Jump to content
Planeta.Ge

ალასანია გამოცოცხლდა?


Recommended Posts

ირაკლი ალასანია პარტიის ახალ სახეებსა და პოლიტიკური გაერთიანების სტრუქტურულ ცვლილებებზე მომავალ კვირაში ისაუბრებს .

როგორც "ინტერპრესნიუსს" "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა განუცხადა, მისი პარტია იმ გეგმით მიდის, რა გეგმაც დასახეს და მომავალ კვირაში რეგიონში პარტიის პირველი დიდი ორგანიზაცია დაფუძნდება.

"ჩვენი პარტიის პირველი რეგიონული ორგანიზაცია ზუგდიდში დაფუძნდება. ამის მერე საქართველოს ყველა რეგიონში ვაპირებ პირადად ჩასვლას, მოსახლეობასთან შეხვედრას და მათთან ერთად ადგილობრივი პარტიული ლიდერების შერჩევას", - განაცხადა ალასანიამ.

 

"გარდა ამისა, ცვლილებაა პარტიის სტრუქტურაში, გადახალისება იქნება ხელმძღვანელობაშიც, რაზეც საზოგადეობას მომავალ კვირას ვაცნობებთ. ასევე, ვაპირებთ, საზოგადეობას საკონსტიტუციო რეფორმასთან, ფასების ზრდასთან და ყველა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია გავაცნოთ და, რაც მთავარია, გამოსავალიც შევთავაზოთ", - აღნიშნა ალასანიამ.

მისივე თქმით, "თავისუფალი დემოკრატები", საქართველოს რეგიონების გარდა, საკუთარი წარმომადგენლობების გახსნას საზღვარგარეთაც გეგმავენ.

"ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენი მოქალაქეების ყოფას და ბედს საზღვრებს გარეთ. აუცილებლობად მიგვაჩნია, ისინი ჩაერთონ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ პროცესში. ამიტომ ქართული დიასპორების დახმარებით, ნოემბერში ვაპირებთ ჩვენი სტრუქტურები აშშ-სა და ევროპაშიც გავხსნათ", - განაცხადა ალასანიამ.

 

http://new.interpressnews.ge/ge/politika/143583-irakli-alasania-partiis-akhal-sakheebsa-da-politikuri-gaerthianebis-struqturul-clilebebze-momaval-kvirashi-isaubrebs.html

 

პ.ს. მე ეს კაცი ჯერ არ ჩამომიწერია... მეტსაც ვიტყვი ერთადერთი საქმის გამკეთებელი ადამიანია მტელ ოპოზიციაშI მგონი

 

თუმცა უამრავი ნაკლი რომ აქვს ეგეც ცხადია...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 34
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Popular Days

Top Posters In This Topic

 

 

პ.ს. მე ეს კაცი ჯერ არ ჩამომიწერია... მეტსაც ვიტყვი ერთადერთი საქმის გამკეთებელი ადამიანია მტელ ოპოზიციაშI მგონი

 

თუმცა უამრავი ნაკლი რომ აქვს ეგეც ცხადია...

ისევ ჩქარობ. ასეთია ჩქიმი უბეჟდენია.

 

პ.ს. ხომ ამ გამოსვლაში გაჭივრებული ლტოლვილები ხომ არ უხსენებია სემტხვევით. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ალასანია გამოცოცხლდა?

მიშამ მოიხმო, კონსტიტუციაა დროზე მისაღები და არასაპარლამენტო ობოზიციიდანაც ხომ უნდა მიულოცონ დასავლური ტიპის კონსტიტუციის მიღება და კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმა დემოკრატიისკენ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პ.ს. მე ეს კაცი ჯერ არ ჩამომიწერია... მეტსაც ვიტყვი ერთადერთი საქმის გამკეთებელი ადამიანია მტელ ოპოზიციაშI მგონი

 

თუმცა უამრავი ნაკლი რომ აქვს ეგეც ცხადია...

ერთადერთი და განუმეორებელი ვანოა მერაბიშვილი და კიდევ შალიკო ნათელაშვილი :nekro:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მიშამ მოიხმო, კონსტიტუციაა დროზე მისაღები და არასაპარლამენტო ობოზიციიდანაც ხომ უნდა მიულოცონ დასავლური ტიპის კონსტიტუციის მიღება და კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმა დემოკრატიისკენ

 

:givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჯერ არაფერი არ გაუკეთებია და ვნახოთ რას როგორ გააკეთებს. ისე ამერიკაში რად უნდა წარმომადგენლობა?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჯერ არაფერი არ გაუკეთებია და ვნახოთ რას როგორ გააკეთებს. ისე ამერიკაში რად უნდა წარმომადგენლობა?

 

კარგად ჟღერს ჩქიმი პაკაზუხა. :)

"ალასანია გა მოცოცხლდა?"

 

შემდეგი სათაურები:

"ალასანია აღშფოთდა?"

"ალასანია აბობოქრდა?"

"ალასანია დაწყნარდა?" უფ.......... :)

Edited by babuagiorgi
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მთავრობა როგორც წესი ისევ იტყუება:

 

პარტია "თავისუფალი დემოკრატები" ხელისუფლების წარმომადგენლებს და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილს მცდარი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებენ.

საკითხი "თავისუფალი დემოკრატების" მოთხოვნას ეხება, რომლითაც მოქმედ პრეზიდენტს, უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ, მომდევნო 5 წლის განმავლობაში პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავება უნდა აეკრძალოს.

სახელისუფლო გუნდის წარმომადგენლები და ავთანდილ დემეტრაშვილი ამბობენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ბერლინის კონფერენციაზე განხილვისას საერთაშორისო ექსპერტებმა ეს იდეა მიუღებლად მიიჩნიეს, თუმცა განსახვევბული ინფორმაცია აქვთ თავად "თავისუფალ-დემოკრატებს", რომელთაც ინფორმაცია კონფრენციაზე დამსწრე საერთაშორისო ექსპერტებისგან მიიღეს.

როგორც დღეს პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის წევრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, მათი წინადადების შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო ექსპერტებს თავად გადასცეს.

მისივე თქმით, კონფერენციაზე დემეტრაშვილი და ხელისუფლების წარმომადგენლები ამ წინადადების განხილვას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ, თუმცა მათი ეს წინააღმდეგობა საერთაშორისო ექსპერტების მიერ დაძლეულ იქნა. კონფერენციაზე კი, ექსპერტების მხრიდან ითქვა, რომ ამ ინიციატივის განხორციელება გადაფარავდა იმ წუხილს, რაც დღეს ქართულ საზოგადოებაშია სააკაშვილის ხელისუფლებაში მუდმივად ყოფნის პერსპექტივასთან დაკავშირებით.

ასევე, წულუკიანის განცხადებით, ბერლინის კონფერენციაზე არაერთხელ ითქვა პუტინიზაციის შესახებაც.

რაც შეეხება ავთანდილ დემეტრაშვილის არგუმენტებს, რომ მსგავსი დათქმის ჩაწერა კონსტიტუციაში არაკონსტიტუციური და ადამიანის უფლებების შემლახველი იქნებოდა, თეა წულუკიანი მათ საწინააღმეგო არგუმენტებზე საუბრობს.

მისი თქმით, 10 წელი მუშაობდა სტრასბურგის სასამართლოში იურისტად და ადამინის უფლებები მისი კომპეტენციაა, ამიტომ ერთმნიშვენლოვნად შეუძლია თქვას, რომ ადამიანის უფლებების დარღვევას ადგილი არ აქვს.

"ამ ლოგიკით, ადამიანის უფლებების დარღვევად შეიძლება ჩაითვალოს ის გარემოებაც, რომ კონსტიტუციით პრეზიდენტს მესამე ვადით კენჭისყრის უფლება აღარ აქვს. მაშინ გავაუქმოთ ეს ჩანაწერიც და პრეზიდენტს ხელისუფლებაში მუდმივად ყოფნის საშუალება მივცეთ", – აცხადებს წულუკიანი.

რაც შეეხება არაკონსტიტუციურად მიჩნევის არგუმენტს, წულუკიანი ამბობს, რომ თუ ნორმა ზნეობრივია, ის შეიძლება სამართლებრივადაც იქცეს.

ამას გარდა, დღევანდელ პრესკონფერენციაზე წულუკიანმა და ცაგარეიშვილმა საზოგადეობას იმ ქვეყნების ჩამონათვალიც გააცნეს, რომელთა კონსტიტუციები მსგავს დათქმებს ითვალისწინებს და გაიხსენეს ვენესუელას მაგალითი. კერძოდ, ვენესუელაში პრეზიდენტის გადარჩევის უფლება 1999 წელს უგო ჩავესმა გააუქმა. საქართველოს ხელისუფლება, ცაგარეიშვილმა და წულუკიანმა სწორედ უგო ჩავესს შეადარეს – იმ ქვეყნის პრეზიდენტს, რომელმაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკდიებლობა აღაირა.

 

http://new.interpressnews.ge/ge/politika/143586-qthavisufali-demokratebiq-khelisuflebasa-da-avthandil-demetrashvils-mcdari-informaciis-gavrcelebashi-adanashauleben.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ირაკლი ალასანია პარტიის ახალ სახეებსა და პოლიტიკური გაერთიანების სტრუქტურულ ცვლილებებზე მომავალ კვირაში ისაუბრებს .

როგორც "ინტერპრესნიუსს" "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა განუცხადა, მისი პარტია იმ გეგმით მიდის, რა გეგმაც დასახეს და მომავალ კვირაში რეგიონში პარტიის პირველი დიდი ორგანიზაცია დაფუძნდება.

"ჩვენი პარტიის პირველი რეგიონული ორგანიზაცია ზუგდიდში დაფუძნდება. ამის მერე საქართველოს ყველა რეგიონში ვაპირებ პირადად ჩასვლას, მოსახლეობასთან შეხვედრას და მათთან ერთად ადგილობრივი პარტიული ლიდერების შერჩევას", - განაცხადა ალასანიამ.

 

"გარდა ამისა, ცვლილებაა პარტიის სტრუქტურაში, გადახალისება იქნება ხელმძღვანელობაშიც, რაზეც საზოგადეობას მომავალ კვირას ვაცნობებთ. ასევე, ვაპირებთ, საზოგადეობას საკონსტიტუციო რეფორმასთან, ფასების ზრდასთან და ყველა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია გავაცნოთ და, რაც მთავარია, გამოსავალიც შევთავაზოთ", - აღნიშნა ალასანიამ.

მისივე თქმით, "თავისუფალი დემოკრატები", საქართველოს რეგიონების გარდა, საკუთარი წარმომადგენლობების გახსნას საზღვარგარეთაც გეგმავენ.

"ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენი მოქალაქეების ყოფას და ბედს საზღვრებს გარეთ. აუცილებლობად მიგვაჩნია, ისინი ჩაერთონ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ პროცესში. ამიტომ ქართული დიასპორების დახმარებით, ნოემბერში ვაპირებთ ჩვენი სტრუქტურები აშშ-სა და ევროპაშიც გავხსნათ", - განაცხადა ალასანიამ.

 

http://new.interpressnews.ge/ge/politika/143583-irakli-alasania-partiis-akhal-sakheebsa-da-politikuri-gaerthianebis-struqturul-clilebebze-momaval-kvirashi-isaubrebs.html

 

პ.ს. მე ეს კაცი ჯერ არ ჩამომიწერია... მეტსაც ვიტყვი ერთადერთი საქმის გამკეთებელი ადამიანია მტელ ოპოზიციაშI მგონი

 

თუმცა უამრავი ნაკლი რომ აქვს ეგეც ცხადია...

 

 

ჰგლიჯამს. მატარებელმა ჩაიარა და ახლა მე აგიხსნით ბოლი რატომ ამოდიოდა ამ მატარებლიდანო. რაც მთავარია ჩემს პოზიციასაც გაგაცნობთ რაც ამ მატარებლის მემანქანესთან შეთანხმებულიაო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ალასანია გამოცოცხლდა?

ვა ჩემი საყვარელი პერსონაჟი დაუბრუნდა ფორუმს და მომავალი(უკვე მერამდენე ავირიე) მესიის მომლოდინე ქართულ საზოგადოებას.. :givi: :givi:

 

და რაო შევცვლიო საარჩევნო გარემოსო,თუ ახალი "მაპზე უკეთესი" მოიგონეს..??

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სად იყავით აქამდე,ძვლივს არ გაიხარა გიორგიმ,სატოპკე აუწიეს.წავა ეხლა იკაკო..იკაკო :givi:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სად იყავით აქამდე,ძვლივს არ გაიხარა გიორგიმ,სატოპკე აუწიეს.წავა ეხლა იკაკო..იკაკო :givi:

:givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

 

სად იყავით აქამდე,ძვლივს არ გაიხარა გიორგიმ,სატოპკე აუწიეს.წავა ეხლა იკაკო..იკაკო

მე გასახარებლად იკაკო არ მჭირდება,მაგრამ არ დაგიმალავ და ამ ბოლო დროს მხიბლავს,მასობრივი მაზოხიზმის ყურება..ისე ალბათ იკაკოსტებში აგერიე.. :) :)

 

იკაკოისტები თავს არიდებენ და შენ მაინც მიპასუხე..

რა განსხვავებაა იკაკოს და თარგამაძეს შორის..და რატომ შესთავაზა იკაკომ მერის არჩევნების წინ ,თარგამაძის პარტიას თანამშრომლობა,რის მერეც გიორგიმ იკაკო,კულტურულად ნა ხუიზე გაუშვა..

ჩემისე ი აზრით პირველ ცოლობაზე ჩალიჩობს ორივე.. :givi: :givi:

 

პ.ს.ერთი რჩევა იკაკოისტებს,ძალიან მიშისტებს ნუ დაემსგავსებით,რამე ახალიც მოიფიქრეთ.. :givi: :givi:

Edited by გიორგი68
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...