planetanews Posted September 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 2, 2010 http://a.pix.ge/w/iu1j1.jpgქრისტიან პოულსენის აზრით მის კარიერაში ყველაზე წარმატებული კლუბი ლივერპული იქნება, მისი თქმით იგი აქ შეძლებს აჩვენოს თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმი. ამ დროისათვის პოულსენი დანიელ აგერთან ერთად იმყოფება სავარჯიშო ბაზაზე ჰოფენჰაიმში, სადაც ემზადება პირველი შეხვედრისთვის ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთის წინააღმდეგ. მას შემდეგ, რაც კლუბი დატოვა ალბერტო აკუილანმა და ხავიერ მასკერანომ, სავარაუდოდ პოულსენს მომდევნო თამაშებში ლივერპულის ძირითადში მოუწევს ყოფნა. თავად ფეხბურთელმა განაცხადა, რომ სანეკრებო თამაშზე უფრო კლუბის თამაშის მოლოდინშია. “ლივერპულს გადატვირთული კალენდარი აქვს, 4 დღეში ერთი თამაში ძალიან ძნელია ყოველ მატჩში ოპტიმალურ ფორმაში ყოფნა, თუმცა ყველაფერს გავაკეთებ, რომ ყოველ თამაში სასურველ შედეგს მივაღწიოთ.” “როდესაც მე ლივერპულში მოვედი გამოვტოვე მსოფლიო ჩემპიონატი და ვფიქრობდი, რომ ფორმის აღდგენას დიდი დრო მოუნდებოდა, თუმცა ევროპის ლიგაზე ტრაპზსპონსორის წინააღმდეგ მატჩის შემდეგ მივხვდი, რომ ვძლიერრდები.“ “ვესტ ბრომვიჩის წინააღმდეგ მე პირველად ვითამაშე ტორესთან და ჯერარდთან ერთად და მქონდა ბევრი დრო კარგად შემესწავლა, როგორ თააშობს ლივერპულის დუეტი. ტორესი ბრწყინვალე მოთამაშეა, მას შეუძლია ნებისმიერი სახიფათო მომენტის გოლად ქცევა, ერთი-ერთზე ნებისმიერი მცველის მოტყუება და მივხვდი იმასაც, რომ ტორესი და ჯერარდი ერთად დიდ ძალას წარმოადგენენ.” View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts