newstudio Posted September 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 4, 2010 ნოდიას დაუჭირეს დღეს ძველი თანამშრომლები. მე ვიყო ბროშკა, კაცის დაჭერა რო მიხაროდეს. ამიტომ შევეშვათ და შემდეგ ექსპერტზე გადავიდეთ. მახსენდება ანეკდოტი სკკპ ვეტერანზე – Я блин, всегда колебался вместе с генеральной линией партии! და ცხადია სულ "ნა პლავუ" იყო. ალიკა რონდელზე გებაზრებით. მიშას რო მთავარი ბრძენი გონია. "პოლიტმახვში". ეგრე წარმოგვიდგენს, ყოველ შემთხვევაში. ბოლო აკორდი იყო "აზერბაიჯანთან კონფედერაციის თემა". მიშამ ილხამასთან შეხვედრაზე დააბრეხვა: "ჩვენს შორის ურთიერთობები აღემატება ჩვეულებრივ ქვეყნებს შორის ურთიერთობას. ჩვენ ვართ ერთმანეთის გაგრძელება, ერთმანეთის დაბოლოება და ერთი ორგანიზმის ნაწილები. ეს არის ურთიერთობები, რომელზე უკეთესის წარმოდგენა შეუძლებელია". ცოტა ხანი გავიდა და ნინო კალანდაძემ, ამ თემაზე ვმუშაობთო. საინტერესოა, ვინ იქნება კონფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ლიდერი? (შინაგან საქმეთა მინისტრები მორიგდებიან ალბათ. "ჩერიომუხას" და რაღაც ეგეთებს ხშირად ახმარენ ერთმანეთს).ბოკერია? მისი პოზიცია მოგეხსენებათ. რუსეთმა 2044 წლამდე გაიგრძელა სომხეთში, გიუმრიში ყოფნა და თან ვალდებულება აიღო, ყველასგან დაგიცავთო. აზერბაიჯანის რეაქცია? საგარეო საქმეთა მოადგილე არაზ აზიმოვმა განაცხადა, ეს ორი ქვეყნის საქმეა და ჩვენ შეშფოთების საფუძველს ვერ ვხედავთო. ანუ ისტერიკას, ჩვენს, ქართულ, ჩვეულ სტილში ვერ ვხედავთ, მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიის 25% მიტაცებული აქვთ. ეს საგარეო მიდგომების თაობაზე. ეკონომიკა: აზერბაიჯანის მშპ 88,7 მილიარდი დოლარია, საქართველოსი – 11,1. ანუ დაახლოებით რვაჯერ ნაკლები. რაც კიდევ უფრო საინტერესოა მშპ 1 სულ მოსახლეზე 2,2–ჯერ მეტი აქვთ. მოსახლეობა 2–ჯერ. ისიც გავითვალისწინოთ, რომ დღეს ქართველ აზერბაიჯანელთა კონგრესმა განათლების სამინისტროს მოთხოვა არდადეგების გამოცხადება მუსულმანური (700–800 ათასი მიმდევარი) რელიგიური ზეიმების პერიოდში. სად ვეტენებით? იმ იმედით, რომ ილხამ გეიდარის ძე ალიევი მიხეილ სააკაშვილის ვალებს გადაიხდის და ხელისულების შენარჩუნებაში დაეხმარება? რა, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ვერ დაითანხმა, ნავთობსადენებს დაუბლოკავს? არა მგონია. ეს მე, სულელს. მაგრამ არსებობს რონდელი, რომელიც "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში აცხადებს: "მხოლოდ ის, რომ კონფედერაციის შესაძლებლობა სამთავრობო დონეზე განიხილება, მეტად საინტერესო მომენტია...ეს ორი ქვეყნის ინტერესთა თანხვედრის გამოხატულებაა. ადრე გვქონდა ამიერკავკასიის კონფედერაცია, ახლა უდიდესი გამოცდილება გვაქვს და ეს იდეა შეიძლება მეტად ეფექტური აღმოჩნდეს... თუ იგი საქართველოსა და აზერბაიჯანის მოქალაქეებისგან მიიღებს მხარდაჭერას, შანსი სავსებით რეალურია..." არაა ახლა ეს სილოსის ღეჭვა? თუ ცოხნა? ვიღაცამ ამასწინათ დაწერა – ვანო მარტოა, ხოლო "თავისუფლების ინსტიტუტს" ყავს ხალხი და ინტელექტი. მანახეთ რა?! თუ რონდელი "თავისუფლების ინსტიტუტის" Team–ში არაა? კონფედერაცია – ორი ან რამდენიმე დამოუკიდებელი სუვერენული წარმონაქმნის (არ ვიტყვი ქვეყნის) კავშირია. აფხაზეთ–ს/ოსეთთან კონფედერაციაზე რას ფიქრობენ ნეტა? თუ აღარა ვართ ერთი ორგანიზმის ნაწილები? http://www.facebook.com/note.php?note_id=426792150063&id=1792820665 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted September 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 4, 2010 ვიღაცამ ამასწინათ დაწერა – ვანო მარტოა, ხოლო "თავისუფლების ინსტიტუტს" ყავს ხალხი და ინტელექტი. მანახეთ რა?!ჩამოწერონ აბა სია ხალხის და მითუმეტეს ინტელექტუალური ხალხის გრანტების მოთრევა და პატრიარქის ლანძღვა რომ ეკერკებათ ამაში გამოიხატება მათი ინტელექტუალურობა??? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Marta1 Posted September 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 4, 2010 თურქულ კავკასიური კონფედერაციის იდეა არის არ ახალი,ახლა მიშიკოს პორით გაჟღერდა ეგ ამბავი, ჩრდილოეთ კავკასიაც კი უნდა ტურქეთს შემოიერთოს,დუდაევიც მაგას ნატრობდა...რე ვიცი, რამდენად სასარგებლოა ჩვენთვის მუსულმანური ქვეყნების ალყაში ყოფნა,ძლიერი ქვეყანა რომ გვქონდეს კიდევ ხო.ეს თურქეთი რა მაზალოდ შემოგვეხვია ლაოკოონის ძეგლივით Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
GeoStream Posted September 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 4, 2010 "ჩვენს შორის ურთიერთობები აღემატება ჩვეულებრივ ქვეყნებს შორის ურთიერთობას. ჩვენ ვართ ერთმანეთის გაგრძელება, ერთმანეთის დაბოლოება და ერთი ორგანიზმის ნაწილები. ეს არის ურთიერთობები, რომელზე უკეთესის წარმოდგენა შეუძლებელია" - რამდენჯერაც არ უნდა თქვა "ხალვა", მაინც პირი არ გატკბილიანდება! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted September 4, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 4, 2010 Siknadmoგრანტების მოთრევა და პატრიარქის ლანძღვა რომ ეკერკებათ ამაში გამოიხატება მათი ინტელექტუალურობა???მაიცა კიდევ ერთი შედევრი გავაძრე მიშაო გორში იმიტო გაიქცაო რომ დრამატული ეფექტი ქონოდა სიტუაციასო თორემ კი არ შეშინებიაო)))) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted September 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 4, 2010 (edited) newstudioმიშაო გორში იმიტო გაიქცაო რომ დრამატული ეფექტი ქონოდა სიტუაციასო თორემ კი არ შეშინებიაო)))) რაიო, თეატრში ტრაგიკულ გმირს ტამაშობდა და ჩვენ გვიმალავდენ? Edited September 4, 2010 by kisa Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
proletari Posted September 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 4, 2010 Siknadmo მაიცა კიდევ ერთი შედევრი გავაძრე მიშაო გორში იმიტო გაიქცაო რომ დრამატული ეფექტი ქონოდა სიტუაციასო თორემ კი არ შეშინებიაო)))) არა, არ შემშინებიაო. დაცვა კიდევ ძალი მიმარბენიებდა და მე გავიძალიანდიო. იმიტომაც მაქვს გაკვირვებული სახე სურათებზე ამ მომენტში რომ ვერ მივხვდი რატომ მიმარბენინებდნენო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted September 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 4, 2010 "ჩვენს შორის ურთიერთობები აღემატება ჩვეულებრივ ქვეყნებს შორის ურთიერთობას. ჩვენ ვართ ერთმანეთის გაგრძელება, ერთმანეთის დაბოლოება და ერთი ორგანიზმის ნაწილები. ეს არის ურთიერთობები, რომელზე უკეთესის წარმოდგენა შეუძლებელია". ცოტა ხანი გავიდა და ნინო კალანდაძემ, ამ თემაზე ვმუშაობთო.ეგ ჩემისა ალიევს ებაზრა თუ ალიევის ცოლს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted September 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 4, 2010 ეგ ჩემისა ალიევს ებაზრა თუ ალიევის ცოლს აუ მეც ეგ გავიფიქრე გაგრძელება - დაბოლოება ორგანიზმებზე რო ბაზრობდა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.