Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - პროფკავშირების მდუმარე აქცია სანთლებით


Recommended Posts

 

 

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ პარლამენტს წინ მდუმარე აქცია გამართა. აქციაზე დანთებული სანთლებით პროფკავშირებმა პატივი მიაგეს ტყიბულის მაღაროში დაღუპულ მუშებს და გააპროტესტეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა, რომელიც არ იცავს დასაქმებულთა შრომით უფლებებს და მათ უსაფრთხოებას.

 

ამ კვირას აფეთქების შედეგად, ტყიბულის მაღაროში ოთხი მუშა დაიღუპა.

 

გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი ამბობს, რომ ტყიბულის მაღაროში მარტშიც დაიღუპა 4 მუშა. პროფკავშირების დამოუკიდებელი გამოძიების შედეგად, ტრაგედიის მიზეზად უსაფრთხოების ნორმების არარსებობა დასახელდა. ირაკლი პეტრიაშვილის თქმით, ახლანდელი აფეთქებაც უსაფრთხოების ნორმების იგნორირების შედეგია.

 

როგორც გაერთიანებული პროფკავშირების წევრები აცხადებენ, ტყიბულის მაღაროში მუშებს შესაბამისი ხელსაწყოების, განათების და სპეცტანსაცმლის გარეშე უწევთ მუშაობა, რაც მათი სიცოცხლისათვის სახიფათოა.

 

გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე, ეთერ მათურელი ამბობს, რომ შესაძლოა პროფკავშირებმა ,,საქართველოს საინვესტიციო ჯგუფს” უჩივლოს, თუ ისინი დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს კომპენსაციას არ მისცემენ.

 

ტყიბულის მაღაროები ,,საქართველოს საინვესტიციო ჯგუფში” შემავალი კომპანიის, შპს ,,საქნახშირის” საკუთრებაა.

 

კანონმდებლობაში შრომით ურთიერთობებში ცვლილებების შეტანის მიზნით, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება მუშაობს პროექტზე, რომელსაც უახლოეს მომავალში პარლამენტში შეიტანენ განსახილველად. ამის შესახებ ნეტგაზეთს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა საპროტესტო აქციაზე განუცხადა.

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...