Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge შავი ზღვა სახიფათო რეგიონად არ უნდა გადაიქცეს


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/06/nytimes-150x23.gif

 

დენის ქორბოი, უილიამ ქორთნი, კენეტ იალოვიცი

 

შავი ზღვა ცივილიზაციის, ვაჭრობისა და კულტურის აკვანია, მაგრამ დღეს ის ამავე დროს გადაუჭრელი კონფლიქტების, მყიფე საზღვრებისა და შუღლის რეგიონად იქცა

 

ტერორიზმი და ამბოხი, ახლო და სამხრეთ-აზიიდან წაქეზებული  ჩრდილო-კავკასიას მოედო. ყველაფერი დაწყებული ავღანური ნარკოტიკებით და ირანის ბირთვული პროგრამისთვის საჭირო მარაგებით დამთავრებული, რეგიონის გავლით კონტრაბანდით  ვრცელდება. ქართველები რუსეთთან 2008 წლის ომის შემდეგ ისევ დაძაბულები არიან, სეპარატისტები მთიან-ყარაბახსა და დნესტრისპირეთში სამხედრო მოქმედებებით იმუქრებიან.

 

დაუცველობა შავი ზღვის რეგიონალური თანამშრომლობის ეფექტური ინსტიტუტების არ არსებობის შედეგიცაა.

 

ევროპის კავშირის შავი ზღვის ერთობლივი ინიციატივა, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია და შავ ზღვაში ჰარმონიულად ოპერირების ორგანიზაცია, რომელსაც თურქეთის სანაოსნო კოალიცია უდგას სათავეში – ყველა ეს სტრუქტურა მოიკოჭლებს.

 

ნატო-ს სამი წევრი ქვეყანა – ბულგარეთი, რუმინეთი და თურქეთი  – შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობენ, მაგრამ ალიანსი რეგიონს მწირ ყურადღებას უთმობს. რუსეთი და თურქეთი ზღვაზე დომინირებას და სხვა ფლოტების თავიდან მოცილებას ცდილობენ, მაგრამ ისინიც კი რომ არ მოქცეულიყვნენ ასე, 1963 წლის მონტროს კონვენცია სხვა ქვეყნების საომარ გემებს აქ სამ კვირაზე მეტ ხანს გაჩერებას უკრძალავს.

 

 

მაგრამ შავი ზღვის უსაფრთხოების ინიციატივებისთვის შეიძლება პირობები მომწიფდეს.

 

რუსეთი შფოთავს სოჭის 2014 წლის ოლიმპიური თამაშების მომენტისთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გამო, რადგან ქალაქი ჩრდილო-კავკასიის მიჯნაზე მდებარეობს. უკრაინა ცდილობს ჩაამშვიდოს ძირითადად რუსებით დასახლებული ყირიმის შფოთი, ხოლო რუსეთს იქ სტაბილური სანაოსნო ბაზა სჭირდება.

 

თურქეთი, სადაც დიდი ჩრდილო-კავკასიური დიასპორაა, აზერბაიჯანი და საქართველო იმედოვნებენ, რომ ბრძოლა ჩრდილო-კავკასიაში ჩაცხრება. თურქეთიც ღელავს ნავთობით დატვირთულ ტანკერებზე, რომლებიც ბოსფორის ყურეს კვეთენ და რეგიონის ყველა ქვეყანას სურს აღკვეთოს თრეფიქინგისა და ტერორიზმის ნაკადები.

 

ერთის შეხედვით, რუსეთი ერთდროულად პრობლემაცაა და პრობლემის გადაწყვეტაც. ის ამაგრებს თავის საჰაერო და სახმელეთო ბაზებს აფხაზეთსა და სამხრეთ-ოსეთში ქართულ ტერიტორიებზე, რომელთა ანექსირებაც მან 2008 წელს, საქართველოსთან შეტაკების შემდეგ მოახდინა. რუსეთი  ბაზებს ამაგრებს აგრეთვე გიუმრიში, სომხეთში. ეს ძალები შეშფოთების მიზეზი ხდება რადგან მათ შეუძლიათ ადვილად შეაფერხონ კასპიის ზღვის ნავთობისა და აირის ტრანსპორტირება. რუსეთი იმასაც ამბობს, რომ შავ ზღვაში კიდევ უფრო მეტ სამხედრო ხომალდს განათავსებს და აფხაზეთში სამხედრო სანაოსნო ბაზას აღჭურვავს და მიუხედავად გარკვეულ მინიშნებებზე ცვლილებაზე, მოსკოვი დღემდე ამბობს უარს საქართველოს მთავრობასთან საქმის დაჭერაზე.

 

მაგრამ ზედმეტად ფრთაგაშლილ რუსეთს შეიძლება ახლა პოტენციური კონფრონტაციის განმუხტვა სურდეს.  ვლადიმერ პუტინის ავტორიტარულ მმართველობას ახალი პრობლემა გაუჩნდა, რადგან ამ ზაფხულს მთავრობამ ვერ შესძლო ხანძრების ჩაქრობა. რუსი ლიდერები ახლა ეკონომიკურ მოდერნიზაციას და საგარეო ინვესტიციებს უწევენ რეკლამირებას. რუსეთი აუმჯობესებს ურთიერთობებს თურქეთთან და უკრაინასათან და საქართველოსთან ომის ორი წლისთავზე რუსეთმა თავი შეიკავა შარშანდელი პატრიოტული გზნებისგან.

 

რუსეთმა, თურქეთმა და უკრაინამ, ყველაზე დიდმა ქვეყნებმა შავი ზღვაზე, უნდა ითაონ თანამშრომლობა უსაფრთხოების საკითხებში, რათა შეამცირონ არსებული საფრთხეები. შავი ზღვის ყველა სახელმწიფო ნატო-ს ევრო-ატლანტიკური პარტნიორობის საბჭოსა და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრები არიან. ორივე ეს ორგანიზაცია შეიძლება რეგიონული ინიციატივების განვითარების ფორუმად გამოდგეს.

 

კოოპერაციამ, რომლის მიზანიც ტრანს-ნაციონალური საფრთხეების შემცირება იქნება, უნდა გააუმჯობესოს სასაზღვრო კონტროლი,   კავშირები სამართალდამცავ  და სამხედრო  სტრუქტურებს შორის და ხელი უნდა შეუწყონ ერთობლივ ოპერაციებს უკანონო თრეფიქინგის წინააღმდეგ.

 

თანამშრომლობამ უნდა  განამტკიცოს ბიოლოგიური და ბირთვული საფრთხეების გადაწყვეტის სიმძლავრეები, მათ შორის აქტიური თანამშრომლობით გლობალური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის და  გავრცელების უსაფრთხოების ინიციატივებთან. რუსეთი შეერთებულ შტატებთან ერთად ამ ორგანიზაციების თანათავმჯდომარეა.  ახალი რეგიონული დიალოგი უსაფრთხოების საკითხებში ხელს შეუწყობდა ერთობლივი ზომების მიღებას ტვირთების ტრანსპორტირებისას,  დაეხმარებოდა საფრთხეების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას და   ერთობლივი პოლიციური ოპერაციების  ჩატარებას.

 

ნატო-ს შეუძლია გააუმჯობესოს საზღვაო დაზვერვის უნიკალური სიმძლავრეები, ხოლო ევროკავშირს შეუძლია დახმარება გაუწიოს სამართალდამცავ ძალებს, საზღვრის დაცვასა და ინფორმაციის გაზიარებაში.

 

გასულ გაზაფხულს შავი ზღვის დამოუკიდებელი კომისია სამართლიანად მოსთქვამდა, რომ „შავ ზღვას ჯერ კიდევ არ ექცევა სათანადო ყურადღება“.  შეხვედრებმა უმაღლეს დონეზე, რომელიც ამ წლის ბოლოს ჩატარდება, შეიძლება ცვლილების შესაძლებლობა გააჩინოს.

 

ამ შეხვედრებზე, რომლებიც  ნატო-ს, ევროკავშირსა  და ევროპის თანამშრომლობისა და უსაფრთხოების ორგანიზაციას (ეუთო) შორის ჩატარდება,  შავი ზღვა მთავარ საკითხად უნდა იქცეს. სოჭის მოახლოებული თამაშების გამო რუსეთი შეიძლება ძალიან საინტერესო პარტნიორი გახდეს.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...