Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge გლობალური სასურსათო უსაფრთხოების მნიშვნელობა


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/05/ftcom.gif

 

სარედაქციო წერილი

 

ორი წლის განმავლობაში სურსათის მეორე კრიზისი – საგანგაშო სიგნალია. შარშან, „დიდი რვიანის“ ლიდერებმა იტალიურ ქალაქ აკვილაში შეხვედრისას სასურსათო უსაფრთხოების განმტკიცების პირობა დადეს, რათა 2007–2008 წლების პრობლემათა განმეორებისთვის თავი აერიდებინათ. თუმცა, გასულ კვირაში რუსეთის მიერ ხორბლის ექსპორტზე აკრძალვის გახანგრძლივებამ და მოზამბიკში სურსათის გამო გაჩაღებულმა არეულობებმა ცხადყო, რომ ამ ამოცანის მიღწევა ჯერ კიდევ შორეული პერსპექტივაა.          

 

თუმცა, ბოლოდროინდელ კრიზისთან ზედმეტი პარალელების გავლება არ ღირს. ხორბალზე ფასების მკვეთრი ზრდის მიუხედავად, მთლიანობაში სურსათის ფასები კვლავ იმაზე დაბალია, ვიდრე მან 2008 წლის დასაწყისში მიაღწია. 

 

და მაინც, ხორბალზე ფასების ზრდა, რაც არასასურველი ბუნებრივი პირობებითაა განპირობებული, ხელს უწყობს ფასების ზრდას სხვა ნედლეულზეც. სიტუაციას ამძიმებს ექსპორტის აკრძალვები. მართალია, ფორმალურად ემბარგო მხოლოდ რუსეთმა შემოიღო, თუმცა უკრაინამ და ყაზახეთმა ასევე დააწესა შეზღუდვები, ოღონდ არაოფიციალური. ეს საერთაშორისო ბაზრების დესტაბილიზაციას იწვევს და მარაგების შექმნისკენ უბიძგებს. მართალია მარაგები დღეს იმაზე მეტია, ვიდრე ორი წლის წინ იყო, თუმცა მოთხოვნაზე სერიოზული კრიზისის შემსუბუქებისთვის საკმარისი მაინც არ არის. 2007–2008 წლის სასტიკი მაგალითის გარეშეც, ეს მაინც მნიშვნელოვანი კრიზისი იქნებოდა. თუმცა უახლოესი წარსულის მაგალითზე ის მოქმედებებისკენ პირდაპირ მოწოდებას გავს. უპასუხისმგებლობა იქნებოდა იმის ლოდინი, რომ ძველი სასიკეთო პირობები დაბრუნდება.    

 

აუცილებელია სასურსათო უსაფრთხოებაზე კონცენტრაცია. არსებობს უშუალო კავშირი სურსათით მომარაგებას და პოლიტიკურ სტაბილურობას შორის განვითარებად მსოფლიოში. 2007–2008 წლების კრიზისს უამრავი არეულობა  და ჰაიტის და მადაგასკარის მთავრობების დამხობა მოჰყვა. გასულ კვირაში მოზამბიკში არეულობები გამოიწვია პურზე ფასების მკვეთრმა, 30%–იანმა ზრდამ. 

 

ბევრი რამის გაკეთებაა შესაძლებელი. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ინვესტიციების გაზრდა ირიგაციაში და მიწის ხარისხის გაუმჯობესებისა და კულტურების სისცოცხლისუნარიანობის გაზრდისკენ მიმართული სხვა ზომების გატარება. განვითარებულმა ქვეყნებმა ზედმეტი კონცენტრაცია მოახდინეს სურსათით დახმარებაზე – განვითარებაში ხელშეწყობის ნაცვლად. მაგალითად, ჩიკაგოს საერთაშორისო საქმეთა საბჭოს მონაცემებით (Chicago Council on Global Affairs) აშშ აფრიკაში დამხარებაზე 20–ჯერ მეტს ხარჯავს, ვიდრე განვითარებაზე. ამ თანაფარდობის შეცვლა აუცილებელია.       

 

საჭიროა კრიზისების შედეგების შემსუბუქებისთვის გარკვეული ნაბიჯების შემუშავება ისეთ შემთხვევებში, როდესაც მათი პრევენცია არ გამოდის. როგორც ჩანს, საჭირო გახდება რეზერვების გაზრდა და ისეთი საერთაშორისო წესების შემოღება, რომლებიც მკაფიოდ განსაზღვრავს გარემობებს, როდესაც მსოფლიოს ქვეყნებს სასოფლო სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის შეჩერების უფლება ექნებათ.   

 

მხოლოდ ლამაზი სიტყვებით ვერ შემოვიფარგლებით. ფინანსურმა კრიზისის გამო დახმარებისთვის განსაზღვრული რესურსების გამოყოფა შემცირდა. მრავალმხრივი ხელშეკრულებების გაფორმება საგარეო ვაჭრობის სფეროში ყოველთვის რთული იყო, თუმცა, როგორც ბოლოდორინდელმა მოვლენებმა ცხადყო, აკვილას სამიტის დღის წესრიგი კვლავ ძველებურად აქტუალურია.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...