) ყველა რელიგიურ კონფესიის პატივისცემის გარანტიას, დაწყებული მართლმადიდებლობიდან სექტებიდან დამთავრებული

2) პროვოკაციულ თემების დახურვას და აკრძალვას

3) მოდერატორის მხრიდან მინიმალურ ჩართულობას, ანუ მოდერატორი გაცდით თქვენ საუბას, თვითონ შეეცდება ნაკლებად ჩაერთოს საერთოდ დიალოგში (ანუ ისე აღარ იქნება როგორც ეხლა არის)

4) ჩემი მოდერატორად არჩევნის შემთხვევაში, ერთ ქო-მოდერატორად მართლმადიდებელ იუზერის დანიშვნას მოვითხოვ, რათა ყველა მართლმადიდებელმა საკუთარი თავი დაცულად და ღირსეულად იგრძნოს განყოფილებაში. (ქო-მოდერატორის გადაყენების უფელაბა ექნება ადმინისტრაცია და არა მე)

5) წესების დაცვას, მაგრამ ლიბერალურ დამოკიდებულებას, ანუ ოფტიკები რაღაც დოზით დაიშვება, მაგრამ რა თქმა უნდა თვითონ თემის გაოფტიკება არ მოხდება, ამაზე კონტროლი იქნება

6) ყველანაირ რელიგიურ თემებზე ღიად და საჯარო საუბრის გარანტიას

7) ვიქნები წინააღმდეგი და შევეცდები მინიმუმადე დავიყვანო, კონკრეტული კონფესისიადმი იუზერთა გადაკიდების პოლიტიკა, ანუ არ დავუშვებ მრავალი თემის გახსნა მაგალითად ანტიმართლმადიდებლობაზე, ანტიკათოლიკობაზე და ა.შ ანუ „ანტი“ თემი იქნება მინიმუმამდე დაყვანილი, რადგან თავისთავად პროვოკაციულია

8) გაიხსნება თემა „რჩევები“, სადაც ყველა იუზერს შეეძელბა რჩევა მოგვცეს და მოდერაცია აუცილებლად გაითვალისწინებს მას

ქო-მოდერატორის დანიშნულება - ქო-მოდერატორი იქნება არჩევით და იგი იმავე ძალაუფლების მატარებელი იქნება, როგორისაც მოდერატორი. ქო-მოდერატორის დავალება იქნება, მიხედოს მართლმადიდებლურ კონფესიასთან დაკავშირებულ თემებს და თვითონ დაიცვას ამ თემებში წესრიგი, მართლმადიდებლურ კონფესიასთან დაკავშირებულ თემებში, მოდერატორი (ანუ მე) არ ჩავერევი.

ქო-მოდერატორით უკმაყოფილო იუზერს შესაძლებლობა ექნება კონკრეტულ თემაში „სარჩელში“ შეიტანოს თავის განცხადება და იქ მსჯელობის შედეგად, ადმინისტრაციაც ჩაერევა და მოდერატორს, ადმინისტრატორისა და ქო-მოდერატორის ხმათა გადაწყვეტით, ან მოსარჩლე გაიმარჯვებს ან ქო-მოდერატორი, ანუ დემოკრატიულობა გარანტირებული გექნებათ.

იგივე შეეხება მოდერატორსაც, ანუ იგივე შემთხვავაში ხმათა უმრავლესობით, შეეძლება იუზრმა გაიმარჯვოს მოდერატორზე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

 

შენს მიერ წამოწყებული ე.წ. "პროგრამა" მაგონებს იმ პოლიტიკოსების მიერ წამოწყებულ პროგრამას, რომლითაც პოლიტიკაში შეძვრომა სურთ და რას აღარ პირდებიან ამომრჩევლებს. :)

 

ამ განყოფილებაში ყველა ადმაიანს, თანაბარი უფლებები აქვთ და შენი "ლამაზი" სიტყვებით, ვერ შეძლებ ხალხის მოტყუებას. ღვარძლით და შურით დახურე თემები და ახლა გახსენი არა? :) კეთილი თოვლის ბაბუის როლს თამაშობ. შენს თავზე გაკეთებულმა რეკლამამ რომ არ გაგიმართლოს, დარწმუნებული ვარ, ისევ დახურავ თემებს. თუმცა, აქვე უნდა შეგახსენო რომ შენი თემების დახურვის შემთხვევაში, გაიხსნება ანალოგიური თემები, სადაც გადავა ყველა პოსტი რაც დახურულ თემებში არის. ასე რომ ნუღარ შეაშინებ მკითხველს თემების დახურვით და ბოიკოტით.

 

და ბოლოს; შენს მიერ წამოწყებულ ე.წ. "პროგრამაზე" გამოხმაურებას საერთოდ არ ვაპირებ. მხოლოდ მეზობელ თემიდან გადმოვაკოპირებ პოსტს, რომელიც ამას წინათ დაგიწერე და ყურადღებით წაიკითხე ამ ერთხელაც:

 

 

შენი გახსნილი თემების დახურვით ვერ შეაშინებ ამ განყოფილებას და მოდერაციას. შენ დახურავ, სხვა გახსნის ანალოგიურ თემებს, რომლის სრული უფლებაც ექნება ნებისმიერ თანაფორუმელს. ასე რომ ნუ გადაგვაყოლებ შენ თემებს.

 

 

რა თქმა უნდა, ადრე თუ გვიან მოდერაცია შეიცვლება. სიკვდილამდე კი არ აპირებს რომელიმე მოდერატორი მოდერატორის პასუხისმგებლობის ტარებას. :) ალბათ გააანალიზებდი რომ შენ ამბიციებს ყველა ვერ წამოეგო, რადგან ამის სათანადო მიზეზი არ არსებობდა.

რაც შეეხება მოდერაციის შეცვლას, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ადრე თუ გვიან, ცხადია მოდერატორები შეიცვლებიან ხოლმე. ერთი მოვა? გარკვეული დროის გასვლის შემდეგ წავა და მას სხვა შეცვლის. ასე იქნება ფორუმის საჭიროებებიდან გამომდინარე. ის რომ ერთ დროს მოდერატორი იყავი და დღეს აღარ ხარ, არ წარმოადგენს სამყაროს კატასტროფას. მოვა დრო და მეც, სხვებიც, აღარ იქნებიან მოდერატორები. ამის გამო კი არ უნდა გავცოფდეთ ან გავიბუტოთ. ასე რომ ამან ეიფორიაში არ უნდა ჩაგაგდოს. მოხვედი მოდერატორად და შენთვითონვე წახვედი, ხომ ასეა? ის რომ მოდერატორი აღარ ხარ, არაფერია ამაში გასაკვირი ანდა უცნაური.

როგორც ირკვევა, რატომღაც უბრალოდ ვერ მოგინელებია რომ შენი აკვიატებული ამბიციები ვერ დაკმაყოფილდა [იმ ვადაში], რასაც მოელოდი და ელოდები დროს, რომ მოდერაცია შეიცვალოს რათა (ფორუმისთვის უსარგებლო) შენი ახალი ამბიციები გამოავლინო.

საერთო ჯამში, შენიმოთხოვნები მოდერაციის შეცვლასთან დაკავშირებით, უსაფუძვლო იყო და ყველამ დავინახეთ. ახლა გაბუტული ხარ ბატარა ბავშვივით. შენი პრობლემაა. როგორც ხედავ, განყოფილება არსებობს და იარსებებს, მნიშვნელობა არ აქვს შენ იქნებოდი მოდერატორი, თუ სხვა. განყოფილებაში დიდი აქტიურობა რომ არაა, ეს მომხმარებლის რაოდენობრივი სიმცირიდან გამომდინარეა და არა იმიტომ, რომ ნიკრიკო არაა მოდერატორი. მთავარი ისაა რომ განყოფილებაში ფორუმის წესები არ ირღვევა და ნებისმიერ ადამიანს თავისუფლად შეუძლია ამ განყოფილებაში გახსნას ახალი და საინტერესო თემები ანდა გახსნილ თემებში რაც სურს ის დაწეროს თუკი სურს, იაქტიუროს ან არ იაქტიუროს.

 

ეს ფორუმი თავისუფალი ფორუმია ნუკრიკო, გახსოვდეს.

