Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - ევროკავშირის წარმომადგენლობა კულუარულ ინფორმაციას ეხმაურება


Recommended Posts

 

 

/get_img?NrArticle=2316&NrImage=201

 

დევნილების გასახლება

 

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში სააგენტო ”პირველის” გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს და მას არაზუსტს უწოდებს. ელჩი პერ ეკლუნდი თინა ხიდაშელის გამონათქვამებსაც ეხმაურება.

 

”პირველმა” 3 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ერვოკავშირის ელჩმა პერ ეკლუნდმა ”საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ნიკა გილაურთან შეხვედრა მოითხოვა და გილაურს მკაცრი გაფრთხილება მისცა იმის შესახებ, რომ თუ დევნილების მიმართ მსგავსი პოლიტიკა გაგრძელდება, საქართველომ შესაძლოა, ევროკავშირისგან მორიგი, 23 მლნ ევროიანი ტრანში ვეღარ მიიღოს”. ინფორმაციის წყაროდ სააგენტოს დასახელებული აქვს ”სამთავრობო კულუარები”.

 

ევროკავშირის წარმომადგენლობა ამ ინფორმაციაზე აცხადებს:

 

”საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ღრმადაა ჩართული იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებში და ეხმარება მთავრობას იძულებით გადაადგილებულ პირთა სამოქმედო გეგმის განხორციელებში. ევროკავშირის, როგორც ამ სფეროს უმსხვილესი დონორის წარმომადგენელი, ელჩი პერ ეკლუნდი ხშირად ესაუბრება მინისტრებს სხვადასხვა საკითხებზე. რესპუბლიკური პარტიის მიმართვას თუ მოქმედებას არასოდეს მოუხდენია გავლენა ამ საუბრების შინაარსზე”.

 

ევროკავშირის განცხადებაში რესპუბლიკურ პარტია იმიტომ მოხვდა, რომ ”პირველს” ევროკავშირის მიერ ტრანშის შეცერების მიზეზად რესპუბლიკური პარტიის მიერ ევროკავშირისთვის მიწოდებული ინფორმაციები აქვს დასახელებული.

 

წყაროს გასამყარებლად ინფორმაციაში ”პირველი” რესპუბლიკური პარტიის წევრ თინა ხიდაშელსაც იმოწმებს.

 

"ვადასტურებ, რომ საქმე დიპკორპუსამდე ჩვენ მივიტანეთ, თუმცა გამოხმაურებაზე ზუსტ ინფორმაციას არ ვფლობ. როგორც ვიცი, ეკლუნდსა და გილაურს შორის ფინანსური დახმარების შესაძლო შეფერხებაზე საუბარი შედგა და თუ ეს მართლაც ასეა, რამდენიმე დღეში შესაძლოა, გარკვეული შედეგების მომსწრეც გავხდეთ. რაც შეეხება ევროკავშირის შემდგომ ქმედებებს, ფინანსური დახმარება არის მექანიზმი, რომლითაც მსგავს ორგანიზაციებს ამა თუ იმ ხელისუფლებაზე ზემოქმედება შეუძლიათ და თუ ევროკავშირი დევნილებთან დაკავშირებულ სიტუაციას შეცვლის, ვფიქრობ, ამაში ჩვენი წვლილიც დიდი იქნება", - განაცხადა ხიდაშელმა სააგენტო ”პირველის” მიხედვით.

 

”ბოლო ხანს რესპუბლიკურ პარტიასთან კონტაქტი არ მქონია და არც წერილი მიმიღია მისგან იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხზე. თუკი ქალბატონი თინა ხიდაშელის ციტატა ზუსტადაა მოყვანილი, ვწუხვარ, რომ რესპუბლიკური პარტია ცდილობს დაიგროვოს პოლიტიკური ქულები იქ, სადაც მას ქულები არ აქვს დასაგროვებელი”, განაცხადა ევროკავშირის ელჩმა ეკლუნდმა 3 აგვისტოს.

 

 

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...