Jump to content
Planeta.Ge

უნდა გადავლახოთ თუ არა ნეპოტიზმი?

9 members have voted

  1. 1. უნდა გადავლახოთ თუ არა ნეპოტიზმი?

    • კი
      8
    • არა
      1

Recommended Posts

კარგი თემაა, Nukriko !

არ არის ერთმნიშვნელოვანი "მეგობრებისა და ნათესავებისათვის განსაკუთრებული პრივილეგიების მინიჭება მათი დამსახურებისდა მიუხედავად" (არ ვიცოდი, რომ "ნეპოტიზმი" ერქვა).

= საყვარელი დეიდის დიდი ხნის უნახავმა შვილმა ყაჩაღობა ჩაიდინა. ყაჩაღობა გეზიზღება დეიდა კი გიყვარს.

რას იზამთ: გამოისყიდით დეიდაშვილს თუ საკუთარ პრინციპებს არ უღალატებთ? უღალატებთ პრინციპებს და ფაქტიურათ თავის თავს ღალატობთ. არ უღალატებთ და ვინმე გაგამართლებს, გაპატიებს, გაგიგებს შენ საქციელს?

ფაქტიურათ, ყველამ თავის სულში უნდა ჩაიხედოს!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 77
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

babuagiorgi

მოკლედ, ვერ გაიგო ამ ხალხმა, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა და ის დამცავი მექანიზმები, რომელიც ასეთ ქვეყანას გააჩნია ასეული წლებით არის გამოცდილი.   პ.ს. მალე ვიხილავთ თემას "მოდით უარი ვთქვათ მშობლებ

DonCaredo

რატოა საზიზღარი მოვლენა? რატომ უნდა ვაშოვნინო ფული სხვას, როცა აგერ ახლობელი, ძმაკაცი, ნათესავი მყავს. ახლა თუ ვინმე პავაროტივით მღერის, იმის მაგივრად ჩემი ძმის ყროყინს არ მოვუსმენ კანეშნა

Siknadmo

დონ, ებრაელებმა სხვანაირად იციან ერთმანეთის გატანა, ერთ მაგალითს მოგიყვან, რუსეთის ერთ ერთ პრესტიჟულ სასწავლებელში ებრაელი ლექტორი კავკასიელებს სულ პაწია მაღარიჩზე ნიშნებს უწერდა რუსებს და ებრაელებს

GeoStream

მივდივართ ისევ ფასეულობების ქონა არ ქონაზე,

როდესაც ნათესაური ან მეგობრული ურთიერთობა აგებულია მხოლოდ ურთიერთდახმარებაზე, ეს არის ჯოგური პრინციპი,

ჩემიანია და ყოველთვის, ყველა შEმთხვევაში უნდა დავიცვა...

ასეთი რამ ქართულ ადათ წესებში ნაღდად არ იყო, არსებობდა გარკვეული ქცევის წესები, რომლის დარღვევის შემთხვევაში ადამიანი ვერ შეიფარებდა ვერც ნათეესავს ვერც ძმაკაცს,

როდესაც ზნეობა და მორალი გახდა მეათასე ხარისხოვანი წინ წამოიწია ჯოგურმა ინსტიქტმა, ჩემიანი უნდა გავიტანო ყოველტვის

რა მაერთიანებს მე და ჩემს მეგობარს, ის რომ როდესაც ის გაატრაკებს მე უნდა დავუდგე გვერდიტ, შEსაბამისად იმედი მაქვს რომ როდესაც მე გავატ.. ჩემი ძმაკაცი ვალებული იქნება დამეხმაროს :nekro:

რეალურად ხდება გაერთიანება ნათესაური თუ მეგობრული ნიშნით მხოლოდ და მხოლოდ იმ მოტივით რომ ვიღაცას გადაუარონ, ან ეს ხდება საზოგადოების სხვა წევრების ინტერესების წინააღმდეგ,

ამის მაგალითი იყო 90 იანი წლები

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოკლედ ვიტყვი, სახელმწიფოს ხარჯზე ნათესავების გაგულავება არ უნდა ხდებოდეს,

კადრების შერჩევა უნდა მოხდეს კანონის საფუძველზე, კომპეტენტურობის მიხედვით,

არც ერთ ჩვენგანს არ გვქონია ეგეთი არჩევანი და კარგათ ვიციტ სხვა როგორ უნდა მოიქცეს. მაგრამ...

რუსეთშიც და საქართველოშიც... ხელისუფლებაში ყოფნას ფულის შეგროვებისთვის იყენებენ. იკრიბავენ სანდო ხალხს, ასაქმებენ იმ ბიზნესში, რომლებშიც გავლენა მოიპოვეს ხელისუფლებაში ბიზნეს-ინტერესების გადანაწილების დროს. ეს გადანაწილება ისევ შენს ფინანსურ სიმძლავრეს მოითხოვს, ე.ი. ისევ უნდა შეაგროვო მეტი ფინანსები რომ შემდეგ გადანაწილების დროს არაფერი წაგართვან და ვინმეს რამე წაართვა. თან ზევითაც უნდა გადასცე, რომ საერთოდ არ ჩამოგაშორონ ხელისუფლებას და ბიზნეს სფეროზე გავლენას. ნათესავები, მეგობრები ... მაგათზე სანდო ხალხს სადა ნახავ? ყველა ნათესავი, ყველა მეგობარი არა, მაგრამ მაინც აწრიდან ხდება არჩევა.

ერთმა კირგიზმა ტაქსისტმა მითხრა ბაკიევზე. როცა ირჩევდნენ პრეზიდენტად, თქვა ძმები არა მყავსო. პრეზიდენტი რომ გახდა იმდენი ძმა აღმოაჩნდა, რომ მაგის ძმებისგან საშველი არა გვქონდაო! :givi:

რუსეთში პუტინმა მოიყვანა პეტერბურგული კლანი, ელცინმა სვერდლოვსკული, და ა.შ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

GeoStream

მივდივართ ისევ ფასეულობების ქონა არ ქონაზე,

როდესაც ნათესაური ან მეგობრული ურთიერთობა აგებულია მხოლოდ ურთიერთდახმარებაზე, ეს არის ჯოგური პრინციპი,

ჩემიანია და ყოველთვის, ყველა შEმთხვევაში უნდა დავიცვა...

ასეთი რამ ქართულ ადათ წესებში ნაღდად არ იყო, არსებობდა გარკვეული ქცევის წესები, რომლის დარღვევის შემთხვევაში ადამიანი ვერ შეიფარებდა ვერც ნათეესავს ვერც ძმაკაცს,

როდესაც ზნეობა და მორალი გახდა მეათასე ხარისხოვანი წინ წამოიწია ჯოგურმა ინსტიქტმა, ჩემიანი უნდა გავიტანო ყოველტვის

რა მაერთიანებს მე და ჩემს მეგობარს, ის რომ როდესაც ის გაატრაკებს მე უნდა დავუდგე გვერდიტ, შEსაბამისად იმედი მაქვს რომ როდესაც მე გავატ.. ჩემი ძმაკაცი ვალებული იქნება დამეხმაროს :nekro:

რეალურად ხდება გაერთიანება ნათესაური თუ მეგობრული ნიშნით მხოლოდ და მხოლოდ იმ მოტივით რომ ვიღაცას გადაუარონ, ან ეს ხდება საზოგადოების სხვა წევრების ინტერესების წინააღმდეგ,

ამის მაგალითი იყო 90 იანი წლები

კი გეთანხმებით. ეგრე უნდა იყვეს. მაგრამ რეალობაში ეგრეა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

წარმოიდგინეთ რამე კონკრეტულ პროფესიაში მაგრები ხართ და ამ დროს თქვენს მაგივრად სხვას ნიშნავენ (ნეპოტიზმის მოტივებით, რადგან ძმაკაცია ის და ა.შ) და ის სხვა არის ფარჩაკი.

მერეც კარგს იფიქრებდით ნეპოტიზმზე?

თუ იმ სხვის დანიშვნით ის არაფერს ზარალობს, მე რატო უნდა დამნიშნოს? აი, ვთქვათ მე ვიცი ელიფსური ინტეგრალების ამოხსნა, მეორემ კი მხოლოდ არითმეტიკა იცის, მაგრამ კარგად იცის. და ვინმეს ჭირდება ბუღალტერი. მე კი ვარ ძმაო იმაზე ბევრად მაგარი, არითმეტიკაშიც და კალკულუსშიც, მაგრამ იმ საქმეს მხოლოდ უბრალო არითმეტიკა ჭირდება, და ისიც აიყვანს თავის ნათესავს. რა არის ამაში უცნაური? თუ იმ კაცს ჩემისთანა ჭირდება მაგრამ ნათესავს აიყვანს და იზარალებს, პროსტო ღლე ყოფილა და მე ვერაფერს ვუშველი :)

დამიჯერე რააა, რომ ეხლა პირიქით, კერძო ფირმებში ერიდებიან ძმაკაცის და ნათესავის აყვანას, ძაან ერიდებიან,

მითუმეტეს ბუღალტრის თანამდებობაზეეე ხომ საერთოდ :yes:

მეტსაც გეტყვი, აი ძმაკაცი უფრო მეტი პროფესიოანლი რომ იყოს ასეთ შEმტხვევაშიც კიი, მანდ სულ სხვა მომენტებია

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დამიჯერე რააა, რომ ეხლა პირიქით, კერძო ფირმებში ერიდებიან ძმაკაცის და ნათესავის აყვანას, ძაან ერიდებიან,

მითუმეტეს ბუღალტრის თანამდებობაზეეე ხომ საერთოდ

და რა, იმიტომ ერიდებიან რომ გადალახონ ნეპოტიზმი? :)

მეც მაგას ვამბობ კაცო, რომ ძმაკაცი აზარალებს, კანეშნა არ აიყვანს. მაგრამ თუ ნათესავიც გაუკეთებს იგივე საქმეს, რასაც ეკონომიკის მაგისტრი, რატომ აიყვანს ვიღაც სხვას?

პ.ს.

ბუღალტრის თანამდებობა რაღაა? ნებისმიერი შკოლნიკი აიყვანე, ასწავლე და ვსიო :) რავი, ჩემ დროს ყოველშემთხვევაში ეგრე იყო, და ეხლა თუ ბუღალტრობის შეძლებას ჭკვიანობა ქვია, ცუდად ყოფილა მართლა განათლების საქმე :)

მეტსაც გეტყვი, აი ძმაკაცი უფრო მეტი პროფესიოანლი რომ იყოს ასეთ შEმტხვევაშიც კიი, მანდ სულ სხვა მომენტებია

ნუ, ეგ სულ სხვა მომენტია და მესმის. აქ სხვა რამეზეა უფრო საუბარი მგონი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სულ რაღაც ანტიტრადიციულს ხსნიან რომ ....

ანტიტრადიციულს იმდენად არა, რამდენადაც ანტიპლებეურს, ამიტომაც ღიზიანდება ბევრი :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

ნეპოტიზმი არის მეგობრებისა და ნათესავებისათვის განსაკუთრებული პრივილეგიების მინიჭება მათი დამსახურებისდა მიუხედავად

ეს ძალიან ხმამაღლაა ნათქვამი... მე ამ თემაზე ამ კუთხიდან ნამდვილად ვერ ვიმსჯელებ... არასოდეს არანაირ ნათესავს ჩემზე მაღლა და ჩემს ინტერესებზე მაღლა არ დავაყენებ და არც ვაყენებდი... :no: მე რომ მათ, ხშირად არაკომპეტენტურ ხალხს, პრივილეგიები მივანიჭო ეს ჩემი პირადი ცხოვრებისა და კეთილდღეობის დაღუპვას ნიშნავს! საიდან მოიტანე შენ ეს აბსურდი??? :what: მე ვფიქრობ რომ ჩვენ ისეთი ქვეყანა უნდა ავაწყოთ სადაც მეც ვიხეირებ, ჩემი ახლობელიც და ნებისმიერი ამ სახელმწიფოს ერთგული და დაინტერესებული სახელმწიფოებრივად მოაზრივნე მოქალაქეც!

babuagiorgi

მოკლედ, ვერ გაიგო ამ ხალხმა, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა და ის დამცავი მექანიზმები, რომელიც ასეთ ქვეყანას გააჩნია ასეული წლებით არის გამოცდილი.

+100% ეგრეა! ზუსტად მაგ მყარი დამცავი მექანიზმის განადგურება უნდათ ეხლა... თორემ ჩვენ ქართველებს ამაზე მრავალწლიანი უბედურებაც გადაგვიტანია და მოგვინელებია საუკუნეების განმავლობაში ზუსტადაც რომ ამ დამცავი მექანიზმის, დამცავი იდეოლოგიური ფარის საშუალებით!

Nukriko

წარმოიდგინეთ რამე კონკრეტულ პროფესიაში მაგრები ხართ და ამ დროს თქვენს მაგივრად სხვას ნიშნავენ (ნეპოტიზმის მოტივებით, რადგან ძმაკაცია ის და ა.შ) და ის სხვა არის ფარჩაკი.

კერძო სტრუქტურებში მასეა და ვერც ვერაფერს იზამ! ეს მათი უფლებაა!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა ვუყოთ ნეპოტიზმს?

უნდა ამოვძირკვოთ(ოღონდ როგორ ეს ცოტა რთული საქმეა):)

საქართველოში ნებისმიერ მაღალჩინოსანს ურჩევნია სანსახურში აიყვანოს გამო--ებული და არაპროფესიონალი ნათესავი ვიდრე პროფესიონალი, სწორედ ეს იწვევს იმორგანიზაციის წინსვლისა და განვითარების შეფერხებას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ერთი იმის თვალებსი ჩამახედა ვინც ხმა მისცა ნეპოტიზმი კარგიაო:D
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ერთი იმის თვალებსი ჩამახედა ვინც ხმა მისცა ნეპოტიზმი კარგიაო

რადგან 1 ხმაა, მე ვყოფილვარ ის ერთადერთი, მაგრამ შენ არ წერ ახლა მართალს :) მე იმას კი არ მივეცი ხმა, რომ კარგია, მე ხმა მივეცი იმას, რომ არ უნდა ამოვძირკვოთ :)

აი, იმის მაგალითად რა, უნდა ამოიძირკვოს თუ არა მუწუკი, რომელიც ამოძირკვის შემდეგ გადაიქცევა სარკომად:) რა თქმა უნდა არ უნდა ამოიძირკვოს, მაგრამ ეს ხომ იმას არ ნიშნავს, რომ მუწუკი კარგია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აი ეს ვინაა მაინტერესებს)))

მე ვარ მეთქი და რამდენჯერ დავწერო :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...