Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge კავკასიური მაფია ლაჟვარდოვან სანაპიროზე მკვიდრდება


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/le_figaro1.jpg

 

შარლოტა მენეგო

 

გასულ კვირაში, ნიცაში, ქართული ბანდის ორი წევრი დააკავეს

 

ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების დანაშაულებრივი ქსელები, საფრანგეთის ხელისუფლებაში სულ უფრო მეტ შეშფოთებას იწვევს. გასულ კვირას, ნიცას კრიმინალურმა პოლიციამ ბანდიტური დაჯგუფების, ოცდაათწლამდე ასაკის ორი ქართველი მეთაური დააკავა. „ერთ–ერთი მათგანი ესპანეთში ფულის გათეთრების ცნობილი საქმის მონაწილეა და ექსტრადაციის მოლოდინშია. მეორე კი ეჭვმიტანილია სხვა ქართველი ბანდიტის მკვლელობის ორგანიზებაში. ეს ფაქტი    ქალაქ ნიცაში, ერთ–ერთ სახლში მოხდა, დანაშაული მძაფრსიუჟეტიან ფილმს მოგაგონებთ“, – ამბობს გამომძიებელი.

 

კავკასიური წარმომავლობის (ძირითადად საქართველოდან, ჩეჩნეთიდან და სომხეთიდან) დანაშაულებრივი ქსელი  განსაკუთრებულ მასშტაბებს იძენს ნიცას ლაჟვარდოვან სანაპიროზე, რის გამოც პოლიცია განსაკუთრებულ სიფხიზლეს იჩენს. „ეს პრობლემა ახლახანს გაჩნდა. დაახლოებით ერთი წელია, რაც ეს ჯგუფები ჩვენს სანაპიროზე გააქტიურდნენ“, – აცხადებენ ნიცას პოლიციაში.

 

გასულ ხუთშაბათს, კავკასიურმა ბანდამ განსაკუთრებულად გამოიჩინა თავი. ოთხი ჩეჩენისგან შემდგარმა ჯგუფმა პოლიციელი მაშინ სცემა, როდესაც ის სიგარეტს ყიდულობდა. „სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულ პოლიციელს სახის არეში უამრავი დარტყმა მიაყენეს და შემდეგ მოსაკლავად განწირული, ორ ავტომანქანას შორის ჩააგდეს“, – ყვება პოლიციის პროფკავშირების წარმომადგენელი ლორან ლობრი და დასძენს, რომ  ამ ადამიანებს არ გააჩნიათ მორალი, არანაირ წესებს არ ექვემდებარებიან და ხშირად სერიოზულად არიან  შეიარაღებულები“.

 

თუმცა ამ კრიმინალური დაჯგუფების ერთ–ერთი მთავარი მახასიათებელი – კოსპირაციაა. მარტში ქართული მაფიის წინააღმდეგ ჩატარებული მასშტაბური ევროპული ოპერაციის შემდეგ, პოლიციამ აღმოაჩინა, რომ კრიმინალები საგანგებოდ ყოველთვის კარგად ჩაცმულები არიან და პოლიციის ყურადღება რომ არ მიიპყრონ, ყოველთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობენ. მაფიის თავკაცებიც კი საკმაოდ მოკრძალებული ცხოვრების წესს მისდევენ. ოპერაცია „იავას“ წყალობით, 69 პირის დაკავება მოხერხდა, მათგან ოთხი მეთაურის ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში (ესპანეთი, იტალია, საფრანგეთი, ავსტრია, გერმანია და შვეიცარია). მათგან 3 საფრანგეთში დააპატიმრეს. მრავალი კვირის განმავლობაში გამომძიებლები სწავლობდნენ ქურდობის, იარაღით და ნარკოტიკებით ვაჭრობის საქმეებს, ფულის გათეთრების ოპერაციებს, ფულის გამოძალვისა და მკვლელობების დაგეგმვის ფაქტებს.

 

„ნახევრად გასამხედროებული ორგანიზაცია“

 

გამოძიებამ, ამ დაჯგუფებათა შემადგენლობა ამხილა, რომლებსაც კანონიერი ქურდები ხელმძღვანელობენ („კანონიერი ქურდები“ – ქართული და რუსული მაფიის თავკაცები). „ეს არის ერთ–ერთი ყველაზე უკეთ სტრუქტურირებული დანაშაულებრივი ორგანიზაცია ევროპაში, რომელიც თითქმის სამხედრო წესებით მოქმედებს“, – აღნიშნავს კრიმინოლოგი ალენ ბოე. „ჯგუფები ევროპის მრავალ ქვეყანაში არიან გაფანტული. თითოეული ჯგუფი, რეგიონალური ზედამხედველს ექვემდებარება, რომელიც  შემოსავლის 10%–ს იღებს“, – ამბობს იგი. „ამ ფულით საერთო სალარო ივსება და საიდანაც შესაბამისი ღონისძიებების ფინანსდება“.

 

ერთ–ერთი გამომძიებლის აზრით, რეალურად ფული ხშირად სხვადასხვა მომგებიან საქმეში, მაგალითად ნავთობისა და ნარკოტიკების ბიზნესში იდება“. მისი თქმით „მათი საფრთხე  არამხოლოდ იმ სასტიკი მეთოდებშია, რომელსაც იყენებენ, არამედ ეკონომიკურ ძალაუფლებაში, რომელსაც აღწევენ“. მისივე თქმით, ეს კრიმინალური დაჯგუფებები დასავლეთის ქვეყნებში მას შემდეგ გადავიდნენ, რაც მათ ქვეყნებში მათ წინააღმდეგ დიდი წმენდები განხორციელდა“.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...