planetanews Posted September 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 6, 2010 http://football.uk.reuters.com/uploads/2010/08/11/fs_2010-08-11T204743Z_01_DST08_RTRIDSP_2_SOCCER.jpg ლივერპულის ყოფილმა ფეხბურთელმა, დენი მერფიმ მოუწოდაფაბიო კაპელოს, დანიშნოს ჯერარდი ნაკრების მუდმივ კაპიტნად. ამჟამად ლივერპულის ლეგენდას უწევს დროებით კაპიტნობა, რიო ფერდინანდის ტრამვის გამო. რამოდენიმე კარგად ჩატარებული მატჩის შემდეგ, მერფი ფიქრობს რომ სტივი, ღირსია გახდეს გუნდის მთავარი კაპიტანი. “სტივი სამაგალითო კაპიტანია, რაც ბოლო ორ მატჩში დაამტკიცა. ის არის საუკეთესო ფეხბურთელი ინგლისის ნაკრებში.” “ის ჩვენ ნამდვილ ლიდერად წარმოგვიდგა. ის ატარებდა კაპიტნის სამკლაურს მსოფლიო ჩემპიონატის დროს და იყო ნამდვილი სულისჩამდგმელი პირველ ორ გახსნით მატჩში.” “ამ საქმეში მას ბადალი არ ყავს. ამას რიოს საწინააღმდეგოდ არ ვამბობ, ის ყველაფერს აკეთებდა რაც შეეძლო, მაგრამ სამწუხაროდ ტრამვა მიიღო, მოხარული ვიქნები თუ მალე გამოჯანმრთელდება.” “ამჟამად რიოს გამოძახება ნაკრებში, საზიანო იქნება მისთვის და ხელს შეუშლის წინსვლაში.” View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts