planetanews Posted September 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 6, 2010 http://i.dailymail.co.uk/i/pix/2010/05/20/article-0-0231BBED0000044D-861_468x335.jpgლეგენდარულმა ნახევარმცველმა, დიტმარ, იგივე დიდი ჰამანმა აღიარა, რომ მისი ოცნება “ლივერპულის” მწვრთნელობაა …გერმანელმა ნახევარმცველმა 6 წელი დაჰყო “წითლების” რიგებში და 2005 წლის საოცარ მატჩში გამარჯვებაშიც დიდი წვლილი შეიტანა. მიუხედავად მისი ასევე დიდი ხნის კარიეირისა “ბაიერნსა” და “მან. სიტიში”, მისი ოცნება მაინც მერსისაიდელების გაწვრთნაა. 37 წლის ფეხბურთელი ახლა “მილტონ კინს დონსის” ღირსებას იცავს. მისი თქმით, მუდამ მწვრთნელ კარლ რობინსოს აკვირდება და ცდილობს, რაც შეიძლება მეტი და მეტი ისწავლოს მისგან, რომ მომავალ კარიერაში, მენეჯერობაში დაეხმაროს. “ვცდილობ, მივიღო ბევრი ინფორმაცია და ბევრიც ვისწავლო კარლისგან. მე მინდა, ვითამაშო ეს წელიც და მერე სხვა სტატუსში მიხილავთ.” “ბოლო 5 წელია, მუდამ იმაზე ვფიქრობ, თუ რას ვეტყვი ფეხბურთელებს 10 წუთიან შესვენებებზე, როდესაც მწვრთნელი გავხდები. კლუბის მწვრთნელთან და მის თანაჭემწეებთან ხშირად მაქვს ურთიერთობა ამის შესახებ, ისინი ბევრს მასწავლიან.” “როდესაც ავიღებ მწვრთნელის ლიცენზიას, მინდა ამ ქვეყანაში ვიმუშაო (ინგლისში). ძალიან კარგი იქნება, თუ ერთ მშვენიერ დღეს “ლივერპულში” დავბრუნდები, თუმცა ჯერ-ჯერობით ეს მხოლოდ ოცნებაა.” ჰამანმა “წითელი” მაისურით 200 შეხვედრა ჩაატარა. წყარო: imscouting.com View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts