Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge კავკასიის გამოცანის ამოხსნა: ორი ახალი წიგნი, რომელიც რეგიონის რთულ ისტორიას განიხილავს


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/05/EurAsiaNet-NEW-150x26.png

 

Eurasianet–ის “წიგნების მიმოხილვა”:

 

”დაე იყოს ჩვენი სახელი დიდი: მოგზაურობა კავკასიის დაუმორჩილებელ ხალხებთან”

ავტორი: ოლივერ ბალა

Basic Books

 

”კავკასია: შესავალი”

ავტორი: თომას დე ვაალი

Oxford University Press

 

კავკასიასთან დაკავშირებული პრაქტიკული რჩევა: ”თუ მიგაჩნიათ, რომ რეალობას ჩასწვდით,  წუთით შეიცადეთ”. მერე კი დაჯექით და წაიკითხეთ თომას დე ვაალისა და ოლივერ ბალას ახლად გამოქვეყნებული წიგნები: მათ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე არაპროგნოზირებადი და მოუსვენარი კუთხის არსებით პრობლემებში ჩახედვის საშუალება მოგვცეს. 

 

ჩეჩნეთისა და მთიანი ყარაბახის ექსპერტი დე ვაალი ლონდონის ომისა და მშვიდობის ინსტიტუტში მუშაობდა (IWPR), შემდეგ კი კარნეგის ცენტრში (Carnegie Endowment for International Peace) გადმოვიდა (ამბობენ, რომ მისი მოწვევა ცენტრში ერთი რამითაა  განპირობებული: მან ვაშინგტონში კავკასიის საკითხების ანალიზი ახალი იდეებით უნდა გაამდიდროს). მისი წიგნი – ”კავკასია: შესავალი” ბრწყინვალე წყაროა ჟურნალისტებისა და დიპლომატებისათვის, ზოგადად ყველასთვის, ვისაც საკითხის წვდომა მოკლე ვადაში სურს. წიგნი ლაკონური, მაგრამ ყოვლისმომცველია: ილუსტრირებულია რუკებით და ფერადოვანი ჩანართებით, რომლებიც ყველაფერს მოიცავენ დაწყებულს ქართული ღვინიდან და საბჭოთა ფლორიდით დამთავრებულს (ასე უწოდებდნენ ერთ დროს აფხაზეთს).

 

სამხრეთ კავკასიაზე, ჩვეულებრივ კონკრეტული ერთეულების ტერმინებში აზროვნებენ: ქართველებით დასახლებული საქართველო, სომხებით დასახლებული სომხეთი   და ა.შ. მაგრამ რეალობა უფრო არაერთგვაროვანია: ისტორიკოსი რონალდ სანი იმ ფაქტზე აჩერებს ყურადღებას, რომ მეოცე საუკუნემდე საქართველოს ურბანულ კულტურაში (განსაკუთრებით დედაქალაქში) სომხები დომინირებდნენ. დე ვაალი კიდევ უფრო შორს მიდის:  უფრო ადრე, წერს ის, თითქმის ნახევარი ათასწლელულის მანძილზე,  თბილისი ფაქტობრივად  არაბულ ცენტრს წარმოადგენდა, ხოლო მე-18 საუკუნეში დღევანდელი სომხეთი ძირითადად ”თათრებითა” და ქურთებით იყო დასახლებული. ამავე დროს დე ვაალი აღნიშნავს , რომ ”სპრასელებს კავკასიის დიდი ნაწილი ათასწლეულობით ჰქონდათ დაპყრობილი, ბევრად უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვიდრე რუსებს”. (იყავით ყურადღებით: სპარსულმა ფაქტორი სამხრეთ კავკასიაში  კვლავ იჩინეს თავს, პროგნოზირებს დე ვაალი, იმ შემთხვევაში, თუ შეერთებული შტატებისა და ირანის ურთიერთობანი გამოსწორდება).

 

დე ვაალი აღწერს  ცენტრიდანულ და  ცენტრისკენულ ძალებს იმ მოვლენის მიღმა, რასაც ანალიტიკოსი პოლ გობლი  კავკასიაში ”ხალხების გადაჯგუფებას” უწოდებს. ტრანსფორმაციები მართლაც  დიდი ხნის მანძილზე მიმდინარეობდა და  ეხებოდა არა მხოლოდ მოსახლეობას, არამედ ენებს, დამწერლობებს, რელიგიებს და კულტურულ იდენტობებს (ამ კონტექსტში  გასაგები ხდება რატომაა მოთავსებული ბიბლიოთეკებში წიგნები საქართველოსა და აზერბაიჯანზე, წიგნებთან რუსეთსა და უკრაინის შესახებ და რატომ  შეიძლება ტომები სომხეთზე ახლო აღმოსავლეთის განყოფილებაში იყოს გადამალული).

 

შესაშური სიცხადითა და ლაკონურობით დე ვაალი 1918—1921 წლების ჭაობში მიგვიძღვება: პერიოდში, რომელიც აღსავსე იყო ომებით, მასობრივი მკვლელობებით, რევოლუციებით, გენოცდით, ოკუპაციებით, პოგრომებით, ჯაშუშობით და კონტრაბანდით. მეორე თავი იმ ტურბულენტურ პოლიტიკურ მოვლენებს აღწერს, რომელიც 1991 წლის შემდეგ დაიწყო.

 

წიგნის ბოლოს მკითხველმა შეიძლება იკითხოს რას შეიძლება ნიშნავდეს ”ტერიტორიული მთლიანობა” და სხვა ამის მსგავსი საერთაშორისო ნორმა ისეთ არეულ-დარეულ სივრცეში, როგორიცაა კავკასია. არაა გასაკვირვი, რომ დღეს საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი განიცდიან იმას, რასაც დე ვაალი დიპლომატიურად ინკულზიური აზროვნების დეფიციტს უწოდებს.  მაგრამ, მიუხედავად ამისა, ის ამ ქვეყნებს  გადარჩენისკენ  და რეგიონული ერთიანობის შეინარჩუნებისკენ მოუწოდებს, ხოლო  ევროკავშირმა შესაძლოა აქ ფასილიტატორის როლი შეასრულოს. დე ვაალი არ არის ოპტიმისტურად განწყობილი და არა ჰგონია, რომ მგელი და ცხვარი ერთად მოძოვენ კავკასიაში, მაგრამ მას უკეთესობის იმედი აქვს და ამის მიღწევას ღირებულ მიზნად წარმოადგენს.  

 

ოლივერ ბალამ, ასევე ჟურნალისტმა, დე ვაალი IWPR-ში შეცვალა. წლების მანძილზე მუშაობდა ის კორესპონდენტად ყოფილ საბჭოთა კავშირში, სადაც ის რუსეთის ველური სამხრეთით მოიხიბლა. ”დაე იყოს ჩვენი სახელი დიდი”  ამაღელვებელი მონათხრობია რუსეთზე და დიდი კავკასიის მთების ჩრდილოეთ ფლანგზე. ანაცვლებს რა ერთმანეთს ისტორიასა და რეპორტაჟს, ბალა ფოკუსს ჩერქზებისა და სხვა  ჩრდილო კავკასიელი ხალხების (მათ შორის აფხაზების) იმ საგაზე ასწორებს, რომელიც დიდი ხნის მანძილზე უყურადღებოდ იყვნენ მიტოვებულნი. 

 

ის  გვთავაზობს ძალიან იშვიათ მონათხრობს კავკასიურ ტრადიციებსა და ეტიკეტზე, ღირსებასა და სოციალურ ჩვევებზე, მათ დღევანდელ მანიფესტაციაზე. ბალას თქმით,  ქცევათა ეს კოდექსი კულტურაში ”მთავრობის, ორგანიზებული რელიგიის ან ფულზე დაფუძნებული ეკონომიკის გარეშე” ვითარდებოდა.  ამ სივრცეში თავშესაფრის მოძიება შეუძლებელი იქნებოდა სტუმართმოყვარეობის მკაცრი კოდექსის გარეშე, ხოლო მოგზაურები, რომელთაც ღამის გასათევი ვერ მოიძიეს,  შეიძლება მძარცველებს ან კიდევ უფრო უარეს შემთხვევას ემსხვერპლონ.

 

წიგნში ბალა მძლავრ ლიტერატურულ ილეთს იყენებს: თავიდან ის მკითხველს თანამედროვე თვითმკვლელ ტერორისტს, ან მასობრივ ხოცვა-ჟლეტას აღუწერს, შემდეგ დროში უკან გვაბრუნებს, რათა ამ მოვლენათა პირველმიზეზები გამოიკვლიოს. ეს ხერხი ეფექტურად მუშაობს, ერთი სული გაქვს ტექსტი უკან მოიტოვო და იყვირო: ”ეს ტრაგედია, ეს პაროდია ახლავე უნდა შეწყდეს” და მხოლოდ მერე აცნობიერებ, რომ ბალა აღწერს იმას, რაც ასწელეულების წინათ მოხდა.

 

ან კიდევ:

 

მეორე მსოფლიო ომის მსვლელობისას ბალყარების,  მთაში მცხოვრები თურქული წარმომავლობის ეთნიკური ჯგუფის  რამდენიმე სოფელი გაანადგურეს. ივარაუდებოდა, რომ ეს ყველაფერი  ყაბარდინო-ბალყარეთში მოთარეშე გერმანელმა სამხედროებმა ჩაიდინეს. ბალა ყვება, რომ  საკითხი საბჭოთა სამხედროებმა გამოიძიეს და ძალიან საინტერესო დასკვნაც გამოიტანეს: გერმანელებმა ბალყარელები დახოცეს მას შემდეგ, რაც ამ ხალხმა მათთან თანამშრომლობაზე თანხმობა განაცხდა. 

 

ბალა წერს:

 

”NKVD-მ განაცხადა, რომ მან უკვე დააპატიმრა 845 ადამიანი 40, 909 ბალყარელიდან, რომლებიც  ხუთ ხეობაში ბინადრობდნენ. მაგრამ უამრავი ”ბანდიტი” ჯერ კიდევ აფარებს თავს მთებს და მათ ნათესავები ეხმარებიან…”

 

ოფიციალური ვერსია აბსურდული იყო. წლები დასჭირა იმას, რომ რეალური ისტორია ამოტივტივებულიყო. ”გერმანელი” მკვლელები საბჭოთა კავალერია აღმოჩნდა, რომელთაც NKVD-მ ბალყარელი ”ბანდიტების” ლიკვიდაციის ბრძანება მისცა.   ეს მოხდა და  ჯარმაც თარეში დაიწყო. იმას, თუ ვინ იყო რეალურად დამნაშავე, დიდი  მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან  სტალინს ბალყარელებთან დაკავშირებით საკუთარი  გეგმა ჰქონდა შემუშავებული:

 

”ღალატის, დანაშაულის  და ძალადობის ნუსხა… დაუმორჩილებლობა საზარლად უნდა დასჯილიყო და  ანგარიშში ერთ-ერთი ასეთი  აღწერლიცაა. ”ზემოთ ჩამოთვილილიდან გამომდინარე, ჩვენ მიგვაჩნია აუცილებლად საკითხი გადაწყდეს ბალყარების შესაძლო დეპორტაციის გზით…”, ნათქვამია დოკუმენტში. ”ბალყარელებს პასუხი უნდა ეგოთ იმისთვის, რომ საკუთარ სახლებს მკვლელებისგან იცავდნენ.  დეპორტაცია შორს არ იყო”.

 

დეპორტაცია დაიწყო და ყველა გადარჩენილი ბალყარელი, დაახლოებით 38, 000 ადამიანი ყაზახეთში, ციმბირში და სხვა ადგილებში გადაასახლეს.

 

ირონიულია, მაგრამ 1990 წ.წ. ერთ-ერთმა ბალყარელმა, რომელიც მასობრივ მკვლელობას გადაურჩა  და  რომელიც სტალინს წააგავდა, საბჭოთა ფილმში სასიკვდილო სარეცელზე მიჯაჭვული სტალინის როლი შეასრულა. ირონიულია ისიც, რომ დღემდე, მიუხედავად ბალყარელების გამართლებისა, ბევრი რუსი (და არც ისე ცოტა კავკასიელი) მიიჩნევს, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ბალყარელები გერმანელებთან მართლა თანამშრომლობდნენ.

