Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge ევროპარლამენტი ეშტონზე ზეწოლას ახდენს


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/euobserver.jpg

 

ენდრიუ რატმანი

 

ბრიუსელი -  ორმა წამყვანმა პარლამენტარმა განაცხადა, რომ ევროპარლამენტი გამოიყენებს მის უფლებამოსილებას, რათა კეტრინ ეშტონის მიერ დიპლომატიური კორპუსის წამყვანი ფიგურებით დაკომპლექტებისას „სწორი ბალანსი“ უზრუნველყოს

 

ეშტონი წამყვან დიპლომატიურ თანამდებობებზე კანდიდატების წარსადგენად ემზადება. ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა ხელმძღვანელმა შემდეგი პოზიციები უნდა დააკომპლექტოს: უცხოეთში ევროკავშირის საელჩოებში მისიის 31 ხელმძღვანელი და მათი მოადგილეები, ასევე საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურისთვის (EEAS) 80-ზე მეტი მაღალი თანამდებობის დიპლომატი და 20-მდე ტოპ-ადმინისტრატორი.

 

სავარაუდოდ, ჩინეთში 5 სექტემბერს დაგეგმილი ვიზიტიდან დაბრუნების შემდეგ, ეშტონი ჯერ იმ 31 ადამიანის ვინაობას  დაასახელებს, რომლებმაც ისეთ მნიშვნელოვან მისიებს უნდა უხელმძღვანელონ, როგორებიცაა წარმომადგენლობები ბრაზილიაში, ჩინეთში, საქართველოში, იაპონიასა და სამხრეთ-აფრიკაში.

 

რაც შეეხება დანაჩენ 80 კანდიდატურას, მათ შორის ბელორუსის მისიის ხელმძღვანელის, ასევე ეთიოპიის, ინდონეზიის და პალესტინის ტერიტორიებზე მისიის ხელმძღვანელთა მოადგილეებს, მათი წარდგენა ნოემბრამდე არ მოხდება. ასევე გაურკვეველია როდის მოხდება იმ კანდიდატურების წარდგენა, რომლებიც 20-მდე მაღალ ადმინისტრაციულ პოსტებს დაიკავებენ, თუმცა ქალბატონმა ეშტონმა ბოლო ვადად საკუთარ თავს 1 დეკემბერი დაუდგინა,  სიმბოლური თარიღი – ლისაბონის ხელშეკრულების ამოქმედების ერთი წლის თავი.

 

ევროპარლამენტმა ეშტონზე ზეწოლისთვის ლისაბონის ხელშეკრულებით მიღებული ძალაუფლება უკვე გამოიყენა, როდესაც მისგან უამრავი პრივილეგიის მიღება მოითხოვა, ისეთების მაგალითად როგორებიცაა შესაძლო ელჩებთან გასაუბრების და EEAS-ს წლიური ბიუჯეტის დამტკიცების პროცესში საბოლოო სიტყვის თქმის უფლება.

 

ლისაბონის შეთანხმებით, დეპუტატებმა იურიდიულად უნდა მოიწონონ ევროკავშირის ინსტიტუტებში საკადრო ცვლილებები და საბიუჯეტო ნორმები მანამ, ვიდრე ეშტონი ახალ გუნდს დააკომპლექტებს.

 

EEAS-ის საკითხებზე პარლამენტის მომხსენებელმა, პოლონელმა მემარჯვენე-ცენტრისტმა დეპუტატმა იაცეკ სარიუშ-ვოლსკიმ სამშაბათს (31 აგვისტო) Euobserver-ს განუცხადა, რომ ასამბლეის საბოლოო თანხმობა არ ნიშნავს საბოლოო გადაწყვეტილებას. მისი თქმით, წინ თამაშის მეორე, მოლაპარაკებების ნაწილია.

 

სარიუშ-ვოლსკის თქმით, დეპუტატები საკადრო და საბიუჯეტო წინადადებების საკუთარი პროექტის წარდგენას ოქტომბრის ბოლოს გეგმავენ, ნოემბერში ქალბატონ ეშტონთან, წევრ სახელმწიფოებთან და ევროკომისიასთან დაგეგმილი მოლაპარაკებების მოახლოებასთან ერთად.

 

ის ვარაუდობს, რომ ქალბატონი ეშტონი აჭიანურებს წარდგენის  პროცესს, რადგან თავდაპირველად დეპუტატების გარანტირებული თანხმობის მიღება სურს. „მჯერა, რომ ის სწორედ ამას უცდის“ – განაცხადა მან, მაგრამ მისი თქმით,  იმისთვის რომ პარლამენტმა წამყვან პოსტებთან დაკავშირებით საკუთარი სიტყვა სთქვას, სიჩქარე საჭირო არ არის „მას სურს პირველი დეკემბრისთვის ყველაფერი მზად ჰქონდეს მაგრამ ჩვენ მოცდა შეგვიძლია“.

 

წარსულში სარიუშ-ვოლსკი ამტკიცებდა, რომ EEAS-ში წამყვანი თანამდებობების მნიშვნელოვანი ნაწილი ევროკავშირის პოსტ-კომუნისტური ქვეყნების წარმომადგენლებმა უნდა დაიკავონ.

 

პარლამენტის შუამავალმა EEAS-ის ნორმებთან დაკავშირებულ საკითხებზე, გერმანელმა მემარჯვენე-ცენტრისტმა ელმარ ბროკმა Euobserver-ს განუცხადა, რომ თანამდებობების მეორე სერიოზული ნაწილი ევროკომისიის კანდიდატებით უნდა დაკომპლექტდეს, რომ EEAS არა სახელმწიფოთაშორის ინსტიტუტად, არამედ ევროკავშირის ნამდვილ ორგანოდ იქცეს. „არსებობს ინსტიტუციური ბალანსის საჭიროება. თუკი ყველა თანამდებობა წევრი ქვეყნების და საბჭოს კანდიდატებით დაკომპლექტდება, ეს პრობლემას შექმნის“ – სთქვა მან.

 

მან დასძინა, რომ პარლამენტი მოსმენებზე წამყვანი დიპლომატიური პოსტებისთვის დაახლოებით 10 კანდიდატურას დააყენებს – „თუკი ვინმე ამას ევროპარლამენტამდე გადაწყვეტს და ეს კატასტროფა იქნება, მაშინ ქალბატონ ეშტონს მათი გაყვანა გაუჭირდება“.

 

ვინ სად მიდის?

 

წყაროები რომლებიც ქალბატონი ეშტონის სამსახურს კარგად იცნობენ, ამბობენ რომ საქართველოში სამუშაოდ სერიოზულად განიხილავენ ხუთ კანდიდატურას. ესენი არიან: ბულგარეთის ყოფილი პრემიერი ფილიპ დიმიტროვი; ევროკომისიის მოქმედი ჩინოვნიკი, წარმოშობით დანიელი ჯონ კაერი, რომელიც ბლოკში პოსტ-საბჭოთა ქვეყნების მიმართულებით მუშაობს; საფრანგეთის დღევანდელი ელჩი საქართველოში ერიკ ფურნიე; ლატვიის ელჩი ევროკავშირში ნორმუნდს პოპენსი და პოლონეთის ელჩი რუმინეთში ვოიცეხ ზაიაცკოვსკი.

 

ორი წყარო იუწყება, რომ ბატონი ფურნიე კანდიდატებს შორის ფავორიტია, რადგან მან შთამბეჭდავი როლი ითამაშა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის შუამავლობით მიღწეული სამშვიდობო გეგმის პროცესში დახმარების თვალსაზრისით, მაგრამ თბილისში საფრანგეთი პოპულარული არ არის, რადგან სამშვიდობო გეგმამ რუსეთს საქართველოს ტერიტორიაზე მისი არმიის გაურკვეველი დროით დატოვების მანდატი მისცა.

 

ლატვიელი და პოლონელი კანდიდატები პრობლემატურია, რადგან რიგამ და ვარშავამ ომში მკვეთრად პრო-ქართული პოზიცია დაიკავეს და ასეთმა დანიშვნამ შეიძლება ავნოს ევროკავშირის დიპლომატიას რუსეთთან მიმართებაში.

 

იმავდროულად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დღემდე წარმოდგენა არა აქვთ ეშტონის გეგმებზე.

 

თბილისი ევროკავშირის ისეთ ელჩს მიანიჭებდა უპირატესობას, რომელსაც გავლენა აქვს თავად ევროკავშირის ინსტიტუტებში და რომელიც ხელს შეუწყობდა პროგრესს ისეთ ტექნიკურ საკითხებში, როგორიცაა საქართველო-ევროკავშირის ასოციაციის შეთანხმება და თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებული გეგმები.

 

თბილისში არც ის იციან, როგორ გაანაწილებს მისიის ხელმძღვანელი გავლენის სფეროებს, ევროკავშირის დღეს მოქმედ ორ სპეციალურ წარმომადგენელს შორის საქართველოში – შვედ დიპლომატ პიტერ სემნების (რომელიც საქართველო-ევროკავშირის ინტეგრაციას ხელმძღვანელობს) და ფრანგ დიპლომატს პიერ მორელს შორის, რომელიც საქართველო–რუსეთის მერყევ სამშვიდობო მოლაპარაკებებზეა პასუხისმგებელი.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...