planetanews Posted September 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 2, 2010 3 სექტემბერს, 10:00 საათზე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში მინისტრი გოგა ხაჩიძე “საქართველოს დაცული ტერიტორიების შემოსავლების მდგრადობის უზრუნველყოფის” პროექტის პირველ სხდომას გახსნის. მის: გულუას ქ. #6 3 სექტემბერს, 11.00 საათზე, მცხეთის რაიონული პროკურატურის თანამშრომლები, სასწავლო წლის მოახლეობასთან დაკავშირებით, საგურამოს ბავშვთა სახლს ეწვევიან და საჩუქრებს გადასცემენ. 3 სექტემბერს, 11.00 საათზე, განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დაწყებითი კლასების 110 დამრიგებელს შეხვდება.მის: უზნაძის ქ. №52 3 აგვისტოს, 12:00 საათზე, მოძრაობა “არა!” 10 სექტემბერს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით თბილისის მერიაში განაცხადს შეიტანს. 3 სექტემბერს, 12:30 საათზე, საპარლამენტო ფრაქცია “ქრისტიან-დემოკრატების” მდივანი მაგდა ანიკაშვილი ფრაქციის სათათბირო ოთახში ბრიფინგს გამართავს.თემა: “შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტრუქტურული რეორგანიზაციის აუცილებლობა”. 3 სექტემბერს, 13:00 საათზე, პარტია “ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენლები გიორგი ცაგარეიშვილი და პარტიის გამგეობის წევრი თეა წულუკიანი ბრიფინგს გამართავენ.პარლამენტის საკონფერენციო დარბაზი 3 სექტემბერს, 13:00 საათზე, ოპოზიციონერი ვიცე-სპიკერი პაატა დავითაია გამართავს ბრიფინგს და მიმართავს სრულიად რუსეთის კათოლიკოს-პატრიარქ კირილს, აფხაზეთში ქართული ეკლესია-მონასტრების დაზიანებასთან დაკავშირებით.პარლამენტის საკონფერენციო დარბაზი იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts