Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge ტონი ბლერი: შეიარაღებული ჩარევა გარიყული-ქვეყნების საქმეებში დღეს „იმაზე უფრო აუცილებელია, ვიდრე ოდესმე“


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/guardian1.jpg

 

ოუენ ბოიკოტი

 

ყოფილი პრემიერ-მინისტრი თავის საგარეო პოლიტიკას იცავს. როგორც სჩანს, ერაყის და ავღანეთის გამოცდილებამ მას ბრძოლის ჟინი არ დაუკარგა

 

გლობალიზაციამ გარიყული-ქვეყნების საქმეებში შეიარაღებული ჩარევა დღეს იმაზე აუცილებელი გახადა, ვიდრე ეს ოდესმე იყო – წერს ტონი ბლერი თავის მოგონებებში. ყოფილი პრემიერ-მინისტრი მხოლოდ იმას ნანობს, რომ ზიმბაბვეს პრეზიდენტი რობერტ მუგაბე არ დაამხო.

 

მას ასევე აშკარად სჯერა იმის, რომ ირანის ბირთვულ ამბიციებთან დაპირისპირებაა საჭირო, ხოლო ამისთვის ძალის გამოყენება აბსოლუტურად შესაძლებელია. ერაყის და ავღანეთის გამოცდილებამ მას ბრძოლის ჟინი არ დაუკარგა.

 

ის აღიარებს, რომ საერთაშორისო ურთიერთობებისკენ სწრაფვამ მასში შუამავლის როლი გააძლიერა, რომელსაც ახლო-აღმოსავლეთის კონფლიქტში ასრულებდა. „პირადად მე მანამდე არასდროს მიგვრძნია არც ასეთი უძლურება და არც ასეთი ლტოლვა მართვისადმი“ -  წერს იგი.

 

თუმცა მისი ლიბერალური ინტერვენციონიზმის პოლიტიკა არა ახლო-აღმოსავლეთში, არამედ ბალკანეთში გაფორმდა. „საგარეო პოლიტიკაში თვალები ამეხილა… მოულოდნელად“ – ხსნის იგი – „ამის საბაბი კოსოვო იყო“.

 

ბლერი დარწმუნებულია, რომ გლობალიზაციის შედეგად საშინაო და საგარეო პოლიტიკებს შორის ბარიერი ინგრევა. სატელევიზიო ახალი ამბების საშულებით ცნობები უცხოურ კრიზისებზე ყველა ოჯახში აღწევს. „სამყარო გაჟღენთილია არა მხოლოდ ეკონომიკური ან ანგარებიანი, არამედ ემოციური კავშირებით. ეს გულებს ისევე ეხება, როგორც გონებას“.

 

წარსულის გახსენებისას ის აღიარებს, რომ ამისთვის მზად არ იყო – „1997 წლის კამპანია მთლიანად საგარეო პოლიტიკურ კამპანიას ეძღვნებოდა. იმ მზიან დილით, როდესაც მე პირველად მივაბიჯებდი დაუნინგ-სტრიტზე, ჩემთვის ვინმეს რომ ეთქვა, რომ ჩემი მმართველობის დროს ბრიტანეთი ოთხ ომში ჩაერთვებოდა, შოკირებული დავრჩებოდი“.

 

„ვიწრო, ეგოისტურ ინტერესებზე“ დაფუძნებული საგარეო პოლიტიკა მოძველდა – ამტკიცებს იგი. „გლობალური ალიანსები… საერთო გლობალურ ღირებულებებს უნდა ეფუძნებოდეს“. ამით წაიშლება ძველი პოლიტიკური ზღვარი  მემარჯვენეებსა და მემარცხენეებს შორის.

 

„ჩვენ უცნაურ მდგომარეობაში აღმოვჩნდით, როდესაც ლიბერალური დემოკრატიის დამკვიდრების მხარდაჭერა „ნეოკონსერვატიზმად“ ითვლება, ხოლო სხვა ქვეყნების საქმეებში ჩაურევლობა – „პროგრესულად“.

 

მისთვის პირველი გამოცდა კოსოვო გახდა. „ეთნიკურმა წმენდებმა და მკვლელობებმა აბსოლუტურად შეცვალა ჩემი დამოკიდებულება საგარეო პოლიტიკის მიმართ“ – აღიარებს ბლერი. ვიდრე ევროპა დროს აჭიანურებდა, აშკარად ანიჭებდა რა უპირატესობას დაშოშმინების პოლიტიკას, ბლერმა „საოცრად აქტიურად დაუჭირა მხარი პრობლემის სამხედრო ძალით გადაწყვეტას“.

 

მისი თქმით, მან აშშ-ს პრეზიდენტი ბილ კლინტონი დაარწმუნა მონაწილეობა მიეღო საჰაერო დაბომბვებში, მიუხედავად იმისა რომ შეეთებულ შტატებს რეგიონში უშუალო დაინტერესება არ გააჩნდა. „სინამდვილეში, ეს ჩემთვის მორალური საკითხი იყო და ასეთმა მიდგომამ, გარკვეულწილად განსაზღვრა ჩემი შეხედულებები ინტერვენციასა და სამხედრო ჩარევაზე“.

 

ბლერი კლინტონს უწოდებს „ყველაზე შთამბეჭდავ პოლიტიკოსს“ ვისაც კი ოდესმე შეხვედრია. ყოფილი პრემიერ-მინისტრი აღფრთოვანებული წერს მათი ურთიერთგაგების შესახებ და იხსენებს, როგორ შესძლეს მათ ერთხელ ამერიკული აუდიტორიის „მიუზიკ-ჰოლის ვარსკვლავებზე არანაკლები დოზით“ მოხიბვლა.

 

ბლერის პოზიციას ბევრი აკრიტიკებდა. ის მათ კონტრ-არგუმენტებს ასე აყალიბებს – „ომის დაწყება შედარებით იოლია მაგრამ დასრულება რთული. ომის დროს  უდანაშულო ადამიანები იღუპებიან, წარმოიქმნება არასასურველი შედეგები, ცუდი სიტუაციები უარესდება“.

 

სამხედრო ოპერაციებისთვის სამიზნეების არჩევაზე მან ასეთი კომენტარი გააკეთა: „მე ხშირად მეუბნებოდნენ: თუკი შენ შეძელი სიერა-ლეონეს ბანდიტებისგან, [სლობოდან] მილოშევიჩისგან, თალიბებისგან და სადამისგან გათავისუფლება, რატომ ვერ შესძლებ მუგაბეს მოშორებას? პასუხი ის არის, რომ მე ამას სიამოვნებით გავაკეთებდი, მაგრამ ეს ნაბიჯი მიზანშეწონილი არ იქნებოდა. საქმე ის არის, რომ ჩემთვის გაურკვეველი მიზეზების გამო, მას მტკიცე მხარდაჭერა ჰქონდა მეზობელი აფრიკული სახელმწიფოებისგან. მათ ჩემი მხრიდან ნებისმიერი ტიპის ჩარევაზე, სასტიკი რეაქცია ექნებოდათ“.

 

ბლერი იმასაც იხსენებს, თუ როგორ ცდილობდა იგი კოსოვოსთან დაკავშირებით სხვა ევროპელი ლიდერების „ინტერესების მხარდაჭერას“. კოსოვო, მისი მომდევნო სამხედრო ჩარევის მოდელად იქცა. მისი მოგონებების ერთ-ერთი მუდმივი თემა – გენერლებთან მეგობრობაა.

 

„ლიდერს უწევს იმის გადაწყვეტა, ამართლებს თუ არა მიზანი ხარვეზებს“ – ამტკიცებს იგი – „მეტიც, მას გადაწყვეტილების მიღება ისე უწევს, რომ ზუსტად არ იცის, ეს ხარვეზები როგორი იქნება, მათ შორის იმ შემთხვევისთვისაც კი, თუკი მიზანი მიღწეული ვერ იქნება… სხვათა შორის ამ კონტექსტში,  გადაწყვეტილების მიღებაზე უარიც – გადაწყვეტილებაა… ქმედებასაც და უმოქმედობასაც თავისი შედეგები მოსდევს“.

 

ბლერი წერს, რომ სიერა-ლეონეში 2000 წელს დემოკრატიის აღდგენის ოპერაცია „ჩემი ათწლიანი პრემიერ-მინისტრობის პერიოდის ყველაზე სადაო ეპიზოდია, თუმცა ეს არის ის, რითაც მე ყველაზე მეტად ვამაყობ“. ბლერის მამა ერთ დროს ამ აფრიკული ქვეყნის დედაქალაქის ფრითაუნის უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა.