 

 

კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო შენთვისაც, ნუკრიკოსთვისაც და ამ ფორუმის ნებისმიერი სხვა მომხმარებლის და თუნდაც უბრალოდ წასაკითხად შემოსული სტურმის გასაგონადაც:

 

მანამ სანამ მე ვარ მოდერატორი, ამ ფორუმზე ყველა ადმაიანს, განურჩევლად სქესის, რელიგიურობის, ათეისტური თუ თეისტური შეხედულებების, ყველას თანაბარი უფლებები აქვს და ექნება რათა თავისუფლად დაწეროს ის რასაც ფიქრობს, რაც სწამს და რაც არ სწამს, მათ შორის შენც და ნუკრიკოსაც. არავის არაფრით არ შეუზღუდიხართ.

 

აი ასეთი "პოლიკიკა" (ისევ ნუკრიკოს ტერმინს ვხმარობ), ანუ ასეთი დამოკიდებულება, რომელსაც მე ვავლენ, სრულიად შეესაბამება ამ ფორუმის ფორმატს, რომელსაც მთავარ გვერდზეც და ყველა განყოფილებაში გარკვევით აწერია:

 

"საქართველოს ყველაზე თავისუფალი ფორუმი!".

 

ეს მხოლოდ სიტყვები არაა. ერთი შემთხვევა მაინც მიმითითეთ ამ განყოფილებაში, თუ შეზღუდულა ვინმე თავისი რელიგიური თუ არარელიგიური მოსაზრებების დაწერაში. თუ ვერ მიმითითებთ, მაშინ ნება იბძეთ და საკუთარ გადაწყვეტილებებს ბოიკოტთან დაკავშირებით, საკუთარ ამბიციებს და პროვოკაციებს, სხვებს ნუ დაგვაბრალებთ.

 

სხვა განყოფილებას სისტემატიურად ნამდვილად ვერ ვადევნებ თვალყურს და ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე რა ხდება და როგორ ხდება სხვა განყოფილებაში, თუნდაც იქ სადაც შენ მოდერატორობ, მაგრამ რელიგიის განყოფილებაში ყველაფერს ვაკეთებ და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ ადამიანებმა თავისუფლად გამოხატონ თავიანთი აზრი, მიუხედავად იმისა, ვინ არიან, რას წარმოადგენენ, რა განათლება აქვთ, რომელ რელიგიურ მიმდინარეობას მიეკუთვნებიან, რომელი სქესის წარმომადგენლები არიან, როგორი სექსუალური ორიენტაციის არიან და საერთოდ, რა შეხედულებებს ატარებენ რელიგიურ თუ არარელიგიურ საკითხებზე.

 

ის რომ შეურაცხმყოფელი პოსტების გაკეთება იზღუდება და მომავალშიც შეიზღუდება, ესეც ფორუმის წესებითაა განსაზღვრული და თუ ვინმე უკმაყოფილოა განყოფილების წესებით, თავისუფლად შეუძლია თავისი აზრი გამოხატოს, სათანადო თემაში ჩამოაყალიბოს თავისი აზრი და დარწმუნებული ვარ, ადმინისტრაცია ყველა ადმიანის აზრს მოისმენს (წაიკითხავს), აწონ-დაწონის, გააანალიზებს და სათანადო რეაგირებას მოახდენს ფორუმის ფორმატთან ჰარმონიულობაში იმისდა მიუხედავად რა აზრი აქვს რელიგიის განყოფილების მოდერატორს ამა თუ იმ ადამიანის ახალ იდეებთან თუ წინადადებებთან დაკავშირებით.

 

რაც შეეხება ბოიკოტის გამომცხადებლებს, თქვენი ნებაა, არავის არ აქვს უფლება ვინმეს დააძაოს და გითხრათ, ამ ან მეზობელ განყოფილებაში დაპოსტოთო. თქვენი ნებაა. თქვენვე აირჩიეთ ბოიკოტი სრულიად უსაფუძვლოდ, და თქვენვე შეგიძლიათ გადაწყვეტილების შეცვლა ნებისმიერ დროს თუკი გსურთ. ასე რომ თქვენი საქმისა თქვენ იცით.

აქამდე თქვენს ბოიკოტში, მოხლოდ ხმამაღალ განცხადებებს აკეთებთ, ხოლო თქვენი განცხადებების მხარდამჭერი არგუმენტბეი კი დღემდე არ მოგიყვანიათ.

 

სინამდვილეში, მსგავსი ინტრიგული პროვოკაციები, რომელიც ადრე შენ წამოიწყე და ახლა ნუკრიკომ, ნებისმიერ ადამიანმა შეიძლება მოაწყოს და ყოველ მეორე თვეს, პირადი ამბიციების გამო, არ მგონია მიზანშეწონილად მიიჩნეოდეს წამდაუწუმ არჩევნების ჩატარება.

 

სხვა მხრივ კი, ისევ შეგახსენებ შენც და ნუკრიკოსაც, რომ ადმინისტრაციამ მოდერატორის პასუხისმგებლობა რომ ჩამომართვას ან არჩევნების ჩატარება გადაწყვიტოს, არ მექნება არანაირი პრეტენზია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

ბატონო არჩილ ალბათ თქვენ არ ხართ ინფორმირებული რომ ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება ოქტომბრის დასაწყისში ჩატარდება არჩევნები

http://planeta.ge/index.php?showtopic=39929

 

 

და თქვენ იმყოფებით და პროვოკატორობთ თქვენ მოწინააღმდეგის წინასაარჩევნო პროგრამაში.

 

 

თქვენი ამხელა ნაწერი, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ პროვოკაციას, რადგან თქვენ არა ალტერნატიულ წინასაარჩევნო პროგრამას თავაზობთ ხალხს, არამედ ჩემ პროგრამაში შემოდიხართ და პირდაპირი გაგებიტ პროვოკატორობთ

 

 

თუ რამე სინდისის დაგრჩენიათ, თქვენ წაშლიდით ამხელა პოსტს და თქვენს წინასააჩევნო პროგრამაში გადაიტანდით. თუმცაღა რა თქმა უნდა ამის იმედი დიდად არ უნდა ჰქონდეს ადამიანს

 

როცა არ გაგაჩნიათ ფორუმის განვითარების ელემენტარული გეგმა და მთელი თქვენი სტრატეგია, პირადულად ჩემს წინააღმდეგ არის მიამრთული, ეს თქვენვე გავნებთ და არა მე.

 

კიდე ასევე, უზნეობაა ის რომ მოწინააღმდეგის წინასაარჩევნო თემაში შედიხართ და ცდილობთ ჩაუშალოთ წინასაარჩევნო კამპანია, ეს თქვენს სისუსტეზე მეტყველებს და მეტ არაფერზე ;)

Edited by Nukriko
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნუკრიკო, ჩემი სათქმელი ზემოთ ვთქვი. არანაირად არ ვაპირებ ცალკე თემის გახსნას, რადგან ამის საჭიროება არაა. შენს ე.წ. "პროგრამას" კი თავისი სახელი უკვე დავარქვი და ზემოთა პოსტში შეუძლია ყველა გაეცნოს. ახლა რამდენიც გსურდეს იმდენი "პროგრამები" წერე, ოღონდ როგორმე შეიყვანო ხალხი შეცდომაში და თავი აარჩევინო. :)

 

რაც შეეხება არჩევნების დანიშვნას, სამწუხაროა რომ ეს არ მოხდა ფორუმის მომხმარებლის მოთხოვნით, არამედ შენი ამბიციებით, რომელსაც ადმინისტრაცია დათანხმდა.

 

ადმინისტრაციამ PM-ში მომწერა და ვუპასუხე, რომ თუ გადაწყვეთდა არჩევნების ჩატარებას, არანაირი პრობლემა არ მქონდა. ასე რომ, შეგიძლია მშვიდად იყო და გააგრძელო ადალი შელამაზებული "პროგრამები", იქნებ რამე გამოგივიდეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ორ მოდერატორის შემთხვევაში, მართლმადიდებლების უფლებებიც დაცული იქნება სრულიად და რელიგიური უმციერესობების თუ ათეისტების

 

 

ერთი მოდერატორი აუცილებლად უნდა იყოს მართლმადიდებელი ანუ უმრავლესობის წარმომადგენელი, ხოლო მეორე კი უმცირესობის ან ათეისტ/აგნოსტიკოსი. ამ შემთხვევაში მივიღებთ სამართლიან სისტემას, სამართლიან განყოფილებას, სადაც ყველას უფლება დაცული იქნება

 

ამის გარდა დაწესდება კონკრეტული თარიღები, მომავალ არჩევნების რათა განყოფილება იქცეს დემოკრატიულად.

 

 

მართლმადიდებელ მოდერატორს შეეხება მართლმადიდებლობასთან დაკავშირებული თემები და ის მხოლოდ მისი პრიორიტეტი იქნება და მეორე მოდერატორი ვერ ჩაერევა მის საქმეში, ხოლო არამართლმადიდებლურ თემებზე, რომელიც ეხება ათეიზმს/აგნოსტიკოსებს და რელიგიურ უმცირესობას, ის იქნება მეორე მოდერატორის პრიროგატივა.

 

იქნება თემა "სარჩელი" რომელშიც იუზერს შეეძლება ბრალი დასდოს მოდერატორს, არასწორ გადაწყვეტილების მიღებაში, ამ შემთხვევაში, მეორე მოდერატი ჩაერთვება და ადმინიტრაციასთან ან გლობალ-მოდერთად შემთანხმებაში მიიღებს გადაწყევტილებას, თუ როგორ უნდა გადაწყდეს ესა თუ ის საკითხი.

 

ამ შემთხვევაში, იუზერი დაცული იქნება მოდერატორის უსამართლო გადაწყვეტილებსიგან და ბალანსირება იქნება განყოფილებაში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ორ მოდერატორის შემთხვევაში, მართლმადიდებლების უფლებებიც დაცული იქნება სრულიად და რელიგიური უმციერესობების თუ ათეისტების

Nukriko

 

რელიგიის განყოფილებაში ყველა სუფლებები დაცულია. ასე რომ ახალი ველოსიპედის გამოგონება, იმ მიზნით რომ შენი საკუთარი ამბიცია დაკმაყოფილდეს, როგორმე მოდერატორი გახდე, არასწორია.

 

 

ერთი მოდერატორი აუცილებლად უნდა იყოს მართლმადიდებელი ანუ უმრავლესობის წარმომადგენელი, ხოლო მეორე კი უმცირესობის ან ათეისტ/აგნოსტიკოსი. ამ შემთხვევაში მივიღებთ სამართლიან სისტემას, სამართლიან განყოფილებას, სადაც ყველას უფლება დაცული იქნება

ყველას უფლებები დახულია. ერთ მაგალითსაც ვერ დამიხახელებ, ვინმეს უფლებები დარღვეულიყო ჩემი მოდერატორობის პერიოდში. შენი თეორიები, მხოლოდ შენი ამბიციებია და მეტი არაფერი.

 

მნიშვნელობა არ აქვს მოდერატორს რა რელიგიური შეხედულებები ექნება. მთავარია მოდერატორი იყოს მიუკერძოებელი და ყველას თანაბარ უფლებებს აძლევდეს და იცავდეს ყველას - რაც ამჟამად ასეა და ასე იქნება სანამ მე ვარ მოდერატორი. ტყუილად გვიხატავ ვაი მდგომარეობას და გვპირდები იმას, რაც უკვე არსებობს.

 

 

მართლმადიდებელ მოდერატორს შეეხება მართლმადიდებლობასთან დაკავშირებული თემები და ის მხოლოდ მისი პრიორიტეტი იქნება და მეორე მოდერატორი ვერ ჩაერევა მის საქმეში

შენი თეორია მხოლოდ ადამიანის უფლებების დარღვევის საწინდარია. პრიორიტეტების მიცემა დაუშვებელია, რადგან ყველა ადმაიანს თანაბარი უფლებები აქვს დემოკრატიულ გარემოში.

 

ყალბი და მცდარია შენი თეორიები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბატონო არჩილ, შეგიძლიათ მე არ მომცეთ ხმა :D ეს თქვენი გადასაწყვეტია

 

 

მე ვთავაზობ იუზერებს, იმას რაც დავწერე, ხოლო თუ მოეწონებათ აირჩევენ და თუ იდეალური მდგომარეობაა ის რაც ეხლა არის, მაშინ ჩემი პროგრამა ფიასკოთი დამთავრდება..

 

დემოკრატიის გადაწყვეტილებას მე შევეგუები თუ კი ხმა ამ პროგრამას არ მისცეს და ვპირდები, რომ დამარცხების შემთხვეავში, არანაირ ზომებს არ მივიღებ არც ბოიკოტს და ა.შ, უბრალოდ შევეგუები, რადგან ეს იქნება მხოლოდ იუზერთა გადასაწყვეტი..

 

 

თუ არჩევნების წინააღმდეგი არ ხართ, არც იმის წინააღმდეგი უნდა იყოთ, რომ ამომრჩევლებს აცადოთ, კანდიდატთან საუბარი ;)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბატონო არჩილ, შეგიძლიათ მე არ მომცეთ ხმა :D ეს თქვენი გადასაწყვეტია

Nukriko

 

ცხადია, მსგავს ამბიციებს და არადემოკრატიულ პოლიტიკას, რომელსაც შენ აპირებ განახორციელო, არ მოვეხმრობი.

 

 

მე ვთავაზობ იუზერებს, იმას რაც დავწერე, ხოლო თუ მოეწონებათ აირჩევენ და თუ იდეალური მდგომარეობაა ის რაც ეხლა არის, მაშინ ჩემი პროგრამა ფიასკოთი დამთავრდება..

სასურველია ფიასკოთი დამთავრდეს, რადგან დასაწყისშივე უპირატესობას ანიჭებ ერთ კონკრეტულ რელიგიას. ეს კი არ ჯდება დემოკრატიულ პრინციპებში და ადამიანის თანასწორ უფლებიანობის პრინციპებში და ღირებულებებში.

 

დემოკრატიის გადაწყვეტილებას მე შევეგუები თუ კი ხმა ამ პროგრამას არ მისცეს და ვპირდები, რომ დამარცხების შემთხვეავში, არანაირ ზომებს არ მივიღებ არც ბოიკოტს და ა.შ, უბრალოდ შევეგუები, რადგან ეს იქნება მხოლოდ იუზერთა გადასაწყვეტი..

ძალიან კარგი იქნება თუ დამარცების შემთხვევაში კიდევ არ დაიწყებ თემების დახურვას. :) თუმცა, არაა გამორიცხული დახურო, მაგრამ ეგ პრობლემა ერთ დღეში გადაწყდება. ასე რომ შენი ბოიკოტით ვერ შეაშინებ ფორუმს.

 

 

თუ არჩევნების წინააღმდეგი არ ხართ, არც იმის წინააღმდეგი უნდა იყოთ, რომ ამომრჩევლებს აცადოთ, კანდიდატთან საუბარი ;)

სუსტი და სამარცხვინო პოლიტიკაა რასაც შენ ეწევი. ამომრჩევლებს არ ვაკავებ არაფრით, ყველას შეუძლია თავისი აზრი გამოთქვას. :) ტყუილად ქმნი ისეთ გაემოებას, თითქოს ვინმეს ვიჭერ რომ თავისი აზრი გამოთქვას. მსგავსი დამოკიდებულებით საბავშვო ბაღის ბავშვებს თუ შეიყვან შეცდომაში. ყველა კარგად ხედავს რომ არავის სიტყვის თავისუფლება არ იზღუდება. ასე რომ ტყუილად მწერ ამომრჩევლებს აცადეო. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სასურველია ფიასკოთი დამთავრდეს, რადგან დასაწყისშივე უპირატესობას ანიჭებ ერთ კონკრეტულ რელიგიას. ეს კი არ ჯდება დემოკრატიულ პრინციპებში და ადამიანის თანასწორ უფლებიანობის პრინციპებში და ღირებულებებში.

თქვენ თუ ნაწერიდან აზრის გამოტანა გიჭირთ, ეს რა თქმა უნდა ჩემი პრობლემა არ არის. მე არ ვანიჭებ ერთ კონრეტულ რელიგიას უპირატესობას, მე ვაბალანსებ უმრავლესობას და უცმირესობას და მათ ორივეს თანაბარ უფლებებს ვაძლევ ;)

 

ორი მოდერატორი ამიტომ არის საჭირო ;)

ძალიან კარგი იქნება თუ დამარცების შემთხვევაში კიდევ არ დაიწყებ თემების დახურვას. :) თუმცა, არაა გამორიცხული დახურო, მაგრამ ეგ პრობლემა ერთ დღეში გადაწყდება. ასე რომ შენი ბოიკოტით ვერ შეაშინებ ფორუმს.

 

ბატონო არჩილ თემის წაშლაზე ალბათ გსმენიათ და წაშლა ყოველთვის შემეძლება, ხოლო ამას ნამდვილად არ ვაპირებ, დამარცხების შემთხვევაში და გამარჯვების შემთხვევაში მითუმეტეს..

სუსტი და სამარცხვინო პოლიტიკაა რასაც შენ ეწევი. ამომრჩევლებს არ ვაკავებ არაფრით, ყველას შეუძლია თავისი აზრი გამოთქვას. :) ტყუილად ქმნი ისეთ გაემოებას, თითქოს ვინმეს ვიჭერ რომ თავისი აზრი გამოთქვას. მსგავსი დამოკიდებულებით საბავშვო ბაღის ბავშვებს თუ შეიყვან შეცდომაში. ყველა კარგად ხედავს რომ არავის სიტყვის თავისუფლება არ იზღუდება. ასე რომ ტყუილად მწერ ამომრჩევლებს აცადეო

ბატონო არჩილ, როგორც უნდა მიმხვდარიყავით, ეს თემა იმიტომ კი არ გავხესენი რომ ჩემს კოკურენტთან გამებო "საინტერესო" საუბარი, არამედ ეს თემა გავხენი, მხოლოდ იმიტომ რომ ფორუმის იუზერებს შევთავაზო პროგრამა..

 

თქვენ რა უნდა შეგთავზოთ აბა?

 

თქვენ ვერ თავაზობთ ცვლილებას და თქვენი დიქტატურის გაგრძელების მეტი ვერაფერს თავაზობთ ფორუმელებს, მე კი ვთავ მართლმადიდებლურ ფორუმელთა დაცვის ხარჯზე (სხვათაშორის ბევრმა იუზერმა დატოვა თქვენ დროს ეს განყოფილება (დარიუალა, დაათი და სვებმა)) გავზრდი აქტიურობას და ამ გაუდაბნოებულ განყოფილებას გავაცოცხლებ. წესებზე რომელზეც თქვენ აპელირებთ, ჩემს პირველ მოდერატორობის დროსაც სრულდებოდა, მაგრამ ხალხი არ გარბოდა. ეხლა კიდე შევთავაზებ მე ისეთ პირობებს, რომელიც ფორუმს გააცოცხლებს და გახდის აქტიურს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩემი სიტყვა უკვე დავწერე ზემოთ და წაიკითხავენ. :)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კარგია, რომ ბევრი სათქმელი აღარ გაქვთ, იმდეია ეხლა აცლით სხვასაც საუბარს

 

ეხლა რაც შეეხება ერთ ერთ ჩემს საარჩევნო პუნქტს

3) მოდერატორის მხრიდან მინიმალურ ჩართულობას, ანუ მოდერატორი გაცდით თქვენ საუბას, თვითონ შეეცდება ნაკლებად ჩაერთოს საერთოდ დიალოგში (ანუ ისე აღარ იქნება როგორც ეხლა არის)

 

სწორედ ამ თემაში გამოჩნდა ამ პროგრამის აუცილებლობა. მოდერატორი ყოველ მეორე პოსტში აქტიურობს და არ აძლევს საშვალებას სხვა ფორუმელებს ერთმანეთში ისაუბრონ, მე კი გთავაზობთ მინიმალურ ჩართულობას ამ მხრივ, რომ თქვენ მოგეცეთ საშუალება თავისუფლა ესაუბროთ ერთმანეთს ;)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კარგია, რომ ბევრი სათქმელი აღარ გაქვთ, იმდეია ეხლა აცლით სხვასაც საუბარს

Nukriko

 

სათქელი საკმაოდ კარგად ჩამოვაყალიბე და არც ახლა და არც მანამდე, არავისთვის შემიშლია ხელი თავისი აზრი გამოეხატა. ვიცი ძალიან გინდა მოდერატორობა მაგრა, ნამეტანი მოგდის პროვოკატორული ფრაზების წერა. :)

 

ეხლა რაც შეეხება ერთ ერთ ჩემს საარჩევნო პუნქტს

 

 

სწორედ ამ თემაში გამოჩნდა ამ პროგრამის აუცილებლობა. მოდერატორი ყოველ მეორე პოსტში აქტიურობს და არ აძლევს საშვალებას სხვა ფორუმელებს ერთმანეთში ისაუბრონ, მე კი გთავაზობთ მინიმალურ ჩართულობას ამ მხრივ, რომ თქვენ მოგეცეთ საშუალება თავისუფლა ესაუბროთ ერთმანეთს ;)

შენდა სამწუხაროდ, ელემენტარული რამ არ გესმის. მოდერატორს ისევე აქვს აქტიურობის უფლება, როგორც სხვებს. მოდერატორი თუ აქტიურობს თემაში, ეს უარყოფითი კი არა, პირიქით, დადებითია. :) მთავარია მოდერატორი არ ზღუდავდეს არავის. უკვე მერამდენეჯერ შეგახსენე, რომ ერთი მაგალითი მაინც მოგეყვანა ვინმე შემეზღუდა იმის გამო რომ მოდერატორისგან ან ვინმესგან განსხვავებული შეხედულებები ჰქონდა. ამის ერთ ფაქტსაც კი ვერ მოიყვან. :) ასე რომ შენი ამბიციური თეორიები, მხოლოდ შენს ამბიციურ სურვილებს ემსახურება და არა აუხილებლობას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სათქელი საკმაოდ კარგად ჩამოვაყალიბე და არც ახლა და არც მანამდე, არავისთვის შემიშლია ხელი თავისი აზრი გამოეხატა. ვიცი ძალიან გინდა მოდერატორობა მაგრა, ნამეტანი მოგდის პროვოკატორული ფრაზების წერა.

პროვოკატორი ვინ არის ამ თემიდანაც ჩანს და ვის უნდა მოდერატორობა ძალიან და პატარა უკმაყოფილებაზე და სხვა მოდერის მოთხოვნაზე ვიღაც ვიღაცეები გიჭს რომ ემსგავსებიან, ძალიან კარგად ჩანს :D

შენდა სამწუხაროდ, ელემენტარული რამ არ გესმის. მოდერატორს ისევე აქვს აქტიურობის უფლება, როგორც სხვებს. მოდერატორი თუ აქტიურობს თემაში, ეს უარყოფითი კი არა, პირიქით, დადებითია. :) მთავარია მოდერატორი არ ზღუდავდეს არავის. უკვე მერამდენეჯერ შეგახსენე, რომ ერთი მაგალითი მაინც მოგეყვანა ვინმე შემეზღუდა იმის გამო რომ მოდერატორისგან ან ვინმესგან განსხვავებული შეხედულებები ჰქონდა. ამის ერთ ფაქტსაც კი ვერ მოიყვან. :) ასე რომ შენი ამბიციური თეორიები, მხოლოდ შენს ამბიციურ სურვილებს ემსახურება და არა აუხილებლობას.

მოგიყვანე ფაქტი თუ ვინ დატოვა განყოფილება შენი მოდერატორობის დროს ეს ერთი

 

ხოლო უფლებაზე კი არ ვსაუბრობ, არამედ სწორ პოლიტიკაზე, რომელიც წაადგება განყოფილებას და მოდერატორის ზედმეტი აქტიობა რომ უარყოფითად მოქმედებეს, ეს ეხლა კარგად ჩანს.. ასე, რომ დაწყნარდი, მე უფლებებზე კი არ ვსაუბრობ, არამედ დაპირებებზე, რომელსაც შევასრულებ ;)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე უფლებებზე კი არ ვსაუბრობ, არამედ დაპირებებზე, რომელსაც შევასრულებ ;)

 

:givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ასევე გაუქმდება და დაიხურება თემა "მიმართეთ მოდერატორს" რადგან ყველაზე სულელური თემაა და მისი რეალურად არის სატყუარა, ანუ ყველა მოდერატორს აქვს პრეტენზიების ოთახში გახსნილი თემა და პირდაპირ იქ დაწერეთ თქვენ პრეტენზიებს, ამით ადმინისტრაცია გაიგებს და რეაგირებას მოახდენს, ხოლო "მიმართეთ მოდერატორს" არის ჩაკეტილი სივრცე, რომელიც სპეციალურად არის გახსნილი, ფორუმ.გე-ს ანალოგია და ზუსტად იგივე პრინციპით მუშაობს, ანუ მოდერატოს რეალურად ამ თემიდან, პრეტენზიების დაწერის დროს, ვერაფერს ვერ აკლებთ..

 

 

 

ამის გარდა წესები შეიცვლება და გახდება უფრო ლიბერალური

ცვლილებები ძირითადად გამიზნული იქნება, უფრო ღია და თავისუფალ საუბრების უზრუნველსაყოფელად

 

 

 

ამის გარდა მთელი რიგირი ცვლილებები იქნება თავად 2 მოდერატორის ურთიერთდაბალანსების შესახებ, რომელიც აისახება წესებში

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...