Jump to content
Planeta.Ge

ბოქლომის ბლოგი- “ცენტრ პოინტი” და ძმანი მისნი მშენებლობას ჩამოშორდებიან


Recommended Posts

სამშენებლო სექტორში იწყება ის, რაც დიდი ხნის წინათ უნდა დაწყებულიყო. ფაქტობრივად გაკოტრებული კომპანიები ტოვებენ ასპარეზს და მათ ადგილს ახალი ინვესტორები იჭერენ.

 

გაზიარება

[ნიკა ასლანიძე. 20:12 04-09-2010]

http://1.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TIJwT47JQaI/AAAAAAAAEA4/YTAVNiqoJuU/s200/6295_1031958899094_1829046399_69150_4562545_n.jpgძირითადად აქცენტი უცხოურ ფირმებზე კეთდება, თუმცა შედარებით ძლიერი ქართული დეველოპერებიც აპირებენ კოლეგა კომპანიების მართვაში შესვლას.

უკვე გავრცელდა ცნობა, რომ უმსხვილესი დეველოპერული კომპანია “არსი” ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის მართვაში შედის. თუმცა, “არსის” აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე აბულაძე აცხადებს, რომ ეს კომპანია ”ცენტრ-პოინტი” არ არის. აბულაძის თქმით, კრიზისში მყოფი კომპანიისთვის მართვაში სხვა კომპანიის შეყვანა საუკეთესო გამოსავალია, რადგან ახალ მმართველს ახალი მენეჯმენტი და ხედვა მოაქვს.

მანამდე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ცენტრ პოინტის” მფლობელები საკუთარი ბიზნესის მართვას სხვა კომპანიას ჩააბარებენ. კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ვახტანგ რჩეულიშვილი რადიო “კომერსანტთან” აცხადებს, რომ “ცენტრ პოინტის” აუდიტორული შემოწმება უკვე დასრულდა. რამდენიმე დღეში კი ის კომპანია შეირჩევა, რომელსაც კომპანია მართვაში გადაეცემა.

“ცენტრ-პოინტის” ახალი მმართველის შესარჩევად აუცილებელი პირობა საინვესტიციო ვალდებულებების გასტუმრებაა. რჩეულიშვილის თქმით, კომპანიის მართვაში აღების სურვილი ერთ-ერთ ებრაულ ბანკს ჰქონდა, თუმცა მოლაპარაკება არ შედგა. ბანკი თანახმა იყო კომპანიაში ინვესტიციები ჩაედო და პროექტები დაესრულებინა, თუმცა ”ცენტრ პოინტის” ინვესტორთა 500-კაციანი ჯგუფისთვის ვალდებულებების გასტუმრებაზე უარი განაცხადა.

მართვაში სხვა კომპანიის შეყვანა კომპანიისათვის კრიზისის დაძლევის საუკეთესო გზაა. მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარის გიორგი კაპანაძის თქმით, ასეთ დროს მმართველი კომპანია ვალდებულებების შესრულების პასუხისმგებლობას იღებს და ამისათვის დამატებით ინვესტიციებს ახორციელებს. კაპანაძის განმარტებით, მართვაში სხვა კომპანიის შეყვანა მიღებული პრაქტიკაა და იგი არა მარტო სამშენებლო სფეროში გამოიყენება.

სხვათა შორის, ამაზე ექსპერტები უკვე კარგა ხანია საუბრობენ და როგორც იქნა მშენებლებმაც ყურად იღეს. რადგნაც მთელი თბილისი დამთავრებელი მშენებლობების ქალაქად არის ქცეული, სხვა გზა აღარ დარჩა - ბაზრიდან უნდა გავიდნენ, ფაქტობრივად, უკვე გაკოტრებული კომპანიები და თავიანთი კაპიტალი და ვალდებულებები ახალ მოთამაშეებს გადაულოცონ.

რაც შეეხება გაკოტრებულთა სიას, აქ კვლავ ამოტივტივდა ყველაზე დიდი დეველოპერის - “ცენტრ პოინტის” სახელი. ეს კომპანია რომ რეალურად ბანკროტია, ყველამ კარგად იცის, მაგრამ ამჯერად საუბარია იმაზე, რომ “ცენტრ პოინტი” ოფიციალურად გაკოტრდა.

ამის შესახებ ინფორმაცია პირველად ამ რამდენიმე დღის წინათ ინტერნეტ-ფორუმებზე გაჩნდა. მოგვიანებით, პრესაშიც დაიბეჭდა ცნობები რჩეულიშვილების საოჯახო ბიზნესის გაბანკროტების შესახებ.

თავად კომპანიაში კატეგორიულად უარყოფენ გავრცელებულ “ჭორებს”. როგორც “ცენტრ პოინტის” საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თიკა რუხაძე აცხადებს, კომპანია ჩვეულ რეჟიმში მუშაობს და ამგვარი ინფორმაციის გავრცელების საფუძველი არ არსებობს.

თუმცა, ვახტანგ რჩეულიშვილის ზემოთმოყვანილი კომენტარები, ფაქტობრივად, ადასტურებს ეჭვს, რომ “ცენტრ პოინტის” დღეები დათვლილია. როგორც ჩანს, ამ სახელწოდების მქონე კომპანია მალე დატოვებს საქართველოს უძრავი ქონების ბაზარს.presa.ge

http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif2907431438646605030-2541689651614845288?l=boqlomi.blogspot.com

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...