Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge ექსპერტები საქართველოს კონსტიტუციის ახალ პროექტში ბევრ ხარვეზზე მიუთითებენ


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/radioliberty1.jpg

 

საქართველოს ხელისუფლება, როგორც სჩანს მონდომებულია რაც შეიძლება მალე მიიღოს საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელთაც ბევრი ოპოზიციური პოლიტიკოსის რწმენით, ერთი მიზანი აქვთ –  გაახანგრძლივონ საქართველოს პრეზიდენტის  მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის ვადა მას შემდეგ, რაც 2013 წლის იანვარში მისი პრეზიდენტობის მეორე ვადა ამოიწურება

 

პროექტის საჯარო განხილვა 10 სექტემბერს დასრულდება, მიუხედავად იმისა რომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და არასამთავრობო ორგანიზაცია Transparency International-Georgia ითხოვენ დებატების გაგრძელებას – 25 და 30 აგვისტოს იტყობინებოდა ”კავკას-პრესი”. 24 აგვისტოს პარლამენტის სპიკერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ პარლამენტი პროექტის განხილვას მომავალ თვეში დაიწყებს და ალბათ კენჭისყრაზე ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბრის დასაწყისში დააყენებს.

 

გასულ თვეს ათმა ქართულმა ოპოზიციურმა პარტიამ მთელი ოპოზიციური სპექტრიდან ღია წერილი გამოაქვეყნა, სადაც ხელისფლებას პროექტის მიღების  გადადება 2012 წლამდე, მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე სთხოვა, მაგრამ სააკაშვილმა ეს მოთხოვნა დაუყოვნებლივ უარყო.

 

უთანხმოება ძირითადად პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტს შორის კომპეტენციების გადანაწილების გამო წარმოიქმნა. შესწორებების თანახმად პრემიერ-მინისტრს გადაეცემა იმ უფლებამოსილებათა დიდი წილი, რომელიც ამჟამად პრეზიდენტის ხელშია. თბილისში მიაჩნიათ, რომ ეს სისტემა სააკაშვილს საშუალებას აძლევს გაიმეოროს ”ვლადიმერ პუტინის სცენარი” და  დაიტოვოს ძალაუფლება პრემიერ-მინისტრის სტატუსში ისე, როგორც ეს ორი წლის წინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გააკეთა.

 

ინტერვიუში, რომელიც 26 აგვისტოს სააკაშვილმა რუსულ რადიოს ”ეხო მოსკვის” მისცა, მან კიდევ ერთხელ სცადა ჩაემშვიდებინა ოპოზიციის ეჭვები. სააკაშვილს ღიად არ უარყვია ის ფაქტი, რომ  ისწრაფვის პრემიერ-მინისტრის თანამდებობისკენ, მაგრამ ის დაჟინებით ამტკიცებდა, რომ შესწორებები ქმნიან: ”ევროპულ მოდელს”, რაც მასაც და ნებისმიერ სხვასაც აღუკვეთს ერთპიროვნული მართვის შესაძლებლობას. მან განაცხადა, რომ ამ კონტექსტში არ იარსებებს ”ძალაუფლების ერთი ცენტრი”.

 

მისი თქმით, მას სურს პოლიტიკურ სისტემაში ოპოზიციის ინტეგრირება და ”უფრო მეტი ადამიანის ჩართვა მართვის პროცესში”. მან ისიც სთქვა, რომ მისი სურვილია პარლამენტს ”ჰქონდეს მეტი ძალაუფლება და უფრო  გააკონტროლოს აღმასრულებელი შტო”.

 

 

 

მაგრამ ექსპერტები მაინც უსვამენ ხაზს იმ ნაკლოვანებებსა და რისკებს, რომლებსაც საკონსტიტუციო ცვლილბების პროექტი შეიცავს.

 

ვახტანგ ხმალაძემ, საქართველოს 1995 წლის კონსტიტუციის ერთ-ერთმა ავტორმა ორი  თვის წინ პირველად ჩამოუთვალა Caucasus Knot-ს თავისი შეშფოთებები ჩასწორებების გამო. გასულ კვირას ხმალაძემ ხაზი გაუსვა შემდგომ დამატებით რისკებს, კერძოდ კი იმას, რომ პარლამენტის მიერ უნდობლობის გამოცხადება მთავრობისადმი  ბევრად უფრო რთული და გაჭიანურებული პროცედურა იქნება, ვიდრე ეს დღეს არის. პრეზიდენტმა უნდობლობის გამოცხადების პროცესი შეიძლება 131 დღით გააჭიანუროს.  თუ ამ პერიოდის განმავლობაში მხარდაჭერა  იკლებს და მას საპარლამენტო უმრავლესობაზე ნაკლები მიემხრობა, საკანონმდებლო ორგანომ თვითდაშლა უნდა გამოაცხადოს.

 

ხმალაძემ შეშფოთება გამოხატა იმიტომაც, რომ უქმდება ”ორგანული კანონის” კონცეპტი, რომელიც მოითხოვს ხმების 3/5-ს ან 2/3-ს კანონის დასამტკიცებლად. ახლა ნებისმიერი კანონი შეიძლება მიღებულ იქნას მხოლოდ 51 ხმით (დეპუტატების ერთი მესამედი პლუს ერთი ხმა). ამ თვალსაზრისით – ამტკიცებს ხმალაძე – ოპოზიციის ყოფნა პარლამენტში აზრს დაკარგავს.

 

იურისტი ლია მუხაშავრია, თავის მხრივ აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრის, კაბინეტის ხელმძღვანელის  ხელში თავს მოიყრის ექსკლუზიური ძალაუფლება, ხოლო მინისტრები უბრალოდ ”ასისტენტების საბჭოდ” იქცევიან.  მას მაგალითად ისიც მოჰყავს, რომ ცვლილებები ძალაში მხოლოდ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შევა, რაც მას ერთი რამის დასტურად მიაჩნია – მათი მიზანი სააკაშვილის ხელისუფლებაში დატოვებაა.

 

თუმცა ამ თვალსაზრისს ყველა ოპოზიციური პოლიტიკოსი არ ეთანხმება.

 

”კავკას-პრესი” იტყობინება, რომ 30 აგვისტოს ყოველკვირეული გამოცემა ”მთელი კვირა”  ციტირებდა პაატა ზაქარეიშვილის სიტყვებს, რომელთა თანახმად მთავარი ბენეფიციარი და პრემიერ-მინისტრი შინაგან საქმეთა მინისტრი, ვანო მერაბიშვილი გახდება, სააკაშვილის შემდეგ მეორე ყველაზე ძლევამოსილი კაცი საქართველოში.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...