Jump to content
Planeta.Ge

- განყოფილების წესები -


Recommended Posts

1) იკრძალება რელიგიისა და ათეიზმის შეურაცხყოფა

2) იკრძალება ერთი რელიგიის მეორე რელიგიაზე აღმატებულობის ქადაგება

3) იკრძალება ნებისმიერი რელიგიისა და კონფესიის ცნობილი წარმომადგენელის შეურაცხყოფა, ცილისწამება და დაცინვა

3.1 აკრძალულია უცენზურო ლექსიკა ფორუმზე

4) იკრძალება ფორუმის სხვა წევრის შეურაცხყოფა ნებისმიერ ნიადაგზე

4.1 აკრძალულია თანაფორუმელს მიმართო სიტყვით "სექტანტო". ამ აკრძალვის მიზეზია სხვა ადამიანის რელიგიური უფლებების, ღირსებათა და გრძნობების პატივისცემა.

5) იკრძალება რელიგიური აგრესია, მუქარის შემცველი პოსტები, როგორც რელიგიური უმცირესობების ისე რელიგიური უმრავლესობების მიმართ, ასევე განსხვავებული აზრის მიმართ.

5.1 რელიგიურ აგრესიათ მიიჩნევა აშკარა შეურაცხყოფა რომელიმე ადამიანის ან რელიგიური ორგანიზაციის მიმართ

5.2 აკრძალულია რელიგიური, მორალური ზეწოლა ადამიანზე (მაგ:"რა მორალური უფლება გაქვს ამას რომ ამბობ ან აკეთებ" მსგავსი პოსტი მიიჩნევა ზეწოლად და წაიშლება, ხოლო მპოსტველი გაფრთხილებას მიიღებს)

6. ე.წ."ოფტოპიკები", ანუ არასაგნობრივი (თემისგან შორს მყოფი) დისკუსიის შემცველი პოსტები განხილული იქნება როგორც წაშლის ანდა ჩასწორების საგნად.

7. იკრძალება მოდერატორ[ებ]ის მიერ ფორუმის მომხმარებელზე გავრცელებული შეზღუდვის შესახებ პრეტენზიების გამოთქმა სპეციალურად განკუთვნილი თემების გარდა; ნებისმიერი პრეტენზია, უკმაყოფილება და მასთან დაკავშირებული შეკითხვები, რომელიც მოდარატორ[ებ]ის მისამართით გამოითქმება, უნდა დაიწეროს განყოფილებაში "პრეტენზიების ოთახი": http://planeta.ge/index.php?showforum=159

Edited by აზრი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • შექმენი...