lasha_alo Posted September 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 4, 2010 (edited) ანაკლიაში ჩვენმა მისტერ პრეზიდენტმა რამდენიმე მნიშვნელოვანი მინიშნება გააკეთა და როგორც ჩანს სახელისუფლებო გუნდში 2013 წლისათვის სათანადოდ ემზადებიან. ორიენტირი დიდი ალბათობით მმართველი პარტიული კასტის შენარჩუნებაზეა და ამ პოლიტიკური ბალასტის მეშვეობით ლოიალური პრემიერის და პრეზიდენტის დასმა სურთ გახდეს , მაგრამ ყველაფერი ასე მარტივად იქნება? განვიხილოთ მოვლენათა განვითარების სხვადასხვა ყველაზე უტოპიური სცენარიც კი . 1 )ელცინისეული ვერსია -მიხო აკეთებს მოულოდნელ განცხადებას გადადგომაზე, მმართველი კასტა აპრომოუშენებს ახალ ბელადს სააკაშვილის მეშვეობით. თვითონ ხდება პრემიერი ან ნაცუმრავლესობის ლიდერი .1 წლით ადრე ამის გაკეთება მმართველი გუნდს შეაგუებს ახალ რეალობას, დღევანდელი პრეზიდენტი კი კომფორტულ ადგილას მოკალათდება და მისი მეშვვეობით განვითარდება სცენარი...მაგრამ პრეზიდენტის სკამი ერთია და მსურველი მრავალი. ასე ადვილად დასააშოშმინებელი იქნება იგივე უმრავლესობაში ცალკეულ ფიგურათა მადა? რიავიცი,რიავიცი . შესაძლებლობის განხილვალვად ღირს :018: 2) პუტინის იმიტაცია- პრინციპში პირველ ვარიანტს კი გავს ,მაგრამ დინამიზმი 2013 წელს ემთხვევა .მაგრამ ახალი კანდიდატურის პირობებში გუნდში კატაკლიზმები გარდაუვალი უნდა იყოს , თან ისურვებს ახალი ბატ პრეზიდენტი ძველის კონტროლის ქვეშ ყოფნას?! შესაძლოა ამიტომაც მიხეილმა ამჯობინოს მაგალითად ნაცმოძრაობის თავმჯდომარეობა, ტვინს გაბურღავს , გავლენებს შეინარჩუნებს , თან ახალ პრეზიდენტსაც წაკბენს დროთადრო. :TAT: არ გამოვრიცხოთ ამ ვერსიის სხვადასხვა ვარიაცია . 3) ძალოვანები გაყოყოჩდნენ ვანოს გარეშე რომ მზეც არ სუფევს ცის კამარაზე... ეს ცნობილი ფაქტია . პარტიული სკვინჩები და უგულავა რომ გულზე არ მოსდის ვანიჩქას ეს არომატიც კარგად იგრძნობა. რისკიანი კაცი არაა და გარანტირებული წარმატებისთვის იჩალიჩებს, მაგრამ დავუშვათ და შეკრა პირი ახალაიების კასტასთან.....რატომაც არა ?. მინისტრია პრინცი , ხოლო ეს გვარი აკონტროლებს სამეგრელოს , არა მარტო შიში ,არამედ ზოგადი ლოიალურობა მათდამი თვალშისაცემია. მეგრული პოლიტელიტა მათ განკარგულებაშია. ჰოდა გადამწყვეტ მომენტში დავუშვათ მიხო დააშოშმინეს , შემდეგ ქრისტიან-დემოკრატების ტიპის ძალით თავი შეილამაზეს ოპოების ნაწილის მხარდაჭერითაც და ალეი ჰოპ ახალი მეორე ქართული ტრიუმვირატი...... ?!მესმის უტოპიურია,მაგრამ იყოს რა ჩვენს აზრებში.პურს ითხოვს თუ ყველს..... 4) რევოლუცია....აი არ მჯერა ამ წარაკუა ოპოზიციის და მომკალით ,თან ძია სემი ქართულ ფორპოსტს ასე არ დათმობს. შესაძლოა გამოყენებულ იქნას ეროვნული ფორუმის ფაქტორი, რომელიც ჩემი აზრით მეტნაკლებად ლოიალურია დასავლური ღირებულებებისადმი და აქვს სათანადო მხარდაჭერა "პროლეტარიატში", თუმცა სახელისუფლებო რესურსების გადმოდინების გარეშე არავის არაფერი არ შეუძლია. მიხო და ვანო კი თავს კომფორტულად გრძნობენ.5) ოპოლიდერის პრომოუშენი - მეოთხე ვერსიის გაგრძელებაა , მაგრამ ლიდერმაც უნდა შეძლოს ფხა იქონიოს. ალასანიას აქვს შანსი,მაგრამ მას 0დან მოუწევს ყველაფრის დამტკიცება და პასიურობა მას არანაირად არ უწყობს ხელს. თარგამაძე ? ნუ ჩამოწერთ , თან შესაძლოა იპოვოს ხელისუფლებაში მფარველები ან საერთოდ ვინმე ახალი... პროდასავლური და მკლავმაგარის ტელეიმიჯით..... :TAT: , კონტროლირებადი ანარქიის ორგანიზირებით ან პირველ, მეორე და მესამე ვარიანტებთან ცოტა შეზავებით ესეც დავუშვათ ,მაგრამ ...6) რუსეთი.....? ჩაებმება ან შეძლებს შიდაპოლიტიკურ გარდატეხებში თავისი ინტერესები ლაზიერში გაიყვანოს?! სრულ კონტროლს გამოვრიცხავ . ასეთი ჯანიანებიც არ არიან და ქართულ სცენარში უკვე სახეზეა რუსეთისადმი სრული უნდობლობა, ანუ თუ პირობითად როგორც ფაქტი ქნარიკაზირება მოხდა ...ასეთ მმართველობას ეფემერულ სახეს მისცემს . ამდენად მაქსიმუმ შეიძლება ნეიტრალიტეტის იდეის რომელიმე აპოლოგეტს შეუწყონ ხელი.....ეს საკმაოდ სახიფათო მომენტია და არ გამოვრიცხოთ. არც ისე კარგადაა საქმე სახელმწიფოებრივ განვითარებაში და თუ თბილისი მოიგეს რაიმე გზით ,რეგიონების კონტროლი საერთოდ არ იქნება მაშინ პრობლემა. რეგიონალური ფაქრაშანისტების იმედი ჩემ მტერს ქონდეს . 2 წამში გაიყიდებიან გავაგრძელოთ თემა არ დამინდოთ , ყველა ვერსია გაცხრილეთ ან თქვენი ვარიანტები მიამატეთ..... ოღონდ პათეტიკა შორს თუ შეიძლება ...არგუმენტები ..... ისადა უკაცრავად სათაურისათვის. აბა სხვაგვარად ვერ შემოგიტყუილებდით , თან შესაძლოა ძირითადი პროცესები ზუსტად 2012 წელს დაიწყოს Edited September 4, 2010 by lasha_alo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted September 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 4, 2010 lasha_alo2012 მიშას შემდეგ აპოკალიპსი გველის ? ედიკამ და მიშამ იმდენი გაჭირვება გამოგვატარა, რომ 2012 წლის აპოკალიფსი ვერაფერს გვიზამს. პ.ს. ზოგი ჭირი მარგებელიაო და ეს რა ჭირი გვჭირს ტოო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
proletari Posted September 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 4, 2010 "გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის" უთქვამს დიდ შოთას ამდენს რა წაიკითხავს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
gendolf Posted September 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 4, 2010 კიდე ერთი ვერსია რუსული-ტან ნეიტრალურ ეროვნული : მოკლედ ნინო ნორაიდელი რომ რუსეთის მიერ ფინანსდებიან ეგ უკვე მთელმა ქვეყანამ გაიგო ასე რომ ამ რუსოფილების მიმარტ ნდობა დაკარგული აქვს ხალხს, ხალხი ხვდება რომ რუსეტსა და დასავლეთს სორის არჩევანი უნდა გააკეტონ ამ დროს ხალხს მოევლინებიან ლეიბორისტები სალვას თაოსნობით და ხალხს შეთავაზებენ ნეიტრალურ საერთაშორისო პოლიტიკას სინამდვილეში მაგათ რუსეთი შეუწყობს ხელს ოღონდ ისე რომ ამას შალვაც ვერ მიხვდება ბოლომდე( დამიჯერეტ ეგ არ გაუჭირდება), დუმაში არ მალავენ რომ (იმ დეპუტატებს ვგულისხმობ ვითომ საქართველოს ნეიტრალიტეტი უნდათ) მოსწონთ შალიკო როგორც ნეიტრალური ფიგურა ჰოდა მოწონებიდან სიყვარულამდე ერთი ნაბიჯია მაგრამ მე მაინც პირველი ან მეორე ვარიანი მგონია უფრო რელური Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Ostap Posted September 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 4, 2010 ქართულ პოლიტიკაში მომავლის პროგნოზირება ფაქტიურად შეუძლებელია.შეიძლება ნებისმიერი სცენარი გათამაშდეს,რომელიც დღეს-დღეობით აბსურდულადაც ჟღერდეს მთავარ სცენარისტს,მსოფლიო მნიშვნელობის დიდ პოლიტიკოსსაც ნუ ჩამოვწერთ ანგარიშიდან.დიახთ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted September 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 4, 2010 ლელამ მოგვიანებით შემოვივლიო.. :givi: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
gendolf Posted September 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 4, 2010 Ostapმთავარ სცენარისტს,მსოფლიო მნიშვნელობის დიდ პოლიტიკოსსაც ნუ ჩამოვწერთ ანგარიშიდან.ვის გულისხმობ? შალვა უკვე ვახსენე და სხვა ვინ არის ეგეთი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Ostap Posted September 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 4, 2010 მთავარ სცენარისტს,მსოფლიო მნიშვნელობის დიდ პოლიტიკოსსაც ნუ ჩამოვწერთ ანგარიშიდან. ვის გულისხმობ? შალვა უკვე ვახსენე და სხვა ვინ არის ეგეთი? შალვას სცენარისტობა არ გაიშვა.შალვა კურიერია იმასთან შედარებით ლელამ მოგვიანებით შემოვივლიო..რატომ მოგვიანებითო.დიდი დათვის თანავარსკვლავედს სტუმრობს ალბათ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted September 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 4, 2010 Ostapდიდი დათვის თანავარსკვლავედს სტუმრობს ალბათხო სტუმრად ვარო,მაგრამ სად არ დაუკონკრეტებია.. :givi: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Ostap Posted September 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 4, 2010 ხო სტუმრად ვარო,მაგრამ სად არ დაუკონკრეტებია.რას გაუგებ ლუნატიკებს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted September 4, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 4, 2010 ლელამ მოგვიანებით შემოვივლიო..ირაკლი არ გიხსენებია.ეს პროგრესია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted September 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 5, 2010 (edited) lasha_aloირაკლი არ გიხსენებია.ეს პროგრესიაეს თუ იხუმრე სმაილიკი მიგეხატა(და თან არ გამოგივიდა) და თუ არა,ნუ გამიბურღავთ ტვინს.. არ გამომიყვანეს მანიაკი აქ..მანახე ჩემი პოსტები სადაც უადგილოდ იკაკო მიხსენები,როდესავ თემა მას არ ეხება..ან ნუ შემიკიკინეთ..და კიდე ჩემო ლაშა,ჯობია შენ პროგრეს დაუკვირდე,რომელიც უკვე უკან-უკან მიდის,და ბოლოს მესიების ლოდინით მთავრდება..უკვე ლელა და იკაკო გერევა ერთმანეთში,დასვენებაც ვეღარ გშველის.. სპორტის თემაში დავპოსტავ ხოლმე,აქ რომ ნერვები არ მოგიშალოთ,მაგრამ მეორე ადმინისტრატორი სპორტის თემებსაც აქ ხსნის .. :givi: Edited September 5, 2010 by გიორგი68 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted September 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 5, 2010 (edited) lasha_alo1 )ელცინისეული ვერსია -მიხო აკეთებს მოულოდნელ განცხადებას გადადგომაზე, მმართველი კასტა აპრომოუშენებს ახალ ბელადს სააკაშვილის მეშვეობით. თვითონ ხდება პრემიერი ან ნაცუმრავლესობის ლიდერი .პროგრესულად მოაზროვნევ ერთი ის მითხარი,ელცინისეული ვერსია რომ მოგიგონებია,როდის გახდა ელცინი გადადგომის მერე პრემიერი ან უმრავლესობის ლიდერი..??ელცინისეური მეთოდი ეს არის,იგივე რაც ჩვენთანაც მოხდა 2003 წელს,ძველის გაშვება პენსიაზე(სასათბირე სიტუაციის შექმნით) და ახალის დასმა,ახალი გუნდით ისე რომ ის ძველი საერთოთ არ იხედებოდეს პოლიტიკისკენ.. ისე კაკულიამ(ლაშა იკაკოში არ აგერიოს :givi:) დღეს შემოგივლითო.. Edited September 5, 2010 by გიორგი68 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted September 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 5, 2010 გამწარებული ქართველი ერი გამოვა ქუჩაში ცელებით და სახალხოდ გამოყვერავს თAვს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted September 5, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 5, 2010 სპორტის თემაში დავპოსტავ ხოლმე,აქ რომ ნერვები არ მოგიშალოთ,პროგრესულად მოაზროვნევ ერთი ის მითხარი,ელცინისეული ვერსია რომ მოგიგონებია,როდის გახდა ელცინი გადადგომის მერე პრემიერი ან უმრავლესობის ლიდერი..??ნუ მიბრაზდები გიორგი აქ ვკამათობთ, თორემ არაფერი სხვა პრობლემა ;) ელცინი კი არ გახდა ...ელცინმა დაასახელა პუწინი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.