Jump to content
Planeta.Ge

ავღანეთში ქართველი ოფიცერი დაიღუპა


Recommended Posts

ავღანეთში მომხდარ ინციდენტს სამშვიდობო მისიით მყოფი ქარველი ოფიცრის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, დაჭრილია ერთი ქართველი კაპრალი.

აღნიშნულის შესახებ დღეს, თავდაცვის სამინისტროში სპეციალური ბრიფინგი გაიმართება, სადაც ინციდენტის დეტალები, ასევე დაღუპულისა და დაშავებულის ვინაობა გახდება ცნობილი.

ავღანეთის სამხრეთით მდებარე ჰელმანდის პროვინციაში საქართველოს შეიარაღებული ძალების მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ქვეითი ბატალიონის 750 სამხედრო მოსამსახურე სამხედრო მისიას მიმდინარე წლის აპრილიდან ახორციელებს. ოპერაცია აშშ-ის სამხედრო ძალების მხარდაჭერით ტარდება. სამშვიდობო მისიისთვის მზადება ბატალიონმა 2009 წლის 1 სექტემბრიდან დაიწყო. კერძოდ, ეროვნულ სასწავლო ცენტრ “კრწანისში” ექვსთვიანი ინტენსიური მომზადება გაიარა, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითი ჯარების საექსპედიციო ბრიგადა ხელმძღვანელობდა.

ექვსთვიანი ტაქტიკური მომზადება ქართველმა სამხედროებმა აშშ-ის გაერთიანებული მრავალეროვანი მზადყოფნის ცენტრში (ჟMღჩ) გაიარეს. ჯარისკაცების წვრთნასა და მათი მომზადების დონის შეფასება ამერიკელი საზღვაო ქვეითების ტრენერთა და მრჩეველთა ჯგუფმა განახორციელა. 13 იანვრიდან კი სამშვიდობო მისიისთვის მზადება 31-ე ბატალიონის სამხედროებმა გერმანიის ქალაქ ჰოჰენფელსში ამერიკულ სამხედრო ბაზაზე გაიარეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სამწუხაროა. მწუხარებას გამოუთქვამ ოჯახს.

 

პ.ს. არაფერი გვესაქმება იმ ომში. არაა ეს ჩვენი ომი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პ.ს. არაფერი გვესაქმება იმ ომში. არაა ეს ჩვენი ომი

 

ეს ის იშვიათი შემთხვევაა,როდესაც აბსოლიტურად გეთანხმები :)

 

გამოყვანა კი არა კიდევ მიდიან ქართველები ავღანეთში ამ დღეებში:

 

ჩემი მეგობარი მიდის, არ ვიცი ამ ფაქტის შემდეგ შეიძლება შეჩერდეს ეს პროცესი

 

http://www.youtube.com/watch?v=hkGzqpGx1KU&feature=more_related

 

ავღანეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის დროს თვითნაკეთ ნაღმზე აფეთქების შედეგად 28 წლის ქართველი ოფიცერი, 31-ე ბატალიონის ასეულის მეთაური მუხრან შუკვანი დაიღუპა.

ამის შესახებ, დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე არსენ ცუხიშვილმა განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, აფეთქების შედეგად ამავე ბატალიონის კაპრალმა, 25 წლის ალექსანდრე გითოლენდიამ ორივე ქვედა კიდური დაკარგა. მას გადაუდებელი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა, თუმცა დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

Edited by akkai
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

akkai

ჩემი მეგობარი მიდის, არ ვიცი ამ ფაქტის შემდეგ შეიძლება შეჩერდეს ეს პროცესი

გამორიცხულია ჩემის აზრით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სამწუხაროა და...

 

babuagiorgi

პ.ს. არაფერი გვესაქმება იმ ომში. არაა ეს ჩვენი ომი.

+1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...