 

თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ 2014 წლის ოლიმპიადა კავკასიაში უნდა ჩატარდეს, ”კავკასია”  და ”დაე იყოს ჩვენი სახელი დიდი” დროული წიგნებია.  სწორედ ამ ადგილებში მოხდა უკანასკნელი რუსულ-ჩერქეზული ორთაბრძოლა, სწორედ აქედან გაუყენეს თავისი საგვარეულო მამულებიდან აყრილი ათასობით კავკასიელი ოტომანთა იმპერიის გზას. უამრავმა მათგანმა გზაში დალია სული  (შეადარეთ ეს მე-19 საუკუნის აბორიგენი ამერიკელების თავგადასავალს. შეიძლება წარმოიდგინო, რა რეაქცია ექნებოდა მსოფლიოს ამერიკის მთავრობას ოლიმპიური სოფელი მაგალითად Little Bighorn-ში ან Wounded Knee-ში რომ აეშენებინა).

 

2008 წლის რუსულ-ქართული კონფლიქტის ფონზე,  იმის განცხადება, რომ საქართველოს რაიმე მართებს თავისი ჩრდილოელი მეზობლის, არასწორი იქნებოდა. მაგარამ ბალა იხსენებს, რომ მე-19 საუკუნეში ქართველებმა რუსეთის ინსტიტუტებში ღირებული განათლება მიიღეს,   უშუალოდ გაიცნეს ახალი ფილოსოფიური და პოლიტიკური მიმდინარეობები.  ისიც მართალია, რომ დასავლელების უმეტესობა კავკასიას პირველად პუშკინის, ლერმონტოვის და ტოლსტოის ტექსტებში შეხვდა. ბალა იმაზეც წერს, რომ მეცხრამეტე საუკუნის რუსები აღფრთოვანებულები იყვნენ ალექსანდრე მარლინსკის რომანტიკული და მძაფრსიუჟეტიანი ეპიზოდებით აღსავსე სათავგადასავლო მოთხრობებით. მარლინსკი თავზეხელაღებული დეკაბრისტი იყო,  ეარშიყებოდა კავკასიელ ქალებს და ესწრაფოდა ბრძოლაში სიკვდილს (ორივე მიმართულებით სასურველს მიაღწია).  სამხრეთ კავკასიის დამოუკიდებელი ქვეყნები სავსებით სამართლიანად ამტკიცებენ, რომ ისინი ახალ დროებაში ცხოვრობენ, მაგრამ რომანტიკული ნარატივი რეგიონში  მაინც მნიშვნელოვან ძალად რჩება.

 

რუსების შემდეგ, შესაძლოა ყველაზე მეტად მთის ხალხით ბრიტანელები მოიხიბლნენ. დე ვაალისა და ბალას მკითხველები შეხვდებიან ფრაგმენტებს ჯონ ბედდელის ტექსტებიდან (ის წერდა კლასიკურ ტექტებს, ისეთებს როგორიცაა ”კავკასიის  გაუვალი ფერდობები” და ”რუსების მიერ კავკასიის დამორჩილება), ეგზოტიკურ ფრაგმენტებს 1913 წელს გამოცემული გზამკვლევიდან, 1840 წელს, გერმანელი მოგზაურის ბარონ ავგუსტ ჰაქსგაუზენის მიერ დაწერილი წიგნიდან  და ა.შ. და ა.შ.

 

ამ წიგნებში უამრავი გასაოცარი და ამავე დროს საზარელი ამბავია აღწერილი, მაგრამ ავტორები არსდროს ტკბებიან იმით, რასაც თომას გოლცი (კავკასიით მოხიბლული კიდევ ერთი ექსპერტი) ”ბუმ-ბუმ” რეპორტაჟს უწოდებს. ავტორების მიზანი არასდროს გამხდარა ძალადობის ეპიზოდებით შოკის გამოწვევა. პირიქით, ესაა ღრმა ნაფიქარლი ულამაზეს, მაგრამ  თვითდესტრუქციულ რეგიონზე,  რომელშიც თვითონ თომას დე ვაალს და ოლივერ ბალას უამრავი ხიფათი გადახდენიათ და სადაც მეგობრები და კოლეგები დაუკარგავთ.  მოკლედ, ამ რეგიონმა მათ ცხოვრებას დაღი დაასვა. მკითხველს, ეს წიგნები ნამდვილად აღუძრავს კავკასიაზე მეტის შეცნობის სურვილს და შესაძლოა იქ მოგზაურობაც მოანდომოს.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...