 

საკუთარ საგარეო-პოლიტიკურ ღონისძიებებზე საუბრისას, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ყველაზე იშვიათად ახსენებს გაერო-ს რეზოლუციებს ან საერთაშორისო სამართალს, რაც უცნაურია, თუკი მის იურიდიულ განათლებას გავითვალისწინებთ.

 

ერთ-ერთ ეპიზოდში, ის კურიოზულად უახლოვდება კერენსკის მთავრობის სოციალ-დემოკრატებთან შედარებით, 1917 წლის ბოლშევიკების თამამი ქმედებებით ფარულ აღფრთოვანებას.

 

„დესპოტური ან დიქტატორული რეჟიმების“ საქმეებში სამხედრო ჩარევის თეორიის სისტემატიზირების მცდელობისას, ის აღნიშნავს – „შესაძლოა ისინი არ ქმნიდნენ მეზობლებისთვის საფრთხეს, ან შეიძლება მარტივად დაექვემდებარონ დიპლომატიურ შეკავებას. ზოგჯერ, როგორც ეს მუგაბეს შემთხვევაში მოხდა, ჩარევა პრაქტიკული თვალსაზრისით, გამართლებული არ არის“.

 

ასეთ დროს აუცილებელია გადაწყვეტილების მიღება. „თუკი ცვლილებები ევოლუციური გზით არ განხორციელდება, ღირს კი მათი განხორციელება რევოლუციის საშუალებით? ვისაც სამხედრო ძლიერება გააჩნია,  უნდა გამოიყენონ თუ არა მათ სამხედრო ძალა?

 

ერაყის საკითხის განხილვისას, ის ამტკიცებს რომ ომის მოწინააღმდეგეებს არასდროს მიიჩნევდა „არც სულელებად და არც გონებასუსტებად“.

 

11 სექტემბერზე საუბრისას, ის აღიარებს – „მე სათანადოდ ვერ შევაფასე პრობლემის სიღრმე… მე რომ იმ დროს მცოდნოდა, რომ ჩვენ ათი წლის შემდეგაც ავღანეთში ვიომებდით, ეს სერიოზულად დამაკარგვინებდა წონასწორობას, თუმცა იმედი მაქვს, რომ მაინც იგივე გადაწყვეტილებებს მივიღებდი როგორც ავღანეთთან, ასევე ერაყთან დაკავშირებით”.

 

 

ის ირანის საკითხში უკომპრომისოა. მას მიაჩნია რომ თეირანი საფრთხეა, განსაკუთრებით იმ კონტექსტში, რასაც ბირთვული იარაღის ტერორისტების ხელში მოხვედრის საფრთხე ჰქვია. „ირანს და მის ბირთვულ ამბიციებს პირველ რიგში ამერიკა უპირისპირდება“ – წერს იგი – „მაგრამ მოდით გულწრფელად ვთქვათ: ირანი მისი არაბი მეზობლებისთვის გაცილებით დიდი საფრთხეა, ვიდრე აშშ-სთვის… ამიტომაც არის ის მნიშვნელოვანი. ირანი, რომელსაც ბირთვული ბომბი აქვს იმას ნიშნავს, რომ მის მიღებას სხვებიც შეეცდებიან. ეს  სერიოზულად შეცვლის ძალთა ბალანსს, როგორც რეგიონში, ასევე ზოგადად ისლამურ სამყაროში“.

 

Guardian-თან ინტერვიუში მან განაცხადა – „მე მზად არ ვარ შევეგუო იმ რისკს, რომ ირანს ბირთვული იარაღი ექნება“.

 

BBC-სთან ინტერვიუში, ბლერმა ენდრიუ მარის განუცხადა – „ვფიქრობ, აბსოლუტურად მიუღებელი იქნება, თუკი ირანი ბირთვული იარაღის წარმოებას შესძლებს და ვფიქრობ წინააღმდეგობისთვის უნდა მოვემზადოთ – თუ საჭირო გახდა, სამხედრო ძალითაც. დარწმუნებული ვარ, რომ თუკი ირანელები ბირთვული იარაღის წარმოებას განაგრძობენ, ჩვენ სხვა ალტერნატივა არ დაგვრჩება. ეს ირანს მკაფიოდ და გასაგებად უნდა ავუხსნათ“.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...