planetanews Posted September 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 6, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/radioliberty.jpgსოხუმი, საქართველო – საქართველოს გამოყოფილი რეგიონის, აფახაზეთის დე–ფაქტო პრემიერ–მინისტრი აცხადებს, რომ ქართველი დევნილების აფხაზეთში დაბრუნება დღეს არსებული პოლიტიკური გარემოებების ფონზე, შეუძლებელია, იუწყება „რადიო თავისუფლების“ კავკასიის ექო. 2 სექტემბერს სერგეი შამბამ „რადიო თავისუფლებას“ განუცხადა, რომ იმისთვის, რომ ქართველი დევნილების აფხაზეთში დაბრუნება შესაძლებელი გახდეს, ერთი საკვანძო საკითხის გადაწყვეტაა საჭირო, ეს კი საქართველოს მხრიდან აფხაზეთის დამოუკიდებლობის ოფიციალური აღიარებაა. მისი თქმით, „აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების გარეშე“, ეთნიკური ქართველების აფხაზეთში დაბრუნების საკითხის გადაწყვეტა შეუძლებელია. „მათ ვისაც აფხაზეთში დაბრუნება სურს, დაბრუნდა“, – თქვა შამბამ. „მათ ვისაც სურს აფხაზეთში დაბრუნება, მაგრამ მას საქართველოს ნაწილად მიიჩნევს, ვერ დაბრუნდება, და ჩვენ ვერ მივცემთ მათ ისეთივე ყალბ დაპირებას, როგორსაც საქართველოს ხელისუფლება აძლევს“. შამბამ დასძინა, რომ ვიდრე საქართველოს აფხაზეთზე ტერიტორიული პრეტენზიები აქვს, საქართველო–აფხაზეთის კეთილმეზობლური ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე და დევნილების აფხაზეთში დაბრუნების საკითხის მოგვარებაზე საუბარი რთულია. 1989 წელს აფხაზეთში დაახლოებით 240 000 ქართველი ცხოვრობდა. მათი უმრავლესობა რეგიონიდან 1992–93 წლების ომის დროს გამოაძევეს, როდესაც პრო–მოსკოვური რეგიონი საქართველოს კონტროლს გამოეყო. აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა მხოლოდ რუსეთმა, ნიკარაგუამ, ვენესუელამ და წყნარი ოკეანის კუნძულმა–სახელმწიფო ნაურუმ. 2006 წელს, საქართველოს მეორე გამოყოფილი რეგიონი სამხრეთ ოსეთი და მოლდოვას დნესტრისპირეთი, აფხაზეთმა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. 2008 წლის აგვისტოში რუსეთ–საქართველოს ომის შემდეგ, საქართველოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმად აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი „რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად“ ითვლება. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts