Jump to content
Planeta.Ge

ბოქლომის ბლოგი- კახა კუკავა: ”სააკაშვილის აბსურდულ გამონათქვამებზე კლიპი უნდა გავაკეთოთ”


Recommended Posts

”საკონსტიტუციო ჩასწორება, რაც მიმდინარეობს, პირიქით, კიდევ უფრო ამახინჯებს კონსტიტუციას. რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, სამი ჩატარდა უკვე და ქვეყანაში კრიზისი არ განიმუხტა.

 

გაზიარება

[ანნა მანია. 20:21 04-09-2010]

http://4.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TIJyXAML9DI/AAAAAAAAEBA/IIoHK8HdbBU/s200/kaxa+kukavai.gifმთავარი ვადამდელი არჩევნების ჩატარება არ არის, მთვარია ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები. ამ ხელისუფლების პირობებში სამართლიანი, ან ვადამდელი არჩევნები არ ჩატარდება. ჩვენ არც ნორმალური კონსტიტუცია გვექნება. რეალურად, უნდა ვემზადოთ ამ ხელისუფლების დამხობისთვის. მხოლოდ დამხობის შემდეგ იქნება საქართველოში თავისუფალი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა.

დღესდღეობით, ქვეყანაში შექმნილი ვითარების ფონზე, მოსალოდნელია გამეორდეს იგივე პროცესები, რაც მოხდა 2003 წლის ნოემბერში”-აცხადებს “კონსერვატიული პარტიის” გენერალური მდივანი, კახა კუკავა. იგი გვესაუბრება თუ რატომ რჩება რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის მომხრეთა რიგებში და როგორ აპირებს აპირებს ვითარების გამოსწორებას.

კახა, “ეროვნული საბჭო” ისევ აცხადებს მზაობას აქციების დაწყებაზე და საშემოდგომად იღებს სტარტს?- თარიღები წინ და წინ არავინ იცის. საერთოდ, თარიღომანიის წინაააღმდეგი ვარ. თუმცა ფაქტია, მხოლოდ პროტესტის გამოხატვა საქმეს არ შველის. როცა თბილისში გამოდის 200-300 ათასი ადამიანი, ეს პრაქტიკულად ნიშნავს იმას, რომ მთელი თბილისი ამბოხდა. იმ ხალხის უკან ხომ ოჯახები დგას, დავუმატოთ მოხუცები, ბავშვები აღნიშნულ რაოდენობას და მივიღებთ, რომ მთელი თბილის აპროტესტებს სააკაშვილის ხელისუფლებას.

ამიტომ აქ მხოლოდ პროტესტის გამოხატვა არ არის მნიშვნელოვანი, ვფიქრობ, შემდეგი აქციები მიმართული უნდა იყოს ხელისუფლების შეცვლისაკენ. ხაზგასმით ვამბობ, არა მხოლოდ პროტესტის გამოხატვა, არამედ ხელისუფლების შეცვლაა აუცილებელი.განვლილი საპროტესტო აქციების პირობებში, უბრალოდ, სხვა ეტაპზე ვიყავით, მაშინ ამოცანა პროტესტის გამოხატვა იყო.

საერთოდ, დემოკრატიულ ქვეყნაში ის უნდა გაკეთდეს, რაც გასული აქცია-გამოსვლების პირობებში გაკეთდა, მაშინ პროტესტი გამოვთქვით და საკმარისი გვეგონა ეს ფორმა. ზოგადად, ნებისმიერ ქვეყანაში დედაქალაქის მოსახლეობის ნახევარიც, რომ გამოვიდეს, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, იქ ოპოზიციამ თუნდაც არ მოითხოვოს, ხელისუფლებას დიდი დღე მაინც არ უწერია.

გასული აქციების დროს, პროცესებს ვუდგებოდით, როგორც დემოკრატიულ სისტემას. ახლა, ყველაფერს სხვანაირად ვეკიდებით. გასაგებია, რომ ახლა, ჩვენ არც დემოკრატია გვაქვს, არც დამოუკიდებლობა გვაქვს და ვართ დაპყრობილი ქვეყანა. აქ არის აშშ-ს კოლონიური ადმინისტრაცია. ამიტომ იმ მეთოდებით ბრძოლა, რასაც დემოკრატიულ ქვეყნებში მიმართავენ, ჩვენს პირობებში არაადექვატურია.

კახა, ბოლო დროს ხელისუფლებიდან წამოსულ კიდევ ერთ ავანტიურას,კონფედერაციის თემას, როგორ შეაფასებ?- ეს თემა რა სიმძაფრით განიხილება, არ ვიცი, მიშა სააკაშვილმა გამოსვლებში ახსენა კონფედერაცია, თუმცა რასაც ამბობს იმის ერთი პროცენტი მაინც, რომ სიმართლე იყოს ამაზე საუბარს აზრი ექნებოდა. ისიც თქვა ბათუმში 3 მილიარდი ინვესტიცია ჩაიდოო. ბათუმში 3 მლნ ინვესტიცია ჩაიდო და რიცხობრივი განსხვავება ხომ თვალსაჩინოა?

კონფედერაციაში კონფედერაციას გულისხმობდა, თუ რამე სხვას რთული სათქმელია. საერთოდ, ამგვარი გაერთიანება ჩვენს ინტერესებში არ არის, იმიტომ რომ ეს იქნება დაუბალანსებელი კონფედერცია.

საბჭოთა პირობებში, საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი იყვნენ დაახლოებით თანაბარი რესურსების მატარებელნი, აზერბაიჯანი საქართველოზე დემოგრაფიულად ცოტა წინ იყო, 7 მლნ იყვნენ, ჩვენ 5 მლნ. სამაგიეროდ, საქართველო უსწრებოდა ეკონომიკური განვითარების და ბევრი სხვა მონაცემების მიხედვით.

საერთო ჯამში სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკები ერთმანეთის მიმართ დაბალანსებული იყვნენ. დღეს, როცა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური განვითარების მხრივ სხვაობა აზერბაიჯანის სასარგებლოდ საკმაოდ გაიზარდა, კონფედერცია ჩვენთვის არის დამღუპველი.

ამას გარდა, სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში დემოგრაფიული შეფარდება 75-ზე კი არ არის, უკვე 103. რაც შეეხება ეკონომიკურ მხარეს, ჩვენთან წელიწადში ეკონომიური კუთხით, კლება თუ 7%,-ია, იქ არის მატება 30%, აზერბაიჯანი არის ერთ-ერთი მზარდი ეკონომიკურ-პოლიტიკური ერთეული რეგიონში, ხოლო საქართველო კრიზისში მყოფი.

ამას გარდა, უნდა გავითვალისწინოთ ქვემოქართლში რა საფრთხეები არსებობს. ჩვენი ამოცანა არ არის ახლა აზერბაიჯანის გავლენის სფეროში მოქცევა, არადა, ეს კონფედერაცია იქნება აზერბაიჯანის კონფედერცია.

ხოლო რაც შეეხება სამ სუბიექტიან გაერთიანებას, იდეა უბრალოდ უტოპიურია. სულ ახლახან სროლები იყო ყარახაბში და 300 ათასი კაცია ორივე ხრიდან მოკლული, ამიტომ შეუძლებელია სამ სუბიექტიანი გაერთიანებაც, ამაზე არც სომხეთი არც აზერბაიჯანი წავა.

მაშინ, რატომ მუსირებს ეს თემა ხელისუფლებიდან?- ეს, უბრალოდ, სააკაშვილის გამონათქვამი იყო. აი, მაგალითად, სულ ახალხანს განაცხადა, რომ ყველა სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში უფრო მეტი ადამიანი ბრუნდება, ვიდრე მიდის. ყველა სტატისტიკის მიხედვით, რეალურად საქართველოდან მოსახლეობა გარბის თავქუდმოგლეჯილი. ჯერ მარტო ჩვენ ირგვლივ რამდენი ვიცით საბერძნეთში, თურქეთში, რუსეთში, გერმანიაში გასული, უკან დაბრუნებული რამდენი გინახავთ?

”კონსერვატიულ პარტიას” გადაწყვეტილი გვაქვს სააკაშვილის მხრიდან წამოსულ აბსურდულ გამონათქვამებზე კლიპი გავაკეთოთ. აი, მაგალითად, ტურისტების რაოდენობასაც ყოველ დღე თვითნებურად ცვლის, ხან ამბობს 500 ათასია, ხან 700 ათასი და აცხადებს, რომ ორ წელიწადში 10 მლნ-ი უნდა გახდეს.

ვერ გავიგე, ხო არ გაასმაგდება ეს ტურისტები? რეალურად, ტურისტების რაოდენობა ბევრად უფრო ნაკლებია, არც 500 ათასია, არც 700 ათასი - შავი ზღვის სანაპიროზე ტურისტების რაოდენობა იქნება მაქსიმუმ 100 ათასი, ხოლო დანარჩენ საქართველოში, ძირითადად, მთიან რეგიონებში 5-7 ათასი ტურისტი თუ იქნება.

ტენდენცია, როცა სომხები ჩამოდიან, ქართველები გადიან ქვეყნიდან, პერსპექტივაში რას მოიტანს?- სომხები მოდიან ტურისტებად, ჩვენ მუდმივ საცხოვრებელს ვეძებთ საზღვარგარეთ, ეს სხვა და სხვა ფაქტორებია.

ზღვისპირა რეგიონებში იყიდება ობიექტები სომხებსა და თურქებზე, ეს არაფერს ნიშნავს?- ჩვენ მოღალატე ხელისუფლება გვყავს და ეს ბევრ პროცესს უცვლის შინაარსს. თორემ, თავისთავად, ის რომ ქვეყანაში ვიღაცა ჩამოდის ტურისტად პოზიტივია, მაგრამ იმ პირობებში, როცა ჩვენ გვყავს მოღალატე ხელისუფლება ნეგატივი.

ჩინელების შემოსვლა ხომ ნებისმიერი ქვეყნისთვის არის პოზიტივი, იმიტომ რომ ინვესტიციები შეაქვთ, ჩვენს შემთხვევაში სხვაგვარად მოხდა, სამეგრელოსა და სვანეთის ტყეებიდან გაყარეს და ეს დოვლათი ჩინელებს გადასცეს. ყველაფერი უკუღმა გაკეთდა.

ინვესტორების შემოსვლას მხოლოდ მივესალმები, მაგრამ თუ იქ, როგორც ჩინელების შემთხვევაში მოხდა, სომხური დასახლებები გაკეთდება, ამის წინააღმდეგი ვარ. ეს ეროვნული უსაფრთხოებისთვის სერიოზული დარტყმა იქნება.

რაც შეეხება, გადინებას, ევროპული ქვეყნებიდან ბოშების დეპორტაცია მოხდა. ბოლო სკანდალი საფრანგეთში იყო. ქართველებიც იქცნენ ”ციგნებად” ევროპაში, იმიტომ რომ, გადატენილია ყველა ქვეყნის სასაზღვრო ბანაკები, საკარანტინო ბანაკები იმდენი ადამიანი გარბის საქართველოდან.

სააკაშვილი, მართლაც არის უნამუსო. შუბლზე ძარღვგაწყვეტილი უნდა იყო, რომ თქვა, საქართველოში უფრო მეტი ადამიანი ბრუნდება, ვიდრე გარბისო. საქართველოში შეიძლება ბრუნდება ერთი პროცენტი, ისიც დროებით, რომ შვილებს ჩამოაკითხოს, ფული ჩამოიტანოს, თორემ მუდმივად საცხოვრებლად არავინ ბრუნდება.

შარშანწინ, სალონიკში ვიყავი, იქ მითხრეს, მოვტყუვდით, დავბრუნდით საქართველოში და ასეთი შეცდომა ცხოვრებაში არ დაგვიშვია. უკან ნასესხები ფულით მოგვიწია დაბრუნებაო. ამ ადამიანებმა საბერძნეთში შრომით რაღაც თანხა იშოვეს, საქართველოში ჩამოვიდნენ პატარა ბიზნესის დაწყება უნდოდათ, აქ დაარეკეტეს, დაატერორეს და უკან გაქცევა ნასესხები ფულით მოუხდათ. ეს ყველაფერი ხომ ჩვენს თვალწინ ხდება.

რაც შეეხება, ფიარს და ხელისუფლებას, ოპოზიციას ნუთუ არ მობეზრდა ”სანახაობანი” და რატომ არ რეაგირებთ?- არ მომწონს ფიარის ამგვარი ფორმა, იმიტომ რომ არ არის ნორმალური ფიარი, ვენესუელის პრეზიდენტი მიმართავს ამ ხერხს, გადაცემაც მიჰყავს ჰელლო პრეზიდენტ ჰქვია,ზის 2 საათის განმავლობაში და მაყურებლების ზარებს პასუხობს. აი, ასეა აქაც. კამერების წინ პოზირება და ასეთი ცირკი, ეს ფიარის ფორმა, უბრალოდ სამარცხვინო. ამგვარ იაფფასიან ფიარს, სერიოზული ლიდერები, როგორიცაა ობამა, სარკოზი არასოდეს მიმართავენ. რა თქმა უნდა, საზოგადოების გარკვეულ ფენაზე, რაღაც პროცენტზე მოქმედებს.

სულ ახლახან მარცვლეულის ფასებზე რა ამბებიც დაატრიალა ტელევიზიით პრეზიდენტმა სააკაშვილმა ეს ხომ სამარცხვინო იყო. კატეგორიას, ვისაც ერთი წიგნიც არ წაუკითხავს სჯერა, რომ პრეზიდენტი იღწვის - აი, ინტერესდება მარცვლეულის ფასებით, რაღაცას აკეთებს, სინამდვილეში ოდნავ ”გამოსულმა”, ან იმან, ვისაც ერთი წიგნი მაინც აუღია ხელში, უკვე გაიგო რომ ტაკიმასხარა პრეზიდენტი გვყავს.

ჰააგაში უკვე პროცესი დაიწყო სააკაშვილის წინააღმდეგ რა პერსპექტივა აქვს ამ საქმეს?- ჯერჯერობით, პროცესს არ ჰქვია სააკაშვილის წინააღმდეგ, თუმცა წამოწყებას მივესალმები. ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარის არ იყოს, თუ ჰააგაში პროცესი დაიწყო, გასაგებია, პუტინს არ დაიჭერენ, ხოლო ვისაც პირველ რიგში დაიჭერენ, ეს სააკაშვილი იქნება. რა თქმა უნდა, ასეც უნდა მოხდეს.

ოსები და აფხაზები, ისევე როგორც ქართველები ჩვენი თანამოქლაქეები არიან, თუმცა იქ ქართველებიც დაიხოცნენ. ამიტომ, ეს ადამიანი, რომელმაც დაბომბა საქართველოს ქალაქი ცხინვალი, რომელმაც გაანადგურა ცხინვალის შემოგარენში ქართველი და ოსი ეროვნების ჩვენი მოქალაქეები, ბუნებრივია, მილოშევიჩივით უნდა წარსდგეს სასამართლოს წინაშე, თუ იცოცხლებს, სიცოცხლის ბოლომდე უნდა იჯდეს ციხეში, თუ გული არ გაუძლებს, როგორც მილოშევიჩს, არც მაგაზე ვინაღვლებთ.

როცა აქ, თბილისში, ზეიმი მიმდინარეობდა, კლიპები გადიოდა და ”საღარაძეები” გამოდიოდნენ ტელევიზიით, ნახევარი გორი გააუპატიურეს მაშინ. ამაზე ერთი სიტყვა არ თქმულა ჩვენი ტელევიზიებიდან და ხელისუფლებიდან რეაგირება არ ყოფილა.

როგორ? ჩვენ ოსების მიმართ ვიყოთ ფაშისტები და მერე რაღაცას დაგვიშავებენ, იმაზე ვიძახოთ, რომ ოსები ცუდები არიან? ფაშისტები თუ ვართ, უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენც ასევე მოგვექცევიან, თუ დემოკრატები ვართ, დემოკრატები უნდა ვიყოთ ქართველების მიმართ და ოსების მიმართაც.

როცა დაიბომბა ცხინვალი ღამით, დაიხოცნენ აკვანში მწოლიარე ბავშვები...ახლა, მე, მაინტერებს, თუ ჩვენთვის რამე მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ის ბავშვები ოსები იყვნენ. თუ ვინმე ასე ფიქრობს, ის არის ფაშისტი. ჩვენი და ჩვენი სახელმწიფოს მხრიდან ამ ტრაგედიას შეფასება არ მოჰყოლია. ფაქტია, ისიც რომ, საპასუხო მოქმედებები, რომელიც განახორციელა რუსეთის რეგულარულმა ჯარმა, ეს იყო, ნამდვილად, ბევრად უფრო ჰუმანური, ნამდვილად ბევრად უფრო ადექვატური, ვიდრე რაც განახორციელა სააკაშვილის ბანდფორმირებებმა.

ანუ, რუსეთის მხრიდან პრევენციული ზომები იყო?- არა, ისიც არა კანონიერი იყო, მაგრამ ქალაქების ღამე დაბომბვა და საცხოვრებელ კვარტლაში რაკეტების ჩამოყრა მასობრივად მათ არ გაუკეთებიათ, ძირითადად ხდებოდა სამხედრო ობიექტების დაბომბვა. თუმცა ხან მიზანს ააცილეს და ხან გვერდზე მდებარე კორპუსებსაც მოხვდა. მაგრამ ის რომ, მასობრივად საცხოვრებელი კვარტალისთვისაც ცეცხლი გაეხსნათ, ასეთი რამ არ ყოფილა. არ არის მართებული მიდგომა, თითქოსდა ცხინვალის დაბომვა შეიძლებოდეს და გორის არა. ამ მიდგომებით, გამოდის, რომ ჩვენ თვითონ ვცნობთ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას.

როცა ხელისუფლება შეიცვლება, ჰააგის სასამართლოს გარდა, ჩვენი ქვეყნის სასამართლო ინსტანციებითაც უნდა აგოს პასუხი მიხეილ სააკაშვილმა ოსი მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის. ისე, როგორც საქართველოს დანარჩენი ქართველი ეთნიკური წარმოშობის მქონე პირების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის და საერთოდ, ეთნიკურ წარმოშობას არანაირი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს.

ჰააგის პროკურორი სპეციალური მისიით იყო ჩამოსული და მიხეილ სააკაშვილი 3 საათის განმავლობაში დაჰკითხა, ეს არაფერს ნიშნავს?- ეს ინფორმაციები, სამწუხაროდ, არ არის საჯარო. არანირ ინფორმაციას, იმაზე მეტს, რასაც თქვენ, პრესა ფლობთ, ჩვენ არ ვფლობთ. ჰააგის პროცესი არ არის პოლიტიკური პროცესი, ეს სააკაშვილზე ზეწოლის ერთ-ერთი ფორმაა.

სხვათაშორის, როცა ქვეყნის პრეზიდენტი ბრალდებულია, ის არ არის დამოუკიდებელი თავის გადაწყვეტილებებში, აბა, რატომ იძლევა ენგურჰესებს, რკინიგზას და გაზის აქციებს რუსეთზე. იმიტომ რომ, რუსეთს სიტყვა ეთქმის ჰააგაში. მის ხელშია სააკაშვილის პროცესი. თუ რუსეთი მიაწვება, გაგრძელდება, თუ არა და არა. დიახ. რუსეთის ხელშია სააკაშვილი გამოცხადდება თუ არა საერთაშორისო ძებნილად.

რა პერსპექტივა აქვს ამ პროცესის განვითარებას?- ეს დამოკიდებულია ჩვენზე. თუ მოვახერხეთ სააკაშვილის დამხობა, რა თქმა უნდა, მაშინ არავინ გადაეფარება ჰააგაში და ამ შემთხვევაში, რომელიმე საერთაშორისო დაწესებულებაში სამუდამო პატიმრობა მოუწევს. სანამ ხელისუფლებაში იქნება, პოლიტიკური მანიპულირების საგანი გახდება, ანუ უნდა ვიცოდეთ, რომ ჰააგაში სააკაშვილის წინააღმდეგ განხორცილებული სამართლებრივი მოქმედებების შეჩერების სანაცვლოდ, სააკაშვილს მოუწევს რომელიმე სტრატეგიული ობიექტის რუსეთისთვის გადაცემა.

ოპოზიცია ჰააგის ტრიბუნალის თემის წამოწევით რატომ არ არის დაინტერესებული?-პრაქტიკულად, ჩვენი, როგორც ოპოზიციის ამოცანაა ხელისუფლების შეცვლა და არა რომელიმე თემის წამოწევა.

7 ნოემბრის შემდეგ, ამ ხელისუფლებასთან რომელ დისკუსიებზეა საუბარი. 7 ნოემბერი იყო, პასუხისმგებლობა არავის აუღია და აქედან გამომდინარე ჩვენ საქმე გვაქვს ფაშისტურ რეჟიმთან. მოკლედ, თეორიული დისპუტები ამ ხელისუფლებასთან არ კმარა, ძალაა გამოსაყენებელი და ეს ხელისუფლება არის გასაგდები.

თუ ვინმეს ამერიკის კოლონიაში ცხოვრება ხიბლავს, მათ რიგებში, მე არ ვიგულისხმები. ხოლო რა შეეხება, მუდმივ სპეკულირებს, რომ პრორუსული ძალა ვართ, დღესდღეობით, რუსეთთან ურთიერთობების აღდგენა უფრო პერსეპქტიულია, ვინაიდან ამერიკისგან განსხვავებით მოსკოვი დასუსტებულია. დიახ, ”ეროვნული საბჭო” რუსეთთან დიალოგის აღდგენის მომხრედ რჩება. კონფლიქტის გასაღები, რა თქმა უნდა, მოსკოვში უნდა ვეძებოთ.

კახა, მეორე მხრივ, რუსული ოფიციოზი ხომ პანკისის თემით დაიმუქრა?- თავის მხრივ, რუსეთის მუქარა, თუ პანკისში ”ბოევიკების” შენახვა დაგიმტკიცდათ, საკუთარ ქმედებებზე პასუხს არ ვაგებთ, - საკმაოდ ცუდი სიგნალია. დიახ. ერთ დღეს, რუსეთმა პანკისს, რომ დაარტყას, კაცის შვილი არ შეიბერტყს ყურს. თუ არადა, აგვისტოს მოვლენებმა ხომ აჩვენა, როგორ აცალა რუსეთს და როგორ აუღელვებლად უცქირა აშშ-მ რუსეთ-საქართველოს ომს, საქართველოს სისხლიგან დაცლას და მხოლოდ რაღაც ზედაპირული ფრაზებით შემოიფარგლა. ახლაც იგივე განმეორდება.presa.gehttp://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif2907431438646605030-6527502513015683059?l=boqlomi.blogspot.com

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...